„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№8123
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.016017
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110929008, 30/09/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

შემოსავლების ს ამსახურის უფროსის

ბრძანება №8123

2011 წლის 19 სექტემბერი

ქ. თბილისი

 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის –შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“შემოსავლების სამსახურის უფროსის            2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის –შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ქვეპუნქტის საფუძველზე,ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის –შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის გაფორმების დეპარტამენტის დებულებ ის“ (დანართი №11):

ა)მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ა) დოკუმენტური კონტროლის ა და „ოქროს სიის“ მონაწილის საქონლის გაფორმების განყოფილება;

ბ.ბ) სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმების განყოფილება;“;

ბ) მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დოკუმენტური კონტროლისა და ,,ოქროს სიის” მონაწილის საქონლის გაფორმების განყოფილების ფუნქციებია:

ა) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში სასაქონლო დეკლარაციების შევსება;

ბ) რეგისტრირებული დეკლარაციისათვის დერეფნის შერჩევის უზრუნვეყოფა;

გ) ყვითელ დერეფანში განსაზღრული დეკლარაციის გაფორმებისა და გამოყენებული სასაქონლო ოპერაციების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით:

გ.ა) დანიშნულების საგადასახადო ორგანოში საქონლის წარდგენის, პირობებისა და ვადების შემოწმება და სათანადო რეაგირება;

გ.ბ) დეკლარაციისა და თანდართული საბუთების, დეკლარირების ვადების და დეკლარირების სისწორის შემოწმება (მათ შორის, სეს ესნ-ის შესაბამისად სასაქონლო კოდის, საქონლის სატარიფო ღირებულების განსაზღვრის, იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების დარიცხვის სისწორის შემოწმება);

გ.გ) სახელმწიფო კონტროლის ღონისძიებების განხორციელება;

გ.დ) საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების შემოტანასთან ან გატანასთან და სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული პირობების დაცვის შემოწმება;

გ.ე) საგადასახადო შეღავათების გამოყენების საფუძვლიანობის შემოწმება;

გ.ვ) კომპეტენციის ფარგლებში გადასახდელების დარიცხვა;

დ) ვალდებულების შესრულების გარანტიებზე (საბანკო გარანტია, ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისი, დეპოზიტი სახელმწიფო ხაზინაში), მათ შესრულებასა და გაუქმებაზე, თანხების ჩამოჭრაზე მონიტორინგის განხორციელება;

ე) გამოყ ე ნებული სასაქონლო ოპერაციის პირობებისა და ვალდებულების, აგრეთვე, საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების შესრულების მიზნით, სახელმწიფო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების კონტროლი;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა-აღკვეთა, შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;

ზ) საგადასახადო/ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვა;

თ) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

ი) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებების და მითითებების შესრულება.

3. სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმების, თელავის, ახალციხის, ქუთაისის, რუსთავის განყოფილებების ფუნქციებია:

ა) საქონლის გაფორმებისა და გამოყენებული სასაქონლო ოპერაციების დასრულების მიზნით:

ა.ა) დანიშნულების საგადასახადო ორგანოში საქონლის წარდგენის პირობებისა და ვადების შემოწმება და სათანადო რეაგირება;

ა.ბ) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში სასაქონლო დეკლარაციების შევსება;

ა.გ) დეკლარაციისა და თანდართული საბუთების, დეკლარირების ვადების და დეკლარირების სისწორის შემოწმება (მათ შორის, სეს ესნ-ის შესაბამისად სასაქონლო კოდის, საქონლის სატარიფო ღირებულების განსაზღვრის, გადასახდელების დარიცხვის სისწორის შემოწმება);

ა.დ) სახელმწიფო კონტროლის ღონისძიებების განხორციელება;

ა.ე) საქართველოს ტერიტორიაზე საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების შემოტანასთან ან გატანასთან და სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული პირობების დაცვის შემოწმება;

ა.ვ) საგადასახადო შეღავათების გამოყენების საფუძვლიანობის შემოწმება;

ა.ზ) კომპეტენციის ფარგლებში გადასახდელების დარიცხვა;

ბ) რეგისტრირებული დეკლარაციისათვის დერეფნის შერჩევის უზრუნვეყოფა;

გ) გამოყენებული სასაქონლო ოპერაციის პირობებისა და ვალდებულებების, აგრეთვე, საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების შესრულების მიზნით, სახელმწიფო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების სისტემატური კონტროლი;

დ) განყოფილებაში წარდგენილ საგადასახადო ვალდებულების დაფარვის გარანტიებზე (საბანკო გარანტია, დაზღვევა, დეპოზიტი და სხვა), მათ შესრულებასა და გაუქმებაზე, თანხების ჩამოჭრაზე მონიტორინგის განხორციელება;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა-აღკვეთა, შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;

ვ) საგადასახადო/ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვა;

ზ) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

თ) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებების და მითითებების შესრულება.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

ჯ. ებანოიძე