საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის დეპარტამენტს შორის საქართველოს რადიოაქტიური წყაროების უსაფრთხოების გაძლიერების სფეროში თანამშრომლობის თაობაზე
მიღების თარიღი 07.09.2011
ძალაში შესვლა 07.09.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №0
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016050
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 111003016, 12/10/2011
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის დეპარტამენტის სახელით: | საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელით: |
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის დეპარტამენტს შორის საქართველოს რადიოაქტიური წყაროების უსაფრთხოების გაძლიერების სფეროში თანამშრომლობის თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:"MS Mincho"; panose-1:2 2 6 9 4 2 5 8 3 4;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:"\@MS Mincho"; panose-1:2 2 6 9 4 2 5 8 3 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {mso-style-link:"Body Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:12.0pt; layout-grid-mode:char; font-size:12.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} span.BodyTextChar {mso-style-name:"Body Text Char"; mso-style-link:"Body Text"; font-family:"Courier New";} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header; font-family:"Times New Roman","serif";} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer; font-family:"Times New Roman","serif";} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ხელშეკრულება
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და
ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის დეპარტამენტს
შორის საქართველოს რადიოაქტიური წყაროების
უსაფრთხოების გაძლიერების სფეროში თანამშრომლობის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის დეპარტამენტს, ქვემოთ მხარეებად წოდებულებს,
გააჩნიათ რა სურვილი განახორციელონ ხელშეკრულება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის „მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების თავიდან აცილების“ სფეროში, და 1997 წლის 17 ივლისის, – 2002 წლის 17 მაისს და 2009 წლის 13 ოქტომბერს გაგრძელებული, „თავდაცვისა და სამხედრო ურთიერთობების გაუმჯობესების“ დოკუმენტი (ქვემოთ „ხელშეკრულებად“ წოდებული), რომელიც შეეხება საქართველოში არსებული რადიოაქტიური წყაროების ქურდობის, საბოტაჟის ან უფლებამოსილების გარეშე გამოყენების, – რასაც პოტენციურად შეიძლება მოჰყვეს მიუღებელი შედეგები, თუ გამოყენებული იქნება რადიოლოგიური ნივთიერებების გაფანტვის მოწყობილობაში, –თავიდან აცილებას, ამ წყაროების და მასალების უსაფრთხოების დაცვის გაძლიერების გზით.
მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე:
პარაგრაფი I
„რადიოაქტიური წყაროები“ (ამიერიდან წოდებული RS) ნიშნავს რადიოაქტიურ მასალებს, რომლებიც სამუდამოდ დალუქულია კაფსულაში, ან მჭიდროდ შეფუთულია მყარი ფორმით, და რომელიც არ არის განთავისუფლებული საქართველოს მთავრობის სარეგულაციო კონტროლისგან. აღნიშნული RS შესაძლოა მიზნობრივ გამოყენებაში იმყოფებოდეს, ან მოთავსებული იყოს რადიოაქტიური ნარჩენების დროებით ან სამუდამო სასაწყობე სათავსში, ან უპატრონო მდგომარეობაში იყოს.
„მაღალი აქტივობის RS“ ნიშნავს რადიოაქტიურ წყაროებს, რომლებიც შესაძლოა მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენდეს ინდივიდების, ქალაქების და გარემოსათვის, რომლებიც მიეკუთვნებიან ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს „რადიოაქტიური წყაროების დაცვისა და უსაფრთხოების“ შინაგანაწესის კოდექსის დანართის ცხრილი I-ის 1 – 3 კატეგორიებს, რომლებიც, ორივე მხარის თანხმობით, წარმოადგენს წინამდებარე მუშა ხელშეკრულების საგანს.
„სარეგულაციო კონტროლი“ ნიშნავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო და სარეგულაციო კონტროლის ნებისმიერ ფორმას, რომელიც ეხება საქართველოში არსებულ RS-სთან დაკავშირებულ ნაგებობებს, სათავსებს ან საქმიანობებს, და რომელიც ხორციელდება რადიაციული უსაფრთხოების ან რადიოაქტიური წყაროების დაცვისა და უსაფრთხოების მიზნით.
