⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (11.02.2015)
გაუქმებულია:

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.09.2011
ძალის დაკარგვა 11.02.2015
გამომცემი ორგანო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
ნომერი №24
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.169.016058
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 111003008, 11/10/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,582 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.09.2011 მიღება
11.02.2015 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } span.HeaderChar { } span.FooterChar { } span.BalloonTextChar { } p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.95pt 37.9pt 0in 49.65pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება № 24 2011 წლის 30 სექტემბერი ქ. დედოფლისწყარო                        დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ   „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის          1-ლი პუნქტის „თ” ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო           ა დ გ ე ნ ს : 1. დამტკიცდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის თანდართული დებულება (დებულება თან ერთვის). 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 ნოემბრის №55 დადგენილება. 3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. 4. დადგენილების გასაჩივრება შეიძლება დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოში                              (ქ. დედოფლისწყარო ჰამლეტ გონაშვილის ქ. №2) უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში. საკრებულოს თავმჯდომარე            ლ. ბაღაშვილი დანართი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დ ე ბ უ ლ ე ბ ა     მუხლი 1🔗. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური 1. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური             (შემდგომ – სამსახური) არის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც ახორციელებს ამ დებულებით განსაზღვრულ საქმიანობას. 2. სამსახურს აქვს ბლანკი, შტამპი – შემოსული და გასული დოკუმენტებისათვის, მრგვალი ბეჭედი საკუთარი დასახელებით და სხვა რეკვიზიტები. 3. სამსახურის იურიდიული მისამართია : ქ. დედოფლისწყარო, რუსთაველის ქ. №20. 4. სამსახური ფინანსდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან და კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებით.     მუხლი 2🔗. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები 1. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ”, საქართველოს კანონი „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ”, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები, გამგეობის დებულება და ეს დებულება.     მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები და უფლებამოსილებები 1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ხანძრების პროფილაქტიკის ორგანიზებას, მათ ჩაქრობას და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებას; ბ) ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელებას იმ ორგანიზაცია-დაწესებულებებში, რომლებიც წარმოადგენენ ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტებს; გ) სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებათა შესახებ წინადადებათა მომზადებასა და ამ ღონისძიებათა გატარების კოორდინაციას; დ) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნის დაცვის მიზნით, მშენებლობისა და ტექნიკური გადაიარაღების საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმებას. 2. სამსახურს უფლება აქვს: ა) გააკონტროლოს ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა შესრულება, ჩაატაროს ამ ობიექტების სახანძრო-ტექნიკური გამოკვლევა და შემოწმება; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გასცეს შესასრულებლად სავალდებულო მიწერილობები; გ) კანონით დადგენილი წესით დააკისროს ადმინისტრაციული სახდელი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევისათვის, მათ შორის, ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის თანამდებობის პირთა მითითების შეუსრულებლობის ან არადროულად შესრულებისათვის; დ) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია; ე) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები, საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები; ვ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.     მუხლი 4🔗. ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება 1. ხანძრის ჩაქრობა წარმოადგენს ადამიანთა სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ქონების  გადასარჩენად და ხანძრის ლიკვიდაციისათვის მიმართულ მოქმედებებს. 