შეთანხმება ევროპა–კავკასია აზიის დერეფნის განვითარების საერთაშორისო ტრანსპორტის შესახებ ძირითადი მრავალმხრივი შეთანხმების მხარეთა მთავრობებს შორის ტრასეკას სამთავრობათაშორისო კომისიის მუდმივმომქედი სამდივნოს (ტრასეკას მს–ს) ერთობლივი დაფინანსების შესახებ
მიღების თარიღი 21.04.2005
ძალაში შესვლა 11.08.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480210000.03.030.000610
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 25/08/2006
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება ევროპა–კავკასია აზიის დერეფნის განვითარების საერთაშორისო ტრანსპორტის შესახებ ძირითადი მრავალმხრივი შეთანხმების მხარეთა მთავრობებს შორის ტრასეკას სამთავრობათაშორისო კომისიის მუდმივმომქედი სამდივნოს (ტრასეკას მს–ს) ერთობლივი დაფინანსების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt .75in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
შეთანხმება
ევროპა-კავკასია-აზიის დერეფნის განვითარების საერთაშორისო ტრანსპორტის შესახებ ძირითადი მრავალმხრივი შეთანხმების მხარეთა მთავრობებს შორის ტრასეკას სამთავრობათაშორისო კომისიის მუდმივმოქმედი სამდივნოს (ტრასეკას სკ-ის მს-ს) ერთობლივი დაფინანსების შესახებ
ევროპა-კავკასია-აზიის დერეფნის განვითარების საერთაშორისო ტრანსპორტის შესახებ ძირითადი მრავალმხრივი შეთანხმების, რომელსაც ხელი მოეწერა ქ. ბაქოში, 1998 წლის 8 სექტემბერს (შემდგომში – „ძირითადი შეთანხმება“), მხარეთა მთავრობები (შემდგომში – „მხარეები“).
ითვალისწინებენ რა, რომ აუცილებელია ტრასეკას სკ-ის მს-ს დამოუკიდებელი დაფინანსების უზრუნველყოფა, აგრეთვე ტრასეკას სკ-ის და მისი იმ მუშა ჯგუფების სხდომების ორგანიზება, რომლებიც შექმნილია ძირითადი შეთანხმების დებულებათა შესაბამისად.
ძირითადი შეთანხმების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე,
შეთანხმდნენ დადონ ეს შეთანხმება (შემდგომში – „დაფინანსების შესახებ შეთანხმება“).
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. დაფინანსების შესახებ ამ შეთანხმების დებულებები აწესრიგებს ტრასეკას სამთავრობათაშორისო კომისიის მუდმივმოქმედი სამდივნოს (ტრასეკას სკ-ის მს-ს) საქმიანობის ერთობლივ დაფინანსებას.
2. წლიური ბიუჯეტი ყოველი მომდევნო წლისათვის მტკიცდება ტრასეკას სკ-ის გადაწყვეტილებით მის ყოველწლიურ სხდომაზე. აღნიშნულ გადაწყვეტილებას აქვს სავალდებულო ხასიათი ამ შეთანხმების ყველა მხარისათვის.
3. ფინანსური წელი იწყება 1 იანვარს და მთავრდება 31 დეკემბერს.
4. მხარეთა შენატანები და შესაბამისი საბუღალტრო აღრიცხვა ტრასეკას სკ-ის მს-ს მიზნებისათვის ხორციელდება ევროთი, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული ტრასეკას სკ-ის შესაბამისი გადაწყვეტილებით.
მუხლი 2🔗. ერთობლივი დაფინანსების პრინციპები
1. ყოველწლიური ბიუჯეტის ფინანსური სახსრების უზრუნველყოფა ხორციელდება ფულადი შენატანების ხარჯზე, რომლებსაც იხდიან დაფინანსების შესახებ ამ შეთანხმების მხარეები, აგრეთვე სხვა წყაროებიდან მიღებული შემოსავლებით.
2. მხარეთა შენატანები გადაიხდება თანაბარი წილებით.
