⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (24.06.2019)
გაუქმებულია:

საქართველოს ეროვნულ ბანკში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 30.09.2011
ძალის დაკარგვა 24.06.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №81/04
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016041
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 111003004, 06/10/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,184 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.09.2011 მიღება
24.06.2019 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნულ ბანკში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {mso-style-link:"Comment Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} span.MsoCommentReference {font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {mso-style-link:"Comment Subject Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-indent:.25in; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-indent:.25in; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-indent:.25in; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-indent:.25in; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} span.CommentTextChar {mso-style-name:"Comment Text Char"; mso-style-link:"Comment Text"; font-family:"Times New Roman","serif";} span.CommentSubjectChar {mso-style-name:"Comment Subject Char"; mso-style-link:"Comment Subject"; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header; font-family:"Times New Roman","serif";} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer; font-family:"Times New Roman","serif";} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:.5in 46.35pt 56.7pt 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №81/04 2011 წლის 30 სექტემბერი ქ. თბილისი საქართველოს ეროვნულ ბანკში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულებისა და ,,საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის            5 თებერვლის №47 ბრძანებულების შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს ეროვნულ ბანკში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესი თანდართულ დანართებთან ერთად. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 15 ივლისის №159/01 ბრძანება „საქართველოს ეროვნულ ბანკში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გ. ქადაგიძე საქართველოს ეროვნულ ბანკში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესი თავი I  ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗. გამოყენების სფერო  ეს წესი, რომელიც ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) საჯარო მოხელეებზე (კანდიდატებზე) არეგულირებს ეროვნულ ბანკში საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობას და კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების პირობებს.     მუხლი 2🔗. კონკურსისა და ატესტაციის პრინციპები ეროვნულ ბანკში კონკურსის და ატესტაციის პრინციპებია: ა) ობიექტურობა; ბ) გამჭვირვალობა; გ) არადისკრიმინაციულობა; დ) საჯაროობა; ე) კოლეგიურობა;  ვ) კორექტულობა. თავი II  საკონკურსო-საატესტაციო კომისია     მუხლი 3🔗. საკონკურსო-საატესატაციო კომისიის შემადგენლობა 1. ეროვნულ ბანკში კონკურსსა და ატესტაციას ატარებს საკონკურსო საატესტაციო კომისია (შემდგომში – კომისია). 2. კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები. 3. კომისიის თავმჯდომარეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის (შემდგომში – პრეზიდენტი) წარდგინებით ნიშნავს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი. 4. კომისიის წევრთა რაოდენობას და შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. 5. კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს და წევრებს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე. 6. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებებს ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 7. კონკურსის და ატესტაციის ორგანიზებულად ჩატარებისათვის კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს შექმნას კომისიის სამდივნო.     მუხლი 4🔗. კომისიის მუშაობის წესი 1. კომისიის წევრებს შორის უფლება-მოვალეობებს ანაწილებს და კომისიის მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. 2. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. 3. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა. 4. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. თავი III კონკურსი     მუხლი 5🔗. კონკურსის მიზნები და ამოცანები კონკურსის მიზნები და ამოცანები: ა) ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნათა გათვალისწინებით შესაბამისი კანდიდატის შერჩევა; ბ ) კანდიდატის კვალიფიკაციის, პროფესიული დონის, შესაძლებ­ლობების და პიროვნული თვისებების შეფასება და დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებ­თან მისი შესაბამისობის განსაზღვრა.     მუხლი 6🔗. კონკურსის გამოცხადება 1. კონკურსს , მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, ეროვნული ბანკი აცხადებს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის საშუალებით, ხოლო ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს ან/და ვებგვერდის „ jobs.ge.“ საშუალებით , სურვილისამებრ. კონკურსის გამოცხადების დღედ ითვლება ბოლო გამოცხადების დღე. 2.  შეტყობინება კონკურსის შესახებ უნდა შეიცავდეს შემდეგ მონა­ცემებს: ა) დაწესებულების დასახელება და კონკურსის წესით დასაკავებელი თანამდებობების დასახელება; ბ) სამუშაოს აღწერილობა; გ) თანამდებობრივი სარგოს ოდენობა; დ) აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალი და წარდგენის ვადა; ე) კომისიის მისამართი. 3. კომისიის სხდომა ტარდება კონკურსის გამოცხადების დღიდან არა უადრეს 10 დღისა.     მუხლი 7🔗. მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება კანდიდატს 1. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 21 წლის ასაკიდან, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის მიმართ წაყენებულ მოთხოვ­ნებს. 2. მოხელეს უფლება აქვს მიიღოს კონკურსში მონა­წილეობა საერთო წესის საფუძველზე, მის მიერ დაკავებული თანამდებობის მიუხედავად.     მუხლი 8🔗. კონკურსისათვის წარსადგენი საბუთები კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარადგინოს: ა) Curriculum Vitae ( CV); ბ) კონკურსის შესახებ შეტყობინებით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები.     მუხლი 9🔗. კონკურსის ჩატარების პროცედურა 1. კონკურსი შეიძლება ჩატარდეს ტესტირების ან/და გასაუბრების ფორმით. 2. კონკურსის პროგრამას, ფორმებს, პირობებს და ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს კომისია ბანკის პრეზიდენტთან შეთანხმებით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს კომისიის თავმჯდომარე კონკურსის ჩატარებამდე არა უგვიანეს 10 დღისა. 4. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის, აგრეთვე არასაპატიო მიზეზით დაგვიანების შემთხვევაში კანდიდატი კონკურსის პროცედურაზე არ დაიშვება.      მუხლი 10🔗. კონკურსის შედეგები 1. კომისია კონკურსის შედეგებს განიხილავს სხდომაზე კანდიდატების დაუსწრებლად. 2. კონკრეტულ ვაკანტურ ადგილზე კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატს კენჭი ეყრება ცალ-ცალკე. 3. კომისიის მიერ კენჭისყრისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ წესის მე-4 მუხლის შესაბამისად.  4. კონკურსის შედეგების მიხედვით, კომისია თითოეულ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარადგენს ერთ კანდიდატს ან უარს აცხადებს წარდგენაზე. 5. კომისია გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა, აცნობებს ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, ხოლო ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კომისიის მიერ წამოყენებული კანდიდატის, ან კანდიდატის წამოყენებაზე უარის შესახებ. 6. თუ კომისიამ უარი განაცხადა თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წამოყენებაზე, ან ამ თანამდებობაზე არ იქნა მიღებული არც ერთი განცხადება, ამ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსი ითვლება ჩაშლილად.  თავი IV  ატესტაცია მუხლი 11🔗. ატესტაციის მიზნები ატესტაციის მიზანია: ა) მოხელის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შესაბამისობის განსაზღვრა დაკავებული (ან დასაკავებელი) თანამდებობის მოთხოვნებთან; ბ) მოხელის მიერ საატესტაციო პერიოდში შესრულებული პროფესიული სამსახურებრივი საქმიანობის შეფასება; გ) საკლასო ჩინის მინიჭებასა ან ჩამორთმევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება; დ) მოხელის პროფესიული დონის გამოყენების პერსპექტივების განსაზღვრა; ე) მოხელის კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადების ან გადამზადების საჭიროების დადგენა; ვ) მოხელის პროფესიული ზრდის სტიმულირება; ზ) მოხელის კარიერის დაგეგმვა და მართვა.     მუხლი 12🔗. ატესტაციას დაქვემდებარებული პირი 1. ატესტაციას ექვემდებარება: ა) მოხელე 3 წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი); ბ)მოხელე, რომელიც წამოყენებულია სამსახურებრივი დაწინაურებისათვის; გ ) კანდიდატი მოხელის თანამდებობაზე, თუ თანამდებობა კონკურსის წესით უნდა დაიკავონ. 2. ატესტაციას არ ექვემდებარება: ა) მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი; ბ) მოხელე, რომელიც სამსახურში მიღებულია განსაზღვრული ვადით. 3. მოხელე, რომელიც საატესტაციო პერიოდის ბოლო წლის განმავლობაში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა 6 თვეზე ნაკლები ვადით, ატესტაციას ექვემდებარება მომავალ წელს.     