„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 21 ივლისის №819 ბრძანებით დამტკიცებული დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№757
სარეგისტრაციო კოდი
010320040.22.034.016056
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110914011, 14/09/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №757

2011 წლის 14 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 21 ივლისის №819 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და  „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614  ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 21 ივლისის №819 ბრძანებით (სსმ, 28.07.2008, №106, მუხ.1186) დამტკიცებული დებულების:

ა)  მე-2 თავის მე-5 მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. შემოწმების დასრულების შემდეგ კანდიდატის სტაჟიორად დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის კურატორი მინისტრის მოადგილე ან ამავე დეპარტამენტის დირექტორი, სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე.

5. სტაჟირების (სასწავლო პრაქტიკის) დაწყება ფორმდება სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის კურატორი მინისტრის მოადგილის ან ამავე დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებით, რომელშიც აღინიშნება სამინისტროს დანაყოფის დასახელება, სადაც მიიღება კანდიდატი, სტაჟირების (სასწავლო პრაქტიკის) დაწყებისა და დასრულების თარიღები, მიმართულება და უშუალო ხელმძღვანელი.

6. სამინისტროში სასწავლო პრაქტიკის გასავლელად პირის წარდგენა ხდება საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი რეკომენდაციის საფუძველზე. რეკომენდაციას თან უნდა ახლდეს შს სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორთან წინასწარ შეთანხმებული სასწავლებლის ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული სასწავლო პრაქტიკის ამსახველი გეგმა (თემატიკა, ძირითადი მიმართულებები,  სასწავლო პრაქტიკის გავლის პროგრამა და გრაფიკი).“.

ბ)  მე-2 თავის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სტაჟირების ვადა განისაზღვრება არა უმეტეს ერთი წლისა. სასწავლო პრაქტიკის ვადას განსაზღვრავს საგანმანათლებლო დაწესებულება სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის კურატორ მინისტრის მოადგილესთან ან ამავე დეპარტამენტის დირექტორთან შეთანხმებით.“.

გ)  მე-2 თავის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პრაქტიკანტთა რაოდენობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვრება საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის კურატორ მინისტრის მოადგილესთან ან ამავე დეპარტამენტის დირექტორთან შეთანხმებით.“.

დ) მე-5 თავის მე-15 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის კურატორი მინისტრის მოადგილე ან ამავე დეპარტამენტის დირექტორი სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელის დასაბუთებული წინადადების საფუძველზე.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სასწავლო პრაქტიკის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის კურატორი მინისტრის მოადგილე ან ამავე დეპარტამენტის დირექტორი.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

                                                                                                                         ი. მერაბიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 21 ივლისის №819 ბრძანებით დამტკიცებული დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 14.09.2011.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 21 ივლისის №819 ბრძანებით დამტკიცებული დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 21 ივლისის №819 ბრძანებით დამტკიცებული დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 14.09.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №757. სარეგისტრაციო კოდი — 010320040.22.034.016056.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 21 ივლისის №819 ბრძანებით დამტკიცებული დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 21 ივლისის №819 ბრძანებით დამტკიცებული დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 21 ივლისის №819 ბრძანებით დამტკიცებული დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.09.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 21 ივლისის №819 ბრძანებით დამტკიცებული დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №757, 14.09.2011, სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.034.016056 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.09.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1474617/