„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№320
სარეგისტრაციო კოდი
040.170.020.05.001.003.282
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 24, 20/10/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) მე-10 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) ხორციელდება შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და კომპიუტერული ტექნიკის ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებითა და კომპიუტერული ტექნიკით ჩანაცვლება; ასეთ შემთხვევაში ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და კომპიუტერული ტექნიკის ღირებულების ნაწილი ანაზღაურდება ადრე შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და კომპიუტერული ტექნიკის მიმწოდებლისათვის დაბრუნებით.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 7 ოქტომბერი.

№320–IIს

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.10.2008.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე?
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე მიღებულია 07.10.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №320. სარეგისტრაციო კოდი — 040.170.020.05.001.003.282.
სად არის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.10.2008 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე, №320, 07.10.2008, სარეგისტრაციო კოდი 040.170.020.05.001.003.282 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.10.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1474/