შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის (BSEC) ორგანიზაციის წესდება
მიღების თარიღი 18.06.1997
ძალაში შესვლა 02.04.1999
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 430003000.00.000.000331
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, -, 18/05/2000
დოკუმენტის ტექსტი
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის (BSEC) ორგანიზაციის წესდება
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Wingdings; panose-1:5 0 0 0 0 0 0 0 0 0;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoFootnoteText, li.MsoFootnoteText, div.MsoFootnoteText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:AcadNusx;} span.MsoFootnoteReference {vertical-align:super;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml {mso-style-name:kvekana_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის (BSEC) ორგანიზაციის
წესდება
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის (BSEC) დამფუძნებლები – ალბანეთის რესპუბლიკა, სომხეთის რესპუბლიკა, აზერბაიჯანის რესპუბლიკა, ბულგარეთის რესპუბლიკა, საქართველო, საბერძნეთის რესპუბლიკა, მოლდავეთის რესპუბლიკა, რუმინეთი, რუსეთის ფედერაცია, თურქეთის რესპუბლიკა და უკრაინა,
მოაწერეს ხელი რა 1992 წლის 25 ივნისს სტამბულში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის დამაარსებელ სამიტის დეკლარაციას,
ადასტურებენ რა ზემოხსენებულ დოკუმენტში და ასევე 1992 წლის 25 ივნისის „ბოსფორის განცხადებაში“, 1995 წლის 30 ივნისის „BSEC–ის წევრი ქვეყნების უმაღლესი დონის შეხვედრის ბუქარესტის განცხადებაში“ და 1996 წლის 25 ოქტომბრის „BSEC–ის მონაწილე სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურთა მოსკოვის დეკლარაციაში“ განსაზღვრულ თანამშრომლობის პრინციპებისა და მიზნებისადმი ერთგულებას,
ხელმეორედ ადასტურებენ რა გაეროს წესდების, ჰელსინკის შემაჯამებელი აქტის, ახალი ევროპის პარიზის წესდების პრინციპების, ისევე როგორც საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ მიღებულ პრინციპებისა და წესების ერთგულებას,
სურთ რა, ხელი შეუწყონ უფრო ახლო და ხანგრძლივ თანამშრომლობას BSEC–ის რეგიონის ქვეყნებს შორის,
გაცნობიერებული აქვთ რა რეგიონული წამოწყებების მზარდი როლი და მნიშვნელობა წინსვლისათვის ხელის შეწყობაში და თანამედროვე ცხოვრების განსაზღვრაში,
კვლავ ადასტურებენ რა თავიანთ გადაწყვეტილებას, ერთობლივი ძალისხმევით მიაღწიონ მათი ხალხების კეთილდღეობას,
ანცობიერებენ რა დამფუძნებელი სახელმწიფოების პოტენციალს და ურთიერთმომგებიანი ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებს,
იზიარებენ რა გავრცელებულ შეხედუელბას იმის თაობაზე, რომ მათი რეგიონული თანამშრომლობა წარმოადგენს ადამიანის უფლებებსა და ძირითდ თავისუფლებებზე, ეკონომიკური თავისუფლების გზით მიღწეულ კეთილდრეობაზე, საზოგადოებრივ სამართალზე და საყოფელთაო უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე დაფუძნებულ ინტეგრაციის პროცესს ევროპაში, რომელიც ღიაა სხვა ქვეყნებთან, რეგიონულ ინიციატივებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთქმედებისათვის.
გადაწყვეტილი აქვთ რა, განავითარონ ეკონომიკური თანამშრომლობა, რათა დამფუძნებელმა სახელმწიფოების მიერ მსოფლიო ეკონომიკაში ინტეგრაციის უმაღლესი დონის მიღწევის საქმეში წვლილის შეტანა,
გამოხატავენ რა თავიანთი ქვეყნებისა და ხალხების სურვილს ეკონომიკური საქმიანობის სხვადასხვა სფეროებში კონსტრუქციული დანაყოფიერი თანამშრომლობისათვის BSEC–ის რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის და კეთილდღეობის დამკვიდრების მიზნით,
აღიარებენ რა, რომ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის წინსვლამ მისი დაარსების დღიდან გაზარდა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საერთაშოიროს დამართალსუბიექტობის განმტკიცების საჭირეობა,
სურთ რა, გადააქციონ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობა რეგიონულ ეკონომიკურ ორგანიზაციად,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
თავი 1. საერთო დებულებები
მუხლი 1🔗. ორგანიზაციის დაარსება
დამფუძნებელი წევრები აარსებენ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციას, რეგიონულ ეკონომიკური ორგანიზაციის სახით – შემდგომში ხსენებული, როგორც BSEC.
მუხლი 2🔗. განსაზღვრებები წინამდებარე წესდების მიზნებისათვის:
ა) „ორგანიზაცია“ ნიშნავს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციას, რომელიც შეიძლება ასევე მოხსენიებული იქნას, როგორც BSEC.
ბ) „დამფუძნებელი წევრები“ არიან ის სახელმწიფოები, რომლებმაც 1992 წლის 25 ივნისს სტამბულში ხელი მოაწერეს „შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის დეკლარაციას“.
გ) „დამკვირვებლები“ არიან სახელმწიფოები ან საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებსაც BSEC–ის მიერ მინიჭებული აქვთ დამკვირვებლის სტატუსი.
დ) „საერთაშორისო ორგანიზაციები“ ნიშნავს, სამთავრობო ან არასამთავრობო ორგანიზაციებს.
ე) „BSEC–ის რეგიონი“ ნიშნავს წევრი სახელმწიფოების ტერიტორიებს.
ვ) „დამხმარე ორგანოები“ ნიშნავს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს მიერ ან მისი ხელმძღანელობით დაარსებულ ნებისმიერ სამუშაო ჯგუფს, ექსპერტთა ჯგუფს, ოპერატიულ ჯგუფს, კომიტეტს ან სამსახურს.
ზ) „გენერალური მდივანი“ ნიშნავს BSEC–ის მუდმივი საერთაშორისო სამდივნოს გენერალურ მდივანს.
თ) „თავმჯდომარე“ არის წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ასრულებს თავმჯდომარის მოვალეობას BSEC–ის სხდომებზე, ან ამ სახელმწიფოს მთავრობის მიერ ამ მიზნით დანიშნული სხვა მინისტრი.
ი) „ტროიკა“ ნიშნავს სისტემას, რომელიც შედგება BSEC–ის ამჟამინდელი თვმჯდომარისაგანა, წინა და მომავალი თავმჯდომარეებისაგან ან მათი წარმომადგენლებისაგან.
კ) „საპროცედურო წესები“ ნიშნავს BSEC–ის საპროცედურო წესებს.
თავი 2. პრინციპები და თანამშრომლობის სფეროები
მუხლი 3🔗. პრინციპები და მიზნები
შემდეგი პრინციპები და მიზნები შეიძლება წახალისებულ იქნან BSEC–ის საქმიანობის სხვადასხვა დონეზე:
ა) იმოქმედოს მეგობრული და კეთილმეზობლური სულისკვეთბით და გააძლიეროს ნდობა, ურთიერთობა და თანამშრომლობა წევრ სახელმწიფოებს შორის;
ბ) კიდევ უფრო განავითაროს და მრავალფეროვანი გახადოს საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და წესებზე დაფუძნებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობა;
გ) მიიღოს ზომები საქმიანი გარემოს გაუმჯობესებისათვის და ეკონომიკური თანამშრომლობის პროცესში პირდაპირ ჩართული კომპანიებისა და საწარმოების ინდივიდუალური და კოლექტიური ინიციატივის ხელშეწყობისათვის.
დ) განავითაროს ეკონომიკური თანამშრომლობა ისეთნაირად, რომ იგი არ დაუპირისპირდეს წევრი სახელმწიფოების საერთაშორისო მოვალეობებს, მათ შორის ისეთებს, რომლებიც გამომდინარეობენ საერთაშორისო ორგანიზაციებში ან ინსტიტუტებში წევრობიდან და არ შეუშალოს ხელი მესამე მხარესთან მათი ურთიერთობის განვითარებას;
ე) მხედველობაში მიიღოს საქმიანობაში ჩართული წევრი ქვეყნების სპეციფიკური ეკონომიკური პირობები და ინტერესები;
ვ) შემდგომშიც წაახალისოს სხვა დაინტერესებული ქვეყნების საერთაშორისო ეკონომიკური და ფინანსური ინსტიტუტების, ისევრ, როგორც საწარმოებისა და კომპანიების მონაწილეობა BSEC–ის ეკონომიკური თანამშრომლობის პროცესში.
მუხლი 4🔗. თანამშრომლობის სფეროები
დადგენილი პრინციპების თანახმად და თავიანთი ეროვნული ეკონომიკისა და ხალხის სოციალური კეთილდღეობის უწყვეტი ზრდის მისაღწევად, საკუთარი ბუნებრივი და სხვა რესურსების უფრო ეფექტურად გამოყენების მიზნით წევრი სახელმწიფოები ითანამშრომლებენ შემდეგ სფეროში: ვაჭრობისა და ეკონომიკის განვითარება; საბანკო და საფინანსო საქმე; კავშირგაბმულობა; ენერგეტიკა, ტრანსპორტი; სოფლის მეურნეობა; ჯანრმთელობის დაცვა და ფარმაცევტიკა; გარემოს დაცვა; ტურიმზი; მეცნიერება და ტქნიკა; სტატისტიკური მონაცემებისა და ეკონომიკურიინფორმაციის გაცვლა; თანამშრომლობა საბაჟოებსა და სხვა სასაზღვრო ორგანოებს შორის; ადამიანური ურთიერთობები; ორგანიზებული დანაშაულის, ნარკოტიტებით, იარაღითა და რადიოაქტიური ნივთიერებებით უკანონო ვაჭრობის, ტეროტიზმისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა ან ამასთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი სფერო, საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად.
თავი 3. მონაწილეობა
მუხლი 5🔗. წევრობა
BSEC–ის წევრები არიან ამ წესდების მონაწილე მხარეები.
მუხლი 6🔗. მიღება
BSEC–ში გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერ ქვეყანას, რომელსაც სურს გახდეს მისი წევრი და შეუძლია წინამდებარე წესდებაში დადგენილი BSEC–ის პრინციპებისა და მიზნების შესრულება.
გაწევრიანების მოთხოვნები, საპროცედურო წესების თანახმად, წარედგინება საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს – შემდეგში ხსენებული, როგორც „საბჭო“, განსახილველად და დასამტკიცებლად.
მუხლი 7🔗. გამოსვლა
ნებისმიერ წევრ სახელმწიფოს შეუძლია BSEC–იდან გამოსვლა მას შემდეგ, რაც თავის გადაწყვეტილებას აცნობებს BSEC–ის მუდმვი საერთაშორისო სამდივნოს გენერალურ მდივანს.
გამოსვლა ძალაში შევა შტყობინებაში აღნიშნული თარიღიდან. რაც შეეხება ფინანსურ ვალდებულებებს, ამგვარი გამოსვლა განხორციელდება იმ ფინანსური წლის ბოლოს, როდესაც წარდგენილი იქნება შეტყობინება.
მუხლი 8🔗. დამკვირვებლის სტატუსი
BSEC–ში დამკვირვებლის სტატუსი მოთხოვნის მიხედვით მიენიჭება ნებისმიერ სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც გამოხატავს მზადყოფნას BSEC–ის საქმიანობაში პრაქტიკული და მნიშვნელოვანი წვლილის შესატანად.
დამკვირვებლის სტატუსი შეიძლება მიენიჭოთ, დროებით ან სამუდამოდ შეუწყდეთ საბჭოს მიერ საპროცედურო წესების შესაბამისად.
მუხლი 9🔗. ურთიერთობები მესამე მხარესთან
BSEC ხელს შეუწყობს მესამე მხარესთან (სახელმწიფოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ინსტიტუტებთან) ურთიერთობებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ურთიერთინტერესში მყოფ სხვადასხვა საკითხებში თანამშრომლობით:
ა) დიალოგი დროებითი ურთიერთგაცვლისა და კონსულტაციების ფარგლებში.
ბ) სექტორული დიალოგი; სპეციფიკური საკითხების განხილვის შეხვედრაზე დასწრების შესაძლებლობა.
გ) სტუმრების მოწვევა; რაც წარმოადგენს BSEC–ის სხდომებზე დასწრების შესაძლებლობას თავმჯდომარის მოწვევითა და ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობით.
დიალოგი და სექტორული დიალოგი შეიძლება დაშვებულ იქნას საბჭოს რეზოლუციის თანახმად.
თავი 4. შეხვედრები უმაღლეს დონეზე
მუხლი 10🔗.
წევრ–სახელმწიფოთა მთავრობათა და სახელმწიფოთა მეთაურები შეხვდებიან ერთმანეთს საჭიროების შემთხვევაში.
თავი 5. მთავარი და დამხმარე ორგანოები
მუხლი 11🔗
საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო
საბჭო არის BSEC–ის მთავარი გადაწყვეტილებების მიმღები ორგანო, რომელიც BSEC–ის მიზნების ფარგლებში იღებს გადაწყვეტიელბებს:
ა) იღებს გადაწყვეტილებებს BSEC–ის ფარგლებში საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხებზე;
ბ) იხილავს დამხმარე ორგანოების მიერ წარდგენილ ყველა საკითხს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს;
გ) იღებს გადაწყვეტილებებს წევრობისა და დამკვირვებლის სტატუსის მინიჭების შესახებ;
დ) ამტკიცებს და შეაქვს ცვლილებები საპროცედურო წესებში;
ე) აარსებს დამხმარე ორგანოებს BSEC–ის ფარგლებში, აძლევს დავალებებს, განსაზღვრავს, შეაქვს ცვლილებები ან წყვეტს მათ მანდატს;
ვ) იხილავს ნებისმიერ სხვა საკითხს.
მუხლი 12🔗. დამხმარე ორგანოები
საბჭოს შეუძლია დააარსოს დამხმარე ორგანოები.
დამხმარე ორგანოები მოქმედებენ საბჭოს მიერ განსაზღვრული მანდატით, ადგენენ ერთობლივ პროექტებს და შესაბამის სფეროში თვალს ადევნებენ ამგვარი პროექტ/საქმიანობების განხორციელებას.
დამხმარე ორგანოები საბჭოს განსახილველად წარუდგენენ მოხსენებებს მათი საქმიანობის პროგრესის თაობაზე და ასევე შესაბამის რეკომენდაციებს.
მუხლი 13🔗. თავმჯდომარე
თავმჯდომარე კოორდინაციას უწევს BSEC–ის ფარგლებსი განხორციელებულ ყველა ქმედებას და უზრუნველყოფს BSEC–ის საქმიანობის სათანადო წარმოებას და ასევე მიღებული რეზოლუციებისა და გადაწყვეტილებების განხორციელებას.
თავმჯდომარეობა ინგლისური ანბანის მიხედვით გადაიცემა ექვს თვეში ერთხელ.
თუ ერთ–ერთი წევრი სახელმწიფო უარს იტყვის თავმჯდომარეობაზე, მას თავის თავზე იღებს მომდევნო წევრი სახელმწიფო.
მუხლი 14🔗. ტროიკას სისტემა
თავმჯდომარის მოთხოვნის საფუძველზე ტროიკა აწყობს შეხვედრას შესაბამის დონეზე, რათა ერთმანეთს გაუზიარონ შეხედულებები BSEC–ის მიმდინარე და სამომავლო მოქმედებებზე და ასევე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ინსტიტუტებთან ურთიერთობის შესახებ.
მუხლი 15🔗. უფროსი თანამდებობის პირთა კომიტეტი
უფროსი თანამდებობის პირთა კომიტეტს, რომელიც წარმოადგენს წევრ–სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრებს და მოქმედებენ მათი სახელით, აქვთ უფლება განახორცეილონ შემდეგი:
ა) შეამოწმოს დამხმარე ორგანოების საქმიანობა, შეაფასოს საბჭოს მიერ მიღბული რეკომენდაციებისა და გადაწყვეტილებების სისრულეში მოყვანა და შეიმუშაოს რეკომენდაციები და შემოთავაზებული წინადადებები საბჭოსთვის წარსადგენად;
ბ) განიხილოს საკითხები, რომლებიც შეეხება BSEC–თან დაკავშირებულ ორგანოებთან კოორდინაციასა და თანამშრომლობას, აცნობოს საბჭოს ამ საკითხების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები და წინადადებები;
გ) შისწავლოს BSEC–ის საქმიანობის საროგანიზაციო ასპექტები, მიიღოს მონაწილეობა ღონისძიებათა კალენდრის წინასწარ შემუშავებაში, მიიღოს გადაწყვეტილებები შესაბამის საკითხებზე გარდა იმ საკითხებისა, რომლებიც შედის საბჭოს და თავმჯდომარის კომპეტენციაში;
დ) წარუდგინოს საბჭოს დასამტკიცებლად BSEC–ის ყოველწლიური ბიუჯეტი;
ე) შეადგინოს ექსპერტების სპეციალიზებული ქვე–ჯგუფი, რათა განხორციელდეს ბიუჯეტის შემოწმება.
მუხლი 16🔗. მუდმივი საერთაშოირო სამდივნო (PERMIS)
სამდივნო მომსახურეობა შესრულდება ამ მიზნისათვის დაარსებულ, BSEC–ის მუდმივი საერთაშორისო სამდივნოს მიერ – შემდგომში PERMIS–ად წოდებული.
BSEC–ის მუდმივი საერთაშორისო სამდივნო (PERMIS) მდებარეობს სტამბულში, თურქეთის რესპუბლიკაში.
PERMIS ფუნქციონირებს BSEC–ის თავმჯდომარის ხელმძღვანელობის ქვეშ. ხელმძღვანელობა ხორციელდება გენერალური მდივნის მიერ.
PERMIS–ის მომსახურე პერსონალი თავიანთ მოვალეობებს ასრულებენ როგორც საერთაშორისო ოფიციალური პირები BSEC–ის პრინციპებისა და მიზნების საკადრისი პატივისცემით. მათი ქმედებები ყოველთვის უნდა შეესაბამებოდეს პატიოსნებისა და მიუკერძოებლობის პრინციპებს, რაც აუცილებელია მათი საქმიანობისათვის.
PERMIS–ის მომსახურე პერსონალი თავიანთი მოვალეობების შესრულებისას არ ეძიებენ და არ მიიღებენ დირექტივებს BSEC–ის არა წევრი ქვეყნის მთავრობის ან სხვა ხელისუფლებისგან. მათ თავი უნდა შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისაგან, რაც ჩრდილს მიაყენებს მათ, როგორც მხოლოდ ორგანიზაციის წინაშე პასუხისმგებელ საერთაშორისო მოხელეებს.
თავი 6. ქვორუმი და გადაწყვეტილების მიღება.
მუხლი 17🔗. ქვორუმი
საბჭოს ქვორუმი უნდა შეადგენდეს წევრ–სახელმწიფოთა 2/3–ს.
მუხლი 18🔗. გადაწყვეტილების მიღება
გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი დაწესებულია საპროცედურო წესებით. საბჭო შეეცდება მიაღწიოს კონსენსუსს ყველა საკითხზე. კონსენსუსი ზოგიერთ საკითხზე იძულებითია, როგორც ეს განსაზღვრულია საპროცედურო წესებში.
თავი 7. BSEC–თან დაკავშირებული ორგანოები
მუხლი 19🔗. ძირითადი პირობები
BSEC–თან დაკავშირებული ორგანოები შეასრულებენ თავიანთ დანიშნულებებს თავისი ძირითადი ინსტრუმენტებისა და 1992 წლის 25 ივნისს მიღებულ „შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის დეკლარაციაში“ და ამ წესდებაში ასახული BSEC–ის პრინციპების შესაბამისად.
მუხლი 20🔗. შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეა (PABSEC)
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეა (PABSEC), წარმოადგენს წევრი სახელმწიფოების ეროვნულ პარლამენტს, კონსულტაციების საფუძველზე უზრუნველყოფს შავი ზღვის თანამშრომლობის პროცესის მხარდაჭერას.
BSEC მჭიდროდ ითანამშრომლებს PABSEC–თან BSEC–ის მიზნების განხორციელების საქმეში.
BSEC–PABSEC–ის ურთიერთობები დაფუძნებული იქნება 1992 წლის 25 ივნისს, სტამბულში მიღებულ „შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის დეკლარაციის“, სხვა უმაღლესი დონის შეხვედრების გადაწყვეტილებებზე და ასევე „შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის დაარსების დეკლარაციაზე“, რომელიც მიღებულ იქნა სტამბულში 1993 წლის 26 თებერვალს.
მუხლი 21🔗. BSEC–ის ბიზნეს საბჭო
BSEC–ის ბიზნეს საბჭო, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, შედგება BSEC–ის წევრი სახელმწიფოების ბიზნეს გაერთიანებების წარმომადგენლებისაგან.
ბიზნეს საბჭოს ანგარიშები შეიძლება წარედგინოს საბჭოს ინფორმაციისათვის და თუ საჭიროა, შესაბამისი მოქმედებისათვის.
მუხლი 22🔗. შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითრების ბანკი (BSTDB)
წევრმა სახელმწიფოებმა, თბილისში, 1994 წლის 30 ივნისს დადებულ „შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითრების ბანკის დაარსების შეთანხმებიტ“ დაარსეს BSTDB.
ბანკის მიზანი იქნება წვლილი შეიტანოს წევრი სახელმწიფოების გარდამავალ პროცესში, რათა უზრუნველყონ რეგიონში მცხოვრები ხალხის ეკონომიკური აღმავლობა, ხელი შეუწყოს და დააფინანსოს რეგიონული პროექტები, მოახდინოს წევრი სახელმწიფოების საზოგადო და კერძო სექტორების პროექტების საბანკო მომსახურეობის უზრუნველყოფა და ხელი შეუწყოს წევრ სახელმწიფოებს შორის სავაჭრო საქმიანობებს BSTDB–ის დაარსების შეთანხმების დებულებების შესაბამისად.
მუხლი 23🔗. მეცნიერული თანამშრომლობა
BSEC ხელს შეუწყობს წევრი სახელმწიფოების მეცნიერულ გაერთიანებებს, სწავლულებსა და მეცნიერებს შორის თანამშრომლობას იმ მიზნით, რომ განავითაროს BSEC–ის პრინციპები და მიზნები მათი კომპეტენციის ფარგლებში.
მუხლი 24🔗. BSEC–ის ქვედანაყოფები
BSEC–ის ქვედანაყოფები შექმნილია საბჭოს თანხმობით თანამშრომლობის სპეციფიკურ სფეროებში ყველა დაინტერესებული წევრი სახელმწიფოების მიმსახურების მიზნით.
სათანადო ქვედანაყოფები იმუშავებენ მჭიდრო კავშირით BSEC–ის შესაბამის დაქვემდებარებულ ორგანოებთან, მათი საქმიანობის სპეციფიკური სფეროს თანახმად.
ქვედანაყოფების საქმიანობების შედეგები კონსულტაციური ხასიათისაა.
თავი 8. ფინანსური დებულებები
მუხლი 25🔗. ორგანიზაციის ბიუჯეტი
BSEC–ის ბიუჯეტი შედგება წევრი სახელმწიფოების ფინანსური შენატანებით, რომელიც განსაზღვრულია საბჭოს შესაბამისი რეზოულუციებით.
ბიუჯეტის ანგარიშგების შემოწმება და დადასტურება მოხდეა ყოველწლიურად. ფინანსური წელი გაგრძელდება 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე.
ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობა წარედგინება საბჭოს განსახილველად.
მუხლი 26🔗. ორგანიზაციისათვის ნებაყოფლობითი დახმარება
საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება შეიქმნას სპეციალური ფონდები. ამ მიზნისათვის, BSEC–ის წევრი სახელმწიფოებიდან, სახელმწიფოების ჯგუფიდან, დამკვირევებელთა მხრიდან, მესამე მხარეების – დონორების მხრიდან ნებაყოფლობითი დახმარება, რომელიც შეესაბამება BSEC–ის პრინციპებსა და მიზნებს, მისასალმებელია.
თითოეულ სპეციალურ ფონდს წარმართავს საბჭოს მიერ ასეთი ფონდისათვის მიღებული წესები და ინსტრუქციები.
თავი 9. იურიდული დებულებები
მუხლი 27🔗. სამართლებრივი კომპეტენცია
BSEC, შეიძენს იურიდული პირის სტატუსს და ისარგებლებს შემდეგი უფლებებით:
ა) ხელშეკრულების დადება;
ბ) უძრავი და მოძრავი ქონების შეძენა და განლაგება;
გ) იურიდიული პროცედურების წამოწყება.
მუხლი 28🔗. პრივილეგიები და იმუნიტეტები
BSEC, მისი ოფიციალური პირები და წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები, წევრი სახელმწიფოების ტერიტორიებზე ისარგებლებენ „გაერთიანებული ერების პრივილეგიებისა და იმუნიტეტების კონვენციაში“ განსაზღვრული პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით, რომლებიც აუცილებელია მათი მოვალეობების დამოუკიდებლად განხორციელებისათვის BSEC–ის პრინციპებისა და მიზნების შესაბამისად.
PERMIS-ის ოფიციალური პირები და წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები, რომლებიც არიან მასპინძელი ქვეყნის მოქალაქეები ან მუდმივი მცხოვრებელები, ისარგებლებენ მხოლოდ ხელშეუხებლობისა და იურისდიქციის იმუნიტეტით მათი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს.
წევრი სახელმწიფოები დადებენ დამატებით ოქმს BSEC–ისა და PERMIS–ის მომსახურე პერსონალის პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ.
მუხლი 29🔗. უთანხმოების მოგვარება
ორ ან მეტ წევრ სახელმწიფოს შორის უთანხმოების შემთხვევაში, რომელიც ეხება ამ წესდების გნმარტებასა და გამოყენებას, მხარეები ჩაატარებენ კონსულტაციებს და საჭიროების შემთხვევაში, ეს საქმე განსახილველად და შესაბამისი ქმედებების მისაღებად გადაეცემა საბჭოს.
მუხლი 30🔗. შესწორებანი
ნებისმიე წევრ სახელმწიფოს შეუძლია წამოაყენოს ამ წესდებაში შესატანი შესწორებანი.
ნებისმიერი შეთავაზებული შესწორებების ტექსტი წევრ სახელმწიფოებს შორის გავრცელდება PERMIS–ის მეშვეობით და გადაეცემა საბჭოს განსახილველად და დასამტკიცებლად.
ამ წესდების შესწორებანი, დამტკიცებული ზემოთ მოცემული მე–2 პარაგრაფის შესაბამისად, დაექვემდებარება რატიფიკაციას, მიღებასა და დამტკიცებას წევრი სახელმწიფოების მხრიდან და ძალაში შევა 33–ე მუხლში მოყვანილი პროცედურის თანახმად.
თავი 10. საბოლოო დებულებები
მუხლი 31🔗. ხელმოწერა, რატიფიკაცია, მიღება, დამტკიცება და შესვლა
ეს წესდება ექვემდებარება BSEC–ის დამფუზნებელი წევრი ქვეყნების მიერ ხელმოწერას, რატიფიკაციას, მიღებას და დამტკიცებას.
ეს წესდება, ღიაა ნებისმიერი არახელმომწერი სახელმწიფოს შეერთებისათვის, ამავე წესდების დებულებების შესაბამისად.
რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების და შესვლის დოკუმენტები შესანახად გადაეცემა დეპოზიტარს.
მუხლი 32🔗. დამატებითი შენიშვნები
ამ წესდებას არ შეიძლება გაუკეთდეს არანაირი დათქმები.
მუხლი 33🔗. ძალაში შესვლა
ეს წესდება ძალაში შევა ცხრა დამაარსებლის მიერ რატიფიკაციის, მიღების ან მოწონების სიგელის დეპოზიტარისათვის შესანახად ჩაბარების თარიღიდან მომდევნო თვის პირველ დღეს.
ყოველი სახელმწიფოსათვის, რომელიც მოახდენს ამ წესდების რატიფიკაციას, მიიღებს, მოიწონებს ან დაეთანმხება მას მისი ძალაში შესვლის შემდეგ, რაც განსაზღვრულია პირველ აბზაცში, წესდება ძალაში შევა ამ სახელმწიფოს მიერ მისი შესაბამისი სიგელების შესანახად გადაცემის თარიღიდან.
მუხლი 34🔗. დეპოზიტარი
მუდმივი საერთაშორისო სამდივნო (PERMIS) წარმოადგენს ამ წესდების დეპოზიტარს.
ამ წესდების დედანი, ერთი ასლი, შესრულებული ინგლისურ ენაზე, შესანახად გადაეცემა PERMIS–ს, როგორც დეპოზიტარს.
ამის დასტურად, შესაბამისი უფლებებით აღჭურვილი ქვემორე ხელის მომწერები ხელს აწერენ ამ წესდებას.
შესრულებულია 1997 წლის –––––––––––––––––––––––
(ხელმოწერები)