1. ეს კანონი არეგულირებს ძირითად სამართლებრივ ურთიერთობებს კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის სფეროში.

2. კოლხეთის დაცული ტერიტორიებისათვის მიკუთვნებული მიწის, ტყის, წყლის და სხვა ბუნებრივი რესურსების, აგრეთვე ისტორიულ-კულტურული ძეგლების განკარგვასთან, დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით.

3. ქონებრივი ურთიერთობები კოლხეთის დაცული ტერიტორიების დაცვისა და გამოყენების სფეროში რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობი