საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის სამაშველო სამსახურის რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს შექმნის შესახებ
მიღების თარიღი 13.09.2011
ძალაში შესვლა 03.10.2011
ძალის დაკარგვა 10.01.2015
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №40
სარეგისტრაციო კოდი 010240020.32.057.016061
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110916004, 19/09/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის სამაშველო სამსახურის რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს შექმნის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Arial Unicode MS"; panose-1:2 11 6 4 2 2 2 2 2 4;}
@font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;}
@font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;}
@font-face {font-family:"\@Arial Unicode MS"; panose-1:2 11 6 4 2 2 2 2 2 4;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Arial Unicode MS","sans-serif";}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";}
p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
span.apple-style-span {mso-style-name:apple-style-span;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:.75in 41.8pt 45.0pt .75in;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №40
2011
წლის 13 სექტემბერი
ქ. ბათუმი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის სამაშველო სამსახურის რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს შექმნის შესახებ
„
ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 და მე-13 მუხლების, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-8 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის სამაშ
ველო სამსახური და მის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის
საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტო.
2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის
საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს თანდართული დებულება.
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის
საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს
სახელმწიფო კონტროლი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და თანდართული დებულებე
ბ
ის შესაბამისად განახორციელოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ.
4
. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის
საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტო
, მისი დებულებით სააგენტოს
უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებში, წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის სამაშველო სამსახურის
უფლებამონაცვლეს.
5
. დადგენილება ამოქმედდეს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების
ა და დამატების შეტანის თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის ამოქმედების დღიდან.
მთავრობის თავმჯდომარე
ლ. ვარშალომიძე
შეტანილი ცვლილებები:
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 3 ივლისის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 12.07.2012წ.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის
საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის „
ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ
“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი (დაწესებულება), რომელიც შედის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში და არის ქვეყნის მაშტაბით საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ერთიანი სისტემის შემადგენელი ნაწილი.
2. სააგენტო არის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე. სააგენტო თავის საქმიანობას ახორციელებს „
ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ
“ საქართველოს კანონის, სხვა სათანადო საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.
3. კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში სააგენტო ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა (შემდგომში – მთავრობა) და სამინისტროს წინაშე. სააგენტო საგანგებო სიტუაციების ერთიანი სისტემით მართვის მიზნით, ვალდებულია საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრალურ ორგანოს აწვდიდეს ინფორმაციას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მასშტაბით არსებული საგანგებო სიტუაციების, მოსალოდნელი საფრთხეების, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების და საშუალებების, ტექნიკური სააფრთხეების შემცვლელი ობიექტების და საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციისათვის საჭირო რესურსების შესახებ. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად სააგენტოს გააჩნია სპეციალური უფლებაუნარიანობა. სააგენტო უფლებამოსილი არ არის განახორციელოს ისეთი საქმიანობა, რომლის უფლებაც მას მინიჭებული არა აქვს შესაბამისი სამართლებრივი აქტებით ან/და ამ დებულებით.
4. სააგენტო კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საკუთარი სახელით იძენს ქონებრივ და პირად არაქონებრივ უფლებებს, კისრულობს მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ, აგრეთვე მესამე პირთან ურთიერთობაში.
5. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ხარჯთა ნუსხა, საბანკო და სახაზინო ანგარიშები, ბეჭედი, ბლანკი, ემბლემა და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
6. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი
№121.
მუხლი 2🔗. სააგენტოს მიზნები, ამოცანები და ფუნქციები
1. თავისი კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს
მიზნები, ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სახანძრო-სამაშველო ოპერაციების განხორციელება შესაბამისი ძალებით;
ბ) სამოქალაქო თავდაცვის ამოცანების განხორციელება ტერიტორიულ ფარგლებში;
გ) საგანგებო სიტუაციების აღრიცხვა და სტატისტიკის წარმოება;
დ) სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებათა ორგანიზება;
ე) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამსახურების ორგანიზება და კოორდინირება;
ვ) ჰუმანიტარული ტვირთების განაწილებაში მონაწილეობა;
ზ) საგანგებო სიტუაციების პრევენციულ ღონისძიებებში მონაწილეობა;
თ) საგანგებო სიტუაციების ან მათი წინმსწრები მოვლენების შესახებ არსებული ინფორმაციის დაფიქსირება, სპეციალური ფორმის სახით წარდგენა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში;
ი) შესაბამის ტერიტორიულ საზღვრებში საგანგებო სიტუაციებით გამოწვეული
დამაზიანებელი ფაქტორების ზემოქმედებისაგან მოსახლეობის დაცვის მიზნით, მოსახლეობის დაცვის ინდივიდუალური და კოლექტიური საშუალებების (დამცავი ნაგებობების: თავშესაფრები, მართვის პუნქტები, მეტროპოლიტენები, სამთო გამონამუშევრები, გამოქვაბულები, გვირაბები, მიწისქვეშა გადასასვლელები და სხვ.) გამოყენების, მათი მუდმივი მზადყოფნისა და საევაკუაციო ღონისძიებათა დაგეგმვის ორგანიზება შესაბამისი ინსტრუქციების მიხედვით;
კ) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმების შემუშავება და სრულყოფა;
ლ) საგანგებო სიტუაციების განვითარების შემთხვევაში წინასწარ დამტკიცებული გეგმების შესაბამისად ოპერაციებში მონაწილეობა;
მ) საშიში საწარმოო ობიექტების უსაფრთხოების დეკლარაციის მიღება,
ანალიზი და სათანადო რეკომენდაციების შემუშავება ცენტრალური
ორგანოს ინფორმირებით და
კოორდინაციით;
ნ) სახანძრო-სამაშველო დანაყოფის აღრიცხვა.
