სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევის შესახებ

მიღების თარიღი 03.02.1999
ძალის დაკარგვა 18.07.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №1781
სარეგისტრაციო კოდი 290.130.000.05.001.000.483
გამოქვეყნების წყარო სსმ, 3(10), 19/02/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,902 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.02.1999 მიღება
18.07.2005 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:LitMtavrPS;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:normal; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:normal; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:LitMtavrPS; font-weight:bold;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:normal; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:normal; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:normal; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:35.45pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.55pt; line-height:normal; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:normal; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:normal; font-size:10.5pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:normal; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:normal; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; line-height:normal; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; line-height:normal; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:normal; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:normal; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; line-height:normal; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 45.0pt 49.65pt 49.65pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს კანონი სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევის შესახებ თავი I. ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗 1. ეს კანონი აწესრიგებს ურთიერთობებს, რომლებიც წარმოიშობა საქართველოში სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო (ხანძარი, აფეთქება და მეხის დაცემა) დაზღვევასთან დაკავშირებით (შემდგომში – „სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევა“). 2. სამართლებრივი ურთიერთობები სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევის სფეროში რეგულირდება ამ კანონით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, „დაზღვევის შესახებ“ და „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონებით და სხვა ნორმატიული აქტებით.     მუხლი 2🔗 ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) დაზღვეული – პირი, რომლის საკუთრებაშიც იმყოფება დაზღვეული ქონება; ბ) დამზღვევი – საწარმო, რომელიც სავალდებულო წესით აზღვევს მის კანონიერ სარგებლობაში არსებულ ქონებას; გ) მზღვეველი – სადაზღვევო ორგანიზაცია, რომელიც ფლობს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაცემული ქონების სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევის განხორციელების ლიცენზიას; დ) მოსარგებლე – პირი, რომელიც უფლებამოსილია მიიღოს სადაზღვევო ანაზღაურება სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევის პირობების თანახმად. მოსარგებლე შეიძლება იყოს როგორც დაზღვეული, ასევე მოგირავნე ან იპოთეკარი; ე) სადაზღვევო აქტი – დოკუმენტი ან დოკუმენტების ერთობლიობა, რომელიც გაფორმებულია სათანადო წესით და ადასტურებს სადაზღვევო შემთხვევის დადგომის ფაქტსა და გარემოებებს, აგრეთვე მიყენებული ზიანის სიდიდეს და გასაცემი სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობას; ვ) სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევა – ხანძრისაგან, აფეთქებისაგან, მეხის დაცემისაგან საწარმოთა ქონების დაზღვევა ამ კანონით განსაზღვრული წესითა და პირობებით; ზ) არანაზღაურებადი მინიმუმი (ფრანშიზა) – დაზღვეული ქონებისათვის მიყენებული ზიანის სიდიდე, განსაზღვრული პროცენტულად ან ფიქსირებული თანხით, რომელსაც არ ანაზღაურებს მზღვეველი; თ) ქონება – ყველა სახის შენობა, ნაგებობა, კონსტრუქცია, მანქანა (გარდა ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა), დანადგარი, საწარმოო ხაზები, ელექტრონული მოწყობილობები, ინვენტარი (გარდა მცირეფასიანი ინვენტარისა); ი) პრევენტული ღონისძიებები – სოციალური და/ან ტექნიკური ხასიათის სპეციალური პროგრამები, რომლებიც მიმართულია სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად; კ) საწარმო – ნებისმიერი იურიდიული პირი, ინდივიდუალური მეწარმის საკუთრებაში არსებული საწარმო, დაწესებულება და ორგანიზაცია, მიუხედავად საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა; ლ) აფეთქება – აირის ან ორთქლის წნევის ძალის უეცარი და დამანგრეველი გამოვლინება, არამდგრადი სისტემის სწრაფი ქიმიური რეაქცია; მ) ხანძარი – ღია ცეცხლი, რომელიც მოჰყვება წვას და რომელიც ვრცელდება მას შემდეგ, რაც გაჩნდა ცეცხლისათვის განკუთვნილი ადგილიდან განსხვავებულ ადგილას ან თვითნებურად გასცდა ამგვარ ადგილს.     მუხლი 3🔗 1. საწარმო ვალდებულია დაზღვეული ჰქონდეს თავის კანონიერ სარგებლობაში არსებული ქონება სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევის პოლისით. 2. სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევას არ ექვემდებარება: ა) ამ კანონის შესაბამისად სავალდებულო წესით უკვე დაზღვეული ქონება, რაზედაც გაცემული სადაზღვევო პოლისი ძალაშია; ბ) შესანახად მიბარებული ქონება; გ) ძვირფასი ლითონები, მათი ნაწარმი, ძვირფასი ქვები; დ) ფასიანი ქაღალდები, ობლიგაციები, პირადი ფული, ნებისმიერი სახის დოკუმენტები და საქმიანი წიგნები; ე) ხელნაწერები, ნახაზები, ნიმუშები; ვ) ხელოვნების ნაწარმოებები და სხვადასხვა სახის კოლექციები; ზ) კომპიუტერებსა და ანალოგიურ სისტემებში არსებული ტექნიკური საინფორმაციო საშუალებები (მაგნიტური ლენტი, მაგნიტური დისკი, მეხსიერების ბლოკი და სხვა) და ინფორმაციის სხვა მატარებლები; თ) ასაფეთქებელი ნივთიერებები; ი) ჰიდროტექნიკური ნაგებობები (კაშხლები, გვირაბები, არხები, წყალსადენები), 35 კოლოვოლტი და უფრო მაღალი ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზები. საქართველოს 2002 წლის 14 მაისის კანონი №1422– სსმI, №15, 03.06.2002წ., მუხ.60     მუხლი 4🔗 1. ამ კანონის მოთხოვნათა შეუსრულებლობა წარმოადგენს სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევას. 2. ამ კანონის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.     მუხლი 5🔗 1. სადაზღვევო შემთხვევას წარმოადგენს დაზღვეული ქონებისათვის ხანძრის, მისი ჩაქრობის მიზნით გატარებული ღონისძიებების, აფეთქების, მეხის დაცემის შედეგად მიყენებული ზიანი. 2. სადაზღვევო შემთხვევად არ ჩაითვლება მოვლენები, რომლებიც გამოწვეულია: ა) საომარი მოქმედებით, შეიარაღებული ამბოხებით, მასობრივი არეულობით, გაფიცვით, საგანგებო ან საომარი მდგომარეობით, სტიქიური უბედურებებით ან მათგან გამომდინარე მიზეზებით; ბ) იონიზებული რადიაციით, თერმობირთვული საწვავით ან ნებისმიერი ბირთვული ნარჩენებით განპირობებული რადიაქტიური დაბინძურებით, რადიაქტიური ნივთიერებების შემცველი ნაერთით; გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და ნორმების დაუცველობით.     მუხლი 6🔗 1. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია დამზღვევის კანონიერ სარგებლობაში არსებული ქონების დაზღვევა ხანძრის, აფეთქებისა და მეხის დაცემისაგან. 2. სადაზღვევო რისკს წარმოადგენს ხანძარი, აფეთქება და მეხის დაცემა. 