„ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სახეობების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის პირველი სექტემბრის №175 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება№195
2011 წლის 22 სექტემბერი
ქ. თბილისი
„ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სახეობების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის პირველი სექტემბრის №175 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,ვბრძანებ:
მუხლი 1. „ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სახეობების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის პირველი სექტემბრის №175 ბრძანებაში (სსმ, 05.09.2011 წ., ვებგვერდი 110902008) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
2. ბრძანების პირველი-მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამტკიცდეს თანდართული ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) სახეობები.
2. ნადირობას დაქვემდებარებულ ცხოველთა სამყაროს ობიექტების (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) სახეობების კვოტებს ადგენს და ანაწილებს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბუნებრივი რესურსების სააგენტო.
3. ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების შესახებ დოკუმენტს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცემს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბუნებრივი რესურსების სააგენტო.“.
3. ბრძანების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. მურა დათვის, ირმის, დასავლეთ კავკასიური ჯიხვისა და დაღესტანური ჯიხვის, კავკასიური როჭოს და კასპიური შურთხის გარემოდან ამოღება, განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და წესით.“.
4. ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი
ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების (გარდა
გადამფრენი ფრინველებისა) სახეობები
1. ძუძუმწოვრები
|
ქართული დასახელება
|
ლათინური დასახელება
|
| 1. ნუტრია | Myocastor coypus |
| 2. კურდღელი | Lepus europaeus |
| 3. მაჩვი | Martes meles |
| 4. ტყის კვერნა | Martes Martes |
| 5. ქვის კვერნა | Martes foina |
| 6. მგელი | Canis lupus |
| 7. ტურა | Canis aureus |
| 8. მელა | Vulpes vulpes |
| 9. ენოტისებური ძაღლი | Nyctereutes procyonoides |
| 10. ტყის კატა | Felis silvestris |
| 11. გარეული ღორი | Sus scrofa |
| 12. შველი | Capreolus capreolus |
| 13. ენოტი | Procyon lotor |
2. ფრინველები
|
ქართული დასახელება
|
ლათინური დასახელება
|
| 1. ხოხობი | Phasianus colchicus |
| 2. კაკაბი | Alectoris graeca |
| 3. დურაჯი | Francolinusfrancolinus |
| 4. გნოლი | Perdix perdix |
“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის პირველი მოადგილე
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მ. ვალიშვილი