ო
) შესაბამის კომპეტენტურ ორგანიზაცია-დაწესებულებებთან ერთად, კოორდინირებულად საგანგებო სიტუაციების პროგნოზირების განხორციელება, პროგნოზირების საფუძველზე არსებული ინფორმაციის დროული მიწოდება მოსალოდნელი საფრთხის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის,
უსაფრთხოების ღონისძიებათა ორგანიზება შესაბამისი მუნიციპალიტეტისა და საჭიროების შემთხვევაში სხვა სათანადო სახელმწიფო თუ ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან კოორდინირებულად
;
პ
) შემოსულ საგანგებო ზარებზე პირველადი რეაგირება;
ჟ) კომპლექსურ და სპეციალურ ვარჯიშებში მონაწილეობა;
რ) საგანგებო სიტუაციების
სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელება;
ს
) შესაბამისი თანამშრომლების
24-საათიანი მორიგეობისა და მათი მუდმივი მზადყოფნის უზრუნველყოფა საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისათვის;
ტ) საგანგებო სიტუაციების
შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილი ძალებისა და საშუალებების გამოყენებაზე ოპერატიული ხელმძღვანელობა;
უ
) კომპეტენციის ფარგლებში
სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებების ორგანიზება ავარიებით, კატასტროფებითა და სტიქიური უბედურებით გამოწვეული საგანგებო სიტუა
ციების თავიდან აცილებისა და შედეგების ლიკვიდაციის მიზნით;
ფ
) ზღვაზე,
მდინარეებზე, ტბებზე, წყალსაცავებზე სამაშველო ღონისძიებების განხორციელება ადამიანების სიცოცხლის დაცვის მიზნით;
ქ
) წყალქვეშა ტექნიკური და სხვა საძიებო (სამყვინთაო) სამუშაოების ჩატარება;
ღ
) უწყებების, წარმოება-დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელობის, აგრეთვე მოსახლეობის ინფორმირება სტიქიური მოვლენების დადგომის შემთხვევაში
მათი ქცევისა და მოქმედების აუცილებელი წესების თაობაზე;
ყ
) სამინისტროსთან შეთანხმებით სამაშველო სადგურებისა და საგუშაგოების რაოდენობის განსაზღვრა და დისლოკაცია;
შ) ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მყოფი ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისათვის კონსულტაციების გაწევა;
ჩ) ტურისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ტურისტების მიერ გამოსაყენებელი მოწყობილობების შემოწმება (სასეირნო კატარღის გამართულობა, რაფტინგის, კლდეზე ცოცვის, მთამსვლელობის, ყვინთვისათვის და ა.შ. საჭირო ამუნიციისა და მოწყობილობების გამოყენების უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობა და სხვა);
ც) ტურისტული მარშრუტებისა და ტურების დაგეგმვისას ტურისტებისათვის უსაფრთხოების შესახებ რეკომენდაციების გაწევა, ტურების მსვლელობისას ტურისტების თანხლება და სათანადო ინსტრუქტაჟის ჩატარება;
ძ
) მსოფლიო პრაქტიკაში დანერგილი სიახლეებისა და ინოვაციების პერიოდული იმპლემენტაციის მეშვეობით სამაშველო
დარგის განვითარების ხელშეწყობა მომხმარებე
ლთა ხარისხიანი
სამაშველო მომსახურების გაწევის მიზნით
;
წ
) საბანაო ადგილების, პლაჟების, საცურაო აუზების, ყველა სახისა და დანიშნულების საგუბრებისა და არხების აღრიცხვა და შესწავლა, ამ ობიექტებით უსაფრთხოდ სარგებლობის მიზნით შესაბამისი წინადადებების, რეკომენდაციების, გეგმებისა და პროექტების შემუშავება;
ჭ
) საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დაკისრებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელების
უზრუნველყოფა.
2. სააგენტოს
, თავისი ამოცანებისა და ფუნქციების შეუფერხებლად რეალიზაციის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში
უფლება აქვს:
ა) წარადგინოს წინადადებები აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებში საგანგებო სიტუაციების დადგომისას
უსაფრთხოებისა
და სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე;
ბ
) მიიღოს საჭირო ინფორმაცია, განმარტებები და ცნობები იმ საქმეებსა
და მასალებთან დაკავშირებით, რომლებიც შეეხება საგანგებო სიტუაციებსა
და სამოქალაქო თავდაცვის საკითხებს;
გ
) მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება-განხილვაში
;
დ
) ზედამხედველობა გაუწიოს უწყებებს, საწარმოებსა და ორგანიზაცია-დაწესებულებებს სამოქალაქო თავდაცვის საკითხებში;
ე
) მონაწილეობა მიიღოს სტიქიური უბედურებების
შედეგად წარმოქმნილი მატერიალური ზარალის განსაზღვრაში;
ვ
) თავის გამგებლობაში შემავალ საკითხებზე ითანამშრომლოს სამთავრობო უწყებებთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, აგრეთვე
ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
ზ
) განახორციელოს კონტროლი სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების შესრულებაზე, რისთვისაც გამოყოფს კოორდინატორს ან თანამშრომელთა შემადგენლობით ქმნის სპეციალური კონტროლის
ჯგუფს;
თ
) განახორციელოს მოქმედი კანონდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.
3
. სააგენტო
თავის საქმიანობას წარმართავს სამინისტროს ზედამხედველობით. სააგენტო
საჭიროების შემთხვევაში ვალდებულია დაკისრებული ამოცანები და ფუნქციები განახორციელოს შესაბამისი სახელმწიფო (ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივ) ორგანოებთან, დაწესებულებებსა
და ორგანიზაციებთან კოორდინირებული ურთიერთ
თანამშ
რომლობის საფუძველზე.
მუხლი 3🔗. სააგენტოს ხელმძღვანელობა
1. სააგენტოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს მთავრობა, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობა მინისტრის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით.
2. სააგენტოს უფროსს ჰყავს 4 მოადგილე, მათ შორის, ერთი პირველი. მოადგილეებს სააგენტოს უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს მინისტრი, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი სააგენტოს უფროსის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით.
3. მოადგილის უფლებამოსილებებს განსაზღვრავს სააგენტოს უფროსი შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
4. სააგენტოს უფროსის არყოფნის, უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან შეწყვეტის შემთხვევაში უფროსის მოვალეობას დროებით ასრულებს სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 3 ივლისის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 12.07.2012წ.
მუხლი 4🔗. სააგენტოს უფროსის უფლებამოსილება
1. სააგენტოს უფროსი:
ა) კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში ერთპიროვნულად და დამოუკიდებლად ხელმძღვანელობს სააგენტოს საქმიანობას, მოქმედებს სააგენტოს სახელით და სპეციალური მინდობილობის გარეშე წარმოადგენს მას მესამე პირთან ურთიერთობაში;
ბ) პერსონალურად პასუხისმგებელია ამ დებულებისა და სააგენტოს საქმიანობის მომწესრიგებელი სამართლებრივი აქტების, აგრეთვე მათგან გამომდინარე მთავრობისა და მინისტრის დავალებების ზუსტად და დროულად შესრულებაზე;
გ) პერსონალურად პასუხისმგებელია სააგენტოს საქმიანობის სწორად წარმართვაზე, სააგენტოს ქონების, მათ შორის, ფულადი სახსრების მიზნობრივ ხაჯვასა და გამოყენებაზე;
დ) თავისი უფლებამოსილებების განხორციელებისას გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ (ადმინისტრაციულ) აქტებს – ბრძანებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა სააგენტოს ყველა თანამშრომლისათვის, ასევე ხელს აწერს სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებულ ფინანსურ და სხვა დოკუმენტებს;
ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს;
ვ) ანაწილებს ფუნქციებს სააგენტოს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებისა და თანამშრომლების საქმიანობაზე, ატარებს თათბირებს თანამშრომლებთან, პერიოდულად ისმენს მათი მუშაობის შედეგებს, სააგენტოს სახელით სამოქმედოდ გასცემს მინდობილობას სააგენტოს თანამშრომლებსა და სხვა პირებზე;
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია სააგენტოს თანამშრომლების მიმართ გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები;
თ) უფლებამოსილია სააგენტოს სახელით გახსნას და დახუროს ანგარიშები ბანკში, დადოს შრომითი და სხვა ხელშეკრულებები (შეთახმებები)
ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ი) სამინისტროს წინასწარი თანხმობით განსაზღვრავს და ადმინისტრაციული აქტით ამტკიცებს სააგენტოს
