შეთანხმება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური, სპეციალური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა უვიზო ურთიერთმგზავრობის შესახებ
მიღების თარიღი 03.06.1999
ძალაში შესვლა 03.06.1999
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 430003000.00.000.000268
გამოქვეყნების წყარო სსმ, 4(9), 10/07/1999
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური, სპეციალური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა უვიზო ურთიერთმგზავრობის შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;}
div.Section1 {page:Section1;}
შეთანხმება
საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური, სპეციალური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა უვიზო ურთიერთმგზავრობის შესახებ
საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში „ხელშემკვრელ მხარეებად“ წოდებულნი,
სურთ რა გააადვილონ ორ ქვეყანას შორის მათი მოქალაქეების შესვლა, გასვლა და გადაადგილება,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
ხელშემკვრელი მხარეების დიპლომატიური, სპეციალური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელ მოქალაქეებს უფლება აქვთ უვიზოდ შევიდნენ, გავიდნენ და ტრანზიტით გაიარონ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე. მათ უფლება აქვთ იმყოფებოდნენ ჩასვლიდან ოცდაათი დღის განმავლობაში, მაგრამ არაუმეტეს ოთხმოცდაათი დღისა ერთი კალენდარული წლის განმავლობაში.
მუხლი 2🔗
ორივე ხელშემკვრელი მხარის ქვეყნებში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულებების და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლები, ასევე მათი ოჯახების წევრები, რომლებიც ფლობენ დიპლომატიურ, სპეციალურ და სამსახურებრივ პასპორტებს, უფლება აქვთ უვიზოდ შევიდნენ მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე.
მუხლი 3🔗
ხელშემკვრელი მხარეების დიპლომატიური, სპეციალური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი მოქალაქეების მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შესვლა და გასვლა ხორციელდება ორივე ქვეყნის საერთაშორისო მიმოსვლისათვის ნებადართული პუნქტებიდან.
მუხლი 4🔗
აღნიშნული შეთანხმება არ ათავისუფლებს ხელშემკვრელი მხარეების დიპლომატიური, სპეციალური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელ მოქალაქეებს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მოქმედი კანონებისა და წესების დაცვის ვალდებულებისაგან. მეორე მხრივ, იგი უფლებას აძლევს ორივე ხელშემკვრელ მხარეს უარი უთხრას მეორე ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლაზე და/ან მის ტერიტორიაზე დარჩენაზე, თუ მათი მოქმედება ეწინააღმდეგება ამ ქვეყანაში მოქმედ კანონებს და/ან წესებს.
მუხლი 5🔗
ეს შეთანხმება არ ახდენს გავლენას ძირითადი ხასიათის შიდა კანონმდებლობასა და წესებზე, რომლებიც დაკავშირებულია ორივე ქვეყნის შიდა უსაფრთხოებასთან და არეგულირებენ უცხოელთა ქვეყანაში შესვლას, გასვლას და გადაადგილებას.
მუხლი 6🔗
1. ხელშემკვრელი მხარეები დიპლომატიური არხების მეშვეობით გაცვლიან დიპლომატიური, სპეციალური და სამსახურებრივი პასპორტების ნიმუშებს.
2. ისინი პასპორტებთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილებების შესახებ აცნობებენ ერთმანეთს მათი ძალაში შესვლამდე სამოცი დღით ადრე.
მუხლი 7🔗
წინამდებრე შეთანხმება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
ეს შეთანხმება ძალაშია განუსაზღვრელი ვადით, ვიდრე ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარე 30 დღით ადრე წერილობით დიპლომატიური არხებით არ აცნობებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს თავის გადაწყვეტილებას აღნიშნული შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ.
შესრულებულია ქ. კაიროში, 1999 წლის 03 ივნისს, ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ, არაბულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი ავთენტურია. თარგმანს შორის განსხვავების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს აღმასრულებელი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის
ხელისუფლების სახელით მთავრობის სახელით
ირაკლი მენაღარიშვილი ამრ მუსა
საქართველოს საგარეო ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის
საქმეთა მინისტრი საგარეო საქმეთა მინისტრი