„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე იმ შენობა-ნაგებობების სახეობების ჩამონათვალისა და ტერიტორიული ზონების განსაზღვრის შესახებ, სადაც აკრძალულია ან/და შესაძლებელია ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობა“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 20 მაისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№53
სარეგისტრაციო კოდი
370060000.35.132.016080
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111004002, 10/10/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №53

2011 წლის 30სექტემბერი

ქ. ბათუმი

„თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე იმ შენობა-ნაგებობების სახეობების ჩამონათვალისა და ტერიტორიული ზონების განსაზღვრის შესახებ, სადაც აკრძალულია ან/და შესაძლებელია ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობა“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 20 მაისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

მუხლი 1. „თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე იმ შენობა-ნაგებობების სახეობების ჩამონათვალისა და ტერიტორიული ზონების განსაზღვრის შესახებ, სადაც აკრძალულია ან/და შესაძლებელია ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობა“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 20 მაისის №22 დადგენილებაში (სსმ, 30.05.2011) შევიდეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. ტერიტორიული ზონები, სადაც შესაძლებელია ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობა

თვითმმართველი ქ. ბათუმის ტერიტორიაზე ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობა დასაშვებია ჰაიდარ აბაშიძის, ალექსანდრე პუშკინის, ალექსანდრე სულაბერიძისა და პეტრე ბაგრატიონის ქუჩებს შორის არსებულ ტერიტორიულ ზონაში და ამავე ზონის ტერიტორიაზე აღნიშნული ქუჩების ორივე მხარეს მდებარე ნებისმიერ შენობა-ნაგებობაში, თუ „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, წინამდებარე დადგენილებით ან/და სხვა ნორმატიულ აქტებით  რომელიმე შენობა-ნაგებობაში აკრძალუ­ლი არ არის ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობა.“;

ბ) დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი, სადაც შესაძლებელია ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობა

1. გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ ტერიტორიულ ზონაში მდებარე შენობა-ნაგებობებისა, ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობა დასაშვებია თვითმმართველი ქ. ბათუმის მთელ ტერიტორიაზე მდებარე სასტუმროებში და/ან სამორინეებში, ხოლო შენობა-ნაგებობათა მრავალფუნქციურობის შემთხვევაში მხოლოდ უშუალოდ სასტუმროსა და/ან სამორინისათვის განკუთვნილ ფართში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობა თვითმმართველი ქ. ბათუმის მთელ ტერიტორიაზე მდებარე სასტუმროებში დასაშვებია, თუ სასტუმროს აქვს არანაკლებ 20 სასტუმრო ნომერი.“.

მუხლი 2. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30), უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში.

მუხლი 3. წინამდებარე დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                 გ. კირთაძე