⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (31.01.2013)
გაუქმებულია:

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბუნებრივი კატაკლიზმების პროგნოზირებისა და მართვის ცენტრის რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მაშველთა გადამზადების ცენტრის შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 13.09.2011
ძალაში შესვლა 03.10.2011
ძალის დაკარგვა 31.01.2013
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №41
სარეგისტრაციო კოდი 010240020.32.057.016062
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110916005, 19/09/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,787 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.09.2011 მიღება
03.10.2011 ძალაში შესვლა
31.01.2013 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბუნებრივი კატაკლიზმების პროგნოზირებისა და მართვის ცენტრის რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მაშველთა გადამზადების ცენტრის შექმნის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Arial Unicode MS"; panose-1:2 11 6 4 2 2 2 2 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:"\@Arial Unicode MS"; panose-1:2 11 6 4 2 2 2 2 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Arial Unicode MS","sans-serif";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.apple-style-span {mso-style-name:apple-style-span;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:31.5pt 46.1pt 56.9pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №41 201 1 წლის 13 სექტემბერი ქ. ბათუმი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი კატაკლიზმების პროგნოზირებისა და მართვის ცენტრის რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მაშველთა გადამზადების ცენტრის შექმნის შესახებ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლე­ბამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-8 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად: 1. რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბუნებრივი კატაკლიზმების პროგნო­ზირებისა და მართვის ცენტრი და მის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მაშველთა გადამზადების ცენტრი. 2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მაშველთა გადამ­ზა­დების ცენტრის თანდართული დებულება. 3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მაშველთა გადამზადების ცენტრის სახელმწიფო კონტროლი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართ­ ველოს კანონისა და თანდართული დებულებებ ის შესაბამისად განახორციელოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ. 4. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მაშველთა გადამზადების ცენტრი , მისი დებულებით ცენტრისათვის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებში, წარმო­ ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი კატაკლიზმების პროგ­ნო­­ზირებისა და მართვის ცენტრის უფლებამონაცვლეს. 5. დადგენილება ამოქმედდეს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების ა და დამატების შეტანის თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის ამოქმედების დღიდან. მთავრობის თავმჯდომარე      ლ. ვარშალომიძე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მაშველთა გადამზადების ცენტრის დ ე ბ უ ლ ე ბ ა     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მაშველთა გადამზადების ცენტრი (შემდ­გომში – ცენტრი) არის ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ “ საქართველოს კონსტი­ტუციური კანონისა და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბ­ლი­კის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი (დაწესებულება), რომელიც შედის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში. 2. ცენტრი თავის საქმიანობას ახორციელებს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ “ საქართველოს კანონის, სხვა სათანადო საკანონმდებლო და კანონ­ქვემ­დე­ბარე სამართლებრივი აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად. 3. კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში ცენტრი ანგარიშ­ვალდებული და პასუხისმგებელია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა (შემდგომში – მთავრობა) და სამინისტროს წინაშე. დასახული მიზნებისა და დაკის­რე­ბული ფუნქციების შესასრულებლად ცენტრს გააჩნია სპეციალური უფლება­უნა­რია­ნობა. ცენტრი უფლებამოსილი არ არის განახორციელოს ისეთი საქმიანობა, რომლის უფლებაც მას მინიჭებული არა აქვს შესაბამისი სამართლებრივი აქტებით ან/და ამ დებულებით. 4. ცენტრი კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საკუთარი სახელით იძენს ქონებ­რივ და პირად არაქონებრივ უფლებებს, კისრულობს მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ, აგრეთვე მესამე პირებთან ურთიერთობაში. 5. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ხარჯთა ნუსხა, საბანკო და სახაზინო ანგარიშები, ბეჭედი, ბლანკი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 6. ცენტრის იურიდიული მისამართია: ქ. ბათუმი, გუდიაშვილის ქუჩა №4.     