შეთანხმება ფასდადებითი გზავნილებების შესახებ
მიღების თარიღი 14.09.1994
ძალაში შესვლა 23.07.1999
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 430003000.00.000.000326
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, -, 26/04/2000
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება ფასდადებითი გზავნილებების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Wingdings; panose-1:5 0 0 0 0 0 0 0 0 0;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml {mso-style-name:kvekana_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} შეთანხმება ფასდადებითი გზავნილებების შესახებ
შინაარსი
მუხლი
1🔗. შეთანხმების საგანი
2. სამსახურის განსაზღვრა
3. გზავნილებათა მიმწოდებელი დაწესებულებების როლი
4. გზავნილებათა დანიშნულების დაწესებულებების როლი
5. ფასდადებითი ფულის გზავნილებების გადაგზავნა
6. ანაზღაურება, რომელსაც გზავნილებათა მიმწოდებელი აწარმოებს
7. ანაზღაურება ანგარიშების შედგენა და ანაზღაურება
8. პასუხისმგებლობა
9. დასკვნითი დებულებები
მუხლი 1🔗 შეთანხმების საგანი
ეს შეთანმხება არეგულირებს ფასდადებითი გზავნილებების გაცვლას, რომლის დადგენასაც მომლაპარაკებელი ქვეყნები ივალდებულებენ ურთიერთდამოკიდებულებისას.
მუხლი 2🔗 სამსახურის განსაზღვრა
1. წერილობითი კორესპონდენციის ზოგიერთი გზავნილები და საფოსტო ამანათები შეიძლება გადაგზავნილ იქნას ფასდადებით.
2. ფულადი სახსრები, რომლებიც დანიშნულია გზავნილების მიმწოდებლისათვის შეიძლება მას გაეგზავნოს:
ა) ფასდადებითი ფულის გზავნილებით, რომლის თანხაც ანაზღაურდება ნაღდი ფულით გზავნილების მიწოდების ქვეყანაში. თუმცა ეს თანხა შეიძლება გადაგზავნილ იქნეს ამ ქვეყანაში წარმოებულ მიმდინარე საფოსტო ანგარიშზე, თუ გადამხდელი ადმინისტრაციის რეგლამენტაცია იძლევა ამის საშუალებას.
ბ)ფასდადებითი ფულის გზავნილება – გადარიცხვით,რომლის თანხაც შეტანილ უნდა იქნეს იმ მიმდინარე საფოსტო ანგარიშის კრედიტზე, რომელიც წარმოებს გზავნილების მიწოდების ქვეყანაში, როდესაც ამ ქვეყნის რეკლამენტაცია იძლევა ამის უფლებას.
გ) იმ მიმდინარე საფოსტო ანგარიშზე გადარიცხვით ან გადაგზავნით, რმოელიცწარმოებს ან იკასირების ვქეყანაში, ან გზავნილების მიწოდების ქვეყანაში, იმ შემთხვევაში, როდესაც დაინტერესებული ადმინისტრაციები უშვებენ ასეთ პროცედურებს.
მუხლი 3🔗 გზავნილების მიმწოდებელი დაწესებულების როლი
1. სპეციალური მოლაპარაკების გამოკლებით, ანაზღაურების თანხა გამოისახება გზავნილების მიმწოდებელი ქვეყნის ვალუტაში, თუმცა დანიშნულების ქვეყანაში წარმოებული მიმდინარე საფოსტო ანგარიშზე ფასდადების გადარიცხვის ან გადაგზავნის შემთხვევაში, ეს თანხა გამოისახება ამ ქვეყნის ვალუტაში.
2. თუ ფასდადების ანაზღაურება ხდება ფასდადებითი ფულის გზავნილებით, მისი თანხა არ უნდა აღემატებოდეს მიწოდების ქვეყნისათვის გასაგზავნი ფულის გზავნილებისათვის დანიშნულების ქვეყანაში დადგენილ მაქსიმუმს. პირიქით, თუ გამგზავნისათვის ანაზღაურება ხდება ფასდადებით გადარიცხვით, ან ერთი ანგარიშიდან მეორეზე გადარიცხვით, მქსიმალური თანხა შეიძლება ორიენტირებული იქნეს თანხაზე, რომელიც დადგენილია ფულის გზავნილება–გადარიცხვისათვის ან გადარიცხვებისათვის ერთი ანგარიშიდან მეორეზე. უფრო მაღალი მაქსიმუმი შეიძლება დადგინდეს ურთიერთშეთანმხებით.
3. გზავნილების მიწოდების ადმინისტრაცია თავისუფლად განსაზღვრავს გამგზავნის მიერ გადასახდელ ნიხრს, გარდა იმ საფოსტო ნიხრისა, რომლებიც გამოიყენება გზავნილების კატეგორიისადმი იმ შემთხვევებში, თუ განაღდება ხდება ფასდადებითი ფულის გზავნილებთი ან ფასდადებითი ფულის გზავნილება–გადარიცხვით. ნიხრი, რომელიც გამოიყენება იმ ფასდადებით ფულის გზავნილებებისათვის, რომლის ანაზღაურება ხდება ფასგამოცხადებული ფულის გზავნილებისათვის, რომლის ანაზღაურება ხდება ფასგამოცხადებული ფულის გზავნილება–გადარიცხვის საშუალებით, უნდა იყოს იმ ნიხრზე ნაკლები, რომელიც გამოყენებული იქნება ფასდადებითი ფულის გზავნილების საშუალებით ანაზღაურებულ იგივე თანხის გზავნილებისათვის;
4. კონვენციის 28–ე მუხლში განსაზღვრული პირობების საფუძველზე ფასდადებითი გზავნილების მიმწოდებელს შეუძლია ითხოვოს ფასდადების თანხისაგან სრული ან ნაწილობრივი განთავისუფლება ან ამ თანხის გაზრდა.ფასდადებითი თანხის გაზრდის შემთხვევაში, გამგზავნმა უნდა გადაიხადოს ზემოთმოცემულ §3 ხსენებული ნიხრის მომატებისათვის, ამ ნიხრის გადახდა არ ხდება, თუ საჭიროა, თანხა შეტანილ იქნას მიმდინარე საფოსტო ანგარიშის კრედიტზე გადარიცხვის ბიულეტენის ან გადარიცხვის შესახებ შეტყობინების საშუალებით.
5. თუ ფასდადების თანხა უნდა ანაზღაურდეს გადარიცხვის შესახებ ბიულეტენის ან გადარიცხვის შესახებ შეტყობინების საშუალებით მიმდინარე საფოსტო ანგარიშის კრედიტზე შესატანად დანიშნულების ქვეყანაში ან გზავნილების მიწოდების ქვეყანაში, გამგზავნისაგან აიღება დადგენილი ტაქსა, მაქსიმუმ 0,16 სსუ–ს ოდენობით.
მუხლი 4🔗 გზავნილებების დანიშნულების დაწესებულების როლი
1. აღმასრულებელ რეგლამენტში განსაზღვრული პირობებით, ფასდადებითი ფულის გზავნილებები და ფასდადებითი ფულის გზავნილება–გადარიცხვები ექვემდებარება საფოსტო ფულის გზავნილებების შეთანხმებით განსაზღვრულ დებულეებს.
2. ფასდადებითი ფულის გზავნილებები და ფასდადებითი ფულის გზავნილება–გადარიცხვები იგზავნება სასამსახურო წესით უსწრაფესი გზით (საჰაერო ან სახმელეთო) გადამხდელ დაწესებულებაში ან საფოსტო ჩეკეის დაწესებულებაში, რომელიც აწარმოებს ანგარიშზე გადარიცხვებს.
