საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 13.09.2011
ძალაში შესვლა 03.10.2011
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №43
სარეგისტრაციო კოდი 010240020.32.057.016064
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110916007, 19/09/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,786 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.09.2011 მიღება
03.10.2011 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } span.apple-style-span {} span.apple-converted-space {} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:.75in 41.8pt .75in 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება № 43 2011 წლის 13 სექტემბერი ქ. ბათუმი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ  „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კა­ნონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ დ“ ქვეპუნქტისა და „ აჭარის ავტონომიური რეს­პუბ­ლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წე­სის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-8 მუხლის „თ“ ქვე პუნ­ქტის შესაბამისად: 1. შეიქმნას საჯარო სამარ­თლის იურიდიული პირი – აჭარის ავტონომიური რესპუბ­ლიკის დასაქმების სააგენტო . 2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავ­ტო­ნო­მიუ­რი რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს თანდართული დებულება. 3 . საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბ­ლიკის დასაქმების სააგენტოს მოსამსახურეთა რიც­ხოვ­ნო ბა განისაზღვროს 22 (ოცდა ­ორი ) საშტატო ერთეულით.     4 . საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბ­ლი­კის დასაქმების სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი, ,,საჯარო სამართლის იური­დიუ­ლი პირის შესახებ” საქართველოს კანონისა და თან­დართული დებულების შესაბა­მი­სად განახორ­ ციე­ ლოს აჭარის ავტონომიური რესპუბ­ლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ. 5 . აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამ­ი­ნის­­ტრომ (ვ. ბოლქვაძე) უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტო­ნო­მიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსათვის საჭირო უძრავ-მოძრავი ქონების უსასყიდლო სარგებლობაში გადა­ცემა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 6.  დადგენილება ამოქმედდეს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წ ლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის ძალაში შესვლის დღიდან. მთავრობის თავმჯდომარე  ლ. ვარშალომიძე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს დ ე ბ უ ლ ე ბ ა     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის ავტონომიური რეს­პუბ­ლიკის დასაქმების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო ) არის ,,სა­ჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კა­ნონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად შექმნილი სა­ჯა­რო სამარ­თ ლის იურიდიული პირი, რომელიც შედის აჭარის ავტონომი ური რესპუბ­ლი­კის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტროს) სისტემაში. 2. სააგენტო თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ” საქართვე­ლოს კონსტი­ ტუ­ ციური კანონის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტი­ტუ­ციის, სხვა სათანადო საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქ­ტე­ბისა და ამ დებულების შესაბამისად. 3. კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში, სააგენტო ან­გარიშ­ვალდებული და პასუხისმგებელია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავ­რობისა (შემდგომში – მთავრობა) და სამინისტროს წინაშე. დასახული მიზ­ნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სააგენტოს გააჩნია სპე­ციალური უფლებაუნარიანობა. 4. სააგენტო კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საკუთარი სახელით იძენს უფლე­ბებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, გააჩნია თავისი შემოსავლები და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ , აგრეთვე მესამე პირთან ურთიერთობაში. 5. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ხარჯთა ნუსხა, საბანკო და სახაზინო ანგარიშები, ბლანკი, ბეჭედი მცირე სახელმწიფო გერბისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბის გამოსახულებით, საკუთარი სახელ­წო­დების აღნიშვნით და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.  6. სააგენტოს იურიდიული მისამართია საქართველო, ქ. ბათუმი, აკადემიკოს მამია კომახიძის ქუჩა № 119.     მუხლი 2🔗. სააგენტოს მიზანი, ფუნქციები და უფლებამოსილებები 1. სააგენტოს მიზანია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დასაქმების სისტემისა და მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა. 2 . სააგენტოს ფუნქციებია: ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაცია და აღრიცხვა; ბ) სამუშაოს მაძიებელი პირების მონაცემთა ბაზის შევსება /განახლება; გ) სამუშაოს მაძიებელთა კონსულტირება და მათი შრომითი მოწყობის მიზნით საშუამავლო საქმიანობის ორგანიზება; დ) დასაქმების ხელშეწყობის პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა და მისი განხორციელება; ე) სამუშაოს მაძიებელთათვის პროფესიული ტრენინგების ჩატარება/ორგანიზება სხვადასხვა სფეროში; ვ) შრომის ბაზრის სისტემატური კვლევა; ზ) დასაქმებულთა აღრიცხვა და მონაცემთა შევსება /განახლება; თ) საჯარო და კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა; ი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული საჯარო და კერძო სექტორში მოქმედი ორგანიზაციების მონაცემთა ბაზის შექმნა და მისი მუდმივი განახლება; კ) საჯარო და კერძო სექტორში არსებული ვაკანსიების თაობაზე ინფორმაციის მოძიება და საზოგადოებისათვის მიწოდება. 3. სააგენტოს უფლებამოსილებებია:  ა ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოსახლეობის დასაქმების უზრუნველმყოფი მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;  ბ ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს საქმიანობისათვის საჭირო სამართლებ­ რივი აქტების შემუშავება და მიღება;  გ ) სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე მოქალაქეთა განცხა­ დებების, საჩივრებისა და წინადადებების განხილვა, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;  დ ) საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დონორ ქვეყნებთან ურთიერთობის დამყარება, ერთობლივი პროექტების შემუშავება და განხორციელება;  ე ) ხელშეკრულებების დადება საქართველოსა და უცხოელ ფიზიკურ და/ან იური­ დიულ პირებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ამ დებულებით დად­გე­ ნილი მიზნე­ ბის მისაღწევად;  ვ ) მიღებული ფინანსური სახსრების განკარგვა სააგენტოს საქმიანობის, სააგენტოს მიერ დადებული ხელშეკრულებების დაფინანსებისათვის, პროექტებისა და პროგ­ რამების ფარგლებში საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების მიწოდებისათვის;  ზ ) სემინარების, კონფერენციების, სამუშაო შეხვედრების, ტრენინგების უზ­რუნ­ველყოფა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ;  თ ) შესაბამისი კვალიფიკაციის პერსონალის დაქირავების უზრუნველყოფა;  ი) ცენტრის მიზნების მისაღწევად კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.     მუხლი 3🔗. სააგენტოს სტრუქტურა სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებია: ა) აპარატი; ბ) ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილება; გ) ბათუმის განყოფილება; დ) ქობულეთის განყოფილება; ე) ხელვაჩაურის განყოფილება; ვ) ქედის განყოფილება; ზ) შუახევის განყოფილება; ე) ხულოს განყოფილება. 2. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების უფლება-მოვალეობანი და საქ­მია­ნობის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრება სააგენტოს სტრუქტურული ერ­თეუ­ლების დებულებით (დებულებებით), რომელ­საც სააგენტოს დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს აჭარის ავტონომიური რეს­პუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი (შემდგომში – მინის­ტრი).     