„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 22 ივნისის N195 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №718
2011 წლის 15 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 22 ივნისის №195 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 22 ივნისის №195 ბრძანებით (სსმ III , 27.06.2005წ., № 76 მუხლი 809) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება:
1. მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ზ”, „თ”, „ი” და „კ” ქვეპუნქტები:
„ზ) საქართველოს სტრატეგიული და უსაფრთხოების გარემოს შეფასება. საფრთხეთა შეფასების დოკუმენტის პერიოდულ განახლებაში მონაწილეობა;
თ) საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების შეფასება;
ი) თავდაცვის დაგეგმვის სტრატეგიული და უწყებრივი დონის დოკუმენტების შემუშავება კომპეტენციის ფარგლებში;
კ) საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სტრუქტურებისა და მათი ფუნქციების ცვლილებებთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავება. შეიარაღებული ძალების მზადყოფნის, მობილიზაციის დაგეგმვის, შეიარაღებული ძალების მოთხოვნილებების და შესაძლებლობების შეფასებაში მონაწილეობა.” .
2. მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ”, „ი”, „კ” და „ლ” ქვეპუნქტები:
,,თ) პრიორიტეტების მიხედვით საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ანალიზი და შეიარაღებული ძალების ამოცანების განსაზღვრა და ჩამოყალიბება მიზნების მისაღწევად კომპეტენციის ფარგლებში;
ი) შეიარაღებული ძალების სტრატეგიული განვითარების მოთხოვნების გათვალისწინებით გრძელვადიანი, საშუალოვადიანი, მოკლევადიანი რეკომენდაციების და სამოქმედო გეგმების შემუშავება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
კ) სამოქმედო გეგმების შექმნა სამოქალაქო ინსტიტუტებთან თანამშრომლობისათვის და ნატოს სტანდარტებთან თავსებადი სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის დოქტრინების განვითარება;
ლ) ქვეყნის გარეთ მიმდინარე სამხედრო-პოლიტიკური მოვლენების ანალიზი, რომელიც უკავშირდება საქართველოს უსაფრთხოებას და არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, რეკომენდაციების მიწოდება შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობისათვის.” .
3. მე-9 პუნქტს დაემატოს „ე” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,ე) სამხედრო დაგეგმვის სამმართველო.”
4. მე-11 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „დ”, „ე” და „ვ” ქვეპუნქტები.
5. მე-11 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ” ქვეპუნქტი:
„თ) შეიარაღებული ძალების სტრატეგიული განვითარების მოთხოვნების გათვალისწინებით გრძელვადიანი, საშუალოვადიანი, მოკლევადიანი რეკომენდაციების და სამოქმედო გეგმების შემუშავება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა.”.
6. 112 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე”, „ვ” და „ზ” ქვეპუნქტები:
„ე ) თავდაცვის სამინისტროს პროგრამული ბიუჯეტის პროექტის მომზადების კოორდინირება;
ვ ) ბიუჯეტის ხარჯვის პერიოდული ანალიზი თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ზ ) ეროვნული თავდაცვის პროგრამებისა და გეგმების განვითარებისა და შესრულების კოორდინირებ ა.” .
7. დაემატოს 113 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„113. სამხედრო დაგეგმვის სამმართველოს ფუნქციებია:
,,ა) სამხედრო-პოლიტიკური საფრთხეების კლასიფიკაციას რისკის დონეების მიხედვით, და სცენარების შემუშავება მათი შესაძლო განვითარების ვერსიებზე ;
ბ) სამხედრო-სტრატეგიული დონის დოქტრინებისა და კონცეფციების განვითარების პროგრამების მომზადება ;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან შეიარაღებული ძალების შესაძლებლობათა შეფასების და სამომავლო სტრუქტურების განვითარების პრ ო ცესში მონაწილეობა ;
დ) საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სტრუქტურებისა და მათი ფუნქციების ცვლილებებთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავება. შეიარაღებული ძალების მზადყოფნის, მობილიზაციის დაგეგმვის, შეიარაღებული ძალების მოთხოვნილებების და შესაძლებლობების შეფასებაში მონაწილეობა ;
ე) სამოქმედო გეგმების შექმნა სამოქალაქო ინსტიტუტებთან თანამშრომლობისათვის და ნატოს სტანდარტებთან თავსებადი სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის დოქტრინების განვითარება;
ვ) ქვეყნის გარეთ მიმდინარე სამხედრო-პოლიტიკური მოვლენების ანალიზი, რომელიც უკავშირდება საქართველოს უსაფრთხოებას და არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, რეკომენდაციების მიწოდება შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობისათვის.” .
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბ . ახალაია
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 22 ივნისის N195 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 15.09.2011.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 22 ივნისის N195 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 22 ივნისის N195 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 15.09.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №718. სარეგისტრაციო კოდი — 120340000.22.026.016076.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 22 ივნისის N195 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 22 ივნისის N195 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 22 ივნისის N195 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.09.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 22 ივნისის N195 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №718, 15.09.2011, სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016076 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.09.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1474962/