3. გარდა ამისა, მე–3 მუხლის §5– ში გათვალისწინებული ფულის გზავნილებებისა და გადარიცხვებისათვის, დანიშნულების ქვეყნების ადმინისტრაციები ფასდადებითი თანხებიდან ახდევინებენ ქვემოთ ჩამოთვლილ ნიხრებს:
ა) მუდმივ ნიხრს მაქსიმუმ 0,65 სსუ–ს ოდენობით;
ბ) საჭიროების შემთხვევაში, შიდა ნიხრს, რომელიც გამოიყენება გადარიცხვებისათვის ანგარიშიდან ანგარიშზე, ან ანაზღაურებისათვის, რომელიც სრულდება დანიშნულების ქვეყანაში წარმოებულ მიმდინარე საფოსტო ანგარიშზე;
გ) ნიხრს, რომელიც გამოიყენება საერთაშორისო გადარიცხვებისათვის ანგარიშიდან ანგარიშზე ან ანაზღაურებისათვის, როცა ისინი სრულდება გზავნილების მიწოდების ქვეყანაში წარმოებულ მიმდინარე საფოსტო ანგარიშზე.
მუხლი 5🔗 ფასდადებითი ფულის გაზვნილებების გადაგზავნა
ფასდადებითი ფულის გზავნილებების გადაგზავნა შესაძლებელია წარმოებდეს ადმინისტრაციების არჩევანით ან უშუალოდ გამშვებ ადმინისტრაციასა და გადამხდელ ადმინისტრაციას შორის, ან ჩამონათვალის დახმარებით.
მუხლი 6🔗 საზღაური, რომელსაც გზავნილებათა მიმწოდებელი აწარმოებს
1. ფასდადებითი ფულის გზავნილებები, რომლებიც მიეკუთვნება ფასდადებით გზავნილებებს, გამგზავნს უნაზღაურდება განსაზღვრული პირობებზე დაყრდნობით გზავნილების მიწოდების ადმინისტრაციის მიერ.
2. ფასდადებითი ფულის გზავნილების თანხა, რომელიც რაიმე მიზეზის გამო არ გადაეხდება მიმღებს, ინახება მის განკარგულებაში მიმწოდებელი ქვეყნის ადმინისტრაციის მიერ; იგი საბოლოოდ რჩება ამ ადმინისტრაციას, მოქმედი ოფიციალური ვადის გასვლამდე. თუ რაიმე მიზეზით მიმდინარე საფოსტო ანგარიშზე მე–2 მუხლის ბ) ლიტერის გამოთხოვსი შესაბამისად, გადარიცხვა ან ფულის გზავნილების გაგზავნა არ იქნა წარმოებული, ფულადი სახსრების ინკასირების ადმინისტრაცია ადგენს ფასდადებით ფულის გზავნილების შესაბამისი თანხის ოდენობით გზავნილების მიმწოდებლის სასარგებლოდ.
მუხლი 7🔗 კომპენსაცია, ანგარიშების შედგენა და განაღდება
1. გზავნილების მიმწოდებელი ადმინისტრაცია ადმინისტრაციას მე–3 მუხლის §3, 4, და 5–ის საფუძველზე წარუდგენს ასაკრეფი ტარიფის თანხიდან კომპენსაციას, რომლის თანხა შეადგენს 0,98 სსუ–ს.
2. ფასდადებით გზავნილებები, რომლებიც ანაზაღაურებულია უშუალოდ ფასდადებითი ფულის გზავნილებით, გულისხმობს ისეთივე კომპენსაციის დანიშვნას, რასაც ფასდადეით ფულის გზავნილებით განხორციელებული დანიშნული კომპენსაცია ანაზღაურებისას.
მუხლი 8🔗 პასუხისმგებლობა
1. ადმინისტრაციები პასუხს აგებენ ინაკსირებულ ფულად საშუალებებზე ფასდადებითი ფულის გზავნილების სწორი განაღდების მომენტამდე ან მიმღების მიმდინარე საფოსტო ანგარიშის კრედიტზე თანხის სწორი ჩაწერის მომენტამდე. გარდა ამისა, ადმინისტრაციები პასუხს აგებენ თანხების ინაკისრების გარეშე გზავნილების დატარებისათვის, გზავნილების ფასგამოცხადების თანხის სიდიდით ან ფასდადებისათვის საჭიროზე ნაკლები თანხის აღებისათვის. ადმინისტრაციები არანაირ პასუხს არ აგებენ შეფერხებებისათვის, რომელთაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეთ ინკასირებისას და ფულადი სახსრების გაგზავნის დროს.