მუხლი 2🔗. ცენტრის მიზნები, ამოცანები და ფუნქციები 1. ცენტრის მიზნები, ამოცანები და ფუნქციებია: ა) მაშველთა (გარდა მეხანძრე მაშველებისა) გადამზადება საერთაშორისო სტან­დარ­ტების შესაბამისად; ბ) მაშველთა გადამზადებისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა; გ) მსოფლიო პრაქტიკაში დანერგილი სიახლეებისა და ინოვაციების პერიოდული იმპლემენტაციის მეშვეობით სამაშველო დარგის განვითარების ხელშეწყობა, მაშველ­თა პროფესიული დონის ამაღლების მიზნით ; დ ) შესაბამისი პერიოდულობით კომპლექსური და სპეციალური ვარჯიშების ჩატარების დაგეგმვა-განხორციელება და ამ ვარჯიშებში სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობის უზრუნველყოფა ; ე) შესაბამისი პროფილის ორგანიზაცია-დაწესებულებებთან თანამშრომლობა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ; ვ ) საგანგებო ან/და გადაუდებელი სიტუაციების დადგომისა და განვითარების შემთხვევაში წინასწარ დამტკიცებული გეგმის შესაბამისად საჯარო სამართლის იურიდიული პირის–აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლობა და ოპერაციებში მონაწილეობა; ზ) ტრენერების კვალიფიკაციის დონის ამაღლებისათვის ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტების მოწვევა და ტრენინგ-სემინარების ჩატარების უზრუნ­ველყოფა; თ) ცენტრის მიერ გადამზადებული მაშველების დასაქმების ხელშეწყობა; ყ ) საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დაკისრებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელების უზრუნველყოფა. 2. ცენტრს , თავისი ამოცანებისა და ფუნქციების შეუფერხებლად რეალიზაციის მიზნით, უფლება აქვს: ა) წარადგინოს წინადადებები აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმ მართველობის ორგანოებში მაშველთა გადამზადების დონის სრულყოფის მიზნით ; ბ ) მიიღოს საჭირო ინფორმაცია, განმარტებები და ცნობები მაშველთა გადამზა­დე­ბისათვის აუცილებელ საკითხებზე ; გ ) მონაწილეობა მიიღოს და კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშაოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება-განხილვაში ; დ ) თავის გამგებლობაში შემავალ საკითხებზე ითანამშრომლოს სამთავრობო უწყებებთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, აგრეთვე ადგილობ­ რივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; ე ) განახორციელოს კონტროლი სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრუ­ ლე­ ბების შესრულებაზე, რისთვისაც გამოყოფს კოორდინატორს ან თანამშრომელთა შემადგენლობით ქმნის სპეციალური ინსპექტირების ჯგუფს; ვ ) განახორციელოს მოქმედი კანონდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება­ მო­ სი­ ლებანი. 3 . ცენტრი თავის საქმიანობას წარმართავს სამინისტროს ზედამხედველობით. ცენტრი საჭიროების შემთხვევაში ვალდებულია დაკისრებული ამოცანები და ფუნქციები განახორციელოს შესაბამისი სახელმწიფო (ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივ) ორგანოებთან, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებთან კოორდინი­ რებული ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე.     მუხლი 3🔗. ცენტრის ხელმძღვანელობა 1. ცენტრს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც აჭარის ავტონომიური რესპუბ­ლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს მთავრობა, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობა მინისტრის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით. 2. ცენტრის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც ცენტრის უფროსის წარდგი­ნე­ბით თანამდებობაზე ნიშნავს მინისტრი, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი ცენტრის უფროსის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით. 3. მოადგილის უფლებამოსილებებს განსაზღვრავს ცენტრის უფროსი შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 4. ცენტრის უფროსის არყოფნის, უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებ­ლობის ან შეწყვეტის შემთხვევაში უფროსის მოვალეობას დროებით ასრულებს ცენტ­რის უფროსის მოადგილე.     მუხლი 4🔗. ცენტრის უფროსის უფლებამოსილება 1. ცენტრის უფროსი: ა) კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში ერთპიროვნულად და დამოუკიდებლად ხელმძღვანელობს ცენტრის საქმიანობას, მოქმედებს ცენტრის სახელით და სპეციალური მინდობილობის გარეშე წარმოადგენს მას მესამე პირთან ურთიერთობაში; ბ) პერსონალურად პასუხისმგებელია ამ დებულებისა და ცენტრის საქმიანობის მომწესრიგებელი სამართლებრივი აქტების, აგრეთვე მათგან გამომდინარე მთავრო­ბისა და მინისტრის დავალებების ზუსტად და დროულად შესრულებაზე; გ) პერსონალურად პასუხისმგებელია ცენტრის საქმიანობის სწორად წარმართ­ვაზე, ცენტრის ქონების, მათ შორის, ფულადი სახსრების მიზნობრივ ხაჯვასა და გამოყენებაზე; დ) თავისი უფლებამოსილებების განხორციელებისას გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ (ადმინისტრაციულ) აქტებს – ბრძანებებს, რომელ­თა შესრულება სავალდებულოა ცენტრის ყველა თანამშრომლისათვის, ასევე, ხელს აწერს ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებულ ფინანსურ და სხვა დოკუმენტებს; ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის თანამშრომლებს; ვ) ანაწილებს ფუნქციებს ცენტრის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სამსახუ­რებ­რივ ზედამხედველობას ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღ­ვა­ნელებისა და