2. სახანძრო დაცვის სამსახურის მიერ საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება წარმოადგენს ადამიანის სიცოცხლის, ქონების გადასარჩენად, აგრეთვე ავარიების, კატასროფებისა და სხვა საგანგებო სიტუაციებისათვის დამახასიათებელი საშიში ფაქტორების შედეგად შესაძლო მინიმუმამდე დასაყვანად მიმართულ მოქმედებებს.  3. სამსახურის გასვლა დასახლებულ პუნქტებსა და საწარმოებში ხანძრის ჩასაქრობად და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად ხორციელდება უპირებო წესით. 4. ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების განხორციელებისას ტარდება აუცილებელი მოქმედებები ადამიანთა უსაფთხოების უზრუნველსაყოფად და ქონების გადასარჩენად, მათ შორის: ა) ხანძრების საშიში ფაქტორების გავრცელების, ავარიების, კატასტროფებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების საშიში გამოვლენის ადგილზე მისასვლელად; ბ) ხანძრების, ავარიების, კატასტროფებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების გავრცელების დამაბრკოლებელი და მათი ლიკვიდაციის უზრუნველსაყოფი პირობების შესაქმნელად; გ) ხანძრების გაჩენის ადგილებში, ავარიების, კატასტროფებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების ზონებში შესვლისა და მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთა მოძრაობის შეზღუდვის ან აკრძალვისათვის; დ) ხანძრის ჩაქრობის ადგილის, ავარიების, კატასტროფებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების ზონების დაცვისათვის; ე) ხანძრების, ავარიების, კატასტროფებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების ადგილებიდან ადამიანთა და ქონების ევაკუაციისათვის. 5. ხანძრის ჩაქრობას ადგილზე უშუალოდ ხელმძღვანელობს ხანძარზე მისული სახანძრო დაცვის სამსახურის უფროსი ოპერატიული თანამდებობის პირი ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელი, რომელიც ერთმმართველობის პრინციპით ხელმძღვანელობს ხანძრის ჩაქრობაში მონაწილე სახანძრო დაცვის პირად შემადგენლობას, აგრეთვე ხანძრის ჩაქრობაში ჩაბმულ სხვა ძალებს. 6. ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელი ადგენს ტერიტორიის საზღვრებს, სადაც ხორციელდება ხანძრის ჩაქრობის მოქმედებები; მათი ჩატარების წესსა და თავისებურებებს, აგრეთვე იღებს გადაწყვეტილებებს ხანძარისაგან ადამიანთა და ქონების გადარჩენის შესახებ. საჭიროების შემთხვევაში, ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელი იღებს სხვა გადაწყვეტილებასაც, მათ შორის, ისეთებს, რომლებიც ზღუდავენ პირთა უფლებებსაც აღნიშნულ ტერიტორიაზე. 7. ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელი პასუხისმგებელია დასახული ამოცანების შესრულებაზე, ხანძრის ჩაქრობაში მონაწილე სახანძრო დაცვის პირადი შემადგენლობის და ხანძრის ჩაქრობაში ჩაბმული სხვა ძალების უსაფთხოებაზე. 8. ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელის მითითებები აუცილებელია შესასრულებლად ყველა თანამდებობის პირისა და მოქალაქისათვის იმ ტერიტორიაზე, სადაც ხორციელდება ხანძრის ჩაქრობის მოქმედებები. 9. ხანძრის ჩაქრობის დროს არავის არ აქვს უფლება ჩაერიოს ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელის მოქმედებებში ან შეცვალოს მისი განკარგულებები. 10. სახანძრო დაცვის პირადი შემადგენლობა, ხანძრების, ავარიების, კატასტროფებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციის მონაწილეები, რომლებიც მოქმედებენ უკიდურესი აუცილებლობის ან დასაბუთებული რისკის პირობებში, თავისუფლდებიან მიყენებული ზარალის ანაზღაურებისაგან. 11. ხანძრის ჩაქრობისას სამსახურის პირადმა შემადგენლობამ უნდა მიიღოს ზომები ნივთიერი მტკიცებულობების შესანარჩუნებლად და ქონების დასაცავად. 12. კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების დროს სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის ხანძარსაწინააღმდეგო გეგმის შესაბამისად; გეგმა მოიცავს: ყოველდღიური საქმიანობის რეჟიმს, ამაღლებული მზადყოფნის რეჟიმს და საგანგებო სიტუაციების რეჟიმს.     მუხლი 5🔗. სამსახურის საქმიანობის ორგანიზება და მართვა 1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტის გამგებელი. სამსახურის უფროსის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-14 მუხლით. 2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს, თანამდებობათა დასახელებას საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ამტკიცებს საკრებულო. 3. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. 4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას, მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, ასრულებს ერთ-ერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი. 5. სამსახურის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას აწარმოებს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახური.     