მუხლი 4🔗. სააგენტოს მართვა 1. სააგენტოს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც მინისტრის წარდგი­ნებით თანამდებობაზე ნიშნავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა , ხო­ლო თანამდებობიდან ათავისუფ­ლებს მთავრობა მინისტრის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით.  2. სააგენტოს დირექტორს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც სააგენტოს დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს მინისტრი, ხოლო თანამდე­ბობიდან ათავისუფლებს მინისტრი სააგენტოს დირექტორის წარდგინებით ან საკუ­თარი ინიციატივით.  3. სააგენტოს დირექტორის მოადგილე სააგენტოს დირექტორის დავალებით ხელმძღვა­ნელობს და კოორდინაციას უწევს სააგენტოს საქმიანობის ცალკეულ მიმარ­თულებებს, სააგენტოს დირექტორის თანხმობით წარმოადგენს სააგენტოს ინ­ტერესებს მესამე პირთან ურთიერთობაში.  4. სააგენტოს დირექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძ­ლებ­ ლო­ ბისას, მისი ადგილზე არყოფნისას ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემ­თხვევაში, სააგენტოს დირექტორის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე.     მუხლი 5🔗. სააგენტოს დირექტორის უფლებამოსილება 1. სააგენტოს დირექტორი მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში წარ­მარ­თავს სააგენტოს ყოველდღიურ საქმიანობას, მოქმედებს დამოუკიდებლად და პერ­სონალურად აგებს პასუხს სააგენტოს საქმიანობის სწორად წარმართვაზე, სააგენტოს მფლობელობაში არსებული ქონების დაცვაზე, ფულადი სახსრების მიზნობ­რივ ხარჯვაზე. 2. სააგენტოს დირექტორი: ა) წარმოადგენს სააგენტოს და ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამო­სილებას; ბ) წარმართავს სააგენტოს საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციის, საკა­ნონმდებლო აქტების, მინისტრის ბრძანებებისა და სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვით; გ) ახორციელებს სააგენტოს საერთო ხელმძღვანელობას, სამართლებრივ, მეთოდურ-საინფორმაციო და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას; დ) სააგენტოს სახელით ხელს აწერს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დონო­ რებთან დადგენილი წესით დადებულ ხელშეკრულებებს, სახელმწიფო ვალდებუ­ ლე­ ბე­ ბის შესრულებასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებს, სააგენტოს მიერ დაფი­ ნანსებული პროექტების და პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებულ საგრანტო ხელშეკ­ რუ­ ლებებსა და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებს; ე) ამტკიცებს სააგენტოს საქმიანობის ყოველწლიურ გეგმას და წარუდგენს სამი­ ნისტროს; ვ) უზრუნველყოფს ანგარიშების მომზადებას და წარდგენას როგორც სამი­ ნისტროსათვის, ასევე სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის; ზ) ხელს აწერს სააგენტოს ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებულ დოკუმენ­ ტებს ან ახდენს ამ ფუნქციის დელეგირებას შესაბამის კომპეტენტურ პირებზე ბრძანების საფუძველზე; თ) უფლებამოსილია სხვადასხვა უწყებებიდან მოიწვიოს შესაბამისი სპეცია­ ლის­ ტები, აგრეთვე დამოუკიდებელი ექსპერტები; ი) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს, აფორმებს შრომით ხელშეკრულებებს საქართველოს მოქმედი კანონ­მდებლობის შესაბამისად, მათ მიმართ იყენებს წახალისებისა და დის­ციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს; კ) მინისტრს დასანიშნად და გასათავისუფლებლად წარუდგენს სააგენტოს დირექტორის მოადგილის კანდიდატურას, განსაზღვრავს მის უფლ­ე­ბ­ამო­სი­ლე­ბებს; ლ) ზრუნავს სააგენტოს თანამშრომელთა პროფესიული უნარ-ჩვევების გან­ვი­ თა­ რე­ ბასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე; მ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტებს (ბრძანებებს); ნ) ანაწილებს უფლება-მოვალეობებს სააგენტოს თანამშრომლებს შორის, აძ­­ლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, აკონტროლებს სააგენტოს თანამ­შრო­მელ­­თა მიერ სამსა­ ხუ­ რე­ ბ­ რივი მოვალეობების შესრულებას; ო) სამინისტროს წინასწარი თანხმობით განსაზღვრავს და ადმინის­ტრა­ციული აქტით ამტკიცებს სააგენტოს საშტატო ნუსხას, ხელ­ფა­სის ფონდს, თანამდებობრივ სარგოებსა და ხარჯთა ნუსხას; პ) შეაქვს წინადადება სამინისტროში სააგენტოს წლიური ბიუჯეტის შემო­სავ­ლისა და გასავლის საკითხებზე, პასუხს აგებს სახელმწიფო ან/და ავტო­ნომიური რესპუბ­ ლი­ კის ქონების დაცვასა და ფულადი სახსრების მიზნობრივ გამო­ყენებაზე; ჟ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს, საორგანიზაციო და ადმინის­ტრა­ციულ ხარჯებს; რ) ქმნის სათათბირო ორგანოებს (კომისიები, საბჭოები) და განსაზ­ღვრავს მათ უფლე­ ბა­ მოსილებებს; ს) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამო­სი­ლებებს.     