3. ყოველწლიური ბიუჯეტის ოდენობა და მის შესაბამისად მხარეთა შენატანები განისაზღვრება:
ა) ხარჯებით, რომლებიც გათვალისწინებულია მომავალი ფინანსური წლისათვის;
ბ) მომავალ ფინანსურ წელს მოსალოდნელი შემოსავლებით (შემოსულობებით);
გ) წინა ფინანსური წლის საშუალებათა ნაშთით (ბალანსით);
დ) სხვა შემოსულობებით.
მუხლი 3🔗. წლიური ბიუჯეტის სტრუქტურა
1. ტრასეკას სკ-ის მს-ს წლიური ბიუჯეტის შემოსავლის ნაწილით გათვალისწინებულია:
ა) მხარეთა შენატანები მიმდინარე ფინანსურ წელს;
ბ) წინა წლის ბიუჯეტიდან (ბალანსიდან) დარჩენილი თანხა;
გ) შემოსავლები, რომლებიც მიიღება საბანკო პროცენტებიდან, სავალუტო კურსიდან;
დ) დონორებისგან და ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტები;
ე) სხვა შემოსულობები.
2. ტრასეკას სკ-ის მს-ს წლიური ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილით გათვალისწინებულია:
ა) ტრასეკას სკ-ის სმ-ს ხელმძღვანელობისა და თანამშრომლობისათვის ანაზღაურების გაცემა
ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მს-ს ხელმძღვანელობისა და თანამშრომლებისათვის, აგრეთვე ეროვნული მდივნებისათვის ხელფასის, სამედიცინო დაზღვევის, შენახვის, ცხოვრების ხარჯების რეგულარულ გადახდასთან;
ბ) საოფისე ხარჯები;
ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია ბაქოში ტრასეკას სკ-ის მს-ს შტაბბინის და ძირითადი შეთანხმების მონაწილე სახელმწიფოებში წარმომადგენლობითი ოფისების საქმიანობასთან და მოიცავს კომუნლიკაციების, სამივლინებო ხარჯებს, ავტომანქანების შენახვის ხარჯებს, ტრასეკას ვებგვერდისა და მონაცემთა ბაზების შენახვის ხარჯებს, მასალების გავრცელების, ბეჭდვის, პუბლიკაციების, საკანცელარიო ნივთების ღირებულებას;
გ) რეინვესტირება;
ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია ახალი მოწყობილობების მოწოდებასთან, რომლებიც აუცილებელია ტრასეკას სკ-ის მს-ს შტაბბინის და მისი მუდმივი წარმომადგენლობების საქმიანობისათვის და რომლებიც მოიცავს პროგრამულ და ტექნიკურ უზრუნველყოფას, საოფისე მოწყობილობებს, ავტომანქანას, შენობათა შეკეთებას/განახლებას;
დ) მს-ს და მუშა ჯგუფების სხდომები
ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია ტრასეკას ღონისძიებების ორგანიზებასა და ჩატარებასთან და მოიცავს სატრანსპორტო ხარჯებს, ცხოვრების, კვების, დოკუმენტების მომზადებისა და გავრცელების, ადგილობრივი ტრანსპორტისათვის ხარჯებს;
ე) სხვა ხარჯები
ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია საბანკო ანგარიშების მომსახურებასთან, სავალუტო კურსებს შორის სხვაობასთან, ნებისმიერი სხვა ხარჯები, რომლებიც არ არის ჩამონათვალში.
მუხლი 4🔗. შენატანების გადარიცხვები
1. მხარეებმა უნდა გადარიცხონ ტრასეკას მს-ს ანგარიშზე, რომლის შტაბბინა მდებარეობს ქალაქ ბაქოში, აზერბაიჯანის რესპუბლიკა, თავიანთი საწევრო შენატანები მომავლი ფინანსური წლისათვის მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე, მაგრამ არაუგვიანეს მომავლი წლის 31 მარტისა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში ტრასეკას სკ ძირითადი შეთანხმების მე-8 და მე-12 მუხლების საფუძველზე შეიმუშავებს შესაბამის გადაწყვეტილებებს.
მუხლი 5🔗. საბიუჯეტო პროცედურა
1. ბიუჯეტის პროექტს შეიმუშავებს მუდმივი სამდივნო; ბიუჯეტის პროექტს ახლავს ახსნა-განმარტებითი ბარათი, რომელიც შეიცავს შემოსავლებისა და გასავლების ანალიზს წინა პერიოდისათვის და ბიუჯეტის პროექტში ცვლილებების შეტანის მიზეზს ცალკეული მუხლების მიხედვით საანგარიშო პერიოდის მონაცემებთან შედარებით.
2. ბიუჯეტის პროექტისა და ახსნა-განმარტებითი ბარათის შესახებ ეგზავნებათ მხარეებს ტრასეკას სკ-ის მორიგი სხდომის გახსნამდე არაუგვიანეს 3(სამი) თვისა.
3. ტრასეკას სკ-ის მს-ს ეროვნული მდივნები უგზავნიან ტრასეკას სკ-ის მს-ს მხარეთა შენიშვნებს ტრასეკას სკ-ის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით, ტრასეკას სკ-ის მორიგი სხდომის გახსნამდე არაუგვიანეს 2 (ორი) კვირით ადრე.
4. მხარეთა შენიშვნები ერთვის ახსნა-განმარტებითი ბარათს და ეგზავნება მხარეებს ტრასეკას სკ-ის მს-ს სხდომის ჩატარებამდე 2 (ორი) კვირით ადრე.
5. ბიუჯეტის პროექტი, ახსნა-განმარტებითი ბარათი და მხარეთა შენიშვნები განიხილება ტრასეკას სკ-ის მს-ს სხდომაზე.
6. ამ მუხლის მე-2 – მე-4 პუნქტების შესაბამისად შეთანხმებული ბიუჯეტის პროექტის შესახებ ეცნობებათ მხარეებს ტრასეკას სკ-ს მორიგი სხდომის გახსნამდე არაუგვიანეს 3 (სამი) კვირისა.
7. ტრასეკას სკ-ის მს-ს გენერალურ მდივანს შეაქვს ბიუჯეტის პროექტი ტრასეკას სკ-ზე დასამტკიცებლად.
8. ბიუჯეტის დამტკიცებამდე ხარჯები გაიწევა ტრასეკას სკ-ის მს-ს ნორმალური საქმიანობის უზრუნველყოფის აუცილებლობიდან გამომდინარე, იმ ხარჯების გათვალისწინებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა გასული საბიუჯეტო წლის ანალოგიურ პერიოდში.
9. თუ თანხები, რომლებიც დამტკიცებულია ბიუჯეტის განსაზღვრული მუხლით, დაიხარჯა, ტრასეკას სკ-ის მს-ს გენერალურ მდივანს უფლება აქვს, აუცილებლობის შემთხვევაში, ნება დართოს ბიუჯეტის ამ მუხლის 20%-ის ფარგლებში განახორციელოს საშუალებათა ხარჯვა იმ ეკონომიის ხარჯზე, რომელიც მიიღწევა სხვა მუხლების მიხედვით.
10. ტრასეკას სკ-ის მს-ს გენერალური მდივანი პასუხისმგებელია ბიუჯეტის მართვაზე დაფინანსების შესახებ ამ შეთანხმების დებულებათა შესაბამისად და ტრასეკას სკ-ის გადაწყვეტილებათა საფუძველზე, რომლებიც შეეხება სამუშაო პროგრამებსა და ყოველწლიურ ბიუჯეტს.
11. ტრასეკას სკ-ის მს-ს გენერალური მდივანი წარადგენს ტრასეკას სკ-ის ყოველწლიურ სხდომაზე ფინანსურ ანგარიშს წინა წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ. ფინანსური ანგარიში მიიღება ტრასეკას სკ-ის გადაწყვეტილებით.
12. ტრასეკას სკ თავის ყოველწლიურ სხდომაზე განსაზღვრავს ბიუჯეტის შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელ აუდიტორიულ ჯგუფს. ჯგუფში შედის 3 ექსპერტი ფინანსების სფეროში სხვადასხვა მხარიდან, რომელთაგან არცერთი არ არის თავმჯდომარე. აუდიტორული ჯგუფის შემადგენლობა მტკიცდება ტრასეკას სკ-ის გადაწყვეტილებით.
13. აუდიტორულ ჯგუფს უფლება აქვს თავისუფლად გამოიყენოს ფინანსური ანგარიშგების ყველა წიგნი და სხვა დოკუმენტები. ტრასეკას სკ-ის მს ვალდებულია ხელი შეუწყოს ფინანსური კონტროლის განხორციელებას, აგრეთვე წარადგინოს ყველა მოთხოვნილი დოკუმენტი, რომელიც შეეხება შემოწმების საკითხებს.
14. აუდიტის შედეგები ფორმდება აუდიტორული ანგარიშით, რომელიც შეიცავს ექსპერტთა დასკვნებს და მათ რეკომენდაციებს ტრასეკას სკ-ის მს-ს ფინანსური საქმიანობის გაუმჯობესების შესახებ. აღნიშნულ აუდიტორულ ანგარიშს აუცილებლად უნდა მოაწეროს ხელი აუდიტორული ჯგუფის ყველა წევრმა. ტრასეკას სკ-ის მს-ს გენერალურ მდივანს უფლება აქვს გაეცნოს აუდიტორულ ანგარიშს და წერილობით წარადგინოს თავისი შენიშვნები. აუდიტორული ანგარიში და გენერალური მდივნის წერილობითი შენიშვნები შეიტანება განსახილველად ტრასეკას სკ-ის სხდომაზე.
15. ტრასეკას სკ-ის სხდომაზე განსახილველად გამოტანამდე ბიუჯეტის შესრულების შესახებ ფინანსური ანგარიში და აუდიტორული ანგარიში განიხილება ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნულ ტრასეკის მს-ს სხდომაზე.
მუხლი 6🔗. ფინანსური დოკუმენტები და ოპერაციები
1. ფინანსური ოპერაციები, ფინანსური დოკუმენტებისა და ანგარიშგების წარმოება ხორციელდება იმ ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად,რომელშიც მდებარეობს ტრასეკას სკ-ის მს-ს შტაბბინა, და ტრასეკას სკ-ის დოკუმენტებისა და გადაწყვეტილებათა შესაბამისად.
2. ყველა დოკუმენტს, რომელიც შეიცავს ფინანსურ ვალდებულებებს, მათ შორის, ანგარიშებს და სხვა საბანკო დოკუმენტებს, უნდა ჰქონდეს ტრასეკას სკ-ის მს-ს გენერალური მდივნის ხელმოწერა.
3. მს-მ ყოველდღიურ მუშაობაში გამოყენებული ფინანსური დოკუმენტები (საბუღალტრო წიგნები, ორდერები, ფორმულარები, სალაროს ქვითრები და სხვა) ჯეროვნად უნდა შეინახოს 10(ათი) წლის განმავლობაში ფინანსური ანგარიშგების მიზნით.
მუხლი 7🔗. ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
1. მხარეთა თანხმობის შემთხვევაში, ამ შეთანხმებაში ფინანსირების შესახებ, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც ფორმდება ოქმით, რომელიც წარმოადგენს დაფინანსების შესახებ ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.
2. ცვლილებებისა და დამატებების შესახებ ოქმის ძალაში შესვლა ხორციელდება იმავე წესით, რომლითაც დაფინანსების შესახებ ამ შეთანხმების ძალაში შესვლა.