მუხლი 13🔗. ატესტაციის ჩატარების დრო 1. ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით. 2. ატესტაციას დაქვემდებარებულ მოხელეთა სიას და ატესტაციის ჩატარების გრაფიკს ამზადებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის აპარატის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების განყოფილება და კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. 3. ატესტაციის გრაფიკის, პროგრამის და პირობების შესახებ ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს უნდა ეცნობოს ატესტაციის დაწყებამდე ორი კვირით ადრე მაინც. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს კომისიის თავმჯდომარე.     მუხლი 14🔗. ატესტაციის ჩატარების წესი 1. ატესტაციის პროცესის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელის უშუალო ხელმძღვანელი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის აპარატის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების განყოფილებაში წარადგენს დახასიათებას (დანართი №1). იმავე ფორმას ავსებს და წარადგენს ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელე. 2. მოხელეს უფლება აქვს ატესტაციის დაწყებამდე გაეცნოს ხელმძღვანელის მიერ მასზე შედგენილ დახასიათებას. 3. ატესტაციის ჩატარებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას უზრუნველყოფს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის აპარატის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების განყოფილება . 4. ატესტაცია შესაძლებელია ჩატარდეს გასაუბრების ან|და ტესტირების ფორმით. ტესტირების თემატიკას მოხელის მიერ დაკავებული თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით განსაზღვრავს კომისია პრეზიდენტთან შეთანხმებით. 5. გასაუბრება იმართება იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის თანდასწრებით, სადაც პირი მუშაობს. 6. გასაუბრების გზით ატესტაციის ჩატარებისას, მოხელის დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომისია ისმენს მოხელის ანგარიშს საატესტაციო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ, ამოწმებს მის ცოდნას საკვალიფიკაციო თემატიკის შესაბამისად და უსვამს მას კითხვებს მის სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. 7. ატესტაციაზე მოხელის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში საკითხის განხილვა გადაიდება შემდგომი სხდომისათვის. არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოხელე კომისიის გადაწყვეტილებით იღებს ამ წესის მე-15 მუხლის მე- 3 პუნქტის „ დ” ქვეპუნქტით განსაზღვრულ შეფასებას.     მუხლი 15🔗. მოხელის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება 1. ატესტაციის დროს კენჭისყრის და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ წესის  მე-4 მუხლის შესაბამისად. 2. საჭიროების შემთხვევაში, კომისია ისმენს მოხელის და მისი უშუალო ხელმძღვანელის განმარტებებს. 3. ატესტაციის შედეგების მიხედვით კომისიას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი შინაარსის დასკვნა: ა)მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარება დაწინაურებას; ბ) მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას; გ)მოხელე ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას (საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას); დ) მოხელე არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას. 4. საჭიროების შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს წარუდგენს წინადადებას მოხელისათვის საკლასო ჩინის მინიჭების ან ჩამორთმევის შესახებ.     მუხლი 16🔗. ატესტაციის შედეგები 1. კომისია ვალდებულია თითოეული მოხელის ატესტაციის შედეგების შესახებ მოამზადოს დასკვნა, რომელიც ფორმდება სხდომის ოქმით და მას ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები. 2. ატესტაციის შედეგები შეტანილი უნდა იქნე ს საატესტაციო ფურცელში, რომელიც ივსება ერთ პირად და დახასიათებასთან ერთად დაერთვის მოხელის პირად საქმეს. საატესტაციო ფურცელს (დანართი №2) ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები. 3. მოხელე საატესტაციო ფურცელს ეცნობა შევსებიდან ორ დღეში და ხელს აწერს მას. 4. ატესტაციის პროცესის დასრულებიდან ერთ კვირაში კომისია პრეზიდენტს მოახსენებს ატესტაციის შედეგების შესახებ. 5. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციის სა ფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას, საკლასო ჩინის მინიჭების/ჩამორთმევის, კვალიფიკაციის ამაღლების, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ან მოხელის დაწინაურების შესახებ, ატესტაციის დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. თუ ატესტაციის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მოხელე არ შეესაბამება ან ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და იგი სხვა თანამდებობის დაკავებაზე ან კვალიფიკაციის ამაღლებაზე უარს აცხადებს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უფლება აქვს მოხელე გაათავისუფლოს თანამდებობიდან. თავი V დავის განხილვა და გადაწყვეტა     მუხლი 17🔗. საპრეტენზიო კომისია და დავის გადაწყვეტა 1. კონკურსის/ატესტაციის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით, იქმნება საპრეტენზიო კომისია. 