,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
ს იღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №17
2011 წლის 27 სექტემბერი
ქ. სიღნაღი
,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №28 დადგენილებაში ცვლილე ბ ის შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. შევიდეს ცვლილება ,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №28 დადგენილებით დამტკიცებულ №1 დანართში და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
2. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარ ე ზ. ზედელაშვილი
დანართი №1
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის, მათ შორის, აუქციონის ჩატარების წესებს თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს წინადადებით, რომლის საერთო ხელმძღვანელია საკრებულოს თავმჯდომარე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგენს თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო– საკრებულო.
2. ეს წესი შემუშავებულია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის, ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონისა და ,,სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და სარგებლობის წესს.
3. აუქციონის ფორმით ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების (მათ შორის,წილებისა და აქციების) პრივატიზებას ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემას ახორციელებს თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო, რომელიც ასრულებს გამყიდველის ფუნქციას კომისიის მეშვეობით, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მინიჭებული აქვს სათანადო უფლებამოსილება.
4. თვითმმართველი ერთეულის ძირითადი ქონების გასხვისება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამ ქონებამ დაკარგა თავისი ფუნქციური დანიშნულება. თვითმმართველი ერთეულის ძირითადი ქონების გასხვისება შესაძლებელია წარმომადგენლობითი ორგანოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით.
5. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მომზადებულ დასაბუთებულ წინადადებას თვითმმართველი ერთეულის ძირითადი ქონების გასხვისების თაობაზე, ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარუდგენს საკრებულოს.
6. დამატებითი ქონების გასხვისება შესაძლებელია მოქმედი კანონმდებლობისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის შესაბამისად.
7. თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვა შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული აუქციონის ფორმით. თუ თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული ქონება არ გაიყიდა, არ გადავიდა სარგებლობაში, დასაშვებია მისი განკარგვა საჯარო აუქციონის ფორმით.
8. აუქციონის ფორმით ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების მყიდველი შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია.
9. აუქციონი (აუქციონი პირობებით) ცხადდება სიღნაღის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ინიციატივით.
მუხლი 2. საწყისი ფასის განსაზღვრა
1. აუქციონის ფორმით საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემისას ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების საწყისი ფასი საკრებულოს მიერ დგინდება საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №659 ბრძანებულებით დამტკიცებულ „ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო, სარგებლობაში და მართვის უფლებით გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის“ შესაბამისად.
2. თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) შესაბამისი დასკვნის საფუძველზე ან/და ბალანსმფლობელის (მოსარგებლის) მიერ მოწოდებული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულების გათვალისწინებით.
3. თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების საპრივატიზებო საფასური განისაზღვრებa დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) შესაბამისი დასკვნის საფუძველზე ან/დანარჩენი საბალანსო ღირებულების გათვალისწინებით.
4. თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის წლიური საფასური განისაზღვრება: ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ და მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად განსაზღვრული საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 5 %-ის ოდენობით.
5. წილების და აქციების პრივატიზებისას წილების და აქციების საპრივატიზებო საფასური, როგორც წესი, არ უნდა იყოს რეგისტრირებულ კაპიტალზე ნაკლები, გარდა ამ წესის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
მუხლი 3.აუქციონის ორგანიზება
1. აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს გამყიდველი/ქონების მესაკუთრე, რომელსაც უფლება აქვს ორგანიზატორის ფუნქციები გადასცეს წარმომადგენელს (შუამავალს).
2. საკრებულოს თავმჯდომარე აუქციონის ორგანიზების და თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების/სარგებლობით გადაცემის მიზნით ქმნის მუდმივმოქმედ სააუქციონო კომისიას,რომელშიც შედიან კომისიის თავმჯდომარე, აუქციონატორი, რეგისტრატორი, კომისიის მდივანი და სააუქციონო კომისიის წევრები.
3. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების, სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო თვითმმართველი ერთეულის ინტერნეტ-ვებგვერდზე და გაზეთ „24 საათში“. ინფორმაციის ხელმისაწვდომობას დადგენილი წესით უზრუნველყოფს საკრებულოს თავმჯდომარე.
4. აუქციონის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება აუქციონის ფორმით თვითმმართველობის ქონების პრივატიზების/რეალიზაციის დათქმულ თარიღამდე 15 კალენდარული დღით ადრე, ხოლო მოძრავი ნივთის შემთხვევაში _ არანაკლებ 5 კალენდარული დღით ადრე.
5. განმეორებით გამოცხადებული და ვადაგაგრძელებული საჯარო აუქციონის ფორმით უძრავი ნივთის პრივატიზების/რეალიზაციის შემთხვევაში ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია ქვეყნდება უძრავი ნივთის პრივატიზების/ რეალიზაციის დათქმულ თარიღამდე 10 კალენდარული დღით ადრე.
6. უძრავი ნივთის შემთხვევაში ვადა ელექტრონული აუქციონის გამოცხადებიდან მის დასრულებამდე უნდა შეადგენდეს 15 კალენდარულ დღეს, ხოლო მოძრავი ნივთის შემთხვევაში _ 5 კალენდარულ დღეს. ელექტრონული აუქციონი ცხადდება და მიმდინარეობს ელექტრონული აუქციონებისათვის განკუთვნილ სპეციალურ ინტერნეტგვერდზე.
7. უძრავი ნივთის შემთხვევაში ვადა განმეორებით გამოცხადებული და ვადაგაგრძელებული ელექტრონული აუქციონის გამოცხადებიდან მის დასრულებამდე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 10 კალენდარულ დღეს.
8. საჯარო აუქციონის ჩატარებისას გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) გამყიდველის/მესაკუთრის დასახელებას;
ბ) პირობებს და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს (აუქციონის პირობებით გამოცხადების შემთხვევაში);
გ) საპრივატიზებო ქონების დასახელებას;
დ) ბე -სა და საბანკო გარანტიის ოდენება;
ე)საპრივატიზებო ქონების საწყის საპრივატიზებო საფასურს:
ვ) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრების და აუქციონის ჩატარების თარიღს;
ზ) ბიჯის სიდიდეს და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს გამყიდველი;
თ) განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი) და საკონტაქტო ტელეფონს;
ი) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც გამყიდველი/მესაკუთრე ჩათვლის მიზანშეწონილად.
9. ელექტრონული აუქციონის ჩატარებისას გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) გამყიდველის/მესაკუთრის დასახელებას;
ბ) საპრივატიზებო ქონების დასახელებას;
გ) აუქციონის დაწყების და დასრულების დროს;
დ)საპრივატიზებო ქონების საწყის საპრივატიზებო საფასურს:
ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობას;
ვ) აუქციონის ჩატარების პირობებს;
ზ) საპრივატიზებო პირობებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) ბიჯის სიდიდეს;
ი) გამყიდველის საკონტაქტო ტელეფონს და დასადები ხელშეკრულების შინაარსს;
კ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც გამყიდველი/მესაკუთრე ჩათვლის მიზანშეწონილად.
10. აქციების ან აქციათა პაკეტის (წილი) გაყიდვის შემთხვევაში ინფორმაცია დამატებით უნდა შეიცავდეს:
ა) სააქციო საზოგადოების (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების) დასახელებას და იურიდიულ მისამართს;
ბ) გამოშვებული აქციების საერთო რაოდენობას;
გ) ერთი აქციის ნომინალურ ღირებულებას;
დ) აქციების ან აქციათა პაკეტის ( წილის) საწყის ფასს და წილს საზოგადოების საწესდებო კაპიტალში;
ე) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის ნომერს.
11. საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობა განისაზღვრება ყოველ კონკრეტული შემთხვევაში სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ.
12. მყიდველს/მოსარგებლეს უფლება აქვს მიიღოს გასაყიდი/სარგებლობით გადასაცემი ქონების შესახებ გამყიდველის/მესაკუთრის ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული, ნებისმიერი ინფორმაცია.
13. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს საპრივატიზებო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებას.
მუხლი 4.საჯარო აუქციონში მონაწილეობის პირობები
1. საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე განცხადების მიღება მთავრდება დადგენილ დღეს და საათს. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შემოსული განცხადება აღარ მიიღება.
2. საჯარო აუქციონი ტარდება გამოცხადების დღიდან მე-15 კალენდარულ დღეს. აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს აუქციონის ჩატარების დღის ჩათვლით და გამყიდველის მიერ დადგენილ საათამდე. იმ შემთხვევაში, როდესაც მე-15 კალენდარული დღე ემთხვევა დასვენების დღეს, მაშინ განაცხადის მიღება გრძელდება და შეწყდება მომდევნო პირველსავე სამუშაო დღეს, იმავე საათზე.
3. საჯარო აუქციონში მონაწილეობის მსურველი ( შემდგომში _ მონაწილე) აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს:
ა) განაცხადს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილეზე, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების დასახელებას, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების საწყის ფასს, რომლის შეძენაც/სარგებლობის უფლებით გადაცემა სურს მონაწილეს. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში განაცხადში უნდა აისახოს მონაწილის თანხმობა პირობების შესრულებაზე;
ბ) უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტიას/ბეს და მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (ბილეთის და ბეს საფასურის გადახდა უნდა მოხდეს გამყიდველის/მესაკუთრის მიერ მითითებულ ანგარიშზე);
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ( პასპორტის) ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში);
დ) ნოტარიალურად დამოწმებულ მინდობილობას, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით;
ე) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს და განაცხადის შეტანის მომენტისთვის მოქმედ ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში).
4. მონაწილემ, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისათვის/სარგებლობით გადაცემისთვის მოწყობილ საჯარო აუქციონში, საბანკო გარანტია/ბე და მონაწილის ბილეთის საფასური უნდა გადაიხადოს თითოეული ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებისათვის ცალ-ცალკე.
5. აუქციონის ფორმით თვითმმართველობის ქონების მყიდველს/მოსარგებლეს საბანკო გარანტია/ბე ეთვლება ანგარიშსწორებისას.
6. თუ ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რეგისტრატორი მონაწილეზე აკეთებს შესაბამის ჩანაწერს „აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში“, იტოვებს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და მონაწილეს გადასცემს აუქციონში მონაწილის ბილეთს. მონაწილის ბილეთით მონაწილე ღებულობს აუქციონში მონაწილის სტატუსს.
7. მონაწილეს უფლება აქვს საბანკო გარანტიის/ბეს დაუკავებლად უარი განაცხადოს საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე მხოლოდ განაცხადების მიღების პერიოდში.
8. მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე, თუ:
ა) განაცხადის წარმომდგენი პირი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს საპრივატიზებო ქონების მყიდველად;
ბ) დარღვეულია ამ მუხლის პირველი,მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების მოთხოვნები.
8. თუ არ მოხდება საჯარო აუქციონის ფორმით გამოტანილი თვითმმართველობის ქონების განკარგვა, ამ ქონების შეცვლილი საწყისი საფასურით ან/და პირობებით აუქციონის ფორმით თვითმმართველობის ქონების განკარგვის შესახებ გადაწყვეტილება განიხილება როგორც განმეორებითი საჯარო აუქციონი. განმეორებით საჯარო აუქციონზე თვითმმართველობის ქონების საწყისი საფასური შეიძლება 50 %-მდე შემცირდეს,ხოლო თუ ქონება ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა, საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს.
9. თუ არ მოხდება საჯარო აუქციონის ფორმით გამოტანილი თვითმმართველობის ქონების განკარგვა, თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ქონების იმავე პირობით ვადაგაგრძელებული საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ.
მუხლი 5.საჯარო აუქციონის ჩატარების წესი
1. საჯარო აუქციონში მონაწილე აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, სადაც ტარდება საჯარო აუქციონი, აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს აუქციონში მონაწილის ბილეთს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამება მის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს.
2. აუქციონატორი ადარებს გაცემული ნომრიანი დაფების რაოდენობას შემოსული განაცხადების რაოდენობასთან, რითაც აზუსტებს აუქციონში მონაწილეთა რაოდენობას.
3. საჯარო აუქციონს ატარებს აუქციონატორი.
4. თითიეულ ობიექტზე ვაჭრობის დაწყებისას აუქციონატორი აცხადებს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების დასახელებას, მის საწყის ფასს, ბიჯს (ბიჯის სიდიდეს ყოველი კონკრეტული ქონებისათვის განსაზღვრავს გამყიდველი).
5. აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი ფასის გამოცხადების მომენტი. ვაჭრობის მიმდინარეობს დროს დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება.
6. საჯარო აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის დაფას (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას). აუქციონატორი აფიქსირებს მას და სთხოვს აუქციონში მონაწილეებს გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. ფასის სამჯერ გამოცხადებისა და აუქციონატორის მიერ ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონება ითვლება გაყიდულად/სარგებლობით გადაცემულად იმ აუქციონის მონაწილეზე, ვინც აუქციონატორს ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა.
7. საჯარო აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი, რომელიც წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებას.ოქმს ხელს აწერს მყიდველი/მოსარგებლე და სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე.
8. თუ აუქციონში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს აუქციონის შედეგების ოქმის ხელმოწერაზე, მას ჩამოერთმევა აუქციონში გამარჯვებულის სტატუსი და შეტანილი ბე და საბანკო გარანტია არ დაუბრუნდება. იგი სრულად ირიცხება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში.
9. თუ საჯარო აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ საჯარო აუქციონის მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი აუქციონის შესახებ და აუქციონის მონაწილეებს შეტანილი ბე /საბანკო გარანტია არ დაუბრუნდებათ.
10. სააუქციონო კომისია აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში ამზადებს მოხსენებით ბარათს, რომლის საფუძველზეც აუქციონში მონაწილე პირებს, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს, უბრუნდებათ მათ მიერ გადახდილი ბე /საბანკო გარანტიის ოდენობა. მოხსენებით ბარათს ხელს აწერს სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.
მუხლი 6. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის პირობები
1. დაინტერესებულ პირებს, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას ელექტრონულად, საშუალება ეძლევათ გააკეთონ სასურველი ფასის შეთავაზება, საწყის საფასურზე ბიჯის დამატებით.
2. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა:
ა) შესაბამის ვებგვერდზე დარეგისტრირება (რეგისტრირდებიან როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები);
ბ) რეგისტრაციის დროს ელექტრონული აუქციონის წესების გაცნობა და მასზე თანხმობის გაცხადება;
გ) „ინტერნეტ ბანკინგის” საშუალებით, ასევე საბანკო დაწესებულების მეშვეობით ბეს თანხის გადახდა და/ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრირებული უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა .
3. მონაწილემ, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისთვის/სარგებლობაში გადაცემისთვის მოწყობილ ელექტრონულ აუქციონში, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უნდა წარმოადგინოს და/ან ბე უნდა გადაიხადოს თითოეული სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონებისათვის ცალკ-ცალკე.
4. მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობაზე, თუ:
ა) მონაწილე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს საპრივატიზებო/სარგებლობაში გადასაცემი ქონების მყიდველად/მოსარგებლედ;
ბ) დარღვეულია ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნები.
მუხლი 7. ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი
1. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველი პირი ელექტრონულ აუქციონში მონაწილე ო ბისთვის რეგისტრირდება შესაბამის ვებგვერდზე, ამ წესის შესაბამისად, რის შემდეგაც მას ენიჭება აუქციონში მონაწილის სტატუს ი.
2. ელექტრონული აუქციონი ტარდება ონლაინ რეჟიმში.
3. ელექტრონული აუქციონის ვაჭრობის დროს ფასის მატება ჩანს ონლაინ რეჟიმში.
4. ელექტრონული აუქციონის დასაწყისად ითვლება მისი ვებგვერდზე გამოცხადების მომენტი.
5. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, ონლაინ რეჟიმში ამატებს ფასს (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას), რომელიც ასევე ფიქსირდება ონლაინ რეჟიმში. ვაჭრობა გრძელდება, სანამ რომელიმე მონაწილე არ დააფიქსირებს ყველაზე მაღალ ფასს. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება ითვლება გაყიდულად/სარგებლობაში გადაცემულად აუქციონის იმ მონაწილეზე, რომლის მიერაც ონლაინ რეჟიმში ვაჭრობის დასრულების მომენტისთვის შემოთავაზეული იქნება ყველაზე მაღალი ფასი.
6. თუ აუქციონის დასრულებამდე (მითითებული უნდა იყოს აუქციონის დასრულების ზუსტი დრო) ბოლო 5 წუთის განმავლობაში შემოთავაზებული იქნება ახალი ფასი, მაშინ ფასის შემოთავაზების დრო გაგრძელდება დასრულების მითითებული მომენტიდან 2 წუთით. თუ ამ დროის განმავლობაში შემოთავაზებული იქნება ახალი ფასი, დრო კიდევ გაგრძელდება 2 წუთით მანამ, სანამ არ დაფიქსირდება საბოლოო თანხა. მაგრამ, თუ დამატებული 2 წუთის განმავლობაში ახალი ფასი არ იქნება შემოთავაზებული, აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდება საბოლოო თანხის შემთავაზებელი პირი.
7. აუქციონის გამოცხადებიდან (დაწყებიდან) მის დასრულებამდე (არა უგვიანეს 5 წუთისა) ნებისმიერ დროს მონაწილეს შეუძლია გადაიხადოს ბე ან/და წარმოადგინოს საბანკო გარანტია. ბეს გადახდა შესაძლებელია უნაღდო ანგარიშსწორებით.
8. ვაჭრობის დასრულებისას გამარჯვებულსა და აუქციონის სხვა მონაწილეებს ელექტრონული გზით გაეგზავნებათ ინფორმაცია აუქციონის შედეგების შესახებ, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.
9. აუქციონში გამარჯვებულს ელექტრონული გზით ეცნობება თანხის სრულად გადახდის თარიღი და ქონების გადაცემის პირობები, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.
მუხლი 8. მხარეთა უფლებები და მოვალეობები
1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელი უფლებამოსილია:
ა) შეწყვიტოს ნებისმიერი მომსახურება ტექნიკური პრობლემის, რაიმე შეცდომის, უზუსტობის, მომხმარებლის მხრიდან უკანონო მოქმედებების განხორციელების ან სხვა მიზეზების გამო, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ვებგვერდს ან სიღნაღის მუნიციპალიტეტს;
ბ) შეაჩეროს ან შეწყვიტოს მომხმარებლის რეგისტრაცია და შესვლა ვებგვერდზე, თუ ჩათვლის, რომ მომხმარებელი მოქმედებს ამ ბრძანების მოთხოვნათა დარღვევით;
გ) გააკონტროლოს ყველა მოქმედება მომხმარებლის მხრიდან და რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები.
2. სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალდებულია კანონით დადგენილი წესით გადასცეს აუქციონში გამარჯვებულს საკუთრების/სარგებლობის უფლება ქონებაზე (ხოლო ვალდებულებების არსებობის შემთხვევაში – საკუთრების/სარგებლობის უფლება ვალდებულებებთან ერთად).
3. მომხმარებელი უფლებამოსილია:
ა) გააკეთოს არჩევანი და შეიძინოს ქონება;
ბ) ნებისმიერ დროს განაახლოს თავისი პირადი მონაცემები.
4. მომხმარებელი ვალდებულია:
ა) დაიცვას აუქციოში მონაწილეობის წესები და პირობები;
ბ) სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელის მიერ დადგენილ დროში გადაიხადოს შეძენილი/სარგებლობაში გადაცემული ქონების ღირებულება.
მუხლი 9. ანგარიშსწორება ელექტრონული აუქციონისას
1. მომხმარებლის მიერ სასურველ ლოტზე ბეს გადახდა, ასევე ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ლოტზე თანხის გადახდა შესაძლებელია როგორც საბანკო დაწესებულებაში, ასე საკრედიტო ბარათის მეშვეობით, ასევე უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარატიის წარმოდგენის საშუალებით.
2. აუქციონის გვერდზე მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ლოტის თანხის, ასევე ბეს გადახდის ფორმები. აღნიშნული ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელზე, ინფორმაციას ლოტის შესახებ (ლოტის საბოლოო ფასის მითითებით) და ინფორმაციას მიმღების შესახებ, დასახელების და ანგარიშის/ანგარიშების ნომრების მითითებით. მომხმარებელი ირჩევს ერთ-ერთ ანგარიშს, ბეჭდავს ლოტის ფასის გადახდის ფორმას და აღნიშნული ფორმის საფუძველზე საბანკო დაწესებულებაში (საკუთარი საბანკო ანგარიშიდან) იხდის შესაბამის თანხას.
3. საკრედიტო ბარათით თანხის გადახდის შემთხვევაში, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ლოტის თანხის, ასევე ბეს ელექტრონული გადახდის ფორმები. აღნიშნული ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელზე, ინფორმაციას ლოტის შესახებ (ლოტის საბოლოო ფასის მითითებით) და ინფორმაციას მიმღების შესახებ, დასახელების და ანგარიშის/ანგარიშების (მომხმარებლი ირჩევს ერთ-ერთ ანგარიშს) ნომრების მითითებით. მონაცემების სისწორის შემთხვევაში მომხმარებელი აჭერს გადახდის ღილაკს და შესაბამისად გადადის საკრედიტო ბარათის საგადახდო სისტემაში, სადაც ავსებს საკრედიტო ბარათის მონაცემებს და ახორციელებს გადახდას.
4. ოპერაციის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში მომხმარებელს ელექტრონულ ფოსტაზე ეგზავნება შესაბამისი შეტყობინება.
5. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია გადაიხადოს ქონების ღირებულება აუქციონის პირობებში მითითებულ ვადაში, რომელსაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე, რის შემდეგაც ის მიიღებს სათანადო შეტყობინებას.
6. ელექტრონულ აუქციონში დამარცხებულს ბე ან/და საბანკო გარანტია დაუბრუნდება აუქციონის ჩატარების დღიდან არა უგვიანეს 7 საბანკო დღის ვადაში. ბე დაუბრუნდება იმ ანგარიშზე, საიდანაც მოხდა გადახდა.
მუხლი 10. გარიგებათა გაფორმების წესი
1. თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი არის ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება.
2. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი შეიცავს თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების/სარგებლობის უფლებით გადაცემის ძირითად პირობებს და მხარეთა უფლება-მოვალეობებს. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმებს და საკუთრების მოწმობის ტიპურ ფორმებს ამტკიცებს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო _ საკრებულო.
3. პირობებით გამოცხადებული აუქციონის ფორმით თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზებისას/სარგებლობით გადაცემისას, აღმასრულებელი ორგანოს ინიციატივით შესაძლებელია დაიდოს დამატებითი წერილობითი ხელშეკრულება. ხელშეკრულება იდება აუქციონის ჩატარებიდან არა უგვიანეს 3 თვისა. ხელშეკრულებაში შეტანილ უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები:
ა) ცნობები გამყიდველისა/მესაკუთრისა და მყიდველის/მოსარგებლის შესახებ;
ბ) შეძენილი/სარგებლობით გადაცემული ქონების დასახელება და მისამართი;
გ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების ნასყიდობის/სარგებლობის ფასი;
დ) პირობებიდან გამომდინარე, მხარეთა ურთიერთვალდებულებები ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ;
ე) სხვა მონაცემები გამოცხადებული აუქციონის და ხელშეკრულების სპეციფიკის გათვალისწინებით.
4. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში _ თვითმმართველი ერთეულის მიერ დადგენილ ვადაში (რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს), გადაიხადოს თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო/სარგებლობის საფასური.
5. თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასურის გადახდის შემდეგ აუქციონში გამარჯვებულზე გაიცემა საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა, რომელსაც ხელს აწერს გამგებელი.
6. თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზებისას/სარგებლობაში გადაცემისას მყიდველს/მოსარგებლეს საკუთრების უფლება/სარგებლობის უფლება გადაეცემა თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასურის სრულად გადახდის, საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ.
7. თუ მყიდველმა/მოსარგებლემ უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, მას საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი გადაეცემა ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, საფასურის სრულად გადახდის დადასტურებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
8. აუქციონის შედეგები უქმდება, თუ:
ა) აუქციონში გამარჯვებულმა, ამ კანონით განსაზღვრულ ვადაში, არ წარმოადგინა საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა აგრეთვე სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ აუქციონის მონაწილემ დაარღვია ამ დადგენილებით განსაზღვრული აუქციონში მონაწილეობის წესი ან/და პირობები.
11. თუ თვითმმართველობამ გადაავადა აუქციონის ჩატარება ან მის ჩატარებამდე გააუქმა აუქციონის ფორმით თვითმმართველობის ქონების განკარგვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, აუქციონის მონაწილეს გადახდილი ბე უკან უბრუნდება.
