,,ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ თბილისის მერის 2010 წლის 29 დეკემბრის №34 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ქ. თბილისის მერის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
ქ. თბილისის მერის
ბრძანება №30
2011 წლის 27 სექტემბერი
ქ. თბილისი
,,ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ თბილისის მერის 2010 წლის 29 დეკემბრის №34 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ნ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მერის 2010 წლის 29 დეკემბრის №34 ბრძანებით (სსმ V, №72 , 31.12.2010, მუხ. 2149) დამტკიცებულ ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დებულებაში შევიდეს ცვლილება და დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3
1. სამსახურის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილება;
ბ) საპროექტო განყოფილება;
გ) ტექნიკურ-ეკონომიკური განყოფილება;
დ) სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ნარჩენების მართვის მონიტორინგის განყოფილება.
2. ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების ფუნქციებია:
ა) საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და მშენებლობის პროცესების ორგანიზება და მოვლა-პატრონობა;
ბ) სანიაღვრე კოლექტორებისა და ქსელის რეაბილიტაცი ის, მშენებლობის პროცესების ორგანიზება და მოვლა-პატრონობა;
გ) გარე-განათებისა და მხატვრული მინათების ქსელების რეაბილიტაცია და მოვლა-პატრონობა;
დ) ზამთრის სეზონში, ძლიერი თოვლცვენის დროს, ქუჩებზე და მოედნებზე მარილის მოყრის სამუშაოების ზედამხედველობა;
ე) დედაქალაქის შადრევან-აუზებისა და მიწისქვეშა გადასასვლელების რეაბილიტაცია და მოვლა-პატრონობა, გვირაბების, ხიდებისა და გზაგამტარების, მოაჯირების და პარაპეტების, საყრდენი კედლების რეაბილიტაციისა და მშენებლობის პროცესების ორგანიზება და მოვლა-პატრონობა; ვ) მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების ორგანიზება და გატარება;ზ) საგზაო ინფრასტრუქტურის ობიექტების (მათ შორის , გზები, ქუჩები, გზაგამტარები, ხიდები, გვირაბები, ჯებირები, პარაპეტები), სანიაღვრე ქსელებისა და კოლექტორების, საყრდენი კედლების, ავარიული შენობა -ნაგებობების აღდგენა -რეკონსტრუქციის, რეაბილიტაციისა და მშენებლობის პროცესის მონიტორინგი და ზედამხედველობა;
თ) სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
3. საპროექტო განყოფილების ფუნქციებია:
ა) სამსახურის მიერ ჩასატარებელი სამუშაოების ათვის საპროექტო დოკუმენტაციის შესადგენად საჭირო მოსამზადებელი ღონისძიებების ორგანიზება და გატარება (საპროექტო დავალებების შედგენა, ტექნიკური პირობების აღება და შეთანხმება, დასაპროექტებელ ტერიტორიაზე არსებული კომუნიკაციების გამოკვლევა და სხვა) ;
ბ) საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა:
ბ.ა) გზებისა და ქუჩების მშენებლობასა და კაპიტალურ შეკეთებაზე;
ბ.ბ) საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე;
ბ.გ) საყრდენი კედლების, მოაჯირებისა და პარაპეტების მოწყობაზე;
ბ.დ) სანიაღვრე ქსელების მოწყობასა და რეაბილიტაციაზე;
ბ.ე) ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებზე;
გ ) შედგენილი ან/და მიღებული საპროექტო დოკუმენტაციის ექსპერტიზაზე გადაცემა;
დ) ექსპერტიზაგავლილი საპროექტო დოკუმენტაციის დადგენილი წესით შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის აღება,კანონმდებლობით გათვალისწინეულ შემთხვევებში;
ე) მცირე მოცულობის ან პროექტით გაუთვალისწინებელ სამუშაოებზე დეფექტური აქტების შედგენა. საჭიროების შემთხვევაში – პროექტის კორექტირება;
ვ) დაფარული სამუშაოების აქტების, საპროექტო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული შეთანხმების ოქმების შედგენაში მონაწილეობის მიღება;
ზ) ობიექტის საბოლოო მიღება -ჩაბარების პროცედურებში მონაწილეობის მიღება;
თ) სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
4. ტექნიკურ -ეკონომიკური განყოფილების ფუნქციებია:
ა) სამსახურის მიერ ჩასატარებელი ღონისძიებებისათვის ( სამუშაოს, მომსახურების, საქონლის შესყიდვა) ტექნიკური დავალებების მომზადე ბა;
ბ ) სამსახურის მიერ შესასრულებელი და შესრულებული სამუშაოების მოცულობების, ერთეულის ფასებისა და საერთო ღირებულებების სისტემატიური კონტროლი, ანალიზი და მათ შესახებ პერიოდული ინფორმაციების და ცნობების მომზადება ;
გ ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამებისა და ღონისძიებების შესახებ დასაბუთებულ ი გაანგარიშებებ ი ს მომზადება. მონაწილეობის მიღება საბიუჯეტო გეგმების, მიზნობრივი პროგრამებისა და სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმების ფორმირებაში;
დ) სათანადო დოკუმენტაციის მომზადება დამტკიცებულ ბიუჯეტში ასიგნებების გადანაწილების ან/და ცვლილებების შეტანის თაობაზე;
ე ) კანონმდებლობით დადგენილ ვადებში, ქ. თბილისის ბიუჯეტის ყოველკვარტალური და წლიური ანგარიშის ათვის სამსახურის ბიუჯეტით განხორციელებ უ ლი პროგრამებისა და ღონისძიებების შესრულების შესახებ შესაბამის ი ინფორმაციებ ი ს მომზადება ;
ვ) ქ. თბილისის მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან სისტემატური კოორდინაცია, სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების დროული გადაწყვეტის მიზნით;
ზ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
თ) სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
5. სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ნარჩენების მართვის მონიტორინგის განყოფილების ფუნქციებია:
ა) დასუფთავების წესების დარღვევისათვის წარმოებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე საჩივრის განხილვა და სამსახურის უფროსისთვის წარდგენა;
ბ) კეთილმოწყობის წესების დარღვევისათვის კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გატარება, მათ შორის, საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
გ) სამსახურის სამართლებრივი მომსახურების უზრუნველყოფა, სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებელ საკითხებთან დაკავშირებით ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
დ) დედაქალაქში დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების მართვის მომსახურების სფეროში კონტროლის განხორცილება;
ე) დასუფთავების მოსაკრებლის დავალიანების ამოღების უზრუნველსაყოფად სათანადო ღონისძიებების გატარება და ამოღებული თანხების მობილიზება ადგილობრივ ბიუჯეტში;
ვ) დასუფთავების მოსაკრებლის დავალიანების დარიცხვის ორგანიზება, დავალიანების დარიცხვისათვის საინფორმაციო ბაზის წარმოება და საჭიროების შემთხვევაში, კორექტირების უზრუნველყოფა;
ზ) იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების საფასურის (ტარიფის) დარიცხვის სისწორის დადგენის მიზნით, აღნიშნული მომსახურების განმახორციელებელი პირისაგან შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვა;
თ) სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.’’.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 1 ოქტომბერს.
ქ. თბილისის მერი გ. უგულავა