„საქართველოს მთავარი პროკურატურის აპარატის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 27 ნოემბრის №274 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს
ბრძანება №125
2011 წლის 26 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავარი პროკურატურის აპარატის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 27ნოემბ რის № 274 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს მთავარი პროკურატურის აპარატის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 27ნოემბ რის № 274ბრძანებით (სსმ III, 27.11. 2008 წ., № 168 , მუხლი 17 18) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება :
1. მე-5 და მე-6 მუხლ ებ ი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. აპარატის უფროსი
1. აპარატს ხელმძღვანელობს აპარატის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.
2. აპარატ ი ს უფროსი იმავდროულად არის აპარატ ი ს ეკონომიკური სამმართველოს უფროსი.
3. აპარატის უფროსი:
ა) ახორციელებს აპარატის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას, უზრუნველყოფს აპარატის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებას;
ბ) უშუალოდ ხელმძღვანელობს აპარატის ეკონომიკური სამმართველოს საქმიანობას;
გ) ანაწილებს ფუნქციებს აპარატის მუშაკებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
დ ) ხელს აწერს აპარატში და მის სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე ) აკონტროლებს აპარატის მუშაკების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას;
ვ ) კონტროლს უწევს საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და მთავარი პროკურორის ბრძანებების, მითითებებისა და ინსტრუქციების შესრულებას აპარატის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
ზ ) მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს აპარატის მუშაობის სრულყოფის შესახებ;
თ ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს აპარატის მუშაკთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ი ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა აპარატის ამოცანების შესასრულებლად;
კ ) პერიოდულად ისმენს აპარატის მუშაკთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ლ ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შუამდგომლობს აპარატის მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
მ ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4 . აპარატის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს აპარატის უფროსის მოადგილე.
მუხლი 6. აპარატის უფროსის მოადგილე
1. აპარატის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომ ე ლსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.
2. აპარატის უფროსი ს მოადგილე:
ა) ხელს უწყობს აპარატის უფროს ს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;
ბ) ზედამხედველობს აპარატის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
გ) აპარატის უფროსისა და ხელმძღვანელობის დავალებით ახორციელებს სხვა უფლება- მოვალეობებს.
3 . აპარატის უფროსის მოადგილე კანონმდებლობით დადგენილი წესით აპარატზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია აპარატის უფროსის წინაშე.“.
2. მე-7 მუხლი ამოღებულ იქნეს.
3. მე-8 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამმართველოს უფროსის მოადგილე ხელს უწყობს სამმართველოს უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში; ზედამხედველობს სამმართველოს მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; აპარატის უფროსისა და მისი მოადგილის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.“;
ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი