⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (16.05.2013)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 04.10.2011
ძალის დაკარგვა 16.05.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი
ნომერი №14
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016088
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 111005011, 11/10/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,538 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.10.2011 მიღება
16.05.2013 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:AcadMtavr;} @font-face {font-family:LitMtavrPS; panose-1:0 0 0 0 0 0 0 0 0 0;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:AcadMtavr; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:14.15pt; line-height:115%; font-size:8.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} span.CharChar {mso-style-name:" Char Char"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.5in 45.0pt 1.0in 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის ბრძანება №1 4 2011 წლის 4 ოქტომბერი  ქ. თბილისი „ გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს „ გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“ თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 9 მარტის №8 ბრძანება. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გ. ხაჩიძე „ გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“ დებულება მუხლი 1🔗 „ გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“ დებულება (შემდგომში – დებულება) არეგულირებს გარემოზე ზემოქმედების შეფასებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. მუხლი 2🔗 გარემოზე ზემოქმედების შეფასების პრინციპებია: ა) დაგეგმილი საქმიანობის საპროექტო გადაწყვეტილებათა ტექნიკური, ტექნოლოგიური, ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური მაჩვენებლების კომპლექსური განხილვა; ბ) გარემოსდაცვითი ნორმების მოთხოვნების შესრულების უზრუნველსაყოფად საპროექტო გადაწყვეტილებათა ალტერნატიული ვარიანტების განხილვა; გ) ადგილობრივი ფაქტორების კომპლექსურად გათვალისწინება; დ) საჯაროობა და საზოგადოების მონაწილეობა; ე) გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესში გამოყენებული მეთოდიკების მართებულო ბა, მოპოვებული ინფორმაციის, აგრეთვე დასკვნების ობიექტურობა და დასაბუთებულობა. მუხლი 3🔗 1. გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურა წარმოადგენს კანონმდებლობით დადგენილი ჩამონათვალის მიხედვით განსაზღვრულ საქმიანობაზე დამასაბუთებელი დოკუმენტაციის შექმნისა და ამ საქმიანობაზე გარემოზე ზემოქმედების ნებართვის (შემდგომში – ნებართვა)/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიღების პროცესში გარემოზე ყოველგვარი მოსალოდნელი ზემოქმედების წყაროს, ხასიათისა და ხარისხის განსაზღვრას, აგრეთვე მათი ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური შედეგების ინტეგრირებულ შეფასებას. 2. გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის შედგენის პროცედურა ტარდება საქმიანობის განმახორციელებლის მიერ, მომავალი სამეურნეო განვითარების ეკოლოგიური და სოციალურ-ეკონომიკური წონასწორობის უზრუნველსაყოფად. იგი წინ უძღვის საქმიანობის განმახორციელებლის მიერ საქმიანობის მიზანშეწონილობისა და შესაბამისი პროექტის განხორციელებაზე საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მიერ გადაწყვეტილების მიღებას. 3. გარემოზე ზემოქმედების შეფასება მოიცავს დაგეგმილი საქმიანობის კონტექსტში პირდაპირი და არაპირდაპირი ზემოქმედების გამოვლენას, აღწერას და შედეგების შესწავლას: ა) ადამიანის საცხოვრებელ გარემოსა და მის ჯანმრთელობაზე; ბ) მცენარეულ საფარსა და ცხოველთა სამყაროზე; გ) ბუნებრივ და სახეცვლილ ეკოსისტემებზე; დ) ლანდშაფტებზე; ე) ჰაერზე, წყალზე, ნიადაგზე, კლიმატზე; ვ) ისტორიულ ძეგლებსა და კულტურულ ფასეულობებზე; ზ) სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებზე; თ) გეოლოგიური და ჰიდროლოგიური გარემოს არსებული სიტუაციის შეფასებაზე და მოსალოდნელ რისკებზე. მუხლი 4🔗 გარემოზე ზემოქმედების შეფასების ობიექტებს წარმოადგენენ საქმიანობის სახეობანი, რომელთა ჩამონათვალი მოცემულია „გარემოზე ზემოქმედების ნებარ თვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლში. მუხლი 5🔗 1. გარემოზე ზემოქმედების შეფასება ხორციელდება საქმიანობის განმახორციელებლის მიერ. 2. გარემოზე ზემოქმედების შეფასება მიმდინარეობს რამდენიმე, ერთმანეთთან დაკავშირებულ ეტაპად, კერძოდ: ა) პირველ ეტაპზე ხორციელდება: ა.ა) გარემოს არსებული მდგომარეობის შესახებ სრული ინფორმაციის შეკრება; ა.ბ) გარემოში სხვადასხვა შესაძლებელი ემისიების, ნარჩენების რაოდენობისა და მახასიათებლების განსაზღვრა ობიექტის მუშაობის სხვადასხვა ეტაპზე და სხვადასხვა რეჟიმისათვის, მათი ტრანსპორტირების, განთავსების, უტილიზაციისა და განადგურების გეგმის შემუშავება; ა.გ) გარემოს კომპონენტების (ჰაერი, წყლები, ნიადაგები, ფლორა, ფაუნა, გეოლოგიიური აგებულება, კლიმატი, დაცული ტერიტორიები და სხვა) შესწავლა და ანალიზი მათზე მოსალოდნელი ზემოქმედების კონტექსტში; ა.დ) საქმიანობის ობიექტის განთავსების ადგილზე არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი და განზრახული საქმიანობის განხორციელებით გამოწვეული გარემოს შესაძლებელი ცვლილებების პროგნოზი. ბ) მეორე ეტაპზე ხორციელდება არსებული ინფორმაციის საფუძველზე განზრახული საქმიანობის განხორციელების ვარიანტების გარემოზე შესაძლო ზემოქმედების წყაროების, სახეებისა და ობიექტების იდენტიფიკაცია. გ) მესამე ეტაპზე, გარემოზე ზემოქმედების ოდენობისა და ხასიათის გამოვლენის მიზნით, დგინდება: გ.ა) ზემოქმედების წარმოქმნის ალბათობა; გ.ბ) ზემოქმედების ფაქტორები; გ.გ) ზემოქმედების ძირითადი ობიექტები (მოსახლეობა, ბუნებრივი რესურსები, ლანდშაფტი, ეკოსისტემები, ბიომრავალფეროვნება, ისტორიული და კულტურული ფასეულობები და სხვა); გ.დ) ზემოქმედების მასშტაბები; გ.ე) ზემოქმედების გეოგრაფიული გავრცელება; გ.ვ) ზემოქმედების გავრცელება დროში; გ.ზ) ზემოქმედების სახეები (პირდაპირი, არაპირდაპირი, კუმულაციური და სხვა.); გ.თ) ზემოქმედების შედეგად გამოწვეული გარემოს ახალი მდგომარეობის პროგნოზი; დ) მეოთხე ეტაპზე უნდა მოხდეს შესაძლო ავარიული სიტუაციების რისკის განსაზღვრა და შეფასება, რაც მოიცავს: დ.ა) ავარიული სიტუაციების წარმოქმნის ალბათობის ანალიზსა და განვითარების სცენარებს; დ.ბ) მათი შედეგების ლოკალიზაციისა და ლიკვიდაციის შესაძლებლობებს; დ.გ. ზემოქმედების შედეგების ლიკვიდაციისა და ზემოქმედების შერბილების ქმედებათა გეგმის შედგენას. ე) მეხუთე ეტაპზე გამოვლენილი უნდა იქნეს: ე.ა) ზემოქმედების შემცირების შესაძლებლობები; ე.ბ) საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნოლოგიების დანერგვის საშუალებანი; ე.გ) ყველა სახის ემისიებისა და ნარჩენების მინიმიზაციის, მართვისა და უტილიზაციის საშუალებები; ე.დ) შემოთავაზებული საკომპენსაციო ღონისძიებები. ვ) მეექვსე ეტაპზე გარემოზე ზემოქმედების შეფასებამ უნდა გამოავლინოს პროექტის განხორციელების შესაძლო შედეგები: ვ.ა) მოსახლეობის საცხოვრებელ გარემოსა და ჯანმრთელობაზე; ვ.ბ) გარემოს ცალკეულ კომპონენტებზე; ვ.გ) საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასა და განვითარების მიმართულებაზე. ზ) მეშვიდე ეტაპზე: ზ.ა) განისაზღვრება ზემოქმედების კონტროლისა და მონიტორინგის მეთოდები; ზ.ბ) მუშავდება გარემოზე დადგენილი და შესაძლო უარყოფითი ზემოქმედების შერბილების ან თავიდან აცილების გეგმა; ზ.გ) მუშავდება გარემოსდაცვითი სტრატეგია საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპისათვის. მუხლი 6🔗 1. ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მისაღებად საქმიანობის განმახორციელე ბლის მიერ სამინისტროში წარდგენილ განაცხადში, წინასაპროექტო დამასაბუთებელი დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს გარემოზე ზემოქმედების შეფასების შედეგებს, ჩამოყალიბებულს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის სახით. 2. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში უნდა მოიცავდეს შემდეგს: ა) გარემოს არსებული მდგომარეობის ანალიზს; ბ) საქმიანობით გამოწვეული ზეგავლენის წყაროების, სახეებისა და ობიექტების დადგენას; გ) გარემოს მდგომარეობის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების ცვლილებების პროგნოზს; დ) საქმიანობის შედეგად შესაძლებელი ავარიული სიტუაციების ალბათობის განსაზღვრასა და მათი მოსალოდნელი შედეგების შეფასებას; ე) დაგეგმილი საქმიანობის ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური შედეგების შეფასებას; ვ) გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირებისა და თავიდან აცილების გზებს, საჭიროების შემთხვევაში, საკომპენსაციო ღონისძიებების განსაზღვრას; ზ) ნარჩენი (კუმულატიური) ზეგავლენის, მისი კონტროლისა და მონიტორინგის მეთოდების განსაზღვრას; თ) პროექტების ეკოლოგიურ-ეკონომიკური შეფასების ჩატარებას; ი) პროექტის განხორციელების ადგილმდებარეობის, ასევე დაგეგმილი საქმიანობის ტექნოლოგიის ალტერნატივების განსაზღვრას; კ) სამეწარმეო და სხვა სახის საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში, გარემოს წინანდელ მდგომარეობამდე აღდგენის გზებისა და საშუალებების განსაზღვრას; ლ) საზოგადოების ინფორმირებასა და საზოგადოებრივი აზრის შესწავლას; მ) პროექტის განხორციელების შემდგომ სიტუაციის ანალიზის გეგმას; ნ) მოსალოდნელი ემისიების სახეობებისა და რაოდენობის დადგენას; ო) დაგეგმილი საქმიანობიდან გამოწვეული რისკების ანალიზს (მშენებლობის ან/და ექსპლუატაციის ეტაპზე); პ) დაგეგმილი საქმიანობის ტექნოლოგიური ციკლის აღწერას (მათ შორის – დანადგარის საპასპორტო მონაცემები); ჟ) გარემოზე დადგენილ ზემოქმედებათა ფაქტორების შედეგად მიღებული გარემოს მოსალოდნელი მდგომარეობის პროგნოზს; რ) საქმიანობის განხორციელებისა და მიმდინარეობის ეტაპისათვის გარემოსდაცვითი მონიტორინგის გეგმების შემუშავებას, სადაც გათვალისწინებული იქნება გარემოსდაცვითი უსაფრთხოების თვითმონიტორინგის პროგრამა. 3. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს თან უნდა ერთოდეს: ა) შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტები იმ ადმინისტრაციულ ორგანოებთან, რომელთა კომპეტენციის სფეროსაც განეკუთვნება გადაწყვეტილების მიღება საქმიანობის პროექტირების სხვადასხვა სტადიის განხორციელებასთან დაკავშირებულ ცალკეულ ასპექტებზე; ბ) გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის შედეგების განხილვის მასალები, ძირითად უთანხმოებათა აღწერით (ასეთის არსებობის შემთხვევაში); გ) ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მართვისა და გარემოზე მოსალოდნელი ზეგავლენის შერბილების ღონისძიებათა გეგმები; დ) ავარიულ სიტუაციაზე რეაგირების გეგმები ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით; ე) გარემოზე ზემოქმედების შეფასების მოკლე, არატექნიკური რეზიუმე, გრაფიკული და სხვა საილუსტრაციო მასალის თანდართვით საზოგადოების მონაწილეობის პროცესისა და ინფორმირების უზრუნველსაყოფად; ვ) იმ ორგანიზაციების ან საკონსულტაციო ფირმების დასახელება და იურიდიული მისამართები, რომლებიც მონაწილეობდნენ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ჩატარებაში და მისი შედეგების მომზადებაში; ზ) მოკლე ცნობები პროექტის განხორციელების მიზნები სა და მისი განხორციელების მიზანშეწონილობის დასაბუთებაზე; თ) ობიექტის განთავსების ადგილის შერჩევის კრიტერიუმები, ალტერნატიური ვარიანტების გათვალისწინებით; ი) ზემოქმედების ქვეშ მოქცეული გარემოს არსებული მდგომარეობის მოკლე აღწერა; კ) დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილის GIS (გეოინფორმაციული სისტემები) კოო რდინატები, სიტუაციური რუკა და გენ-გეგმა, სადაც დატანილი იქნება საწარმოო მოედანი, დროებითი შენობა-ნაგებობები, კომუნიკაციები და ზემოქმედების წყაროები; ლ) საპროექტო გადაწყვეტათა შემუშავების პროცესში გამოყენებული ლიტერატურა (წყაროს მითითებით), საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ჩამონათვალი. 4. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში საშუალებას უნდა აძლევდეს ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელ ორგანოს, მართებულად შეაფასოს მიღებული საპროექტო გადაწყვეტა მისი ეკოლოგიური უსაფრთხოების თვალსაზრისით, შეამოწმოს პროექტის შესაბამისობა კანონმდებლობასთან და შეზღუდვების მიღებულ სისტემასთან, შეადგინოს დასკვნა გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესში მიღებული ინფორმაციის უტყუარობისა და მის საფუძველზე მიღებული საპროექტო გადაწყვეტების მართებულობის შესახებ. მუხლი 7🔗 1. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში საქმიანობის განმახორციელებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია საჯაროა, გარდა „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა. 2. თუ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში შეიცავს კომერციულ და სახელმწიფო საიდუმლოებას, „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად სამინისტრო პასუხისმგებელია ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვაზე. მუხლი 8🔗 1. გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესის ორგანიზება და ჩატარება ეკისრება საქმიანობის განმახორციელებელს. 2. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ორგანიზებაში საქმიანობის განმახორციელებლის უფლებები და მოვალეობები განსაზღვრულია „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით. მუხლი 9🔗 გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესის დაფინანსება ეკისრება საქმიანობის განმახორციელებელს.