📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 14.09.2011
გამომცემი ორგანო ახალციხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №24
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.138.016041
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110915003, 19/09/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,561 სიტყვა · ~8 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (9)
ა) სამსახურის უფროსი – უფროსი საჯარო მოხელე
ბ) მთავარი სპეციალისტი – ჯგუფის უფროსი
გ) მთვარი სპეციალისტი – ცვლის უფროსი
დ) წამყვანი სპეციალისტი – საქმის წარმოების საკითხებში
ე) წამყვანი სპეციალისტი-მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში
ვ) წამყვანი სპეციალისტი – რაზმის უფროსი
ზ) სპეციალისტი –  მაშველი მეხანძრე
თ) სპეციალისტი – უფროსი მძღოლი
ი) სპეციალისტი – მძღოლი.
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {mso-style-link:"Body Text Indent Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:35.4pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p {margin-right:0in; margin-bottom:5.95pt; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} span.BodyTextIndentChar {mso-style-name:"Body Text Indent Char"; mso-style-link:"Body Text Indent"; font-family:AcadNusx;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:42.5pt 42.5pt 42.5pt 56.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №24 2011 წლის 14 სექტემბერი ქ.ახალციხე ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ    ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ’’ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკრებულო ადგენს: 1. დამტკიცდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულება (დანართი№1). 2. ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 სექტემბრის №32 დადგენილება (სსმ V, №35, 08.10.2010 წ., მუხ. 1029). 3. დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.   საკრებულოს თავმჯდომარე                           მ. გიქოშვილი დანართი №1 ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება 1. სახანძრო-სამაშველო სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახანძრო დაცვის და საავარიო-სამაშველო საქმიანობის განხორციელებას – ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებების და სხვა საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციას. 2. სამსახური საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის, ,,სახანძრო უსაფრთხოების შესახებ’’ საქართველოს კანონის, „ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერი ტორიის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის , საქართველოს მთავრობის 2010 წლის 4 ივნისის №153 დადგენილების „საგანგებო სიტუაციების რეაგირების ძალების წესდების დამტკიცების შესახებ“, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის გავლის წესს ამტკიცებს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტთან შეთანხმებით. 4. სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას თანამშრომლები სარგებლობენ დადგენილი ფორმის ტანსაცმლით, რომელიც მათ ეძლევათ უფასოდ, ნორმის ფარგლებში. 5. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბიუჯეტის ხარჯზე. 6. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.     მუხლი 2🔗. სამსახურის ფუნქციები 1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახანძრო, სამაშველო-საავარიო საქმიანობის განხორციელებას. ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციას, კერძოდ: ა) შემოსულ საგანგებო ზარებზე პირველადი რეაგირება; ბ) დისლოკაციის ადგილზე სახანძრო-სამაშველო დანა­ყოფ­ების 24-საათიანი მორიგეობისა და მათი მუდმივი მზად­ყოფ­ნის უზრუნველყოფა; გ) ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელებას: საგანმანათლებლო და სააღმზრდელო, სამედიცინო დაწესებულებებში, საკონცერტო და სამაყურებლო დანიშნულების შენობა-ნაგებობებში , სარკინიგზო ტრანსპორტში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა შესრულებაზე; დ) ხანძრების პროფილაქტიკის ორგანიზებას და განხორციელებას; ე) ხანძრების დროს ადამიანთა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების გადარჩენას; ვ ) ორგანიზებას უწევს და ახორციელებს ხანძრების ჩაქრობას, ასევე საავარიო-სამაშველო