საშტატო ნუსხას, ხელფასის ფონდს, თანამდებობრივ სარგოებს და ხარჯთა ნუსხას, ადგენს და სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს სააგენტო
ს ბალანსს;
კ) ამტკიცებს სააგენტოს
შინაგანაწესს და თანამშრომელთა შვებულებაში გასვლის განრიგს, უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს თანამშრომელთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვას;
ლ) წელიწადში ორჯერ სამინისტროს, ხოლო მთავრობას მოთხოვნისთანავე წარუდგენს ანგარიშს სააგენტოს
მიერ გაწეული საქმიანობისა და ფინანსური სახსრების გამოყენების შესახებ;
მ) სამინისტროს მეშვეობით მთავრობას წარუდგენს დებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მთავრობის დადგენილების პროექტს, სამინისტროსა და მთავრობას წარუდგენს წინადადებებს სააგენტოს
საქმიანობის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ;
ნ) სააგენტოს
წინაშე არსებული საკითხების ეფექტურად გადაწყვეტის მიზნით, უფლებამოსილია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შექმნას სამუშაო ჯგუფები, მოიწვიოს სპეციალისტები
შესაბამისი რეკომენდაციების მოსამზადებლად;
ო
) ასრულებს კანონმდებლობით, ამ დებულებით და მათ შესაბამისად მთავრობის ან/და სამინისტროს მიერ მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. სააგენტოს
უფროსი არ შეიძლება ეწეოდეს სხვა რაიმე ანაზღ
აურებად სამუშაოს, გარდა სამეცნიერო-
პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა.
მუხლი 5🔗. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი
1. სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა სამინისტრო.
2. სააგენტოს სახელმწიფო კოტროლი მოიცავს სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
3. მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სააგენტოს უფროსის არამართლზომიერი გადაწყვეტილება. მინისტრს უფლება აქვს სააგენტოს უფროსს მოსთხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალები და ინფორმაცია.
4. სააგენტოს უფროსი ვალდებულია წელიწადში ორჯერ სამინისტროს, ხოლო მთავრობას მოთხოვნისთანავე წარუდგინოს წერილობითი ანგარიში სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის, მათ შორის, ფინანსური სახსრების თაობაზე.
5. სააგენტოს საქმიანობის შესამოწმებლად საჭიროების შემთხვევაში დამოუკიდებელ აუდიტორს ნიშნავს სამინისტრო.
მუხლი 6🔗. სააგენტოს საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას
სააგენტომ სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე)
თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ვ) სხვა გადაწყვეტილებების მიღება ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
მუხლი 7🔗. სააგენტოს ქონება
1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სააგენტოს
აქვს საჭირო განცალკევებული ქონება, რომელიც მას მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით დროებით სარგებლობაში, უსასყიდლოდ გადაეცემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა
გან.
2. სააგენტოს
ქონებას შეიძლება შეადგენდეს აგრეთვე სააგენტოს
ფუნქციონირების განმავლობაში მისი ფინანსური სახსრებით შეძენილი ან/და შექმნილი ქონება. ასეთ ქონებაზე სააგენტოს
აქვს უსასყიდლო სარგებლობის, ხოლო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრების უფლება.
3. სააგენტოს
ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება რჩება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში.
4. სააგენტოს
ქონებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 8🔗. სააგენტოს ფინანსები
1. სააგენტოს შემოსავლის წყარო შეიძლება იყოს:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავლები;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები;
დ) დამხმარე სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები;
ე) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2
. ამ მუხლით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება სააგენტოს
ხარჯების ანაზღაურებას, თანამშრომლებზე ხელფასების გაცემას, შესაბამისი ნორმატიული აქტებითა და დებულებით გათვალისწინებული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. სააგენტოს
სახსრებისა და შემოსავლების რაიმე სხვა მიზნით გამოყენება დაუშვებელია.
მუხლი 9🔗. სააგენტოს საბუღალტრო ანგარიშგება
1. სააგენტო
ვალდებულია კანონმდებლობის, მათ შორის,
საქართველოში მოქმედი საერთაშორისო საბუღალტრო ანგარიშგების სტანდარტების შესაბამისად აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს.
2. სააგენტოს წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 10🔗. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 11🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მთავრობის დადგენილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.