„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№368
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.016528
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110927021, 28/09/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №368

2011 წლის 23 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ III, 2010 წელი, მუხლი 538) და ამ დადგე­ნი­ლებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომ­სა­ხურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 62-ე და 63-ე გრაფ ები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 

„62

გადასახადის გადამხდელის მო­თხოვნით, მექანიკური სატ­რანსპორტო საშუალების (3500 კგ ჩათვლით)ან/და მისაბმე­ლის (3500 კგ ჩათვლით) საბაზ­რო ან/და სატარიფო ღირებუ­ლების განსაზღვრა ან/და ტექ­ნიკური მახასიათებლების დადგენა

 

1 მექანიკური სატრანსპორტო საშუალება/მისაბმელი – 40 ლარი

63

გადასახადის გადამხდელის მო­თხოვნით მექანიკური სატ­რანსპორტო საშუალების (3500 კგ-ზე მეტი)ან/და  მისაბმელის (3500 კგ-ზე მეტი) საბაზრო ან/და სატარიფო ღირებულე­ბის განსაზღვრა ან/და ტექნი­კური მახასიათებლების დადგენა

 

1 მექანიკური სატრანსპორტო საშუალება/მისაბმელი – 80 ლარი“.

 

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პ რემიერ-მინისტრი                                                        ნ. გილაური