„უპატრონო წყაროები“ ნიშნავს RS-ს, რომლებიც არ იმყოფება საქართველოს მთავრობის სარეგულაციო კონტროლის ქვეშ, რადგან ან არასოდეს არ იყო სარეგულაციო კონტროლის ქვეშ, ან ეს წყაროები მიტოვებული, დაკარგული, არასწორად გადაადგილებული, ან მოპარული იყო, ან სათანადო უფლებამოსილების (ლიცენზიის) გარეშე იყო გადაცემული.
„უსაფრთხოება“ ნიშნავს ზომებს, რომელთა მიზანია მაღალი აქტივობის RS-ს ან სპეციალური ბირთვული მასალების უფლებამოსილების გარეშე ხელმისაწვდომობის ანდა დაზიანების, ანდა საბოტაჟის, დაკარგვის, მოპარვის ან უფლებამოსილების გარეშე გადაცემის შეჩერება, თავიდან აცილება ან ასეთ ინციდენტზე რეაგირება.
პარაგრაფი II
1. წინამდებარე მუშა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის დეპარტამენტმა შესაძლოა უფასო დახმარება გაუწიოს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, ან მათ მიერ დანიშნულ განმახორციელებელ უწყებას, რათა მან დახმარება გაუწიოს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მაღალი აქტივობის მქონე რადიოაქტიური წყაროების და სპეციალური ბირთვული მასალების უსაფრთხოების გაუმჯობესებაში, რაც მხარეების ერთობლივი დადგენილების შესაბამისად ესაჭიროება უპატრონო წყაროების მოძებნასა და ამოღებას.
2. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ან მის მიერ დანიშნული განმახორციელებელი უწყებები გამოიყენებენ წინამდებარე მუშა ხელშეკრულების ფარგლებში მოწოდებულ ყოველ საშუალებას (აღჭურვილობის, მასალების და ინსტრუმენტების ჩათვლით), ტრენინგებს, და სამსახურებს, ექსკლუზიურად ამ პარაგრაფის I პუნქტის დებულებაში მოცემული მიზნის შესაბამისად.
3. წინამდებარე მუშა ხელშეკრულება და ყველა საქმიანობა, რომელიც განხორციელებული იქნება ამ ხელშეკრულების შესაბამისად, უნდა ეთანხმებოდეს ხელშეკრულების დებულებებს. წინამდებარე მუშა ხელშეკრულებასა და ხელშეკრულებას შორის არსებული ნებისმიერი შეუსაბამობების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ხელშეკრულებას.
პარაგრაფი III
1. ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის დეპარტამენტსაც და
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსაც, თითოეულს ექნება უფლება, მეორეს მიმართ წერილობითი შეტყობინების შემდეგ, ამ მუშა ხელშეკრულების განხორციელების პასუხისმგებლობა გადასცეს თავისი შესაბამისი მთავრობის სხვა უწყებებს, დეპარტამენტებს ან განყოფილებებს.
2. ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის დეპარტამენტს და
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, თითოეულს ექნება უფლება, მეორეს მიმართ წერილობითი შეტყობინების შემდეგ, დანიშნოს ტექნიკური ლიაიზონის წარმომადგენლები მასალების, აღჭურვილობების, ტრენინგების და სამსახურების უზრუნველსაყოფად.