მუხლი 6🔗. სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი 1. სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგა­ ნოა სამინისტრო.  2. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი მოიცავს ცენტრის მიერ განხორციე­­ლებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და სა­­ფინანსო-ეკონო­ მიკური საქმიანობის ზედამხედველობას.  3. მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სააგენტოს დირექ­ტორის არამართლზომიერი გადაწყვეტილება. მინისტრს უფლება აქვს სააგენტოს დირექტორს მოთხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალები და ინფორმაცია.  4. სააგენტოს დირექტორი ვალდებულია სამინისტროს და მთავრობას მოთ­ხოვ­ნისთანავე წარუდგინოს წერილობითი ანგარიში მის მიერ განხორციელებული საქმია­ ნო­ ბის, მათ შორის ფინანსური სახსრების თაობაზე     მუხლი 7🔗. სააგენტოს საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას 1. სააგენტომ სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმე­­დებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახ­სრების, აგრეთვე სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარ­ჯების ლიმიტების განსაზღვრა; ვ) სხვა გადაწყვეტილებების მიღება ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილ­­დება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 2. სააგენტოს მიერ სესხის აღებისა და თავდებობის განხორციელებაზე აუ­ცი­ლებელია აგრეთვე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკო­ნო­მიკის სამინისტროს თანხმობა.     მუხლი 8🔗. სააგენტოს ქონება 1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებ­­ლად სააგენტოს აქვს საჭირო განცალკევებული ქონება, რომელიც მას დროე­ბით სარგებლო­ ბა­ ში უსასყიდლოდ გადაეცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. სააგენტოს ქონებას შეიძლება შეადგენდეს აგრეთვე სააგენტოს ფუნქ­ციო­ნი­რე­ბის განმავლობაში მისივე ფინანსური სახსრებით შეძენილი ან/და შექ­მნი­ლი ქო­ნება. ასეთ ქონებაზე სააგენტოს აქვს უსასყიდლო სარგებლობის, ხოლო აჭა­რის ავ­ტონომიურ რესპუბლიკას საკუთ­რე­ბის უფლება. 3. სააგენტოს ქონებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება საქარ­­თველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის შესა­ბა­მისად.     მუხლი 9🔗. სააგენტოს ფინანსები 1. სააგენტოს შემოსავლის წყარო შეიძლება იყოს: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავლები; გ) ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემო­ სავლები; დ) დამხმარე სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები; ე) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები; ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარ­ დება სააგენტოს დებულებით გათვალისწინებული მიზნებისა და ფუნქციების განხორ­ ციელებას, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას, სააგენტოს თანამშ­ რომ­ ლე­ ბის ხელფასების გაცემასა და მატერიალურ წახალისებას. სააგენტოს სახსრებისა და შემოსავლების რაიმე სხვა მიზნით გამოყენება დაუშვებელია.     მუხლი 10🔗. სააგენტოს საბუღალტრო ანგარიშგება 1. სააგენტო ვალდებულია კანონმდებლობის, მათ შორის, საქართველოში მოქმედი საერთაშორისო საბუღალტრო ანგარიშგების სტანდარტების შესაბამისად აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს. 2. სააგენტოს წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუ­ კი­ დე­ ბელი აუდიტორი.     მუხლი 11🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მთავრობის დადგენილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.     მუხლი 12🔗. სააგენტოს ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია სააგენტოს ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდე­ ბ­ ლობით დადგენილი წესით.