⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (22.02.2011)
გაუქმებულია:

იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა სოციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 22.08.2002
ძალის დაკარგვა 22.02.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №723
სარეგისტრაციო კოდი 100020010.11.106.005468
გამოქვეყნების წყარო სსმ, 87, 30/08/2002
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,132 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.08.2002 მიღება
22.02.2011 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა სოციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:AcadMtavr;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:37.05pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:34.95pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:24.0pt; font-family:AcadMtavr;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:16.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:39.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:33.0pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:79.95pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-79.95pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 56.7pt 56.7pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.020.010.11.106.005.468 საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №723 2002 წლის 22 აგვისტო ქ. თბილისი იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა სოციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ  „სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 6 დეკემბრის №464 ბრძანების შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა სოციალური სამსახურის თანდართული დებულება; 2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. რ. გილიგაშვილი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა სოციალური სამსახურის დებულება თავი I. ზოგადი დებულება     მუხლი 1🔗 წინამდებარე დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა სოციალური სამსახურის დანიშნულებას, მის ფუნქციებსა და ამოცანებს. მართვის ორგანიზაციასა და სტრუქტურას.     მუხლი 2🔗 სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა სოციალური სამსახური წარმოადგენს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომლის დანიშნულებაა პატიმართა და მსჯავრდებულთა კანონით გათვალისწინებული უფლებების დაცვა და სოციალური მომსახურების გაწევა.     მუხლი 3🔗 მსჯავრდებულთა სოციალური სამსახური თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონით „პატიმრობის შესახებ”, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ საერთაშორისო კონვენციებით, იუსტიციის მინისტრის ბრძანებებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებებით, წინამდებარე დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით. თავი II. სამსახურის ამოცანები და ფუნქციები     მუხლი 4🔗 სამსახურის ამოცანებს განეკუთვნება: ა) სასჯელაღსრულების სისტემის საპყრობილეებსა და დაწესებულებებში მყოფი პატიმრებისა და მსჯავრდებულების, ასევე მათი ახლობლების კანონიერი უფლებების დაცვა; ბ) მოშიმშილე პატიმრებთან და მსჯავრდებულებთან სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და საპყრობილეებში მუშაობის წარმოება; გ)  დახმარების გაწევა პატიმრებსა და მსჯავრდებულებისათვის შეინარჩუნონ და დაამყარონ საზოგადოებასთან სოციალურად, სამართლებრივად და ზნეობრივად გამართლებული კონტაქტები; დ)     ხელის შეწყობა პატიმართა და მსჯავრდებულთა მართლშეგნების ამაღლებისათვის, მათი ურთიერთობისათვის საზოგადოების წარმომადგენლებთან; ე) მსჯავრდებულებისა და პატიმრების პირადი თუ ოჯახური პრობლემების გადაჭრაში დახმარება.; ვ) მსჯავრდებულთათვის გათავისუფლების შემდეგ ნორმალური ცხოვრების პირობების მოწყობაში დახმარება. გათავისუფლებისათვის მომზადების პროცესში ხელშეწყობა იმ საკითხების გადაწყვეტაში, რომლებიც დაკავშირებულია პირადი ცხოვრების მოწესრიგებასთან, ასევე სათანადო დოკუმენტების გაფორმებასთან; სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა. სამსახურის ფუნქციებს განეკუთვნება: ა) პატიმართა და მსჯავრდებულთა, ასევე მათი ახლობლების სისტემატური მიღება მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით, კონსულტაციების გაწევა; ბ) პატიმართა, მსჯავრდებულთა და მოქალაქეთა განცხადებებისა და საჩივრების განხილვა, კოორდინაციის გაწევა და მათზე რეაგირება; გ) სასჯელაღსრულების დაწესებულებებისა და საპყრობილეების შემოწმება პატიმართა და მსჯავრდებულთა მიმართ მოპყრობის, მათი ყოფითი პირობების შესწავლის მიზნით; დ) სასჯელაღსრულების დაწესებულებებისა და საპყრობილეების ანალოგიური სამსახურების საქმიანობაზე კოორდინაცია და კონტროლის განხორციელება; ე) მსჯავრდებულის გათავისუფლებისათვის მომზადების პროცესში ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებისათვის საჭიროების შემთხვევაში შეტყობინება, რომ მსჯავრდებული გათავისუფლების შემდეგ საჭიროებს სოციალურ დახმარებას, თუ არ არის ცნობილი მსჯავრდებულის ან მისი ოჯახის საცხოვრებელი ადგილი, ინფორმაციის მიწოდება ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის იმ ორგანოებზე, რომელთა ტერიტორიაზეც ცხოვრობდა მსჯავრდებული; ვ) მსჯავრდებულებისათვის დახმარების გაწევა საერთო სოციალური უზრუნველყოფის ფარგლებში; ზ) დახმარების გაწევა მსჯავრდებულებისათვის საზოგადოებასთან ნორმალური კონტაქტების დამყარებაში, პირადი და ოჯახური პრობლემების გადაჭრაში; თ) მომართვის შემთხვევაში მსჯავრდებულების გათავისუფლებისათვის მომზადების პროცესში დახმარების გაწევა შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებისა და გაფორმებისათვის; ი) სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა პატიმრებისა და მსჯავრდებულებისათვის; კ) მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან ვადამდე ადრე გათავისუფლებისათვის მომზადების პროცესში საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციის გაგზავნა მსჯავრდებულის შესახებ ზედამხედველობის განხორციელებაზე უფლებამოსილ ორგანოში, მისი ან მისი ოჯახის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. იმ შემთხვევაში, როდესაც საცხოვრებელი ადგილი უცნობია ან მსჯავრდებულს არ სურს დაუბრუნდეს ყოფილ საცხოვრებელ ადგილს, მისი სურვილის გათვალისწინებით ინფორმაცია იგზავნება ზედამხედველობაზე უფლებამოსილ ორგანოში; ლ) კოორდინაციისა და კონტროლის გაწევა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მსჯავრდებულთა განათლებისა და პროფესიული სწავლების საკითხებზე, აღნიშნული ფუნქციების განხორციელების მიზნით თანამშრომლობა განათლების სისტემის საამისოდ უფლებამოსილ პირებთან; მ) გამოცდილების გაზიარებისა და შემდგომი თანამშრომლობის მიზნით თავისი საქმიანობის განხორციელების პროცესში ურთიერთობის დამყარება ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში დასაქმებულ საერთაშორისო და ადგილობრივ, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. თავი III. სამსახურის მართვა     მუხლი 5🔗 სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრი.     მუხლი 6🔗 სამსახურის უფროსი დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის ხელმძღვანელობის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე.     მუხლი 7🔗 სამსახურის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას; ბ) წარუდგენს დეპარტამენტის თავმჯდომარეს დასანიშნად მოხელეთა კანდიდატურებს; გ) აკონტროლებს სამსახურის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების მიმდინარეობას; აბარებს ხელმძღვანელობას სამსახურის მუშაობის ანგარიშს; ე) წარუდგენს დეპარტამენტის თავმჯდომარეს წინადადებებს სამსახურის მუშაობის ორგანიზაციის, მოხელეთა წახალისებისა და მათზე დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; ვ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური საშუალებების გამოყოფის თაობაზე, რაც საჭიროა სამსახურის ამოცანების შესასრულებლად; ზ) შეიმუშავებს და დეპარტამენტის ხელმძღვანელობას წარუდგენს სამსახურის სამუშაო გეგმას; თ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოხელეთა შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებს; ი) ასრულებს მოქმედი კანონმდებლობით, კურატორი თავმჯდომარის მოადგილისა და თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. კ) ხელმძღვანელობს ადგილობრივი მართვისა და თვითმმართველობის ორგანოებთან ერთობლივი მუშაობის ორგანიზაციას მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის საქმეში; ლ) სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის უფროსის მოადგილე. თავი IV. სამსახურის მოხელები     მუხლი 8🔗 სამსახურის მოხელეებია: ა) სამსახურის უფროსის მოადგილე; ბ) სამსახურის უფროსი ინსპექტორები; გ) სამსახურის ინსპექტორები.     მუხლი 9🔗 სამსახურის მოხელეებს დაპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრი.     მუხლი 10🔗 სამსახურის მოხელეები დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ანგარიშვალდებულნი არიან სამსახურის უფროსის წინაშე. მუხლი 11🔗 სამსახურის მოსამსახურეები: ა) ახორციელებენ სამსახურის უფროსის დავალებებს ფუნქციონალური მოვალეობების მიხედვით; ბ) მომართვის შემთხვევაში, უწევენ სამართლებრივი ხასიათის კონსულტაციებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განთავსებულ პატიმრებსა და მსჯავრდებულებს. თავი V. დასკვნთი დებულებანი     მუხლი 12🔗 წინამდებარე დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე.