სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის ტყვია-მასრების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაგზავნის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.09.2011
ძალის დაკარგვა 01.03.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №570
სარეგისტრაციო კოდი 120200020.08.002.016326
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110930007, 30/09/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
📜 ცვლილებების ისტორია (2)
გაუქმებულია
ცვლილება შეტანილია აქტით
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 01.03.2014
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ბრძანებულება (1)
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)
- საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 30 სექტემბრის №570 ბრძანებულება"
დოკუმენტის ტექსტი
სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის ტყვია-მასრების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაგზავნის წესის დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.45pt 841.7pt; margin:1.0in .8in 9.35pt .8in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება № 570
2011 წლის
30 სექტემბერი
ქ. თბილისი
სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის ტყვია-მასრების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაგზავნის წესის დამტკიცების
შესახებ
1. „იარაღის
შესახებ“
საქართველოს კანონის მე-20
მუხლის მე-4
პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის ტყვია-მასრების
საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროში გადაგზავნის თანდართული წესი.
2
. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის ტყვია-მასრების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაგზავნის წესი
მუხლი 1🔗
ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, აგრეთვე აღნიშნულ სამინისტროებში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების კუთვნილი სამსახურებრივ-საშტატო იარაღიდან გასროლილი ტყვია-მასრების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოსათვის (შემდეგში – საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველო) ტყვია-მასროთეკაში განსათავსებლად გადაგზავნის წესსა და პირობებს.
მუხლი 2🔗
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) უწყება – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო, აგრეთვე აღნიშნულ სამინისტროებში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები და საჯარო სამართლის იურიდიული პირები
;
ბ) სამსახურებრივ-საშტატო იარაღი – უწყების კუთვნილი მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (პისტოლეტი ან რევოლვერი).
მუხლი 3🔗
1. უწყება ვალდებულია ამ წესის შესაბამისად უზრუნველყოს კუთვნილი სამსახურებრივ-საშტატო იარაღიდან გასროლილი ტყვია-მასრების საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოსათვის ტყვია-მასროთეკაში განსათავსებლად გადაგზავნა.
2. საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველო-სათვის ტყვია-მასროთეკაში განსათავსებლად გადასაგზავნი ტყვია-მასრების მიღების მიზნით, უწყება ახორციელებს სამსახურებრივ-საშტატო იარაღიდან ექსპერიმენტულ გასროლას.
3. უწყების კუთვნილი სამსახურებრივ-საშტატო იარაღიდან ექსპერიმენტული გასროლის შედეგად ამოღებული ტყვია-მასრების გადაგზავნა წარმოებს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ტყვია-მასროთეკაში.
4. ექსპერიმენტულ გასროლამდე, იარაღზე ან ვაზნაზე რაიმე სახის მექანიკური დაზიანების ან დეფორმაციის გამოვლენის, აგრეთვე ვაზნის კალიბრის იარაღის კალიბრთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, უწყების უფლებამოსილი პირი ვალდებულია იარაღი და ვაზნა ვიზუალურად დაათვალიეროს.
5. აკრძალულია ექსპერიმენტული გასროლისას უცხო პირის დასწრება.
6. სამსახურებრივ-საშტატო იარაღიდან ექსპერიმენტული გასროლა ხდება სპეციალურ ტყვიამჭერში. ექსპერიმენტული გასროლის შედეგად მიღებული ტყვიები და მასრები (3 ცალი ტყვია და 3 ცალი მასრა) თავსდება შესაბამის კონტეინერში (კოლოფში, პაკეტში) და ილუქება. ტყვია-მასრების კონტეინერში მოთავსებისას გამორიცხული უნდა იყოს ტყვია-მასრების შემთხვევით შეცვლა სხვა იარაღიდან გასროლილი ტყვია-მასრებით.
7. დალუქული კონტეინერის შესახებ დგება დოკუმენტი, რომელშიც აღინიშნება:
ა) უწყების დასახელება;
ბ) სამსახურებრივ-საშტატო იარაღის მარკა/მოდელი, კალიბრი, საიდენტიფიკაციო ნომერი;
გ) კონტეინერის ან/და ლუქის ნომერი.
8. დალუქული კონტეინერები ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად ტყვია-მასროთეკაში განთავსების მიზნით ბარდება საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოს, რის შესახებაც დგება მიღება-ჩაბარების აქტი.
მუხლი 4🔗
ტყვია-მასროთეკაში განთავსების მიზნით ექსპერიმენტულ გასროლას და გასროლის შედეგად ტყვია-მასრების ამოღებას არ ექვემდებარება:
ა) გაუმართავი სამსახურებრივ-საშტატო იარაღი;
ბ) იარაღი, რომელიც არ შეესაბამება ამ წესის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ იარაღის სახეობას ან ტიპს;
გ) უწყების მოსამსახურის საკუთრებაში არსებული იარაღი, რომელსაც „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესით მიენიჭა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსი;
დ) უწყების კუთვნილი სამხედრო-საბრძოლო იარაღი.
მუხლი 5🔗
1. უწყება ვალდებულია წერილობით აცნობოს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოს ტყვია-მასროთეკაში განსათავსებლად გადასაცემი ტყვია-მასრების რაოდენობა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წერილობითი დოკუმენტის მიღების შემდეგ, უწყების მიერ გადასაცემი ტყვია-მასრების რაოდენობის შესაბამისად, საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველო ადგენს ტყვია-მასრების გადაცემის განრიგს. ტყვია-მასრების რაოდენობის გათვალისწინებით, დასაშვებია მათი ეტაპობრივი გადაცემა.
3. საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველო ვალდებულია შედგენილი განრიგის შესაბამისად, მაგრამ ტყვია-მასრების გადაცემამდე არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე, წერილობით აცნობოს უწყებას:
ა) ტყვია-მასრების გადაცემისათვის განსაზღვრული დრო (რიცხვი, თვე, წელი);
ბ) ტყვია-მასრების ეტაპობრივად გადაცემის მოთხოვნის შემთხვევაში, თითოეულ ეტაპზე გადასაცემი ტყვია-მასრების რაოდენობა.
4. უწყებას უფლება აქვს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს წერილობით სთხოვოს შესაბამისი განრიგით განსაზღვრული დროის გადავადება, მაგრამ არა უმეტეს 3 კალენდარული თვისა.