დამისამართების პროცესში მონაწილე დაწესებულებების თანამშრომლობისა და უფლებამოსილებათა გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 23.09.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №358
სარეგისტრაციო კოდი 010080000.10.003.016518
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110927011, 27/09/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.09.2011 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
დამისამართების პროცესში მონაწილე დაწესებულებების თანამშრომლობისა და უფლებამოსილებათა გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;}
@font-face {font-family:Consolas; panose-1:2 11 6 9 2 2 4 3 2 4;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
span.MsoPageNumber {font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; font-family:Consolas;}
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:Consolas;}
span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header; font-family:"Times New Roman","serif";}
span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer; font-family:"Times New Roman","serif";}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.75in 42.5pt 44.95pt .75in;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №358
2011 წლის 23 სექტემბერი
ქ. თბილისი
დამისამართების პროცესში მონაწილე დაწესებულებების თანამშრომლობისა და უფლებამოსილებათა გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტისა და „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს დამისამართების პროცესში მონაწილე დაწესებულებების თანამშრომლობისა და უფლებამოსილებათა გადანაწილების წესი.
მუხლი 2🔗. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
დამისამართების პროცესში მონაწილე დაწესებულებების თანამშრომლობისა და უფლებამოსილებათა გადანაწილების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. დამისამართების პროცესი მოიცავს მისამართების სისტემის დახვეწისა და სტანდარტიზაციის, აგრეთვე მისამართების აღრიცხვა-რეგისტრაციისა და მოსახლეობის მისამართების დაზუსტების მიზ
ნით განხორციელებულ საქმიანობათა ერთობლიობას.
2. დამისამართების პროცესში, მათი კომპეტენციის ფარგლებში
, მონაწილეობენ შემდეგი ორგანოები (შემდგომში – უფლებამოსილი ორგანოები):
ა) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები;
ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;
გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო რეესტრის სააგენტო;
დ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
მუხლი 2🔗. უფლებამოსილ ორგანოთა კომპეტენცია დამისამართების პროცესში
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აწარმოებს მისამართების რეესტრს და ახორციელებს პრაქტიკულ და საველე სამუშაოებს დამისამართების ობიექტის იდენტიფიცირებიდან დადგენილი მისამართის რეესტრში გამოქვეყნებამდე (გარდა იმ მოქმედებებისა, რომლებიც „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის“ შესახებ საქართველოს კანონისა და ამ წესის შესაბამისად განეკუთვნება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებას).
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო რეესტრის სააგენტო ახორციელებს მოსახლეობის მისამართების დაზუსტებას დადგენილ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოებულ რეესტრში ასახულ დამისამართების ობიექტებზე (გარდა იმ მოქმედებებისა, რომლებიც „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის“ შესახებ საქართველოს კანონისა და ამ წესის შესაბამისად განეკუთვნება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებას).
3. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახდენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ინფორმირებას დამისამართების პროცესთან დაკავშირებით, ხელს უწყობს დამისამართების პროცესს და მასში ჩართული ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ურთიერთთანამშრომლობას.
4. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები:
ა) თანამშრომლობენ უფლებამოსილ ორგანოებთან დამისამართების პროცესში, რაც გულისხმობს შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას, საველე სამუშაოების ხელშეწყობასა და სხვა მოქმედებების განხორციელებას;
ბ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის“ შესახებ საქართველოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად, უფლებამოსილი ორგანოების მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, ახდენენ დამისამართების ობიექტთა სახელდებასა და ნუმერაციას და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს წარუდგენენ შესაბამის ინფორმაციას მოსახლეობის მისამართების დასაზუსტებლად.
5. უფლებამოსილი ორგანოები ვალდებული არიან ითანამშრომლონ ერთმანეთთან და დამისამართების პროცესში ჩართულ ორგანიზაციებთან მისამართების სისტემის დახვეწისა და გაუმჯობესების მიზნით.
მუხლი 3🔗. საკოორდინაციო საბჭო
1. ამ დადგენილების ამოქმედებიდან 15 დღის განმავლობაში საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება დამისამართების საკითხთა საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში – საბჭო) არანაკლებ სამი წევრის შემადგენლობით. საბჭოს შემადგენლობაში შედიან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები. საბჭოში წარმოდგენილი უნდა იყვნენ თანაბარი რაოდენობის წევრები თითოეული უფლებამოსილი ორგანოდან.
2. საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ საქართველოს თვითმმართველი ქალაქების ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოების წარმომადგენლები, მათი სურვილის შემთხვევაში.
3. საბჭოს თავმჯდომარეა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე.
4. საბჭო:
ა) აკვირდება უფლებამოსილი ორგანოების მიერ დამისამართების პროცესში მონაწილეობას, მათ მიერ ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას და დამისამართების პროცესის მიმდინარეობის შედეგიანობას, რის შედეგადაც იღებს რეკომენდაციებს დამისამართების პროცესთან დაკავშირებით;
ბ) იღებს გადაწყვეტილებებს იმ პრობლემურ/სადავო საკითხებზე, რომლებიც წარმოიშობა დამისამართების პროცესში განსახორციელებელ პრაქტიკულ სამუშაოებთან დაკავშირებით;
გ) ყოველი თვის ბოლოს ახდენს განვლილი პერიოდის განმავლობაში მიმდინარე დამისამართების პროცესის შეფასებას და ადგენს მომავალი პრაქტიკული სამუშაოების გეგმას;
დ) სხდომებზე იხილავს დამისამართების პროცესთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების პროექტებს.
5. საბჭოს სხდომა იმართება თვეში ერთხელ მაინც. საბჭოს სხდომას იწვევს და თავმჯდომარეობს საბჭოს თავმჯდომარე.
6. საბჭოს ჰყავს მდივანი, რომელსაც თავისი შემადგენლობიდან ერთი წლის ვადით ირჩევს საბჭო. საბჭოს მდივანი ადგენს საბჭოს გადაწყვეტილებათა პროექტებს და ახორციელებს ორგანიზაციულ-ტექნიკურ ფუნქციებს.
7. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.
8. საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება ოქმის ფორმით. საბჭოს გადაწყვეტილებას ხელს აწერენ საბჭოს სხდომაში მონაწილე წევრები.