ასპინძა მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 21.09.2011
ძალის დაკარგვა 30.10.2014
გამომცემი ორგანო ასპინძის მუნიციპალიტეტი
ნომერი №22
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.140.016025
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110921003, 23/09/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (6)
| 1 | საკრებულოს თავმჯდომარე |
| 3 | საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე |
| 4 | საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე |
| 5 | საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე |
| 6 | საკრებულოს სხვა წევრი |
| № | საკრებულოს წევრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ასპინძა მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.45pt .5in 28.4pt .5in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №22
2011 წლის 21 სექტემბერი
დაბა ასპინძა
ასპინძა მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტისა და 326 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი (დანართი №1) და ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობები და ზღვრული ოდენობები (დანართი №2).
მუხლი 2🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მელიქიძე
დანართი №1
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი
მუხლი 1🔗. საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა)
საკრებულოს წევრების მიერ საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების, ამომრჩევლებთან შეხვედრების, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა) განისაზღვრება №2 დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗. საკრებულოს წევრებისთვის საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებისთვის ხარჯის ანაზღაურება
1. საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის ოდენობა, რომელიც დაკავშირებულია საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებასთან, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებისა, განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე.
2. ხარჯების ანაზღაურების კონკრეტული ოდენობის განსაზღვრისთვის შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების სხდომებში, ასევე საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფებში საკრებულოს თითოეული წევრის ფაქტობრივი დასწრების მონაცემები. ამ მონაცემების საფუძველზე საკრებულოს აპარატის უფროსი ინფორმაციას (მოხსენებით ბარათს) ადგენს, როგორც წესი, წინა თვის 25 რიცხვიდან მიმდინარე თვის 23 რიცხვის ჩათვლით არსებული მდგომარეობით (თუ შესაბამისი რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს – მომდევნო სამუშაო დღის) არა უგვიანეს მიმდინარე თვის 25 რიცხვის (ან შემდგომი სამუშაო დღის) მომდევნო სამუშაო დღეს. საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია, საკრებულოს კონკრეტული წევრებისთვის განსაზღვროს ანაზღაურების ნაკლები ოდენობა, თუ საკრებულოს რომელიმე წევრის (წევრების) მიერ საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების (დასწრების) ფაქტობრივი მონაცემები მნიშვნელოვნად განსხვავდება (ნაკლებია) სხვა წევრების დასწრების ფაქტობრივი მონაცემებისგან.
მუხლი 3🔗. საკრებულოს წევრებისთვის ამომრჩევლებთან შეხვედრებისთვის, საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯის ანაზღაურება
1. საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის კონკრეტული ოდენობა, რომელიც დაკავშირებულია ამომრჩევლებთან შეხვედრებისათვის, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებასთან, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებისა, განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც დგება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განცხადებების მიხედვით.
2. საკრებულოს წევრები (გარდა საკრებულოს თავმჯდომარისა), როგორც წესი, ყოველი თვის 20 რიცხვში (თუ შესაბამისი თვის 21 რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს – მომდევნო სამუშაო დღეს) საკრებულოს აპარატის უფროსს წარუდგენენ განცხადებას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ამომრჩევლებთან შეხვედრისთვის ან/და საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის კონკრეტული დავალების (დავალებების) შესრულებისთვის გაწეული დანახარჯის ოდენობა (რასაც თან უნდა ახლდეს სათანადო დოკუმენტაცია (გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და სხვ.), წინა თვეში ამ პუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარდგენის დღიდან მიმდინარე თვეში შესაბამისი განცხადების წარდგენის დღემდე.
3. თუ საკრებულოს წევრის მიერ ფაქტობრივად გაწეული დანახარჯი მნიშვნელოვნად აღემატება დადგენილების პირველ მუხლში მითითებულ ოდენობებს (რაც უნდა დასტურდებოდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციით) საკრებულოს აპარატის უფროსი შეიმუშავებს საკრებულოს განკარგულების პროექტს ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებულ ზღვრულ ოდენობაზე მეტად ხარჯების ანაზღაურების თაობაზე და საკრებულოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთვის მას წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს. საკრებულო, დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, განკარგულებას იღებს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე. საკრებულოს წევრს შესაბამისი ანაზღაურება უნდა მიეცეს დაუყოვნებლივ, ამ დადგენილების მე-4 მუხლის გათვალისწინებით.
მუხლი 4🔗. საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა
მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახური ყოველთვიურად, ამ დადგენილებით გათვალისწინებული საკრებულოს განკარგულების ან/და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის გათვალისწინებით, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვას უზრუნველყოფს, როგორც წესი, ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დარიცხვასთან ერთად.
დანართი №2
საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა)
№
საკრებულოს წევრი
ანაზღაურების ოდენობა (ლარი) საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებისთვის
ანაზღაურების ზღვრული ოდენობა (ლარი) ამომრჩევლებთან შეხვედრებისთვის; საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის
1
საკრებულოს თავმჯდომარე
150
250
3
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
150
200
4
საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე
150
150
5
საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე
150
150
6
საკრებულოს სხვა წევრი
150
100