მუხლი 8🔗. დეპოზიტარი
1. ფინანსირების შესახებ ამ შეთანხმების დეპოზიტარს წარმოადგენს აზერბაიჯანის რესპუბლიკა, რომელიც დაფინანსების შესახებ შეთანხმების ხელმომწერ მხარეებს გაუგზავნის მის დამოწმებულ ასლებს.
2. დეპოზიტარი აცნობებს მხარეებს დაფინანსების შესახებ შეთანხმებაზე სხვა სახელმწიფოების მიერთების თაობაზე და დაფინანსების შესახებ შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ ნებისმიერ მხარესთან მიმართებაში.
მუხლი 9🔗. ძალაში შესვლა, მიერთება და მოქმედების ვადა
1. დაფინანსების შესახებ ეს შეთანხმება ძალაში შედის მისი რატიფიკაციის ან მიერთების შესახებ მეოთხე დოკუმენტის დეპოზიტარისათვის ჩაბარების შემდეგ, რომელიც მითითებულია მე-8 მუხლში, ოცდაათი დღის შემდეგ.
2. თუ დაფინანსების შესახებ ეს შეთანხმება არ შევა ძალაში 2006 წლის 1 იანვრამდე, მაშინ მის ძალაში შესვლამდე იგი ექვემდებარება დროებით გამოყენებას.
3. დაფინანსების შესახებ ამ შეთანხმების დროებითი გამოყენება წყდება მისი ძალაში შესვლით.
4. დაფინანსების შესახებ შეთანხმება მიერთებისათვის ღიაა ძირითადი შეთანხმების მხარეებისათვის.
5. მიერთების შესახებ დოკუმენტები შესანახად ბარდება დეპოზიტარს, რომელიც მითითებულია დაფინანსების შესახებ შეთანხმების მე-8 მუხლში.
6. ყოველი მხარისათვის, რომელიც მოახდენს დაფინანსების შესახებ ამ შეთანხმების რატიფიკაციას, მიიღებს ან მიუერთდება მას დეპოზიტარისათვის რატიფიკაციის ან მიღების შესახებ მეოთხე დოკუმენტის ჩაბარების შემდეგ, შეთანხმება ძალაში შედის დეპოზიტარისათვის შეთანხმების რატიფიცირების, მიღების ან მიერთების შესახებ თავისი დოკუმენტის ჩაბარებიდან ოცდაათი დღის შემდეგ.
7. დაფინანსების შესახებ ეს შეთანხმება ძალაშია ძირითადი შეთანხმების მოქმედების ვადით.
შესრულებულია ქალაქ ბაქოში, აზერბაიჯანის რესპუბლიკა, 2005 წლის 21 აპრილს, ერთ ნამდვილ ეგზემპლარად, ინგლისურ და რუსულ ენებზე, ამასთან, ორივე ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობის სახელით
ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით
თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით
მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობის სახელით
რუმინეთის მთავრობის სახელით
საქართველოს მთავრობის სახელით
ტაჯიკეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით
ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით
საქართველოს დათქმა
ევროპა-კავკასია-აზიის დერეფნის განვითარების საერთაშორისო ტრანსპორტის შესახებ ძირითადი მრავალმხრივი შეთანხმების მხარეთა მთავრობებს შორის ტრასეკას სამთავრობათაშორისო კომისიის მუდმივმოქმედი სამდივნოს (ტრასეკას სკ-ის მს-ს) ერთობლივი დაფინანსების შესახებ შეთანხმებაზე
საქართველოს მიმართებაში მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ტექსტი გამოიყენება შემდეგი რედაქციით:
„მხარეებმა უნდა გადარიცხონ ტრასეკას სკ-ის მს-ს ანგარიშზე, რომლის შტაბბინა მდებარეობს ქალაქ ბაქოში, აზერბაიჯანის რესპუბლიკა, თავიანთი საწევრო შენატანები მომავალი ფინანსური წლისათვის მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე, მაგრამ არაუგვიანეს მომავალი წლის 30 ივნისისა“.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების
მინისტრის მოადგილე თამარ კოვზირიძე