„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№362
სარეგისტრაციო კოდი
390050010.10.003.016522
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110927015, 28/09/2011

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №362

2011 წლის 23  სექტემბერი

ქ. თბილისი

„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილე ბ ის შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილება „ტყითსარგებ­ლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენი­ლებაში (სსმ III, 2010 წელი, მუხლი 1533) და ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის მე‑10 მუხლში:

1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სოციალური ჭრა ხორციელდება არაკომერციული მიზნით მოსახ­ლე­ო­ბის, საბიუჯეტო ორგანიზაციების, საჯარო სამართლის იურიდიული პირე­ბის (მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის) და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სხვა პირების ხე-ტყით (მათ შორის, ნახანძრალი და ძირ­ნაყარი ხე-ტყე, სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ფართობებზე გან­ხორციელებული ჭრებისა და სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსი, ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის მშე­ნებლობისას მოჭრილი მერქნული რესურსი, ტყითმოსარგებლისათვის (მათ შორის, ლიცენზიატისათვის) ტყითსარგებლობის ვადის ამოწურვის ან შეწყ­ვეტის შემდეგ სახელმწიფო ტყის ფონდიდან გამოუზიდავი მერქნული რე­სურსი) უზრუნველყოფის მიზნით.“.

2. მე‑11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. სოციალური ჭრების განხორციელების მიზნით სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ორგანოები ყოველწლიურად ახორციელებენ ტყეკაფების გამოყოფას ამ წესით დადგენილი პროცედურების შესაბამისად, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფენ სა­ტყეო-სამე­ურ­ნეო გზების მოწყობა სა და სხვა ღონისძიებების განხორციელებას ამ წესის შესაბამისად.“.

3. მე‑11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 პუნქტი:

„111. იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის მფლობელის მიერ მოპოვებული ხე-ტყე მართვის ორგანოსთან შეთანხმებით გამოიყენება სოციალური ჭრის მიზნებისთვის სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია მიიღოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მო­სა­კ­რებ­ლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                                ნ. გილაური