სახანძრო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის ურთიერთქმედებაზე შეთანხმების ძალაში შესვლის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№269
სარეგისტრაციო კოდი
140130000.11.118.005286
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 47, 17/05/2002
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.130.0001.11.118.005.286

საქართველოს შინაგან საქმეთა მინიტრისა და საქართველოსსტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის  თავმჯდომარის

ერთობლივი ბრძანება №269-95

2002 წლის 10-3 მაისი

ქ. თბილისი

სახანძრო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის ურთიერთქმედებაზე შეთანხმების ძალაში შესვლის შესახებ

საქართველოს კანონის „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ (მუხლი 29, პუნქტი 1 – „სახანძრო უსაფრთხოების სერტიფიკატი შესაბამისობის სერტიფიკატის სავალდებულო შემადგენელი ნაწილია“), საქართველოს კანონის „პროდუქციისა და მომსახურების სერტი­ფიკაციის შესახებ“ (მუხლი 6, პუნქტი 2) და საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 22 ნოემბრის №656 ბრძანებულების „საქართველოს ხანძარსაწინააღმდეგო მდგომარეობის განმტკიცებისა და ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ორგანიზაციულ-სამართლებრივი და მატერიალურ-ტექნიკური სრულყოფის ღონისძიებათა გეგმის დამტკიცების შესახებ“ (პ. 3.5) შესაბამისად, სახანძრო უსაფრთხოების სერტიფიკაციის სისტემის შემდგომი განვითარებისა და სრულყოფის მიზნით, ვბრძანებთ:

1. გატარდეს სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემის სახელმწიფო რეესტრში სახანძრო უსაფრთხოების სერტიფიკაციის სისტემა.

2. სახანძრო უსაფრთხოების სფეროში საქსტანდარტი უფლებამოსილია განახორ­ციელოს:

ა) პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირება და რეალიზება;

ბ) პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემის წესების დადგენა და სამუშაოების ჩატარება;

გ) ეროვნული სტანდარტების და სტანდარტიზაციის სხვა ნორმატიული დოკუმენტების მიღება, რომლებიც ადგენენ სახანძრო უსაფრთხოების სფეროში პროდუქციისა და მომსახურების მიმართ მოთხოვნებს;

დ) სასერტიფიკაციო ორგანოებისა და საგამოცდო ლაბორატორიების აკრედიტაცია და საინსპექციო კონტროლის ჩატარება;

ე) პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის ექსპერტების მომზადება;

ვ) სავალდებულო და ნებაყოფლობითი სერტიფიკაციის სისტემების და შესაბა­მისობის ნიშნების სახელმწიფო რეგისტრაციის ჩატარება;

ზ) სავალდებულო სერტიფიკაციის წესების დაცვაზე სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა;

თ) გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფა.

3. შინაგან საქმეთა სამინისტრო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მთავარი სამმართველოს მეშვეობით, რომელიც წარმოადგენს სახანძრო უსაფრთხოების სფეროში ცენტრალურ ორგანოს, უფლებამოსილია განახორციელოს:

ა) სახანძრო უსაფრთხოების სფეროში ერთიანი სამეცნიერო-ტექნიკური პოლიტიკის შემუშავება;

ბ) სახანძრო უსაფრთხოების სისტემის განვითარება და სრულყოფა;

გ) სახანძრო უსაფრთხოების სფეროში სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდე­ბარებული პროდუქციისა და მომსახურების ნუსხის განსაზღვრა;

დ) პროდუქციისა და მომსახურების სახანძრო უსაფრთხოების ნორმების შემუშა­ვებისა და მიღების ორგანიზება;

ე) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა შესრულებაზე სახელმწიფო ხანძარსა­წინააღმდეგო ზედამხედველობა;

ვ) სახანძრო უსაფრთხოების სისტემის რეესტრის წარმოება;

ზ) სახანძრო უსაფრთხოების სფეროში პროდუქციისა და მომსახურების სერტიფი­კაციის შედეგების შესახებ საზოგადოების ინფორმირება.

4. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქსტანდარტის ერთობლივი ქმედებები სახანძრო უსაფრთხოების სფეროში:

ა) კანონპროექტების, სამართლებრივი აქტებისა და განკარგულებითი დოკუმენტების მომზადება;

ბ) მიღებული გადაწყვეტილებების ურთიერთშეთანხმება და მიღებული დოკუმენ­ტების ურთიერთგაცვლა.

კ. ნარჩემაშვილი

ბ. შოშიტაიშვილი