2. ფასდადებითი თანხის ფარგლებში არანაირი საზღაური არ მიეკუთვნება:
ა) თუ ინკასირებისას დაშვებული შეცდომა წარმოადგენს გამგზავნის დაუდევრობის ან შეცდომის შედეგს;
ბ) თუ გზავნილება არ იქნა ჩაბარებული იმის გამო, რომ იგი ექვემდებარება აკრძალვას, რომელზეც საუბარია ან კონვენციაში (მუხლი 26🔗.1, 26.2 ან 26.3), ან შეთანხმებაში საფოსტო ამანათების შესახებ (მუხლი 18🔗.1.2, 1.4, 1.5, 1.6, 1.7, 1.8 და 18.2) აგრეთვე მისი აღმასრულებელი რეგლამენტის დებულებებში, რომლებიც ეხება ფასგამოცხადებას;
გ) თუ კონვენციის 30.1 მუხლში მითითებულ ვადაში არ იქნა მიწოდებული არანაირი რეკლამაცია.
3. საზღვაურის გადახდის ვალდებულება ეკისრება გზავნილების მიწოდების ადმინისტრაციას; მას შეუძლია ისარგებლოს თავისი უფლებით, სარჩელი აღძრას დანაკლისების ანაზღაურების შესახებ პასუხისმგებელი ადმინისტრაციის წინააღმდეგ, რმოელმაც უნდა გადაუხდაოს მას იმ პირობებით, რომელიც განსაზღვრულია კონვენცისი აღმასრულებელ რეგლამენტში (გადამხდელი ადმინისტრაციის საზღვაურის საკითხის გადაწყვეტა საფოსტო ადმინისტრაციებს შორის საზღაურის გაცემაზე) მის ანგარიშზე გაცემული თანხები. ადმინისტრაცია, რომელიც გასცემს საბოლოო ჯამში საზღაურს, უფლება აქვს სარჩელი აღძრას ამ ანაზღაურების თანხის ოდენობამდე ადრესატის წინააღმდეგ. კონვენციის 37–ე მუხლი და მისი აღმასრულებელი რეგლამენტის შესაბამისი მუხლები, რომლებიც ეხება შეკვეთილი გზავნილების დაკარგვაზე საზღვაურის გაცემის ვადებს, გამოიყენება ფასდადებითი გზავნილების ყველა კატეგორიისათვის ინაკსირებული თანხების გადახდის ან ანაზღაურების დროს.
4. დანიშნულების ადმინისტრაცია დაშვებულ შეცდომებზე პასუხს არ აგებს თუ მას შეუძლია:
ა) დაამტკიცოს, რომ შეცდომა მოხდა მიწოდების ქვეყნის მიერ, მითითებული დებულების შეუსრულებლობის გამო;
ბ) დაადგინოს, რომ მის სამსახურში შემოსვლისას გზავნილებებზე და თუ საუბარია საფოსტო ამანათის შესახებ, მის თანმხლებ მისამართზე მითითებული არ მიწერილი აღნიშვნები. თუ შესაძლებლობა არ არის, რომ ზუსტად დადგინდეს ორიდან ერთ–ერთი ადმინისტრაციის პასუხისმგებლობა, მაშინ მხარეები თანაბრად ეწევიან ხარჯებს.
5. თუ ადრესატი აბრუნებს გზავნლებას, რომელიც მას ჩაბარდა ფასდადების თანხის აღების გარეშე, გამგზავნი აფრთხილებს, რომ მას შეუძლია მიიღოს ის 3 თვის განმავლობაში, მისთვის ფასდადების თანხის გაცემაზე უარის ან §1–ში აღნიშნული მიღებული თანხის დაბრუნების შემთხვევაში. თუ გამგზავნს უკან მიაქვს გზავნილება, გადახდილი თანხა უბრუნდება იმ ადმინისტრაციას ან ადმინისტრაციებს, რომელთაც განიცადეს დანაკლისი. თუ გამგზავნი უარს ამბობს გზავნილების უკან წაღებაე, გზავნილება ხდება იმ ადმინისტრაციის ან ადმინისტრაციების საკუთრება, რომელთაც განიცადეს დანაკლისი.