სამუშაოებს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების საზღვრებში; ზ ) სახანძრო დაცვის, სახანძრო უსაფრთხოების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას, ამ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას, სახანძრო დაცვის მუნიციპალური ობიექტების მართვას; თ ) ახორციელებს ხანძრის ჩაქრობისათვის არსებული მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების ეფექტურად გამოყენებისათვის საჭირო პირობების შექმნას; ი ) სასიცოცხლო უზრუნველყოფის სამსახურებთან ურთიერთქმედების ორგანიზებას, შესაბამისი თანამდებობის პირებისაგან წყალმომარაგების, კავშირგაბმულობისა და სხვა სისტემების დაზიანებების აღმოფხვრის უზრუნველყოფას, აგრეთვე სამსახურის ტექნიკის შეუზღუდავი მოძრაობისათვის ზომების მიღებას; კ ) მუნიციპალურ სამსახურებთან და სხვა ორგანიზაციებთან უსაფრთხოებისათვის საჭირო საერთო ღონისძიებების ორგანიზებასა და ჩატარებას; ლ) საჭიროების შემთხვევაში ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ტერიტორიაზე ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოებში და დაგეგმილ სახანძრო-სამაშველო-ტაქტიკურ სწავლებებში; მ ) სახანძრო-სამაშველო დაცვის ძალებისა და საშუალებების აღრიცხვა-კონტროლს, სამსახურის პირადი შემადგენლობის თანამდებობების პირების პროფესიულ მომზადებას, ტაქტიკური სწავლებების, შეკრებების, ტრენინგების ჩატარებას; ნ ) შეიმუშავებს დიდი ხანძრებისა და სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში პირადი შემადგენლობის ჩაბმის ღონისძიებებს, ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში ხანძარზე გასვლის განრიგსა და გეგმას, რომელიც თანხმდება ადგილობრივ თვითმმართველობასთან; ო ) დადგენილი წესით სამსახურის საქმისწარმოებას, გამოძახებათა რეგისტრაციას, ხანძრის ჩაქრობის შტატგარეშე ოპერატიული შტატების შექმნას; პ ) სამსახურის ტექნიკური საშუალებების მუდმივ მზადყოფნას, გაუმართაობების ოპერატიულად აღმოფხვრას, ტექნიკის მოვლა-პატრონობის კონტროლს, სხვადასხვა სახის ინვენტარის მორიგე ცვლებისათვის გადაბარების წესების დაცვას, სახანძრო-სამაშველო-სამწყობრო მომზადების ნორმატივების შესრულებისათვის ზომების მიღებას; ჟ ) გასვლაში მყოფ სამსახურის ავტომობილებზე ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შენახვისა და მოვლის წესების კონტროლს; რ ) მასობრივი უწესრიგობის აღკვეთისა და თავიდან აცილების ღონისძიებებში სამსახური მონაწილეობს მისი ჩარევის აუცილებლობის შემთხვევაში, მხოლოდ ხანძრის კერის ჩასაქრობად; ს) შრომის დაცვისა და უსაფრთხოების, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების, ტექნიკის წესების შესრულების პირადი შემადგენლობის მიერ კონტროლს, დანაყოფის გასვლას რაიონში, ამ ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი აფეთქებასაშიში თუ ხანძარსაშიში ობიექტების განლაგების, წყალმომარაგების, გასასვლელების, ქუჩების შემოვლითი გზების და სხვა მახასიათებლების ცოდნის კონტროლს. 2. სამსახური ჩართულია საქართველოს ტერიტორიაზე და სხვა სახელმწიფოების ტერიტორიაზე სახანძრო-სამაშველო დაცვის ძალებისა და საშუალებების გამოყენების ურთიერთდახმარების შეთანხმებაში. 3. ხანძრის ჩაქრობის დროს სამსახურის პირადმა შემადგენლობამ უნდა მიიღოს ზომები ნივთიერი მტკიცებულებების შესანარჩუნებლად და ქონების დასაცავად. 4. მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.     მუხლი 3🔗. სამსახურის სტრუქტურა და მოხელეთა უფლება -მოვალეობები 1. სამსახური შედგება ა) სამსახურის უფროსი – უფროსი საჯარო მოხელე ბ) მთავარი სპეციალისტი – ჯგუფის უფროსი გ) მთვარი სპეციალისტი – ცვლის უფროსი დ) წამყვანი სპეციალისტი – საქმის წარმოების საკითხებში ე) წამყვანი სპეციალისტი-მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში ვ) წამყვანი სპეციალისტი – რაზმის უფროსი ზ) სპეციალისტი –  მაშველი მეხანძრე თ) სპეციალისტი – უფროსი მძღოლი ი) სპეციალისტი – მძღოლი. 2. სამსახურის საქმიანობის ორგანიზებასა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს განსაზღვრავს სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 3. სამსახურის უფროსი კანონმდებლობით დადგენილი წესით: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას; ბ) იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; გ) განსაზღვრავს სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობრივ მოვალეობებს; გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; დ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას; ე) პერიოდულად ისმენს თანამშრომლების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ვ) ორგანიზაციას უწევს სამსახურში შემოსული მოქალაქეების წიდადადებების, განცხადებების, საჩივრების განხილვას, აწარმოებს მათ პირად მიღებას; ზ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებების შემუშავებისათვის წინადადებების მომზადებას და წარუდგენს გამგებელს მათ სარეალიზაციოდ; თ) აანალიზებს ხანძრებზე სამუშაოების ჩატარებისას სამსახურის მუშაობას, გეგმავს ღონისძიებებს პირადი შემადგენლობის პროფესიული მომზადების, ხანძრის ჩაქრობის და სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარების გასაუმჯობესებლად; ი) ხელს აწერს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტაციას; კ) ახორციელებს კანონმდებლობით, გამგეობის დებულების მე-13 მუხლის პირველი პუნქტით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებითა და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორცილებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე არსებითი რანგის შესაბამისად . 5. სამსახურის მოხელე ვალდებულია: ა) მზად იყოს საგანგებო სიტუაციის სალიკ­ვი­დაციო სამუშაოების ჩასატარებლად, სრულყოს თავისი ფი­ზი­­კური, თეორიული, სპეციალური და ფსიქოლოგიური მომ­ზა­დება; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აღმოუჩინოს დახ­მა­რე­ბა განსაცდელში მყოფ ადამიანებს; გ) განახორციელოს დაზარალებულთა მოძიება, მიიღოს ზო­მები მათ გადასარჩენად, აღმოუჩინოს მათ პირველადი და სხვა სახის დახმარება; დ) სახანძრო-სამაშველო სიტუაციის შედეგების სალიკვიდაციო სა­მუ­შაოების ჩატარებისას დაიცვას სამაშველო სამუშაოების ჩა­ტა­რების ტექნოლოგია, შეასრულოს ხელ­მძღვანელობის ბრძანებები; ე) მოსახლეობას განუმარტოს უსაფრთხოების მოთ­ხოვ­ნე­ბი სიტუაციის გართულების თავიდან აცილების მიზნით და გართულების შემთხვევაში – აუცილებელი მოქმედების თანმიმ­­დევრობის შესახებ; ვ) დაიცვას უსაფრთხოების წესები სამუშაოთა შესრულ­ებ­ისას; ზ) შეასრულოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მო­ვალ­ეობები. 6. სამსახურის მოხელეს უფლება აქვს: ა) გამოძახების შემთხვევაში, სპეციალურ ტექნიკასა და მან­ქა­ნებზე გამოიყენონ ხმოვანი სიგნალები და ციმციმა: ბ) მინიჭებული უფლებების ფარგლებში და კანონ­მდებ­ლო­ბით დადგენილი წესით მიიღოს მთლიანი და უტყუარი ინ­ფორ­მაცია, რომელიც აუცილებელია მისი მოვალეობის შესას­რუ­ლებლად; გ ) დაუბრკოლებლად შევიდეს სამრეწველო ობიექტსა და ტე­რიტორიაზე, საცხოვრებელ შენობაში სალიკვიდაციო სამუშაოების ჩასატარებლად; დ ) მოსთხოვოს საგანგებო სიტუაციის ზონაში მყოფ ყვე­ლა პირს უსაფრთხოების დადგენილი წესების დაცვა; ე ) აღიჭურვოს სამაშველო სამუშაოების წარმოებისათვის სა­ჭირო ტექნოლოგიის შესაბამისად; ვ ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ადამი­ან­თა გადარჩენის უზრუნველსაყოფად, გამოიყენოს კავშირ­გაბ­მუ­ლო­ბისა და სატრანსპორტო საშუალებები, სხვადასხვა ორ­განიზაციის კუთ­ვნილი ქონება და სხვა მატერიალური საშუალებები; ზ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობის და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტების შე­სა­ბამისად განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები. 7. სამსახურის პირადი შემადგენლობა, ხანძრების, ავარიების, კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციის სხვა მონაწილეები, რომლებიც მოქმედებდნენ უკიდურესი აუცილებლობის ან/და დასაბუთებული რისკის პირობებში, თავისუფლდებიან მიყენებული ზარალის ანაზღაურებისაგან. 8. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.      მუხლი 4🔗. სამსახურის ქონება 1. სამსახურის მთელი ქონება წარმოადგენს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებას, მის მფლობელობაში და სარგებლობაში არსებული ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე საფინანსო რესურსები აისახება სამსახურის დამოუკიდებელ ბალანსზე. 2. აკრძალულია სახანძრო-სამაშველო ტექნიკის, ტექნიკური შეიარაღების არადანიშნულებისამებრ გამოყენება.     მუხლი 5🔗. დასკვნითი დებულებანი სამსახურის დებულების მიღება მასში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხდება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა (ლიკვიდაცია) ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.