2. საპრეტენზიო კომისიის წევრთა რაოდენობას და შემადგენლობას განსაზღვრავს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. 3. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები. კომისიის წევრი, რომელიც მონაწილეობდა კონკურსის/ატესტაციის რომელიმე ეტაპის ჩატარებაში, არ შეიძლება იყოს საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში. 4. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე. 5. საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. 6. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრა ვლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება თავმჯდომარის ხმა. 7. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საპრეტენზიო კომისიის სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე წევრები. საპრეტენზიო კომისიის წევრს უფლება აქვს გამოხატოს განსხვავებული აზრი და დაურთოს ოქმს, რის შესახებაც კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. 8. პირს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს კონკურსის/ატესტაციის შედეგების გამოცხადებიდან/საატესტაციო ფურცლის გაცნობიდან არა უგვიანეს 2 დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება არა უმეტეს 3 დღეში. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შედგება ოქმი, რომელშიც საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებასთან ერთად აისახება გამოვლენილი ხარვეზები. 9. ოქმს ხელს აწერენ საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის დამსწრე წევრები. 10. საპრეტენზიო კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. 11. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს კომისია საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით. კომისიას უფლება აქვს საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს გაფართოებული სხდომა საპრეტენზიო კომისიის წევრების მონაწილეობით. 12. კონკურსის ან ატესტაციის პროცესთან ან შედეგებთან დაკავშირებული დავა წყდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. დანართი №1 მოხელის დახასიათება სახელი, გვარი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––­­­­­­­­­­­­­––––––– დაკავებული თანამდებობა ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– საატესტაციო პერიოდში შესრულებულ საკითხთა ჩამონათვალი და შედეგების შეფასება –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– პროფესიული და ინდივიდუალური ჩვევები –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– დადებითი და უარყოფითი მხარეები –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– წახალისება –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– წინადადებები კვალიფიკაციის ამაღლების, წახალისების, თანამდებობრივი დაწინაურების, საკლასო ჩინის მინიჭების შესახებ –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ხელმოწერა –––––––––––––––––––––– თარიღი ––––––––––––––––––––––––– დანართი № 2 საატესტაციო ფურცელი მოხელის სახელი, გვარი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– დაბადების თარიღი და ადგილი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– დაკავებული თანამდებობა და დანიშვნის თარიღი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– თანამდებობრივი რანგი, საკლასო ჩინი, სპეციალური წოდება –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– განათლება (სასწავლო დაწესებულება, სპეციალობა) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– სამეცნიერო ხარისხი, სამეცნიერო წოდება –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– შრომის საერთო სტაჟი (მ/შ საჯარო სამსახურში)–––––––––––––––––––––––––––––––––––– საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დასკვნა –––––––––––––––––––––––––––––––––––––– საკონკურსო-საატესტაციო კომისიის რეკომენდაცია––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– შენიშვნა ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– კომისიის თავმჯდომარე –––––––––––––––––––––––– კომისიის წევრები –––––––––––––––––––––––––––––– თარიღი –––––––––––––––––––––––– გავეცანი: მოხელის სახელი, გვარი –––––––––––––––––––––––––––––––––––– მოხელის ხელმოწერა –––––––––––––––––––––––––––––––––––– თარიღი      ––––––––––––––––––––––––––––––––––––