„ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№352
სარეგისტრაციო კოდი
390130000.10.003.016512
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110927005, 28/09/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

  საქართველოს მთავრობის

დადგენილება №352

2011 წლის 23  სექტემბერი

ქ. თბილისი

„ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑20 მუხლის მე‑4 პუნქტის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილება „ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭ­რობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრ­ყვავი­ლას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენ­ზიების გაცემის წესისა და პირობების თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის №21 დადგე­ნილებაში (სსმ, 2007 წელი, მუხლი 224) და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე‑10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. სოჭის გირჩის ექსპორტისათვის ექსპორტის მიზნით სოჭის გირ­ჩისა და „გადაშენების საფრთხის წი­ნაშე მყოფი ველური ფლორისა და ფა­უნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭ­რობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრ­ყვავი­ლას ბოლქ­ვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენ­ზიის მფლო­ბელს მიენიჭოს უფლება, 2011 წლის სეზონისათვის სოჭის გირჩის მოპოვება განახორციელოს სალიცენზიო ფართობის გარეთ, საქართველოს ენერგეტი­კისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იური­დიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ტერიტორიაზე არსებული კვოტის ფარგლებში.“.

მუხლი 2. გარდამავალი დებულებები

1. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინის­ტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ბუნებრივი რესურსების სააგენტომ განსაზღვროს 2011 წლის სეზონისათვის სოჭის გირჩის მოპოვების ადგილები და მოსაპოვებელი რესურსის ოდენობა.

2. ლიცენზიატები, რომლებიც ამ დადგენილების შესაბამისად მოიპო­ვებენ სოჭის გირჩს, ვალდებული არიან, საქართველოს ენერგე­ტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იური­დიულ პირს – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს გადაუხადონ მე‑10 მუხლის 11 პუნქტის საფუძველზე მოპოვებული რესურსის შესაბამისი საწყისი სააუქ­ციონო ფასის ტოლფასი თანხა.

მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ‑მინისტრი                                                                                                     ნ.გილაური