ტექნიკური რეგლამენტის „საკლასიფიკაციო საზოგადოების აღიარების წესის“ დამტკიცების შესახებ 2011 წლის №001 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის
ბრძანება № 003
2011 წლის 28 სექტემბერი
ქ. ბათუმი
ტექნიკური რეგლამენტის „საკლასიფიკაციო საზოგადოების აღიარების წესის“ დამტკიცების შესახებ 2011 წლის № 001 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის № 1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის „დ“ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. შევიდეს ცვლილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №001 „ტექნიკური რეგლამენტის „საკლასიფიკაციო საზოგადოების აღიარების წესის“ დამტკიცების შესახებ“(ვებგვერდი, 110817019, 18/08/2011) მე-10 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. გარდამავალი დებულებანი
1. 2012 წლის 15 თებერვლიდან ქართული დროშის ქვეშ მცურავ გემებს, გარდა თევზსაჭერი და თევზსარეწი გემებისა, მოეთხოვებათ საერთაშორისო საკლასიფიკაციო საზოგადოებების ასოციაციის (IACS) წევრი საკლასიფიკაციო საზოგადოებების მიერ გაცემული სერტიფიკატები.
2. 2012 წლის 15 მაისიდან თევზსაჭერ და თევზსარეწ გემებს მოეთხოვებათ საერთაშორისო საკლასიფიკაციო საზოგადოებების ასოციაციის (IACS) წევრი საკლასიფიკაციო საზოგადოებების მიერ გაცემული სერტიფიკატები.
3. საკლასიფიკაციო საზოგადოებებს, რომლებიც არ არიან საერთაშორისო საკლასიფიკაციო საზოგადოებების ასოციაციის (IACS) წევრები, მიეცეთ უფლება, 2011 წლის 15 დეკემბრამდე გასცენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სერტიფიკ ა ტები საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ იმ გემებზე, რომლებიც იმყოფებიან მათი ზედამხედველობის ქვეშ.
4. საკლასიფიკაციო საზოგადოებებს, რომლებიც არ არიან საერთაშორისო საკლასიფიკაციო საზოგადოებების ასოციაციის (IACS) წევრები, მიეცეთ უფლება, 2012 წლის 15 თებერვლამდე გასცენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სერტიფიკ ა ტები საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ თევზსაჭერ და თევზსარეწ გემებზე“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თ. იობიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ტექნიკური რეგლამენტის „საკლასიფიკაციო საზოგადოების აღიარების წესის“ დამტკიცების შესახებ 2011 წლის №001 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 28.09.2011.
- როდის იქნა მიღებული „ტექნიკური რეგლამენტის „საკლასიფიკაციო საზოგადოების აღიარების წესის“ დამტკიცების შესახებ 2011 წლის №001 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „ტექნიკური რეგლამენტის „საკლასიფიკაციო საზოგადოების აღიარების წესის“ დამტკიცების შესახებ 2011 წლის №001 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 28.09.2011. მიმღები ორგანო — საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი. დოკუმენტის ნომერი — №003. სარეგისტრაციო კოდი — 300160070.55.067.016003.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ტექნიკური რეგლამენტის „საკლასიფიკაციო საზოგადოების აღიარების წესის“ დამტკიცების შესახებ 2011 წლის №001 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ტექნიკური რეგლამენტის „საკლასიფიკაციო საზოგადოების აღიარების წესის“ დამტკიცების შესახებ 2011 წლის №001 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ტექნიკური რეგლამენტის „საკლასიფიკაციო საზოგადოების აღიარების წესის“ დამტკიცების შესახებ 2011 წლის №001 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.09.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „ტექნიკური რეგლამენტის „საკლასიფიკაციო საზოგადოების აღიარების წესის“ დამტკიცების შესახებ 2011 წლის №001 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“, №003, 28.09.2011, სარეგისტრაციო კოდი 300160070.55.067.016003 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.09.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1482221/