„იარაღის ბალისტიკური შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 7 ივლისის N576 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№779
სარეგისტრაციო კოდი
140120000.22.034.016057
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110921009, 22/09/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №779

2011 წლის 21 სექტემბერი

ქ. თბილისი

 „იარაღის ბალისტიკური შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 07 ივლისის №576 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „იარაღის ბალისტიკური შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 07 ივლისის №576 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 110707019, 08/07/2011წ.) დამტკიცებული წესის:

ა) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ბალისტიკური შემოწმების აქტში ძირითადი ელემენტების, აგრეთვე ტიბჟირის აღნიშვნა ხორციელდება ლათინური ასოებით (ჩარჩო – a, ლულა – b, ტიბჟირი – c, ლულის კოლოფი – d, ჩამკეტი – e, დოლურა – f), რომლებიც დაიტანება იარაღის ძირითადი ელემენტის ან ტიბჟირის საიდენტიფიკაციო ნომრის წინ. ამასთან, იარაღის ტიპისა და კონსტრუქციული თავისებურების გათვალისწინებით, სააგენტოს თანამშრომელი განსაზღვრავს, რომელი საიდენტიფიკაციო ნომრის მქონე ძირითადი ელემენტის ასახვაა საჭირო ბალისტიკური შემოწმების აქტში.“;

ბ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რეგისტრაციისათვის განკუთვნილ იარაღზე (მის ძირითად ელემენტებზე) საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება და დადამღვა ხორციელდება, თუ:

ა) სანადირო გლუვლულიან იარაღს (თოფს) ჩარჩოზე ან/და ლულაზე ან/და ტიბჟირზე არ გააჩნია ან დაზიანებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი;

ბ) სანადირო ხრახნილლულიან იარაღს (კარაბინს ან შაშხანას) ჩარჩოზე არ გააჩნია ან დაზიანებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი;

გ) სანადირო კომბინირებულ იარაღს ჩარჩოზე ან/და ლულაზე ან/და ტიბჟირზე არ გააჩნია ან დაზიანებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი;

დ) პისტოლეტს ან რევოლვერს ჩარჩოზე ან/და ლულაზე ან/და ჩამკეტზე არ გააჩნია ან დაზიანებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი;

ე) ცალკე რეგისტრაციისათვის განკუთვნილ ძირითად ელემენტს (გარდა დოლურასი) არ გააჩნია ან დაზიანებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი.“

 მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი