განცხადება მეორე აუქციონის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111004007, 05/10/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

                                          განცხადება მე-2აუქციონის ჩატარების შესახებ

 

  ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 17 ნოემბრის №2/8514 -10 სასამართლოს სხდომის ოქმის საფუძველზე დანიშნული შპს „ნავთობსადენების სამშენებლო კომპანიის” გაკოტრების მმართველი ვლადიმერ სალაძე გაცნობებთ, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” კანონის მოთხოვნათა შესაბამისად,  2011 წლის 19 ოქტომბერს ვნიშნავ მე-2 აუქციონს შპს „ნავთობსადენების სამშენებლო კომპანიის“  2  ლოტადუძრავ-მოძრავი I ქონებისრეალიზაციათან დაკავშირებით.

აუქციონი ჩატარდება ორ ლოტად: პირველი ლოტი უძრავ ქონებაზე და მეორე ლოტი მოძრავ ქონებაზე (ნივთები, ავტომობილები).

 უძრავი ქონება:

     1. გარდაბნის რაიონი, სოფელი გაჩიანი, სექტორი ადთაკლია, ნაკვეთის საკადასტრო კოდია №810609121, ფართით 15892 კვ.მ მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით.

     მოძრავი ქონება:

     2. მსუბუქი ავტომობილი BMW 5201.

3. ავტოჩამტვირთველი „ზეტელმეიერი” ზლ-4002.

4. ტატრა 815-253 (ბეტონმრევი).

5. ტატრა 815-253 (თვითმცლელი).

6. კამაზი 5511  (თვითმცლელი).

7. კავზი 3270 (საშუალო ტევადობის ავტობუსი).

8. კრაზი 256ბ1 (თვითმცლელი).

9. მაზი  5334 (სპეციალიზებული).

10.  უაზი 3303-01 (ბორტიანი).

11. გაზ 53.

12. ვაზ 21213  (მსუბუქი მაღალი გამავლობის).

13. ავტოკრანი (კრაზ მკატ-40).

     14.  „მუხლუხება“ ამწე რდკ.

15.  ავტოკრანი ზილ 133 კს 3575 ა.

16.  ტატრა თვითმცლელი.

17. კომპიუტერი.

18. ფაქსი „პანასონიკი”.

19. კომპიუტერი.

20. ბეტონის ნასოსი „ტურბოსოლ”.

21. საოფისე ავეჯი.

22. კომპიუტერი პ4/256მბ/40გბ.

23. იუპიესი 500.

24.  ნოუთბუქი სიმენსი პილ 505.

25. სეიფი.

26. ძიპ პრივ 250 მბ უესბი ექსტ.

     27. კომპიუტერული სისტემა სვიჩ.

28.  ლამინატორი.

 

შენიშვნა: უძრავ-მოძრავი ქონების მახასიათებლების შესახებ ინფორმაციის თაობაზე შეგიძლიათ მიმართოთ გაკოტრების მმართველს.

აუქციონზე ქონება იყიდება 2 ლოტად, აუქონზე გასატანი უძრავ-მოძრავი ქონების საერთო ღირებულება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” კან ო ნის 38.10 მუხლის შესაბამისად შეადგენს 232 352.25 ლარს.

შემძენის მიერ თანხის 1/3-ის გადახდა უნდა მოხდეს აუქციონის ჩატარების დღესვე, ხოლო დარ ჩ ენილი 2/3-ის – აუქციონის ჩატარებიდან 7 დღის ვადაში.

 აუქციონში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ განაცხადი აუქციონში მონაწილეობის შესახებ არა უგვიანეს 2011 წლის 19 ოქტომბრამდე, ქ. თბილისში, დიღმის მასივი, მე-6 კვარტალი, 22 ა კორპუსი, ბინა №37, 10-დან 18 სთ-მდე. განცხადებას უნდა დაერთოს პირადობის მოწმობა (ფიზიკური პირის შემთხვევაში), ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, თუ იგი მოქმედებს სხვა პირის სახელით. იურიდიული პირები დამატებით წარმოადგენენ სადამფუძნებლო დოკუმენტაციას და ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან.

ა უქციონი ჩატარდება 2011 წლის 19 ოქტომბერს17 საათზე, ქ. თბილისში, დიღმის მასივი,     მე-6 კვარტალი, 22 ა კორპუსი, ბინა 37.

აუქციონზე გამარჯვებულად გამოცხადდება ის პირი, ვინც გადაიხდის აუქციონზე გასატანი უძრავ-მოძრავი ქონების საერთო ღირებულების შესაბამისად მაქსიმალურ თანხას.

დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ შპს „ნავთობსადენის სამშენებლო კომპანიის” გაკოტრების მმართველს ვლადიმერ სალაძეს –  ქ. თბილისი, დიღმის მასივი, მე-6 კვარტალი, 22 ა კორპუსი, ბინა №37, 10-დან 18 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა. ტ ელეფონი: 577 73 59 03.

განმცხადებელი

შპს „ნავთობსადენების სამშენებლო კომპანიის“

გაკოტრების მმართველი              ვ. სალაძე

 

4.10.2011 წ.

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „განცხადება მეორე აუქციონის შესახებ“?
დიახ, განცხადება „განცხადება მეორე აუქციონის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.10.2011.
როდის იქნა მიღებული „განცხადება მეორე აუქციონის შესახებ“?
„განცხადება მეორე აუქციონის შესახებ“ მიღებულია 04.10.2011. მიმღები ორგანო — შპს „ნავთობსადენების სამშენებლო კომპანია“. დოკუმენტის ნომერი — №0.
სად არის „განცხადება მეორე აუქციონის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.10.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

განცხადება „განცხადება მეორე აუქციონის შესახებ“, №0, 04.10.2011 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.10.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1485082/