3. დაზღვევის ხელშეკრულება იდება დამზღვევის წერილობითი განცხადების საფუძველზე. განცხადებაში აღნიშნული უნდა იყოს: ა) დამზღვევის, დაზღვეულისა და მოსარგებლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რეკვიზიტები; ბ) იმ ქონების ჩამონათვალი და აღწერილობა, რომელიც ამ კანონის შესაბამისად ექვემდებარება სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევას, ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების მონაცემების მიხედვით განცხადების წარდგენის დღისათვის განსაზღვრული ნარჩენი საბალანსო ღირებულების მითითებით. 4. განცხადებას თან უნდა ერთოდეს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების მიერ დასაზღვევი ობიექტის უკანასკნელი სახანძრო-ტექნიკური გამოკვლევის და შემოწმების აქტის ასლი. 5. დაზღვევის ხელშეკრულება იდება არანაკლებ ერთი წლის ვადით. 6. დაზღვევის ხელშეკრულებაში კონკრეტულად უნდა იყოს მითითებული: ა) დაზღვევის ხელშეკრულების სუბიექტები; ბ) სადაზღვევო თანხის ოდენობა; გ) სადაზღვევო შესატანის (პრემიის) ოდენობა და გადახდის თარიღი; დ) მორიგი სადაზღვევო შესატანის ოდენობა და გადახდის თარიღი. 7. მზღვეველის მიერ სრული სადაზღვევო თანხის ვადამდე ანაზღაურების შემთხვევაში დაზღვევის ხელშეკრულება დასრულებულად ითვლება და დამზღვევი ვალდებულია დადოს ახალი დაზღვევის ხელშეკრულება. საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №957– სსმI, №6, 19.01.2005წ., მუხ.53     მუხლი 7🔗 1. სადაზღვევო თანხა განისაზღვრება დამზღვევისა და მზღვეველის ურთიერთშეთანხმებით, მაგრამ მისი ოდენობა სავალდებულო დაზღვევის ნაწილში არ უნდა იყოს დაზღვეული ქონების ნარჩენ საბალანსო ღირებულებაზე ნაკლები. ამ ოდენობის ზემოთ ქონების დაზღვევა ნებაყოფლობითია. 2. ნებაყოფლობითი და სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევა შეიძლება გაფორმდეს ერთიან სადაზღვევო პოლისში, რომლის გაცემის უფლება აქვს მხოლოდ სავალდებულო და ნებაყოფლობითი ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევის ლიცენზიის მქონე სადაზღვევო ორგანიზაციას.     მუხლი 8🔗 1. სადაზღვევო შესატანის ოდენობა განისაზღვრება სადაზღვევო ტარიფის მიხედვით. 2. მინიმალური სადაზღვევო ტარიფის სიდიდეს და სადაზღვევო ტარიფის სტრუქტურას ადგენს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური. სადაზღვევო ტარიფი არ უნდა იყოს სადაზღვევო თანხის 0,4%-ზე ნაკლები. 3. დამზღვევი სადაზღვევო შესატანს (პრემიას) იხდის ყოველწლიურად, ერთჯერადად, სადაზღვევო პოლისის (მოწმობის) გაცემისას.     მუხლი 9🔗 თუ დამზღვევი მორიგ სადაზღვევო შესატანს არ გადაიხდის დაზღვევის ხელშეკრულებით განსაზღვრული თარიღიდან 3 კვირის ვადაში, მაშინ: ა) მზღვეველი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურებს; ბ) დამზღვევი ვალდებულია სადაზღვევო შესატანის (პრემიის) გადახდის ყოველი დაგვიანებული დღისათვის გადაუხადოს მზღვეველს სრული სადაზღვევო შესატანის (პრემიის) 0,1%. საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №957– სსმI, №6, 19.01.2005წ., მუხ.53     მუხლი 10🔗 1. სადაზღვევო შესატანის (პრემიის) სიდიდე მცირდება შემდეგი ოდენობით: ა) დასაზღვევ შენობაში მოქმედი ავტომატური ხანძარსაქრობი დანადგარის არსებობის შემთხვევაში – 25%-ით; ბ) დასაზღვევი ობიექტის დამცავი ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის არსებობის შემთხვევაში – 20%-ით; გ) დასაზღვევ შენობაში მოქმედი ავტომატური სახანძრო სიგნალიზაციისა და სახანძრო ინვენტარის არსებობის შემთხვევაში – 15%-ით; დ) დასაზღვევ ობიექტში ფეთქებადსაწინააღმდეგო ნივთიერებებისა და ფეთქებადსაშიშ ნივთიერებათა საცავების არსებობის შემთხვევაში – 15%-ით. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებებიდან ერთდროულად რამდენიმეს არსებობის შემთხვევაში სადაზღვევო შესატანის სიდიდე მცირდება 30%-ით. 3 ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილ შეღავათებს დამზღვევს გაუწევენ შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურები სათანადო აქტის საფუძველზე. საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №957– სსმI, №6, 19.01.2005წ., მუხ.53     მუხლი 11🔗 არანაზღაურებადი მინიმუმი (ფრანშიზა) განისაზღვრება დამზღვევისა და მზღვეველის ურთიერთშეთანხმებით, მაგრამ მისი ოდენობა არ უნდა იყოს სადაზღვევო თანხის 10%-ზე მეტი.     მუხლი 12🔗 1. სადაზღვევო ანაზღაურება განისაზღვრება დაზიანებული ქონების აღდგენითი (შენაცვლებითი) ღირებულების მიხედვით, მაგრამ მისი ოდენობა არ უნდა იყოს დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სადაზღვევო თანხაზე მეტი. 2. თუ ნებისმიერი ზიანის დადგომის დროისათვის დაზღვეული ქონების ან მისი რომელიმე ნაწილის აღდგენითი ან შენაცვლებითი ღირებულება აღმოჩნდება სადაზღვევო პოლისში (მოწმობაში) აღნიშნულზე უფრო მეტი, ამ კანონის თანახმად ასანაზღაურებელი ზიანის თანხა შემცირდება ისეთივე პროპორციით, როგორსაც შეადგენს სადაზღვევო თანხა ქონების აღდგენით (შენაცვლებით) ღირებულებასთან. ეს პირობა შეეხება ნებისმიერ ცალკეულ დაზღვეულ ობიექტსაც. 3. არ ანაზღაურდება ზიანის ის ნაწილი, რომელიც მიყენებულია სადაზღვევო შემთხვევის დროს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით.     მუხლი 13🔗 1. სადაზღვევო ანაზღაურება გაიცემა სადაზღვევო აქტის საფუძველზე. 2. სადაზღვევო აქტს ადგენს მზღვეველი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი და ხელს აწერს როგორც მზღვეველი, ასევე დამზღვევი (დაზღვეული). 3. სადაზღვევო აქტის შედგენა იწყება სადაზღვევო შემთხვევის ფაქტისა და გარემოებების თაობაზე დამზღვევის წერილობითი განცხადების (განცხადებული პრეტენზიის) მიღების შემდეგ. მზღვეველი ვალდებულია უზრუნველყოს სადაზღვევო აქტის შედგენა განცხადებული პრეტენზიის მიღებიდან არა უგვიანეს 30 დღისა. 4. სადაზღვევო აქტით დგინდება დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის სიდიდე და გასაცემი სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობა. 5. მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში საკითხს წყვეტს სასამართლო.     მუხლი 14🔗 1. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველი ვალდებულია უზრუნველყოს სადაზღვევო ანაზღაურების გადახდა სადაზღვევო აქტის ორივე მხარის მიერ ხელმოწერიდან 30 სამუშაო დღის ვადაში. 2. მზღვეველი ვალდებულია სადაზღვევო ანაზღაურების გადახდის დაგვიანებისათვის გადაუხადოს დამზღვევს გადასახდელი თანხის 0,1% ყოველი დაგვიანებული დღისათვის.     მუხლი 15🔗 1. დამზღვევი (დაზღვეული) ვალდებულია: ა) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სახანძრო უსაფრთხოების წესები და ნორმები; ბ) მიიღოს შესაძლო აუცილებელი ზომები ხანძრის ან აფეთქების დროს ქონების გადარჩენისა და ზიანის სიდიდის შემცირებისათვის; გ) ხელი შეუწყოს მზღვეველის მიერ სადაზღვევო შემთხვევის დადგომასთან და მის შედეგებთან დაკავშირებული მონაცემების მოკვლევა-მოძიებას; დ) გადასცეს მზღვეველს მის ხელთ არსებული ყველა დოკუმენტი, რომელიც აუცილებელია რეგრესის უფლების განსახორციელებლად; ე) სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან 3 დღის ვადაში წერილობით აცნობოს ამის შესახებ მზღვეველს, ხოლო 10 დღის ვადაში შეავსოს შესაბამისი საპრეტენზიო დეკლარაცია და შეინარჩუნოს დაზღვეული ქონება ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც ის აღმოჩნდება სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ; ვ) დაუყოვნებლივ შეატყობინოს მზღვეველს სადაზღვევო რისკის გაზრდის შესახებ. 