⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (30.12.2013)
გაუქმებულია:

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ

მიღების თარიღი 19.09.2011
ძალის დაკარგვა 30.12.2013
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 300400000.30.060.016007
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110919006, 19/09/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,293 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.09.2011 მიღება
30.12.2013 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } span.BalloonTextChar { } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.45pt 28.35pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კან ონი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ ეს კანონი ადგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ საფუძვლებს, პრინციპებს და მის ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას. თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის სტატუსი 1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა (შემდგომში – აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა) არის კორპორაციულად ორგანიზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომე ლშიც ნებაყოფლობით, საწევრო საწყისებზე ერთიანდებიან: ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული ფიზიკური პირები; ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირები, რომელთა დამფუძნებლები ან/და წილის მფლობელები არიან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირები; გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით ახორციელებენ სამეწარმეო საქმიანობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ან/და რომელთაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე გააჩნიათ სამეწარმეო საქმიანობის ინტერესები; დ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული სხვა ფიზიკური და იურიდიული პირები. 2. სახელწოდების ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა” გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანხმობით. 3. აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა თავის საქმიანობას წარმართავს ,,საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის საფუძველზე.     მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) „საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი“ – შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით აღიარებული და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული სერტიფიკატი, რომლითაც განისაზღვრება საქონლის წარმოშობა; ბ) „საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის დამოწმება“ – საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის დამოწმება საქართველოს ან/და აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ, საამისოდ უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით.     მუხლი 3🔗. აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის პრინციპები 1. აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა ამ კანონითა და აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წესდებით გათვალისწინებულ ფუნქციებს ახორციელებს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებისა და კანონმდებლობის შესაბამისად. 2. აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატას აქვს საკუთარი ქონება და სამართლებრივ ურთიერთობებში გამოდის თავისი სახელით. აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა და მისი წევრები პასუხს არ აგებენ ერთმანეთის ვალდებულებებზე. 3 . სახელმწიფო და აფხაზეთი ს სავაჭრო-სამრეწველო პალატა პასუხს არ აგებენ ერთმანეთის მიერ ნაკისრ ვალდებულებებზე.     მუხლი 4🔗. აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიზნები და ფუნქციები 1. აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიზნებია: ა) აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში გაწევრიანებული მეწარმე სუბიექტების კოორდინაცია და მათი საქმიანობისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა; ბ) აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში გაწევრიანებულ მეწარმე სუბიექტებსა და საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მოქმედ საწარმოებს, აგრეთვე საზღვარგარეთის ქვეყნების საწარმოებს შორის სავაჭრო, სამრეწველო და სამეცნიერო-ტექნიკური კავშირების დამყარებისა და განვითარების ხელშეწყობა. 2. აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ფუნქციებია: ა) მეწარმეებისათვის საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების გაწევა; ბ) მეწარმეთა პროფესიული განათლების დონისა და კვალიფიკაციის ამაღლების, აგრეთვე , სხვა სახის სწავლების , ღონისძიებების (მათ შორის , საზღვარგარეთ ) ორგანიზება; გ) სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებში (მათ შორის, საზღვარგარეთ ), მეწარმეთა საერთო და ინდივიდუალური ინტერესების წარმოდგენა და დაცვა; დ) ადგილობრივი საქონლის ექსპორტის ხელშეწყობა; ე) გამოგონებების, სასარგებლო მოდელების, სამრეწველო ნიმუშების, სასაქონლო ნიშნების, საფირმო სახელწოდებებისა და მომსახურების დასახელებების დაპატენტებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადების ხელშეწყობა; ვ) ადგილობრივი და უცხოური საქონლის გამოფენების, საქმიანი წრეების შეხვედრების და სხვა ღონისძიებების გამართვა; ზ) საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საინვესტიციო საქმიანობის ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება; თ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბაზარზე არაჯანსაღი კონკურენციისა და მონოპოლიური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების აღკვეთის ღონისძიებების ხელშეწყობა; ი) მეწარმეთა ხელშეწყობის მიზნით მთარგმნელობითი საქმიანობის განხორციელება; კ) უცხოეთის ქვეყნების ორგანიზაციებისა და საწარმოების მიერ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას , მათთვის საჭირო მომსახურების გაწევა მისი უფლებამოსილების ფარგლებში; ლ) წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების შესახებ საინფორმაციო ბანკის ფორმირება; მ) მეწარმეთა ხელშეწყობა ბიზნეს-გეგმების მომზადებაში; ნ) მეწარმეთა ხელშეწყობა საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებაში; ო) საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტებითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული სხვა ამოცანების განხორციელება. 3. აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა ფიზიკური და იურიდიული პირის მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენილი განაცხადის საფუძველზე ახორციელებს: ა) საექსპორტო და იმპორტირებული საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის დამოწმებას; ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტაციის გავლის შემდეგ ადგილობრივი და უცხოური საქონლის რაოდენობრივ და ხარისხობრივ ექსპერტიზას და შეფასებას; გ) საქართველოში მოქმედი სავაჭრო, საბაზო და სანავსადგურო წესების შესახებ ინფორმაციის დამოწმებას კომპეტენციის ფარგლებში; დ) ფორსმაჟორისა და საგარეო ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა გარემოებების დამოწმებას. 4. აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გაწეული მომსახურებისათვის დადგენილი საფასური უნდა იყოს არადისკრიმინაციული და ხარჯებზე ორიენტირებული.     მუხლი 5🔗. აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის უფლებები 1. აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით უფლება აქვს: ა) მონაწილეობა მიიღოს ეკონომიკური და სხვა სახის საკითხების შესახებ კანონპროექტების შემუშავებასა და განხილვაში, განახორციელოს ეკონომიკის სფეროში მომზადებული ნორმატიული აქტების პროექტების დამოუკიდებელი ექსპერტიზა და განსახილველად წარუდგინოს შესაბამის ორგანოებს; ბ) ამ კანონითა და აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წესდებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელებისას გაწეული მომსახურებისათვის სახელშეკრულებო საფუძველზე დააწესოს საფასური; გ) ააშენოს, შეიძინოს და საქართველოს კანონმდებლობით ქონების გადაცემისათვის დადგენილი ნებისმიერი ფორმით მიიღოს აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობისათვის საჭირო მოძრავი და უძრავი ქონება , როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ; დ) დაკისრებული ფუნქციების ეფექტიანად განხორციელების მიზნით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადოს გარიგებები და დააფუძნოს კერძო სამართლის სუბიექტები; ე) წარმოადგინოს წევრი სუბიექტების ინტერესები საერთაშორისო და უცხო ქვეყნების ორგანიზაციებში, ითანამშრომლოს მათთან და გახდეს მათი წევრი.     მუხლი 6🔗. აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ფინანსები აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ფინანსები შედგება: ა) საწევრო შენატანებისაგან; ბ) ფიზიკური და იურიდიული პირების შემოწირულობებისაგან; გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებისაგან. თავი II აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შექმნის წესი     მუხლი 7🔗. აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შექმნის წესი 1. აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა ფუძნდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული და ფიზიკური პირების საინიციატივო ჯგუფის წინადადებით, რომელშიც გაერთიანებული უნდა იყოს არანაკლებ 15 წევრი. 2. საინიციატივო ჯგუფი ატარებს კრებას და კრების ოქმს 10 დღის ვადაში წარუდგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას. 3. საინიციატივო ჯგუფის კრებას ესწრება და მის ოქმს აწარმოებს ნოტარიუსი. 4. საინიციატივო ჯგუფის კრების ოქმის მიღებიდან 1 თვის ვადაში, საინიციატივო ჯგუფის განცხადების საფუძველზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ღებულობს დადგენილებას აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შექმნის შესახებ. 5. აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შექმნის შესახებ დადგენილების ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში სავაჭრო-სამრეწველო პალატაში უნდა გაერთიანდეს არანაკლებ 15 წევრი, წინააღმდეგ შემთხვევაში დგება მისი ლიკვიდაციის საკითხი. 6. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შეიძლება ფუნქციონირებდეს მხოლოდ ერთი სავაჭრო-სამრეწველო პალატა.     მუხლი 8🔗. აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მართვა 1. აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატას მართავს: ა) საერთო კრება; ბ) პრეზიდენტი. 2. აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მართვის უმაღლესი ორგანოა საერთო კრება, რომელიც მოიწვევა წელიწადში ერთხელ მაინც. 3. საერთო კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრთა ნახევარზე მეტი. საერთო კრება გადაწყვეტილებას იღებს კრებაზე დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 4. აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის უმაღლესი თანამდებობის პირია პალატის პრეზიდენტი. 5. აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატას შესაძლებელია ჰყავდეს ვიცე-პრეზიდენტები და გენერალური დირექტორი. 6. აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მართვის ორგანოებისა და ხელმძღვანელი პირების არჩევის (დანიშვნის) წესი, საქმიანობის მიმართულებები და კომპეტენციის საკითხები განისაზღვრება ,,საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ კანონით, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წესდებებით. თავი III აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი     მუხლი 9🔗. აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი IV აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის შეწყვეტა     მუხლი 10🔗. აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის შეწყვეტა აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის შეწყვეტა (რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია) ხდება კანონმდებლობითა და აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წესდებით დადგენილი წესით. თავი V გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი     მუხლი 11🔗. გარდამავალი დებულება ამ კანონის ამოქმედებიდან არა უგვიანეს 1 თვის ვადაში ჩამოყალიბდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.     მუხლი 12🔗. დასკვნითი დებულება ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი                                                              თ . კვარაცხელია №4 2011 წლის 19 სექტემბერი ქ. თბილისი შეტანილი ცვლილებები: 1.    ძალადაკარგულია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის 30 დეკემბრის კანონი №184 - ვებგვერდი, 30.12.2013 წ.