მუხლი 9🔗 დასკვნითი დებულებები
1. კონვენცია, შეთანმხებები საფოსტო ფულის გზავნილებაზე და შეთანხმება საფოსტო ჩეკების სამსახურზე, აგრეთვე შეთანხმება საფოსტო ამანათებზე გამოიყენება საჭიროების შემთხვევაში ყოველთვის, როცა ისინი არ ეწინააღმდეგება მოცემულ შეთანხმებას.
2. პირობები წინადადების მოწონებისა, რომლებიც ეხება ამ შეთანხმებას და მის აღმასრულებელ რეგლამენტს.
2.1. იმისათვის, რომ კონგრესისადმი წარსადგენი და მოცემულ შეთანხმებაზე და მის აღმასრულებელ რეგლამენტზე მიკუთვნებული წინადადებები ატარებდეს აღმასრულებელ ხასიათს, ისინი უნდა იქნეს მოწონებული ხმის უფლების მქონე შეთანხმებაზე ხელის მომწერი დამსწრე წევრი–ქვეყნების უმრავლესობით, კენჭისყრის მომენტს უნდა ესწრებოდეს სულ მცირე კონკრესზე წარდგენილი წევრი–ქვეყნების ნახევარი.
2.2. იმისათვის, რომ კონკრესის საფოსტო ექსპლუატაციის საბჭოსათვის გადაცემული წინადადებები მოცემული შეთანხმების აღმასრულებელი რეგლამენტის შესახებ მათზე გადაწყვეტილებების ან ორ კონგრესს შორის მოქმედებისათვის ატარებდეს აღმასრულებელ ხასიათს, უნდა მოწონებულ იქნეს შეთანხმების ხელმომწერი საფოსტო ექსპლოუატაციის საბჭოს წევრების უმრავლესობით.
2.3. იმისათვის, რომ ორ კონგრესს შორის წარმოდგენილი წინადადებები შეთანხმებაზე ატარებდეს აღმასრულებელ ხასიათს, ისინი მოწონებული უნდა იქნეს:
2.3.1. ხმათა ორი მესამედით, უკიდურეს შემთხვევაში შეთანხმებაზე ხელის მომწერი და კონსულტაციებზე მოპასუხე წევრი–ქვეყნების ნახევრით, თუკი საუბარია ახალ დებულებათა დამატებაზე;
2.3.2. ხმათა უმრავლესობით, უკიდურეს შემთხვევაში შეთანხმებაზე ხელისმომწერი და კონსულტაციებზე მოპასუხე წევრი–ქვეყნების ნახევრით, თუკი საუბარია მოცემული შეთანხმების დებულებათა ცვლილებებზე;
2.3.3. ხმათა უმრავლესობით, თუ საუბარია მოცემული შეთანხმების დებულებათა განმარტებაზე.
2.4. §2.3.1–ში გათვალისწინებულის მიუხედავად ნებისმიერი წევრი–ქვეყანა, რომლის ეროვნული კანონმდებლობა შეუთავსებელია შეთავაზებულ ცვლილებებთან აქვს უფლება წარუდგინოს საერთაშორისო ბიუროს გენერალურ დირექტორს წერილობითი განცხადება, რომელშიც აღნიშნულია ამ ცვლილებათა მიღების შეუძლებლობა და რომელიც წარდგენილი უნდა იქნეს ოთხმოცდაათი დღის ვადაში, მოცემულ ცვლილებაზე შეტყობინების მომენტიდან.
3. მოცემული შეთანხმება ძალაში შევა 1996 წლის 1 იანვრიდან და მომქედებს შემდეგი კონგრესის აქტების ძალაში შესვლამდე.
რის დასტურადაც მომლაპარაკებელი ქვეყნების მთავრობების სრულუფლებიანმა წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ამ შეთანხმებას ერთ ეგზემპლიარად, რომელიც შესანახად გადაცემა საერთაშორისო ბიუროს გენერალურ დირექტორს. ასლი გადაეცემა ყველა ქვეყანას, კონგრესის ჩატარების ადგილის ქვეყნის მთავრობის მიერ.
შედგენილია 1994 წლის 14 სექტემბერს, სეულში