,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 იანვრის №11 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№583
სარეგისტრაციო კოდი
140080000.08.002.016331
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111004012, 04/10/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №583

2011 წლის 4 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის2005 წლის12 იანვრის№11 ბრძანებულებაში  ცვლილების შეტანის თაობაზე

1.    ,,ნორმატიული აქტების შესახებ”საქართველოს კანონის მე-20მუხლის შესაბამისად,,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ”საქართველოს პრეზიდენტის2005წლის12იანვრის№11ბრძანებულებაში(სსმIII,2005წ.,№3,მუხ.28)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა)    ბრძანებულების 41-ე, 42-ე და 43-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„41. დამტკიცდეს თანდართული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრის, საკონტრაქტო-პროფესიული და გრძელვადიანი კონტრაქტის საფუძველზე საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხულ მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების ნუსხა სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების მიხედვით (დანართი №1).

42.  დამტკიცდეს თანდართული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო სამსახურ ში მოკლევადიანი კონტრაქტის საფუძველზე ჩარიცხულ  მოსამსახურეთა  თანამდებობრივი სარგოების  ნუსხა (დანართი №2).

43.  დამტკიცდეს თანდართული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრის,საკონტრაქტო-პროფესიული და გრძელვადიანი კონტრაქტის საფუძველზე საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხულ მოსამსახურეთა სარგოების ნუსხა სპეციალური წოდებისათვის (დანართი №3).”;

ბ)    ბრძანებულების 52-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„52.სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის   მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლითა და სხვა სანივთე ქონებით უზრუნველყოფა,კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული სახეობებისა და სეზონურობის გათვალისწინებით,განხორციელდეს სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული მოხმარების (სარგებლობი ს)პერიოდულობის მიხედვით.კადრის,საკონტრაქტო-პროფესიული და გრძელვადიანი კონტრაქტის საფუძველზე საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხულ მოსამსახურეს, რომელიც, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, არ მოიხმარს სპეციალური ფორმის ტანსაცმელს,ეძლევა საკომპენსაციო თანხა წელიწადში 500ლარის ოდენობით,რომ ე ლი ც გა ი ცემა ყოველკვარტალურად,წლიური საკომპენსაციო თანხის ერთი მეოთხედის ოდენობით.ფორმის ტანსაცმლისა  და  სანივთე ქონებით უზრუნველყოფის კომპენსაცია არ ეძლევათ მოკლევადიანი კონტრაქტის საფუძველზე საკონტრაქტო სამსახურ ში ჩარიცხულ მოსამსახურეებს.”;

გ) ბრძანებულების 41-ე პუნქტით დამტკიცებული №1 დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრის, საკონტრაქტო-პროფესიული და გრძელვადიანი კონტრაქტის საფუძველზე საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხულ მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების ნუსხა სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების მიხედვით”;

დ)   ბრძანებულების 42-ე პუნქტით დამტკიცებული №2 დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო  სამსახურ ში მოკლევადიანი კონტრაქტის საფუძველზე ჩარიცხულ  მოსამსახურეთა  თანამდებობრივი სარგოების  ნუსხა”;

ე)ბრძანებულების 43-ე პუნქტით დამტკიცებული №3 დანართის:

ე.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრის,საკონტრაქტო-პროფესიული და გრძელვადიანი კონტრაქტის საფუძველზე საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხულ მოსამსახურეთა სარგოების ნუსხა სპეციალური წოდებისათვის”;

ე.ბ) შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შენიშვნა:  სპეციალური წოდებისათვის დაწესებული სარგოები არ ეძლევათ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო სამსახურში მოკლევადიანი კონტრაქტის საფუძველზე ჩარიცხულ მოსამსახურეებს.“.

2.ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 იანვრის №11 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 04.10.2011.
როდის იქნა მიღებული „,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 იანვრის №11 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
„,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 იანვრის №11 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 04.10.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №583. სარეგისტრაციო კოდი — 140080000.08.002.016331.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 იანვრის №11 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 იანვრის №11 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.10.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 იანვრის №11 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №583, 04.10.2011, სარეგისტრაციო კოდი 140080000.08.002.016331 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.10.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1485218/