თანამშრომლების საქმიანობაზე, ატარებს თათბირებს თანამშრომ­ლებ­თან, პირიოდულად ისმენს მათი მუშაობის შედეგებს, ცენტრის სახელით სამოქმედოდ გასცემს მინდობილობას ცენტრის თანამშრომლებსა და სხვა პირებზე; ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია ცენტრის თანამშრომ­ლე­ბის მიმართ გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები; თ) უფლებამოსილია ცენტრის სახელით გახსნას და დახუროს ანგარიშები ბანკში, დადოს შრომითი და სხვა ხელშკრულებები (შეთახმებები) ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ი) სამინისტროს წინასწარი თანხმობით განსაზღვრავს და ადმინისტრაციული აქტით ამტკიცებს ცენტრის საშტატო ნუსხას, ხელფასის ფონდს, თანამდებობრივ სარგოებსა და ხარჯთა ნუსხას, ადგენს და სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს სამსახურის ბალანსს; კ) ამტკიცებს ცენტრის შინაგანაწესს და თანამშრომელთა შვებულებაში გასვლის განრიგს, უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს თანამშრომელთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვას; ლ) წელიწადში ორჯერ სამინისტროს, ხოლო მთავრობას მოთხოვნისთანავე წარუდგენს ანგარიშს ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობისა და ფინანსური სახსრების გამოყენების შესახებ; მ) სამინისტროს მეშვეობით მთავრობას წარუდგენს დებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მთავრობის დადგენილების პროექტს, სამინისტროსა და მთავრობას წარუდგენს წინადადებებს ცენტრის საქმიანობის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ; ნ) ასრულებს კანონმდებლობით, ამ დებულებით და მათ შესაბამისად მთავრობის ან/და სამინისტროს მიერ მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. ცენტრის უფროსი არ შეიძლება ეწეოდეს სხვა რაიმე ანაზღ აურებად სამუშაოს, გარდა სამეცნიერო- პედაგოგიური და შემოქმედებითით საქმიანობისა.     მუხლი 5🔗. ცენტრის სახელმწიფო კონტროლი 1. ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგა­ნოა სამინისტრო. 2. ცენტრის სახელმწიფო კოტროლი მოიცავს ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკო­ნო­მიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 3. მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ცენტრის უფროსის არამართლ­ზომიერი გადაწყვეტილება. მინისტრს უფლება აქვს ცენტრის უფროსს მოსთხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალები და ინფორმაცია. 4. ცენტრის უფროსი ვალდებულია წელიწადში ორჯერ – 10 მაისამდე და 10 დეკემბრამდე სამინისტროს, ხოლო მთავრობას მოთხოვნისთანავე წარუდგინოს წერილობითი ანგარიში ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობის, მათ შორის ფინანსური სახსრების თაობაზე. 5. ცენტრის საქმიანობის შესამოწმებლად საჭიროების შემთხვევაში დამოუკი­დებელ აუდიტორს ნიშნავს სამინისტრო.     მუხლი 6🔗. ცენტრის საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას ცენტრმა სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა; ზ) სხვა გადაწყვეტილებების მიღება ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.     მუხლი 7🔗. ცენტრის ქონება 1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ცენტრს აქვს საჭირო განცალკევებული ქონება, რომელიც მას მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით დროებით სარგებლობაში, უსასყიდლოდ გადაეცემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისგან. 2. ცენტრის ქონებას შეიძლება შეადგენდეს აგრეთვე ცენტრის ფუნქციონირების განმავლობაში მისი ფინანსური სახსრებით შეძენილი ან/და შექმნილი ქონება. ასეთ ქონებაზე ცენტრს აქვს უსასყიდლო სარგებლობის, ხოლო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრების უფლება. 3. ცენტრის ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება რჩება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში. 4. ცენტრის ქონებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 8🔗. ცენტრის ფინანსები 1. ცენტრის შემოსავლის წყარო შეიძლება იყოს: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავლები; გ) ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები; დ) დამხმარე სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები; ე) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები; ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2 . ამ მუხლით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ცენტრის ხარჯების ანაზღაურებას, თანამშრომლებზე ხელფასების გაცემას, შესაბამისი ნორმატიული აქტებითა და დებულებით გათვალისწინებული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. ცენტრის სახსრებისა და შემოსავლების რაიმე სხვა მიზნით გამოყენება დაუშვებელია.     მუხლი 9🔗. ცენტრის საბუღალტრო ანგარიშგება 1. ცენტრი ვალდებულია კანონმდებლობის, მათ შორის, საქართველოში მოქმედი საერთაშორისო საბუღალტრო ანგარიშგების სტანდარტების შესაბამისად აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს. 2. ცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკი­დებელი აუდიტორი.     მუხლი 10🔗. ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებ­ლობის შესაბამისად.     მუხლი 11🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მთავრობის დადგე­ ნილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.