განჩინება შ.პ.ს. ,,ბლექ სი ინვესტის’’ რეაბილიტაციის მმართველად ვლადიმერ სალაძის დანიშვნის და რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადების ვადის განსაზღვრის შესახებ კრედიტორთა გადაწყვეტილების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
№2/647-11წ.

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ.პ.ს. ,,ბლექ სი ინვესტის’’ რეაბილიტაციის მმართველ ად ვლადიმერ სალაძის დანიშვნის და რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადების ვად ის განსაზღვრის შესახებ კ რედიტორთა გადაწყვეტილებ ი ს დამტკიცების თაობაზე
28 სექტემბერი, 2011წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გოჩა აბუსერიძემ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შ.პ.ს. ,,ბლექ სი ინვესტის’’ რეაბილიტაციის მმართველის თანამდებობაზე ვლადიმერ სალაძის დანიშვნის და რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადების ვად ის განსაზღვრის შესახებ კრედიტორთა გადაწყვეტილების დამტკიცების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011წლის20 მაისის განჩინებით შ.პ.ს. ,,ბლექ სი ინვესტის“ მიმართ გაიხსნა გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.
2011 წლის 12 სექტემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლო ს განჩინების საფუძველზე მომრიგებელი საბჭოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შესაბამისად დაიწყო შ.პ.ს. ,,ბლექ სი ინვესტის“ მიმართ რეაბილიტაციის საქმის წარმოება, ამასთან განემარტა კრედიტორებს, რომ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 3 დღის განმავლობაში უნდა დაენიშნათ რეაბილიტაციის მმართველი და გ ანესაზღვრათ რეაბილიტაციის გეგმის მომზადების ვადა.
ზემოაღნიშნული განჩინება გამოქვეყნდა საქართველოს საკონმდებლო მაცნეში 2011 წლის 22 სექტემბრის რედაქციით.
2011 წლის 26 სექტემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში წარმოდგენილი იქნა შ.პ.ს. ,,ბლექ სი ინვესტის’’ კრედიტორების (ხმების საერთო რაოდენობის 51%-ზე მეტი) განცხადება რეაბილიტაციის მმართველად ვლადიმერ სალაძის დანიშვნის და რეაბილიტაციის გეგმის 60 დღით განსაზღვრის, ამასთან მომრიგებელი საბჭოს წევრად ნაცვლად ვლადიმერ სალაძისა თეიმურაზ ჯუსტიშვილის დანიშვნის თაობაზე;
სა სამართლ ომ განიხილა რა კრედიტორთა გადაწყვეტილება რეაბილატაციის მმართველის თანამდებობაზე რეაბილიტაციის მმართველად ვლადიმერ სალაძის დანიშვნის, რეაბილიტაციის გეგმის 60 დღით განსაზღვრის და მომრიგებელი საბჭოს წევრად ნაცვლად ვლადიმერ სალაძისა თეიმურაზ ჯუსტიშვილის დანიშვნის თაობაზე და მიიჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეაბილიტაციის პროცესს წარმართავს რეაბილიტაციის მმართველი;
ამავე მუხლის მეორე ნაწილი ს მიხედვით,რეაბილიტაციის მმართველს ნიშნავენ კრედიტორები რეაბილიტაციის შესახებ სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში. კრედიტორთა გადაწყვეტილებას განჩინებით ამტკიცებს სასამართლო.
დასახელებული მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, რეაბილიტაციის მმართველი შესაძლებელია იყოს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი. რეაბილიტაციის მმართველი უნდა იყოს მხარეთაგან დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, კეთილსინდისიერი (იურიდიული პირის შემთხვევაში – საქმიანი რეპუტაციის მქონე) პირი. რეაბილიტაციის მმართველად არ შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელიც ახორციელებს იმავე ან მსგავს საქმიანობას, როგორსაც მოვალე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ 45-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეაბილიტაციის გეგმის პროექტი უნდა მომზადდეს და მომრიგებელ საბჭოს განსახილველად უნდა წარედგინოს ამ კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული პროექტის მომზადების ვადის განმავლობაში.
დასახელებული მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადების ვადას განსაზღვრავენ კრედიტორები. იგი არ უნდა აღემატებოდეს 60 დღეს. რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადების ვადის გაგრძელება შესაძლებელია ხმათა სულ მცირე 51%-ზე მეტის მქონე კრედიტორების გადაწყვეტილებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოში წარმოდგენილ განცხადებას მხარს უჭერს შ.პ.ს. ,,ბლექ სი ინვესტის’’ კრედიტორების ხმების საერთო რაოდენობის 51%.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ არსებობს კრედიტორთა მიერ მიღებული გადაწყვეტილების დამტკიცების როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი საფუძვლები.
ასევე უნდა დაკმაყოფილდეს კრედიტორთა მოთხოვნა მომრიგებელი საბჭოს წევრად ნაცვლად ვლადიმერ სალაძისა და თემურ ჯუსტიშვილის დანიშვნის შესახებ, თანახმად „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“საქართველოს კანონის 32-ე მუხლისა.
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს კანონის „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ მე-4, მე-5, მე-7, 27-ე, 32-ე, 43-ე, 44-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დამტკიცდეს შ.პ.ს. ,,ბლექ სი ინვესტის’’რეაბილიტაციის მმართველის თანამდებობაზე ვლადიმერ სალაძის დანიშვნის შესახებ კრედიტორთა გადაწყვეტილება.
2. შ.პ.ს. ,,ბლექ სი ინვესტის’’რეაბილიტაციის მმართველის თანამდებობაზე დაინიშნოს ვლადიმერ სალაძე (პ/ნ 01015007041, ადვოკატთა ასოციაციის წევრი სიითი №2613/1; მცხ: ქ. თბილისი, გუდიაშვილის ქ. №7/2);
3. შ.პ.ს. ,,ბლექ სი ინვესტის’’ რეაბილიტაციის პროექტის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 60 (სამოცი) დღით ამ განჩინების გამოქვეყნებიდან;
4. მომრიგებელი საბჭოს წევრად ნაცვლად ვლადიმერ სალაძისა დაინიშნოს თეიმურაზ ჯუსტიშვილი.
5. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და სასამართლოს დაფაზე; ასევე რეგისტრაციის მიზნით გაეგზავნოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციის სამსახურს.
6.განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
მოსამართლე გოჩა აბუსერიძე