აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის, ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/1849
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110926022, 26/09/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ი ს

ბრძანება №1-1/1849

2011 წლის 22 სექტემბერი

ქ. თბილისი

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის, ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის 20.09.11 წლის №S001498 წერილის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 26 ნოემბრის №1-1/1850 ბრძანებით შექმნილი კომისიის 09.09.11 წლის სხდომის №12 ოქმის და დასკვნის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიენიჭოს ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მაგისტრალის მშენებლობის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ზოლში მოხვედრილი, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთები, მრავალწლიანი ნარგავები და სხვა უძრავი ქონება) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება. კერძოდ,

პატვაკან აპოიანის საკუთრებაში არსებული 7600.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (უძრავი ქონების სარეგისტრაციო კოდი _ 63.22.39.202), 340.00 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი (საექსპროპრიაციო ფართი _ 4264.2კვ.მ.).

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ამ ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული ქონების ექსპროპრიაციის მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

მინისტრის  პირველი მოადგილე                   ა. კეკელია