„გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№354
სარეგისტრაციო კოდი
390130000.10.003.016514
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110927007, 28/09/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №354

2011 წლის 23  სექტემბერი

ქ. თბილისი

 „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „გადაშენების საფრთხის წი­ნა­შე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სა­ხეო­ბებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეო­ბე­ბის, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რე­ექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გაცემის წესისა და პი­რობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ სა­ქა­რ­თვე­ლოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის №18 დადგენილებაში (სსმ III, 2007 წ., მუხ­. 221) შეტანილ იქნეს ცვლი­ლე­ბები და დადგენი­ლებით და­მ­ტ­კი­ცებული დებულების:

1. მე‑2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო 

ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოა საქართ­ველოს გა­რემოს დაცვის სამინისტრო (შემდგომში– სამი­ნისტ­რო) ან საქართ­ველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამა­რთლის იურიდიული პირი– შემოსავლების სამსახური.“.

2. მე‑4 მუხლის პირველი და მე‑2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემ­დე­გი რედაქციით:

„1. ნებართვის გაცემისათვის განაცხადი და ყველა საჭირო დოკუ­მენტაცია შეიძლება წარდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმით. ნება­რთვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენა, განხილვა და წარმო­ებაში მიღება ხორციელდება„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“საქართველოს კანონის25‑ე მუხლით დადგენილი წესით.

2. განცხადება, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინი­სტრაციული კოდექსის78‑ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნებისა, უნდა შე­ი­ცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტრო­დუქციისათვის განკუთვნილი სახეობის ნიმუშების (სახეობა, ნაწილი, დერივატი) დასახელებას (ქართული და/ან სამეცნიერო სახელწოდება), რაოდენობას, აღწერას;

ბ) სახეობათა ნიმუშების ექსპორტის, იმპორტის, რეექს­პორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის მიზანს (კომერციული, ზოოპარკისათვის, ბოტანიკური ბაღისათვის, ცირკისა და მოძრავი გამოფენისათვის, სა­მეც­­ნიერო, სანადირო ტროფეი, კერძო საკუთრება, სამედიცინო, საგან­მანათლებლო, ბუნებაში რეინტროდუქციისათვის/ინტროდუქციისა­თ­ვის, ხე­ლოვ­ნურად მოშენე­ბისა­თვის/ტყვეობაში გამრავლებისათვის);

გ) ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისათვის განკუთვნილი სა­ხე­ობის ნიმუშის წარმოშობის წყაროსა და დროს.“.

  3. მე‑4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე‑4 პუნქტი:

„4. თუ ნებართვის გაცემა ხდება საქართველოს ფინანსთა სამი­ნისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამა­რთლის იური­დიული პირის– შემოსავლების სამსახურის მიერ, ამ შემთხვევაში ნებართვის აღება შესაძლებელი უნდა იყოს ნებისმიერ პორტალში.“.

მუხლი 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართ­ველოს გარემოს დაცვის სამინისტრომ ამ დადგენილების მიღებიდან ერთი კვირის ვადაში ერთობლივად შეიმუშაონ და საქართველოს მთავრობას წარმოუდგინონ „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ პროექტი გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლო­რისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონ­ვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გაცემის წესის თაობაზე.

მუხლი 3. დადგენილება, გარდა მე-2 მუხლისა,ამოქმედდეს2011 წლის 1 დეკემბრიდან.

მუხლი 4. დადგენილების მე‑2 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყ­ნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                  ნ. გილაური