ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის 2001 წლის 18 ივნისს გაფორმებული ნარკოტიკების კონტროლისა და კანონიერების განმტკიცების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების შესწორება №17

მიღების თარიღი 09.09.2011
ძალაში შესვლა 09.09.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №0
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016048
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110916012, 27/09/2011
matsne.gov.ge 1,154 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.09.2011 მიღება
09.09.2011 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის 2001 წლის 18 ივნისს გაფორმებული ნარკოტიკების კონტროლისა და კანონიერების განმტკიცების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების შესწორება №17 /* Font Definitions */ @font-face {font-family:Wingdings; panose-1:5 0 0 0 0 0 0 0 0 0;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {mso-style-link:"Comment Text Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} span.MsoCommentReference {font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {mso-style-link:"Body Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} pre {mso-style-link:"HTML Preformatted Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {mso-style-link:"Comment Subject Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-family:"Calibri","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} span.HTMLPreformattedChar {mso-style-name:"HTML Preformatted Char"; mso-style-link:"HTML Preformatted"; font-family:"Courier New";} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.CommentTextChar {mso-style-name:"Comment Text Char"; mso-style-link:"Comment Text"; font-family:"Times New Roman","serif";} span.CommentSubjectChar {mso-style-name:"Comment Subject Char"; mso-style-link:"Comment Subject"; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;} span.BodyTextChar {mso-style-name:"Body Text Char"; mso-style-link:"Body Text"; font-family:"Times New Roman","serif";} p.OmniPage6, li.OmniPage6, div.OmniPage6 {mso-style-name:"OmniPage \#6"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:11.0pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt .75in 56.7pt 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის 2001 წლის 18 ივნისს გაფორმებული ნარკოტიკების კონტროლისა და კანონიერების განმტკიცების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების შესწორება №17 I. ზოგადი ნაწილი ერთი მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოს მთავრობა (შემდგომში ცალ-ცალკე მოიხსენებიან როგორც „მხარე“, ხოლო ერთობლივად – „მხარეები“) ერთობლივად შეთანხმდნენ აშშ მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის 2001 წლის 18 ივნისს გაფორმებულ შეთანხმებაში შესწორებებისა და დამატებების შეტანის შესახებ შემდეგ საკითხთან დაკავშირებით: დამატებითი თანხების გამოყოფა შემდეგი პროექტის დასაფინანსებლად: „საკომუნიკაციო სისტემების ინტეგრირების პროექტი საქართველოს სასაზღვრო პოლიციისათვის“. წინამდებარე შესწორების საფუძველზე აშშ-ის მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხები განსაზღვრულია ცალკე ფინანსურ თავფურცელში და ჯამში შეადგენს 6,655,740 აშშ დოლარს. აშშ მთავრობის მიერ ამ პროექტის დაფინანსების გაგრძელება დამოკიდებულია კონგრესის მიერ თანხების გამოყოფასა და ასიგნებაზე, პროექტის მიზნების განსახორციელებლად მიმართული საქმიანობის დამაკმაყოფილებელ შედეგებზე და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანხმობაზე. მხარეებს უფლება აქვთ განავრცონ, ცვლილებები შეიტანონ, ან შეწყვიტონ შეთანხმების წინამდებარე შესწორების საფუძველზე განსახორციელებელი პროექტები, რაზეც მხარეები წერილობით შეთანხმდებიან. წინამდებარე დოკუმენტის II ნაწილში წარმოდგენილია პროექტის სრული აღწერილობა და მიზნები. ყველა სხვა ვალდებულება და პირობა, რომელიც გათვალისწინებულია 2001 წლის 18 ივნისის შეთანხმებით, კვლავ სრულად მოქმედებს და ძალაში რჩება. II. პროექტის აღწერილობა და განხორციელებისათვის საჭირო ზომები (1) საკომუნიკაციო სისტემების ინტეგრირების პროექტი საქართველოს სასაზღვრო პოლიციისათვის – 6,655,740 აშშ დოლარი 1990-იანი წლების ბოლოს აშშ-ის მთავრობამ განახორციელა რიგი ღონისძიებები საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მხარდასაჭერად, მათ შორის: რადიომოწყობილობებისა და საკომუნიკაციო აღჭურვილობით უზრუნველყოფა, ასევე საქართველოს საზღვრების სრულად დაფარვის მიზნით, ჩატარდა ტრენინგები მაღალი სიხშირისა და ძალიან მაღალი სიხშირის რაციების ინტეგრირებულ საკომუნიკაციო სისტემაში ჩასართავად. ეს მხარდაჭერა ასევე მოიცავდა მართვისა და კონტროლის ცენტრის (C3) დაპროექტებასა და მოწყობას თბილისში არსებულ საქართველოს სასაზღვრო დაცვის შტაბის შენობაში. აღნიშნული ცენტრის ჩამოყალიბება დასრულდა 2000 წლების შუა პერიოდში. მას შემდეგ განხორციელდა საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ეს უწყება, რომელიც პასუხისმგებელი იყო „მწვანე საზღვრებზე“, ჩამოყალიბდა სასაზღვრო პოლიციად და დაექვემდებარა შინაგან საქმეთა სამინისტროს. საქართველოს სასაზღვრო პოლიცია გახლავთ ის მოქმედი უწყება, სადაც განხორციელდება საკომუნიკაციო საშუალებების განახლება. საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ შეცვალა ზოგიერთი ტექნიკური აღჭურვილობის განთავსების ადგილი და მისი საექსპლუატაციო გამოყენება საკუთარი საჭიროებების უკეთ დაკმაყოფილების მიზნით. 2008 წელს, რუსეთის საქართველოში შემოჭრის შედეგად ცხადი გახდა, რომ საჭირო იყო საკომუნიკაციო პროტოკოლში ორი ძირითადი ცვლილების განხორციელება. პირველ რიგში, მაღალი სიხშირის Harris Falcon 1-ის რაციების შეცვლა მაღალი სიხშირის Harris Falcon 2 -ით, რომელსაც გააჩნია დაუცველი მონაცემების შორ მანძილზე გავრცელების შესაძლებლობა. მეორე, რეგიონებში შერჩეული ადგილების უზრუნველყოფა ძალიან მაღალი სიხშირის/ულტრამაღალი სიხშირის ტექნიკური სიმძლავრეებითა და პირდაპირი ხედვის ოპერაციებისათვის პატრულირების/მობილური შესაძლებლობებით, რეგიონალური ნაწილების მოცვით.   ამ პროექტის მიზანია გაზარდოს საქართველოს სამართალდაცვითი და საგანგებო ვითარებაზე რეაგირების შესაძლებლობები სამოქალაქო სამართალდამცავ ორგანოებს შორის გაუმჯობესებული კომუნიკაციის მეშვეობით. პროექტის დაფინანსება გამოყენებული იქნება კომპლექსური ტექნიკური შეფასებისათვის, აპარატურის შესაძენად, ახალი და ძველი სისტემების ინტეგრირებისათვის და მომხმარებელთა ტრენინგებისათვის. აშშ-ის მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს: ● ტექნიკური დახმარებისა და აღჭურვილობის უზრუნველყოფას; ● კოორდინირებას საქართველოს ოფიციალურ პირებთან ტექნიკისა და ტრენინგის პრიორიტეტების შესახებ, რომლებიც განისაზღვრება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიერ და შეფასებულია DHS (ქვეყნის უსაფრთხოების დეპარტამენტის) /CBP-ის (აშშ-ის საბაჟო და სასაზღვრო პოლიციის) კომუნიკაციის შეფასებისა და DHS/CBP -ის სხვა პროგრამის, ასევე მიღებული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტების მიხედვით, რათა განისაზღვროს შესაბამისი სფეროები და მოთხოვნები რაციით უსაფრთხო კომუნიკაციისა და შესაბამისი ტრენინგებისათვის. ● კოორდინირებას შესაბამის სამინისტროებთან, მათ შორის, თავდაცვის სამინისტროსთან, და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ტექნიკის, ტრენინგებისა და ოპერაციების თავსებადობა საქართველოს მთავრობის სხვა სამართალდამცავ უწყებებთან. ● კოორდინირებას საქართველოს საპატრულო პოლიციასთან და ტექნიკის მწარმოებელთან ტექნიკის განთავსების ადგილთან დაკავშირებით, ასევე საბაზო სადგურებთან, რეტრანსლატორებსა და ტრენინგის პროგრამასთან დაკავშირებით. ● დახმარების გაწევას საქართველოს ოფიციალური პირებისათვის საკომუნიკაციო სისტემის მთლიანად დანერგვაში. ● ინსტრუქტორთა გადამზადების პროგრამის ჩატარების უზრუნველყოფას, რათა ქართველმა ტრენერებმა შეიძინონ საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები და შემდგომ მოამზადონ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები საკომუნიკაციო ტექნიკის სათანადოდ გამოყენებაში. საქართველოს მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს: ● ორგანიზაციის მხრიდან პროექტის ხელმძღვანელის გამოყოფას. ● კვალიფიციური პირების შერჩევას, რომლებიც გაივლიან სისტემურ ტრენინგს და შემდგომ დარჩებიან თანამდებობებზე, რათა მოამზადონ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის პერსონალი. ● საჭირო ადგილმდებარეობის გამოყოფას, ანძებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის, მათ შორის, ოპტიკურ-ბოჭკოვანი სადენის ან მიკროტალღოვანი კავშირების უზრუნველყოფას დამატებითი საბაზო რადიოსადგურებისა და რეტრანსლატორის სადგურების დასამონტაჟებლად. ● საჭირო სიხშირული ლიცენზიების დამტკიცებას აღნიშნული ტექნიკისათვის.   ● გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემის ციფრული რუკების მოწოდებას გადამცემი/გამანაწილებელი სადგურებისათვის. სათანადო დაფინანსების უზრუნველყოფას დანერგილი სისტემის გრძელვადიანი მდგრადობის ხელშესაწყობად.   საქმიანობის შედეგების მაჩვენებლები პროექტის დასასრულისთვის: ● საკომუნიკაციო ტექნიკური სიმძლავარის არსებობა სამართალდამცავ ორგანოებსა და საგანგებო ვითარებაზე რეაგირების სამსახურებს შორის კომუნიკაციისათვის საქართველოს მასშტაბით, რაც სრულად იქნება ინტეგრირებული და უზრუნველყოფს საზღვრის ეფექტურ დაცვას, ასევე გადაილახება ის სირთულეები, რომელიც წინა წლებში აღინიშნებოდა. ● საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიერ დაგეგმილი წრთვნების წარმატებული დასრულება საკომუნიკაციო სისტემის მომზადებული გეგმების მიხედვით, რომლებშიც ასახულია გამოყენებული ტექნიკის ურთიერთთავსებადობა. ● შეძენილია და დამონტაჟებულია ტექნიკა რვა თვეში, ერთი წლის განმავლობაში კი საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიერ სრულად არის განხორციელებული საკომუნიკაციო ტექნიკის ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურების შესახებ პოლიტიკისა და სტანდარტების მოთხოვნები. ● საქართველოს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელთა 75%-მა ერთ წელში წარმატებით გაიარა ტრენინგი და აღჭურვილია საკომუნიკაციო ტექნიკის ექსპლუატაციისათვის საჭირო პროფესიული უნარ-ჩვევებით. ● საკომუნიკაციო ტექნიკის ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურების პოლიტიკისა და სტანდარტების შესახებ ინსტრუქციები შეტანილია ყველა შესაბამის ტრენინგ პროგრამაში საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ახალი თანამშრომლების მოსამზადებლად, აღნიშნული პროექტის დასრულების შემდგომ პერიოდში. III. შეფასების გეგმა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები გამართავენ შეხვედრას, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ, რათა განიხილონ პროექტების მიზნებისა და ამოცანების შესრულების მდგომარეობა. მიღწეული პროგრესის შეფასება განხორციელდება საქმიანობის შედეგების ზემოაღწერილი მაჩვენებლების მიხედვით. აღნიშნული შეფასებისას განიხილება როგორც ხარისხობრივი, ასევე რაოდენობრივი მაჩვენებლები. ერთობლივად მომზადდება ანგარიში, რომელშიც შეჯამებული იქნება აღნიშნული შეფასებების შედეგები. ამგვარი შეფასებები ორივე მთავრობის შესაბამისი პერსონალის მიერ პროგრამებსა და საქმიანობებზე განხორციელებული მუდმივი მონიტორინგის დამატებით მექანიზმს წარმოადგენს. IV. ძალაში შესვლა შესწორება №17 ძალაში შედის მისი ხელმოწერისთანავე. შესრულებულია 2011 წლის 9 სექტემბერს ქ. თბილისში, საქართველო, ორ დედნად, თითოეული ქართულ და ინგლისურ ენებზე. ორივე ტექსტს გააჩნია თანაბარი იურიდიული ძალა. ამერიკის შეერთებული შტატების              საქართველოს მთავრობის მთავრობის სახელით:                                სახელით: ჯონ ბასი                                                          ნიკა გილაური აშშ-ის ელჩი                                                       პრემიერ-მინისტრი