მუხლი 7. თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების განსაკუთრებული პირობები
1. მყიდველი ვალდებულია თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობად საინვესტიციო ვალდებულების არსებობის შემთხვევაში აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის გაფორმებიდან 1 თვის ვადაში წარადგინოს საინვესტიციო ვალდებულების არანაკლებ 10 %-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე, რომლის ვადაც არანაკლებ 2 თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს ამ პუნქტში მითითებული თანხის ოდენობის შემცირება დასაშვებია მხოლოდ საკრებულოს გადაწყვეტილებით.
2. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე მისი მოქმედების განმავლობაში უზრუნველყოფს მყიდველის მიერ შესასრულებელი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად დაკისრებული პირგასამტეხლოს მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
3. მყიდველი ვალდებულია უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობის შემცირების შემთხვევაში 1 თვის ვადაში შეავსოს იგი მის სრულ ოდენობამდე.
4. მყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად თვითმმართველი ერთეულის ქონების განმკარგავი სუბიექტის მხრიდან ოქმის/ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში.
მუხლი 8. მყიდველის/მოსარგებლის პასუხისმგებლობა პირობების გარეშე გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში
თუ მყიდველი პირობების გარეშე გამოცხადებულ აუქციონში, დადგენილ ვადებში არ გადაიხდის ქონების ნასყიდობის თანხას, მას არ გადაეცემა საკუთრების უფლება ქონებაზე და შეტანილი საბანკო გარანტია/ბე არ დაუბრუნდება.
მუხლი 9. მყიდველის/მოსარგებლის პასუხისმგებლობა პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში
1. თუ გამოცხადებული იყო აუქციონი პირობებით, ოქმი (ხელშეკრულება) უნდა შეიცავდეს გამყიდველის/მესაკუთრის მიერ დადგენილ საპრივატიზებო პირობებს, თანხის გადახდის ვადებს და ამ დებულებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, მათ შორის, პირგასამტეხლოს.
2. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში მყიდველი/მოსარგებლე ვალდებულია, შეძენილი თვითმმართველი ერთეულის ქონების შემდგომი გამოყენებისას, დაიცვას ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულებები (აუქციონის პირობები), მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მათ შესრულებაზე გამყიდველის/მესაკუთრის მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია გამყიდველს/მესაკუთრეს.
3. მყიდველს/მოსარგებლეს შეძენილ ქონებაზე საკუთრების/სარგებლობის უფლების დადასტურებამდე, გამყიდველთან/მესაკუთრესთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება გაცემული ქონება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს იგი. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.
4. გამყიდველის/მესაკუთრის მიერ მყიდველზე/მოსარგებლეზე საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ, ოქმის (ხელშეკრულების) მოქმედების პერიოდში, მყიდველის/მოსარგებლის მიერ პრივატიზებული ქონების გასხვისების შემთხვევაში, მყიდველი/მოსარგებლე ვალდებულია ქონება ახალ მესაკუთრეზე/მოსარგებლეზე გაასხვისოს/სარგებლობით გადასცეს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ოქმით (ხელშეკრულებით). ქონების გასხვისების/სარგებლობით გადაცემის შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს გამყიდველს.
5. ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება გამყიდველის/მესაკუთრის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან.
6. მყიდველი ვალდებულია ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულებები, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შემდეგ, აგრეთვე დაარეგისტრიროს საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში.
7. ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი/მოსარგებლე იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა.
8. პირგასამტეხლო განისაზღვრება ოქმით (ხელშეკრულებით), სააუქციონო პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ:
ა) თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0,1 % დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1 % დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
გ) მყიდველის/მოსარგებლის მიერ სხვა სააუქციონო და ოქმის (ხელშეკრულების) პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს ყოველ დარღვევაზე ქონების ღირებულების 0,05 %-ს.
9. ოქმით (ხელშეკრულებით) გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა გამყიდველის/მესაკუთრის მიერ განიხილება აუქციონის შედეგების (ოქმის) გაუქმების საფუძვლად. ასეთ შემთხვევაში პრივატიზებული ქონება უბრუნდება გამყიდველს/მესაკუთრეს. მყიდველს/მოსარგებლეს არ უნაზღაურდება გადახდილი თანხები და გაწეული დანახარჯები.