2. დაზღვეული ვალდებულია ქონების გასხვისების ან მოსარგებლის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეატყობინოს მზღვეველს ამის შესახებ.     მუხლი 16🔗 დამზღვევი უფლებამოსილია სათანადო ორგანოებს მოსთხოვოს სადაზღვევო ხელშეკრულების დადებისათვის საჭირო ინფორმაცია, აგრეთვე სადაზღვევო შემთხვევის დადგომის და მისი შედეგების დამადასტურებელი დოკუმენტები.     მუხლი 17🔗 მზღვეველი უფლებამოსილია: ა) დაზღვევის ხელშეკრულების დადებამდე მოახდინოს საწარმოს სახანძრო-ტექნიკური გამოკვლევა; ბ) მონაწილეობა მიიღოს ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენასა და ზიანის სიდიდის შეფასებაში, მოსთხოვოს ხელშეწყობა დამზღვევს; გ) თუ მოსარგებლისათვის ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში გაირკვა, რომ ხანძარი გამოწვეული იყო მესამე პირის ქმედებით, გამოიყენოს რეგრესის წესი და მოითხოვოს ანაზღაურება დაზღვეულზე გაცემული სადაზღვევო თანხის ფარგლებში; დ) თუ დამზღვევის (დაზღვეულის) ბრალით მზღვეველის მიერ რეგრესის წესის გამოყენება შეუძლებელი გახდა, მოსთხოვოს დამზღვევს (დაზღვეულს) გაცემული სადაზღვევო ანაზღაურების დაბრუნება; ე) სათანადო ორგანოებს მოსთხოვოს სადაზღვევო ხელშეკრულების დადებისათვის საჭირო ინფორმაცია; ვ) არ აანაზღაუროს ზიანი დამზღვევის მიერ ამ კანონის მე-15 მუხლის მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში; ზ) არ აანაზღაუროს ზიანი, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა განზრახ გამოიწვია.     მუხლი 18🔗 დავას, რომელიც წარმოიშობა ამ კანონის გამოყენების დროს, განიხილავს სასამართლო.     მუხლი 19🔗 1. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურები ვალდებულნი არიან სავალდებულო ხანძარ-საწინააღმდეგო დაზღვევის უქონლობის გამოვლენის შემთხვევაში გამოიყენონ „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება. 2. სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის ორგანოებმა არ უნდა მიიღონ გაანგარიშებები ქონების გადასახადის შესახებ და არ უნდა ჩაიბარონ ბუღალტრული ანგარიშგება (ბალანსი) იმ საწარმოსაგან, რომელიც არ წარადგენს ამ კანონით განსაზღვრულ სადაზღვევო პოლისს (მოწმობას). საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №957– სსმI, №6, 19.01.2005წ., მუხ.53     მუხლი 20🔗 ყველა მზღვეველი, რომელიც მონაწილეობს სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევაში, ვალდებულია საქართველოს სავალდებულო დაზღვევის ფონდში გადარიცხოს დაზღვევის ამ სახეობაში მოზიდული სრული პრემიის 4%, რომელიც მოხმარდება პრევენტული ღონისძიებების დაფინანსებას. საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №965– სსმI, №20, 03.07.2001წ., მუხ.71 თავი II. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი     მუხლი 21🔗 1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. საწარმოებმა მოახდინონ ქონების სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევა ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის განმავლობაში. 3. დაევალოს საქართველოს პარლამენტის საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტს, მოამზადოს ამ კანონიდან გამომდინარე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი შესაბამისი ცვლილებები და დამატებები. საქართველოს პრეზიდენტი  ე. შევარდნაძე თბილისი, 1999 წლის 3 თებერვალი №1781-IIს შეტანილი ცვლილებები: 1. საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №965– სსმI, №20, 03.07.2001წ., მუხ.71 2. საქართველოს 2002 წლის 14 მაისის კანონი №1422– სსმI, №15, 03.06.2002წ., მუხ.60 3. საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №957– სსმI, №6, 19.01.2005წ., მუხ.53 4. ძალადაკარგულია – საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1776– სსმI, №40, 18.07.2005წ., მუხ.265