საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ბუნების სტიქიური პროცესებისა და საინჟინრო-გეოეკოლოგიური კვლევების ცენტრ „სტიქიის” დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.11.2000
ძალის დაკარგვა 15.02.2006
გამომცემი ორგანო გეოლოგიის დეპარტამენტი
ნომერი №41-საწ
სარეგისტრაციო კოდი 040020020.11.202.004521
გამოქვეყნების წყარო სსმ, 114, 06/12/2000
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,830 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.11.2000 მიღება
15.02.2006 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ბუნების სტიქიური პროცესებისა და საინჟინრო-გეოეკოლოგიური კვლევების ცენტრ „სტიქიის” დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Garamond; panose-1:2 2 4 4 3 3 1 1 8 3;} @font-face {font-family:Literaturuly-ITV; panose-1:0 0 0 0 0 0 0 0 0 0;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Literaturuly-ITV","sans-serif"; font-weight:normal;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:18.0pt; font-family:"Literaturuly-ITV","sans-serif";} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.3in; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:"Literaturuly-ITV","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:.3in; font-size:12.0pt; font-family:"Literaturuly-ITV","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Literaturuly-ITV","sans-serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:"Literaturuly-ITV","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.3in; font-size:12.0pt; font-family:"Literaturuly-ITV","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:21.75pt; font-size:12.0pt; font-family:"Literaturuly-ITV","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.CityState, li.CityState, div.CityState {mso-style-name:"City\/State"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:11.0pt; margin-left:0in; text-align:justify; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Garamond","serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.6in .8in .6in .8in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.020.020.11.202.004.521 საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანება №41-საწ. 2000 წლის 28 ნოემბერი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ბუნების სტიქიური პროცესებისა და საინჟინრო-გეოეკოლოგიური კვლევების ცენტრ  „სტიქიის” დებულების დამტკიცების შესახებ ვბრძანებ: დამტკიცდეს საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ბუნების სტიქიური პროცესებისა და საინჟინრო-გეოეკოლოგიური კვლევების ცენტრ – „სტიქიის” დებულება. დებულება შედგენილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონების, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის მიერ 1999 წლის 26 ოქტომბრის №605 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების საფუძველზე და სრულ შესაბამისობაშია მათთან. დეპარტამენტის 1999 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №62-საწ. ჩაითვალოს ძალადაკარგულად. თ. ჯანელიძე საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბუნების სტიქიური პროცესებისა და საინჟინრო-გეოეკოლოგიური კვლევების ცენტრ „სტიქიის” დ ე ბ უ ლ ე ბ ა 1. ზოგადი დებულებანი 1.1.    ეს დებულება ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის (სსიპ) „ბუნების სტიქიური პროცესებისა და საინჟინრო-გეოეკოლოგიური კვლევების ცენტრ „სტიქიის” საქმიანობისა და ორგანიზაციის წესს, რომელიც შექმნილია საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად. 1.2.    დებულებით გათვალისწინებული დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ცენტრ „სტიქიას” გადაეცემა ქონების სახით ქ. თბილისში ჯიქიას ქ. №8​ა-ში გეოლოგიის დეპარტამენტის სამსახურებრივი ხუთსართულიანი შენობის მესამე სართულის 800 მ​2 ფართობი და, აგრეთვე, ის ქონება, რომელსაც ამჟამად ფლობს ცენტრი „სტიქია”. 1.3.    ცენტრ „სტიქიის”ქონება აისახება მის ბალანსში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 1.4.    ცენტრ „სტიქიის” უფროსს ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა „სტიქია”-ს საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად ხარჯვაზე. 1.5.    ცენტრ „სტიქიის”იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ჯიქიას ქ. №8​ა. ტელეფონი 32-11-25. 2. სსიპ ცენტრ „სტიქიის” უფლებაუნარიანობა 2.1.    დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად იურიდიულ პირს – ცენტრ „სტიქიას” აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იყენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩლედ და მოპასუხედ. 2.2.    სსიპ ცენტრი „სტიქია” უფლებამოსილია განახორციელოს თავისი საქმიანობა შესაბამისი კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელობის განკარგულებისა და აღნიშნული დებულებით „სტიქიის” საქმიანობის შესახებ. რადგან სსიპ „სტიქია” დაფუძნებულია სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით, სსიპ „სტიქიის” დებულება შეესაბამება იმ კანონის მოთხოვნებს, რომლის საფუძველზედაც მოხდა ადმინისტრაციული აქტის მიღება. 2.3.    სსიპ – ცენტრ „სტიქიას” უფლება აქვს გამოვიდეს პარტნიორად ან აქციონერად რომელიმე შეზღუდული პასუხისმგებლობის ან სხვა სამეწარმეო საზოგადოებისა, თუ მისი საქმიანობა იქნება იდენტური დამფუძნებელი იურიდიული პირის საქმიანობის. 2.4.    სსიპ – ცენტრი „სტიქია” აწარმოებს მასში შემავალი სტრუქტურული ერთეულების ყოველგვარ საქმიანობაზე ფინანსურ კონტროლს, ადმინისტრაციულ ზედამხედველობას და უწევს მეთოდურ ხელმძღვანელობას სამუშაოს ყველა სახის მაღალ დონეზე შესრულების მიზნით. 2.5. გარიგებები, რომლებიც ქვემოთ ჩამოთვლილი მიზნობრივი საქმიანობის სფეროს არ ეხება ბათილია. ასეთ შემთხვევაში, მესამე პირს არ შეუძლია მიუთითოს, რომ მისთვის უცნობი იყო საჯარო სამართლის იურიდიული პირის სპეციალური უფლებაუნარიანობის ფარგლები, მის მიმართ არ გამოიყენება ნორმები კეთილსინდისიერი შეძენის შესახებ. 2.6. სსიპ – ცენტრი „სტიქია” წარმოადგენს ლიცენზირებულ წამყვან ორგანიზაციას საქართველოში ბუნების სტიქიური და ტექნოგენური პროცესებისა და მოვლენების, საინჟინრო-გეოლოგიისა და გეოეკოლოგიური კვლევების ყველა მიმართულებაში. მის ძირითად მიზნობრივ საქმიანობას წარმოადგენს: საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 28 იანვრის №66 ბრძანებულებით გათვალისწინებული სახელმწიფო-მიზნობრივი პროგრამის შესრულება – „საქართველოს ტერიტორიაზე საშიში (სტიქიური) გეოლოგიური პროცესების განვითარებისა და გეოლოგიური გარემოს ცვლილებების კანონზომიერებების შესწავლა ერთიანი სახელმწიფო სისტემის ლითომონიტორინგული კვლევების ბაზაზე”; მის ამოცანებში შედის: საქართველოს ტერიტორიაზე საშიში (სტიქიური) გეოლოგიური პროცესების შესწავლა, მათზე მუდმივი ლითომონიტორინგული დაკვირვება, კონტროლი, ოპერატიული (შიდა წლიური), მოკლევადიანი (მომდევნო წლისათვის) და გრძელვადიანი პროგნოზი და გადაუდებელი ღონისძიებების შემუშავება, ასევე ურბანიზებული ტერიტორიების და საინჟინრო-სამეურნეო ობიექტების საზღვრებში მოქცეული გეოლოგიური გარემოს მდგომარეობის შეფასება, გეოეკოლოგიური ცვლილებების კონტროლი, „კრიზისული” და „კონფლიქტურ” სიტუაციაში მყოფი რაიონების გამოვლენა, ეკოლოგიური ტევადობის დადგენა და მათი უარყოფითი შედეგების შერბილება მოსახლეობისა და სასიცოცხლო ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და მდგრადი განვითარების მიზნით; საქართველოს ტერიტორიაზე ცალკეული რეგიონებისათვის და მთლიანად ქვეყნის მასშტაბით საშიში (სტიქიური) გეოლოგიური პროცესების და ეკოლოგიური მდგომარეობისა და გადაუდებელ პროფილაქტიკურ ღონისძიებათა შესახებ ყოველწლიური ინფორმაციული ბიულეტენის დამუშავება, რომელიც მიეწოდება ქვეყნის ხელმძღვანელობას, საგანგებო სიტუაციების და სამოქალაქო დაცვის სამსახურს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, ურბანიზაციის და მშენებლობის, სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროებს; ასევე მხარეებისა და რაიონების ხელმძღვანელობას, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ თავიანთ ტერიტორიაზე დაცვით ღონისძიებათა განხორციელება; ყველა სახელმწიფო მნიშვნელობისა და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტის საინჟინრო-გეოეკოლოგიური დასაბუთებისათვის საჭირო გამოკვლევების ჩატარება და მსხვილი სამეურნეო ობიექტების პროექტირების საინჟინრო-გეოეკოლოგიური ექსპერტიზა გარემოს შესაძლო ცვლილებებზე მათი ზეგავლენის დასადგენად, მათი ერთიანი ლითომონიტორინგული კვლევების სისტემის დაკვირვებათა ქსელში შეტანა; * საინჟინრო-სამეურნეო საქმიანობისათვის გამოყოფილი მიწის ფართობების დაკანონებისათვის საჭირო საინჟინრო-გეოეკოლოგიური დასკვნების გაცემა, განურჩევლად მიწათმოსარგებლისა, ასევე ყველა მასშტაბის საინჟინრო-გეოლოგიური, გეოეკოლოგიური და საინჟინრო სეისმოლოგიური კვლევები, რომელთა დაფინანსება ხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან; * სტიქიით დაზარალებული და საშიშროების ზონაში მყოფი მოსახლეობისა და დემოგრაფიულად გართულებული რაიონებისათვის განსახლება დასახლებისათვის და ნორმალური ფუნქციონირებისათვის მდგრადი სარეზერვო ტერიტორიების შერჩევა; * საქართველოში სტიქიური გეოლოგიური პროცესების საწინააღმდეგოდ განხორციელებული ღონისძიებების ეფექტურობის შეფასება, ანალიზი, დაცვითი მეთოდების სრულყოფა, ასევე განსაკუთრებულად მწვავე უბნებზე საშიში პროცესების საწინააღმდეგო ღონისძიებების დასახვა, ზედამხედველობა და მონიტორინგული დაკვირვების ქსელში შეყვანა; * საქართველოს მთიანი რეგიონების ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფებისაგან მოსახლეობისა და საინჟინრო-სამეურნეო ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით: საშიშროების რისკის დადგენა, მიტოვებული, მოუხერხებელი და ასათვისებლად რთული ფართობების შესწავლა, ინვენტარიზაცია-კადასტრირება; * საქართველოს საინჟინრო-გეოლოგიური პირობებისა და გეოეკოლოგიური გარემოს მდგრადობის ანალიზი, ნაციონალური, რეგიონალური და ლოკალური სქემებისა და პროექტების დამუშავება ტერიტორიების დაცვისა და მდგრადი განვითარების სამართლებრივი, ეკონომიკური, ორგანიზაციული და სოციალურ-ეკოლოგიური ასპექტების გრძელვადიანი პროგრამების რეალიზაციის მიზნით; * სამოქალაქო, სამრეწველო, ჰიდროტექნიკურ-მელიორაციული და სამთო-მოპოვებითი ობიექტებისათვის საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური კვლევები პროექტირების ყველა სტადიისათვის, განურჩევლად დამკვეთისა; * ნებისმიერი სხვა სახის სამუშაოების შესრულება და მომსახურება, რომლებიც არ არის აკრძალული მოქმედი კანონმდებლობით. დაფუძნება 3. უფლებაუნარიანობის შექმნა და იურიდიული სტატუსი 3.1.    სსიპ – ცენტრი „სტიქია” არის საქართველოს კანონის (საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ) მიხედვით საჯარო სამართლის იურიდიული პირი, როგორც აღნიშნული კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობათა სუბიექტი, წარმოშობილია და იურიდიული პირის სტატუსს იყენს დებულების დამტკიცებისა და იურიდიული პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილია მისი პირის დანიშვნიდან; 3.2.    სსიპ – ცენტრი „სტიქია” შეიქმნა საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 26 ოქტომბრის №605 ბრძანებულებით დამტკიცებული გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული აქტის შესაბამისად. 4. ორგანიზაცია, საქმიანობა 4.1.    სსიპ – ცენტრი „სტიქია” შეიქმნა ისეთი სახელმწიფოებრივი მიზნებისა და ფუნქციების შესასრულებლად, რომელთა განხორციელება უშუალოდ არ შედის სახელმწიფო მმართველობის ორგანოების კომპეტენციაში; 4.2.    თუ სსიპ „სტიქია” არსებითად გადავა სამეწარმეო საქმიანობაზე, შესაბამისი სახელმწიფო მმართველობითი ორგანო ვალდებულია დააყენოს ამ პირის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის საკითხი. 5. მართვა, წარმომადგენლობა – სახელმწიფო კონტროლი 5.1.    სსიპ „სტიქიის” მართვის წესი განისაზღვრება შესაბამისი კანონით, გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის ბრძანებით და ამ პირის დებულებით; 5.2.    სსიპ „სტიქიის” მართავს ხელმძღვანელი, რომელიც დანიშნულია გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით და დებულების ფარგლებში დამოუკიდებლად მოქმედებს; 5.3.    