საოქმო განჩინება „ბლექ სი ინვესტი“-ს მიმართ რეაბილიტაციის საქმის წარმოების დაწყების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საოქმო განჩინება
2011 წლის 12 სექტემბერი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე გოჩა აბუსერიძე
სხდომის მდივანი ანა გაბრიჭიძე
მოვალე: შპს ,,ბლექ სი ინვესტი ს’’ დირექტორი ს– როლანდ ჩანტლაძის,
კრედიტორების: ელგუჯა გუგუშვილის წარმომადგენლის ეკატერინე გუგუშვილის, ელენე ბურჭულაძის, შპს ,,ბი-ეს-აი კონსალტინგის’’ წარმომადგენლის მარიამ მაზანაშვილის, სოფიო გეგენავას წარმომადგენლის მამუკა ბარამი ძ ის, სამ შ ენებლო კომპანია ,,ანაგის’’ წარმომადგენლის დავით ანდღულაძის, რეჯებ გაბრუშიძის წარმომადგენლის მავილე გ აგრუშიძის, ირმა გოგშელიძის, გალაქტიონ ახვლედიანის, თეა შაყულიშვილის, თინათინ შალამბერიძის, იოსებ ალავიძის, ლევან ალავ ი ძის, ვანდა ანთიძის, ლელა აბესალმიძის, გიორგი კობერიძის და ხათუნა მამასახლისის წარმომადგენლის დავით მეცხოვრიშვილის, ლიანა გარუჩავას, ნინო ზუხბაიას, ლანა ვარდმანიძის და ლევან გუგუნავას წარმომადგენლის როლანდ ჩანტლაძის, ლიანა ბახლიშვილის წარმომადგენლის დავით ლომოურიძის, მომრიგებელი საბჭოს წევრ ებ ის ვლადიმ ე რ სალაძის, ოთარ კახაძის, როლანდ ჩანტლაძის მონაწილობით განიხილა მოვალის რეაბილიტაციის საკითხი;
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს კანონის „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ მე-4, მე-5, მე-7, 33-ე, 43-ე, 44-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მომრიგებელი საბჭოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შესაბამისად დაიწყოს შპს ,,ბლექ სი ინვესტის“ მიმართ რეაბილიტაციის საქმის წარმოება.
2. განემარტოს კრედიტორებს, რომ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 3 დღის განმავლობაში უნდა დანიშნონ რეაბილიტაციის მმართველი და განსაზღვრონ რეაბილიტაციის გეგმის მომზადების ვადა.
3. განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
სხდომის თავმჯდომარე გ. აბუსერიძე
სხდომის მდივანი ა. გაბრიჭიძე