მუხლი 6🔗. სამსახურის სტრუქტურა  1.სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან: ა) სახანძრო განყოფილება; ბ) საავარიო-სამაშველო განყოფილება.     მუხლი 7🔗. სახანძრო განყოფილების ფუნქციები სახანძრო განყოფილება: 1. მუნიციპალიტეტში უზრუნველყოფს ხანძრების პროფილაქტიკის სამუშაოების ორგანიზებას და ჩატარებას.  2. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახდენს ხანძრების ჩაქრობასა და ხანძრის კერების ლიკვიდაციას.  3. მონაწილეობს მეზობელ მუნიციპალიტეტებში ხანძრის ჩაქრობაში.      მუხლი 8🔗. საავარიო- სამაშველო განყოფილების ფუნქციები საავარიო- სამაშველო განყოფილება: 1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უზრუნველყოფს საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ორგანიზებას. 2. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახორციელებს ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოებს. 3. მონაწილეობს მეზობელ მუნიციპალიტეტებში მიმდინარე სამაშველო-საავარიო სამუშაოებში.      მუხლი 9🔗. სამსახურის განყოფილების ხელმძღვანელი 1. სამსახურის განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. 2.  განყოფილების უფროსი: ა)  ახორციელებს განყოფილებისა და განყოფილების მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას; ბ) პასუხს აგებს დანაყოფისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;  გ) წინამდებარე დებულებით განსაზღვრული განყოფილების საქმიანობის ძირითადი მიმართულების შესაბამისად, შეიმუშავებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებას განყოფილების მოხელეთა შორის ფუნქციათა განაწილების შესახებ; დ) განსაზღვრავს განყოფილების მომსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს განყოფილების მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; ე) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას; ვ) განსაზღვრავს განყოფილების საქმიანობის ორგანიზაციისა და დაგეგმარების წესს; შეიმუშავებს წინადადებებს მისი მუშაობის სრულყოფის საკითხებზე; ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებელთან სამსახურის უფროსის წარდგინებით, მის მოვალეობებს ასრულებს განყოფილების ერთ-ერთი მთავარი სპეციალისტი.     მუხლი 10🔗. სამსახურის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნის წესი   სამსახურის საჯარო მოსამსახურეები თანამდებობაზე ინიშნებიან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.     მუხლი 11🔗. სამსახურის საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოსა და მოხელეთა საშტატო ნუსხის დამტკიცების წესი               მოხელეთა თანამდებობრივ სარგოს განაკვეთებს განსაზღვრავს საკრებულო, ხოლო საშტატო ნუსხას ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე, კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 12🔗. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები საჯარო მოსამსახურეებს უფლება აქვთ: ა) წარუდგინონ უშუალო ხელმძღვანელს წინადადებები სამსახურის საქმიანობის სრულყოფის თაობაზე; ბ)  მიიღონ მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები; გ)  ისარგებლონ მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით; დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ; ე)  დადგენილი წესით ისარგებლონ გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით და სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით.     მუხლი 13🔗.   სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა მოვალეობები სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ვალდებულნი არიან: ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახური შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციური მოვალეობანი; ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები; გ)   შესაბამისი საფუძვლის არსებობისას, დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი; დ)  იმუშაონ პროფესიული მომზადების დონის ასამაღლებლად; ე)   განუხრელად შეასრულონ გამგეობის შინაგანაწესის მოთხოვნები; ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას. მუხლი14. სამსახურის ანგარიშგება  სამსახური წლის ბოლოს ადგენს ანგარიშს შესრულებილი სამუშაოს შესახებ და წარუდგენს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელს საკრებულოს თავმჯდომარისთვის წარსადგენად, საკრებულოს სხდომაზე განხილვის მიზნით. დასკვნითი დებულებანი     მუხლი 15🔗. დებულებაში ცვლილების და დამატების შეტანა, სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით. 2. სამსახურის რეორგანიზაცია და მისი საქმიანობის შეწყვეტა (ლიკვიდაცია) ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.