სსიპ „სტიქიის” ხელმძღვანელი საქმეებს უძღვება ერთპიროვნულად. მასვე ეკისრება საჯარო სამართლის იურიდიული პირის წარმომადგენლობა და პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვაზე; 5.4.    სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ნიშნავს და სამსახურიდან ათავისუფლებს კანონით, პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრული სახელმწიფო მმართველობის ორგანო – საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე; 5.5.    სსიპ „სტიქიას” ხელმძღვანელს ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა საჯარო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად, კანონიერად და სწორად ხარჯვაზე. 6. სახელმწიფო კონტროლი 6.1. საჰარო სამართლის იურიდიული პირი ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონების, მიზანშეწონილობის, ეფექტურობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას; 6.2.    საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს კანონით ან საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრული სახელმწიფო ორგანო – საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტი; 6.3.    სახელმწიფო კონტროლის ორგანო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს საჯაროსამართლის იურიდიული პირის არასამართლებრივი გადაწყვეტილება; 7. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას 7.1     სახელმწიფო კონტროლის საფუძველზე შექმნილმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა (დამფუძნებელთა თანხმობით); ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს; 7.2.    ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა; 7.3.    სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უარი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქმედების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სახელმწიფო ორგანოებში ანდა სასამართლოში; 8. დაფინანსება 8.1. სსიპ „სტიქიის” დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი; გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 8.2.    ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები ხმარდება, შესაბამისი კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით და დებულებით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახსრების გამოყენება რაიმე სხვა მიზნით აკრძალულია; 8.3.    საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება გათვალისწინებული უნდა იყოს შესაბამის ბიუჯეტში. საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფონდები იქმნება „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე; 9. საბუღალტრო ანგარიშგება 9.1.    საჯარო სამართლის იურიდიული პირი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საბალანსო ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცბლად წარუდგინოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტს; 9.2.    საჯარო სამართლის იურიდიული პირის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული აუდიტორი. საქმიანობის შეწყვეტა, ლიკვიდაცია 10. საქმიანობის შეწყვეტის საფუძველი საჯარო სამართლის იურიდიული პირი „სტიქია” წყვეტს არსებობას: ა) დასახული მიზნების მიღწევის ან მიზნის მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში; ბ) დაფუძნების აქტით განსაზღვრული ვადის გასვლის გამო; გ) დაფუძნების აქტით ან დებულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 11. საქმიანობის შეწყვეტის აქტი სსიპ-ის საქმიანობის შეწყვეტის აქტი არ შეიძლება იყოს დაფუძნების აქტზე ნაკლები იურიდიული ძალის მქონე. თუ ეს მოთხოვნა დაცული არ არის, სსიპ აგრძელებს არსებობას. 12. ლიკვიდაცია 12.1.  საჯარო სამართლის იურიდიული პირ „სტიქიის” ლიკვიდაციას ახორციელებს ლიკვიდატორი, რომელსაც ნიშნავს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო. ლიკვიდატორი შეიძლება იყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი; 12.2. ლიკვიდატორი თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ლიკვიდატორის საქმიანობა შეზღუდულია ლიკვიდაციის მიზნით. 13. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილება 13.1.  სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.