პარაგრაფი IV
1. წინამდებარე მუშა ხელშეკრულების პირობების შესრულების მიზნით, ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის დეპარტამენტს შეუძლია მიაწოდოს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, ან მის მიერ დანიშნულ განმახორციელებელ უწყებებს, დახმარება საქართველოს მაღალი აქტივობის RS-ს უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით. ასეთი დახმარება შეიძლება შეიცავდეს, - მაგრამ არ იყოს შეზღუდული, – საქმიანობებით, რომელიც მიმართული იქნება:
a) მაღალი აქტივობის RS-ს უსაფრთხოების, კონტროლისა და ანგარიშმგებლობის მეთოდების გაუმჯობესებისაკენ;
b) მაღალი აქტივობის RS-ს და მათი სათავსების უსაფრთხოების გაუმჯობესებისაკენ, აქ შედის, მაგრამ მხოლოდ ამით არ შეიზღუდება, ონკოლოგიური კლინიკები, საკვლევი ინსტიტუტები და კომერციული საწარმოები;
c) მაღალი აქტივობის RS-ს ტრანსპორტირების უსაფრთხოებისაკენ, ტრანსპორტირებისათვის აუცილებელი შესაფუთი კომპლექტებით უზრუნველყოფის ჩათვლით;
d) ტრენინგებისა და აღჭურვილობით უზრუნველყოფისაკენ, რათა ჩატარდეს უპატრონო წყაროების ძებნა და ამოღება; და
e) სხვა ამგვარი უსაფრთხოების გაუმჯობესებისაკენ, რომელიც შეეხება საქართველოს მაღალი აქტივობის RS-ის და უპატრონო წყაროების მართვას, იმის შესაბამისად, როგორც მხარეები ერთობლივად გადაწყვეტენ.
2. წინამდებარე მუშა ხელშეკრულებაში შევა შემდეგი:
a) ტექნიკური დახმარებით, უსაფრთხოების საინჟინრო სამსახურებით, დაგეგმვით და პროექტის მართვით უზრუნველყოფა, რაც შეეხება ამ მუშა ხელშეკრულებით გათვალისწინებული დახმარების დანერგვას; და
b) მომარაგებისა და/ან შეძენის სამსახურებით უზრუნველყოფა, კონტრაქტორების შერჩევის, კონტრაქტის და პროექტის მართვის სამსახურებით უზრუნველყოფა, და ტექნიკური და ადმინისტრაციული ზედამხედველობის განხორციელება ამ მუშა ხელშეკრულების შესაბამისად, კონტრაქტით მომუშავეთა მუშაობის მომზადების და განხორციელების პერიოდში.
3. წინამდებარე მუშა ხელშეკრულების შესაბამისად გათვალისწინებული დახმარების პირობები განსაზღვრული უნდა იყოს ცალკეული კონტრაქტებით ან შეთანხმებებით ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის დეპარტამენტს და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შორის, ან მათ მიერ დანიშნულ განმახორციელებელ უწყებებს შორის. იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ექნება რაიმე შეუსაბამობებს კოტრაქტებს, შეთანხმებებსა და ამ მუშა ხელშეკრულებას შორის, უპირატესობა ენიჭება ამ წინამდებარე მუშა ხელშეკრულებას.
4. წინამდებარე მუშა ხელშეკრულების შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის დეპარტამენტმა, თავისი შეხედულებით, შეიძლება მიაწოდოს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, ან მის მიერ დანიშნულ განმახორციელებელ უწყებებს სხვა სახის დახმარებაც, რაზეც ორივე მხარე წერილობით უნდა შეთანხმდნენ.
პარაგრაფი V
1. მუშა ხელშეკრულებით მიღწეული შეთანხმებების შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ან მის მიერ დანიშნული განმახორციელებელი უწყებები დახმარებას აღმოუჩენენ ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის დეპარტამენტს ან მის მიერ დანიშნულ განმახორციელებელ უწყებებს ხელშეკრულების პირობების განხორციელების პროცესში.
2. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ან მის მიერ დანიშნული განმახორციელებელი უწყებები კოორდინირებას განახორციელებენ საქართველოს მთავრობის სხვა სამინისტროებთან, უწყებებთან და ორგანიზაციებთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს, ის რომ
საქართველოს მთავრობისათვის ამ მუშა ხელშეკრულების საფუძველზე მიწოდებული მასალები, (მარაგების, აღჭურვილობების და ინსტრუმენტების ჩათვლით) პრიორიტეტული წესით დამუშავდეს, რათა საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ დანიშნულების ადგილებში დროულად იქნეს გადატანილი.
3. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ან მის მიერ დანიშნული განმახორციელებელი უწყებები კოორდინირებას განახორციელებენ საქართველოს მთავრობის სხვა სამინისტროებთან, უწყებებთან და ორგანიზაციებთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს სათანადო უსაფრთხოების ზომების დაცვა ამერიკის შეერთებული შტატების პერსონალის, კონტრაქტორების და მასალების მიმართ, მარაგების, აღჭურვილობებისა და ინსტრუმენტების ჩათვლით, იმ შენობა-ნაგებობებში, სადაც წარმართული იქნება სამუშაოები ამ მუშა ხელშეკრულების შესაბამისად.
4. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ან მის მიერ დანიშნული განმახორციელებელი უწყებები დახმარებას გაუწევენ საქართველოს მთავრობის შესაბამის სამინისტროებს, უწყებებს და ორგანიზაციებს, რათა მათ შეამოწმონ მუშა ხელშეკრულების შესაბამისად მიღებული ყველა მასალები, (მარაგების, აღჭურვილობების და ინსტრუმენტების ჩათვლით) და შემოწმების შედეგების მიღებიდან ათი დღის განმავლობაში აცნობონ დასტური ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის დეპარტამენტს მათი ვარგისიანობის შესახებ. არავარგისიანი მასალების (მარაგების, აღჭურვილობების და ინსტრუმენტების ჩათვლით) შეკეთებისა და შეცვლის პირობები ჩამოყალიბებული იქნება კონტრაქტ(ებ)ში, რომელთა მიხედვითაც მოხდება მასალების, (მარაგების, აღჭურვილობების და ინსტრუმენტების ჩათვლით) მოწოდება მუშა ხელშეკრულების ფარგლებში.
5. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ან მის მიერ დანიშნული განმახორციელებელი უწყებები ვალდებულები არიან უზრუნველყონ, რომ მუშა ხელშეკრულების ფარგლებში მაღალი აქტივობის მქონე RS-ს შემცველი ნაგებობების გაუმჯობესებული უსაფრთხოება გამოყენებულია მიზნობრივად და კარგ სამუშაო მდგომარეობაშია.
პარაგრაფი VI
გარდა აუდიტისა და შემოწმების უფლებებისა, რომლებიც ჩამოყალიბებულია 1992 წლის 31 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას და საქართველოს რექპუბლიკის მთავრობას შორის ხელმოწერილი ხელშეკრულების, – „თანამშრომლობის შესახებ ჰუმანიტარული და ტექნიკური ეკონომიკური დახმარების ხელშეწყობის დარგში“, – III პარაგრაფში, ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლებს გააჩნიათ მონიტორინგის უფლება მუშა ხელშეკრულების შესაბამისად არსებული კონტრაქტების პირობების განხორციელებასა და სამუშაოების პროგრესზე, საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობებში.
პარაგრაფი VII
წინამდებარე მუშა ხელშეკრულება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე და ძალაში დარჩება ხელშეკრულების ვადის განმავლობაში. წინამდებარე მუშა ხელშეკრულებაში შეიძლება შეტანილ იქნეს შესწორებები მხარეების მიერ წერილობითი შეთანხმების საფუძველზე, და შეიძლება გაუქმებულ იქნეს ერთ-ერთი მხარის მიერ მეორე მხარის წერილობითი შეტყობინების საფუძველზე 90 დღით ადრე მაინც. მიუხედავად ხელშეკრულების ან მუშა ხელშეკრულების ვადის გასვლისა, მუშა ხელშეკრულების V პარაგრაფის მეხუთე პუნქტში ჩამოყალიბებული ვალდებულების დაცვა უნდა უვადოდ გაგრძელდეს.
ზემოთ აღნიშნულის დასტურად, შესაბამისი მთავრობების მიერ უფლებამოსილი ხელის მომწერნი ხელს აწერენ წინამდებარე მუშა ხელშეკრულებას.
ხელმოწერილია 2011 წლის 7 სექტემბერს დღეს, ორ ორიგინალში, ქართულსა და ინგლისურ ენებზე, ორივე ორიგინალს თანაბარი ძალა აქვს. თარგმანში განსხვავების შემთხვევაში ინგლისურ ტექსტს ენიჭება უპირატესობა.
ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის დეპარტამენტის
სახელით:
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელით: