„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2011 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის №101 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№359
სარეგისტრაციო კოდი
280120000.10.003.016519
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110927012, 28/09/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №359

2011 წლის 23  სექტემბერი

ქ. თბილისი

„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2011 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის №101 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილება „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2011 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის  №101 დადგენილებ აში (სსმ, 28.02.2011წ.) და ამ დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამ ის:

1. №1 დანართის:

ა) პირველი მუხლის მე‑2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2011 წლის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 12,271,690 ლარის ოდენობით, ამ დანართის მე-3 მუხლის პირველ პუნქტში მოყვანილი ცხრილის შესაბამისად.“;

ბ) მე‑3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. პროგრამისა და მისი ქვეპროგრამების (კომპონენტების) ბიუჯეტი განისაზღვრება შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის

2011 წლის სახელმწიფო პროგრამის ქვეპროგრამები (კომპონენტები)

ბიუჯეტი (ლარ ო ბით)

1

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად ფინანსური უზრუნველყოფის ქვეპროგრამა

 

1,650,000

2

მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების კვებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა

240,000

3

დღის ცენტრების ქვეპროგრამა

2,159,110

4

მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა საოჯახო ტიპის მომსახურებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა

3,635,115

5

მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა

99,000

6

ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების ხელშეწყობის ქვეპროგრამა

71,415

7

ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთა ინსტიტუციური პატრონაჟის ქვეპროგრამა

540,000

8

შშმ პირთა სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამა

278,850

9

დასვენება-გაჯანსაღებისა და საკურორტო რეაბილიტაციის ქვეპროგრამა

94,500

10

ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაციის (რეაბილიტაციის) ქვეპროგრამა

656,700

10.1

დადგენილების დანართი 1.10-ის (ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაციის (რეაბილიტაციის) ქვეპროგრამა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებებისათვის

626,700

10.2

დადგენილების დანართი 1.10-ის (ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაციის (რეაბილიტაციის) ქვეპროგრამა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებებისათვის

30,000

11

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა

40,000

12

გონებრივი და ფიზიკური განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამა

86,400

13

ბავშვთა ასაკის განვითარების დარღვევების პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის ქვეპროგრამა

108,000

14

დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა

2,557,600

14.1

სავარძელ-ეტლებით უზრუნველყოფისა და შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის კომპონენტი

196,000

14.2

საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტი

363,400

 

14.3

სმენის აპარატებით უზრუნველყოფის კომპონენტი

487,700

14.4

კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტი

1,510,500

15

პროგრამის მონიტორინგის ქვეპროგრამა

39,000

16

ყრუ-მუნჯების კომუნიკაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა

16,000.“.

 

2. №1 .3 დანართის:

ა) მე‑ 3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა)6‑ დან 18 წლამდე ასაკის მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვები ( შეზ ღუ დული შესაძლებლობის სტატუსის გარეშე), რომელთა ოჯახები რეგისტრირებული არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“, და რომელთა სარეიტინგო ქულაც გადაწყვეტილების მი ღების მომენტისათვის 100 001 -ზე ნაკლებია, ასევე ამავე ასაკობრივი ჯგუ ფის იმ ოჯახების წევრი ბავშვები ( შეზღუდული შესაძ ლებ ლობის სტატუ სის გარეშე), რომლებიც იღებენ რეინტეგრაციის შემწეობას. ერთდ რო უ ლად ამ კატეგორიის ბენეფიციართა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 500‑ ს;“;

ბ)  მე‑ 4 მუხლის მე‑8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ვაუჩერის გაცემა წარმოებს რეგიონული საბჭოს შესაბამისი გადაწყვე ტილების სა ფუძველზე, არა უმეტეს ჩამოთვლილ პილოტურ ადმინისტრა ციულ-ტერიტორიულ ერთეუ ლებში სამიზნე ჯგუფების მიხედვით დაწესე ბული ერთდროულად მოქმედი ვაუჩერების შემ დეგი ლიმიტებისა:

პილოტური ადმინისტრაციულ-

ტე რი ტორიული ერთეული

1.3 დანართის მე-3 მუხლის „ა “ ქვეპუნქტით განსაზღვ რუ ლი პირები

1.3 დანართის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვ რული პირები

1.

 ქ. თბილისი

130

492

2.

 ქ. ქუთაისი

50

80

3.

 ქ. რუსთავი

50

55

4.

 გორის მუნიციპალიტეტი

80

30

5.

 ჭიათურის მუნიციპალიტეტი

50

-

6.

 თიანეთის მუნიციპალიტეტი

50

-

7.

 ქ. ბათუმი

-

45

8.

 ქარელის მუნიციპალიტეტი

-

25

9.

 თერჯოლის მუნიციპალიტეტი

-

18

10.

 სამტრედიის მუნიციპალიტეტი

-

12

11.

 ზესტაფონის მუნიციპალიტეტი

-

40

12.

 ოზურგეთის მუნიციპალიტეტი

-

29

13.

 თელავის მუნიციპალიტეტი

-

31

14.

 გურჯაანის მუნიციპალიტეტი

-

33

15.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი

30

 

16.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი

30

 

17.

მარნეულის მუნიციპალიტეტი

30.“.

 

 

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                                                      ნ. გილაური