სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 05.10.2011
ძალის დაკარგვა 24.04.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №589
სარეგისტრაციო კოდი 010220030.08.002.016334
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 111006015, 06/10/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
- „სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 5 ოქტომბრის N589 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 23.04.2014
- სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 12.03.2015
📋 აუქმებს — 1 აქტი
დოკუმენტის ტექსტი
სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
h1 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-weight:normal;}
h2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
span.Heading1Char { }
span.Heading2Char { font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.45pt 841.7pt; margin:45.35pt .8in 31.5pt .8in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №589
2011 წლის
5 ოქტომბერი
ქ. თბილისი
სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების
შესახებ
1. „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს:
ა) სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის თანდართული შემადგენლობა (დანართი №1);
ბ) სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის თანდართული დებულება (დანართი №2).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან არსებული სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის დებულებისა და შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 19 ივნისის №359 ბრძანებულება.
3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
დანართი №1
სასარგებლო წიაღისეულის მარაგების
სახელმწიფო უწყებათაშორისი
კომისიის შემადგენლობა
გიორგი
ტატიშვილი
– საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების
სააგენტოს უფროსის
მოადგილე, კომისიის თავმჯდო
მარე
ივანე შველიძე – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების
სააგენტოს სივრცული და გეოლოგიური დეპარტამენტის
გეოლოგიის სამმართველოს წამყვანი
სპეციალისტი, კომისიის თავმჯდო
მარის მოადგილე
ვაჟა გელეიშვილი – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
კავკასიის ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის მყარი წიაღისეულის განყოფილების გამგე, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა
დოქტორი
კობა გაბაძე – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ლიცენზირების
დეპარტამენტის უფრო
სის მოადგილე
უჩა ზვიადაძე – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის გეოლო
გიის დეპარტამენტის ჰიდროგეოლოგიისა
და საინჟინრო გეოლოგიის
მიმართულების სრული პროფესორი
ნელი
კორკოტაძე
– საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
ნოდარ ქაჯაია – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის
გეოლოგიის დეპარტამენტის მყარი
წიაღისეულის საბადოების გეოლოგიისა
და ძიების მიმართულების ხელმძღვანელი, სრული პროფესორი
ალექსანდრე
ჭაბუკიანი
– საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ნავთობისა და გაზის
დეპარტამენტის უფროსის
მოადგილე
თინათინ შენგელია – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს სივრცული და
გეოლოგიური დეპარტამენტის
გეოლოგიის
სამმართველოს სპეციალისტი, კომისიის მდივანი
მერაბ ჩალათაშვილი – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს სივრცული და
გეოლოგიური დეპარტამენტის გეოლოგიის
სამმართველოს უფროსი.
დანართი № 2
სასარგებლო წიაღისეულის
მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის
დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
1. სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისია (შემდეგში – კომისია) არის საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან
– ბუნებრივი რესურსების სააგენტოსთან (შემდეგში – სააგენტო) არსებული სათათბირო ორგანო.
2. კომისიის ამოცანაა ყველა სახის სასარგებლო წიაღისეულის (ნავთობისა და გაზის რესურსების გარდა) მარაგების დათვლისათვის მოპოვებული გეოლოგიური ინფორმაციის შემოწმება, მარაგების დამტკიცების მიზნით რეკომენდაციის შემუშავება და სააგენტოსათვის დასამტკიცებლად წარდგენა.
3. კომისიის დადებითი დასკვნა არის სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო ბალანსზე აყვანის საფუძველი.
4. მარაგების დამტკიცება შეიძლება საბადოს გეოლოგიური შესწავლის ნებისმიერ სტადიაზე, თუ წარდგენილი ინფორმაცია საშუალებას იძლევა ობიექტურად შეფასდეს სასარგებლო წიაღისეულის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლები, მოპოვების სამთო-ტექნიკური, ჰიდროგეოლოგიური, საინჟინრო-გეოლოგიური და სხვა პირობები, ტექნიკურ-ეკონომიკური მახასიათებლები, სამრეწველო ათვისებისათვის მზადყოფნა, ნედლეულის ეკონომიკური მნიშვნელობა, მისი მოპოვების რენტაბელობა და სხვა პირობები.
5. დამუშავებაში მყოფი სასარგებლო წიაღისეულის საბადოების მარაგები ექვემდებარება ხელახალ დამტკიცებას საწყისი მარაგების 25-30 პროცენტით კლების ან მატების, ხარისხობრივი მახასიათებლების ან სხვა პარამეტრების არსებითი ცვლილების შემთხვევაში.
თავი II
კომისიის ფუნქციები, მოვალეობები და პასუხისმგებლობა
მუხლი 2🔗
1. კომისიის ფუნქციებია:
ა) ტექნიკურ-ეკონომიკურ გაანგარიშებათა საფუძველზე შედგენილ წიაღში სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დათვლისათვის საჭირო მუდმივი და დროებითი კონდიციების დამტკიცების თაობაზე რეკომენდაციის შემუშავება;
ბ) ყველა სახის სასარგებლო წიაღისეულის (ნავთობისა და გაზის რესურსების გარდა) საბადოების, აგრეთვე მათი დამუშავების პროცესში დამატებით გამოვლენილი სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დათვლის მასალის შემოწმება და მარაგების დამტკიცების თაობაზე რეკომენდაციის შემუშავება;
გ) მიწისქვეშა სივრცეების შესახებ გეოლოგიური ინფორმაციის შემოწმება;
დ) სასარგებლო წიაღისეულის წინასწარ გამოთვლილი (საავტორო) მარაგების განხილვა და საჭიროების შემთხვევაში დამტკიცების თაობაზე რეკომენდაციის შემუშავება;
ე) მინერალური ნედლეულის მუდმივი (საჭიროების შემთხვევაში
– დროებითი) კონდიციების დასაბუთებასთან დაკავშირებული ტექნიკურ-ეკონომიკური გათვლების, წიაღში სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დათვლის მასალის ექსპერტიზის ორგანიზაციული უზრუნველყოფა, დაძიებული მარაგების დამტკიცების თაობაზე რეკომენდაციის შემუშავება, სასარგებლო წიაღისეულის საბადოების (ან მათი ნაწილის) სამრეწველო მნიშვნელობისა და მათი ათვისებისათვის მზადყოფნის განსაზღვრა.
2. დაკისრებული ფუნქციების განხორციელების მიზნით კომისია უფლებამოსილია:
ა) მოიწვიოს ექსპერტები განსახილველად წარდგენილი მასალის ექსპერტიზაში მონაწილეობის მისაღებად;
ბ) მოითხოვოს წიაღით მოსარგებლეებისაგან ყველა გეოლოგიური (მათ შორის, საველე გეოლოგიური დოკუმენტაცია) და ის მასალა, რომელიც საჭიროა მინერალური ნედლეულის კონდიციების, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და სასარგებლო წიაღისეულის მარაგების წიაღში გამოთვლის შედეგების შესამოწმებლად.
თავი
III
კომისიის მართვა და საქმიანობის ზოგადი წესი
მუხლი 3🔗
1. კომისიას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე.
2. კომისიის თავმჯდომარეს ჰყავს ერთი მოადგილე.
3. კომისიის თავმჯდომარე:
ა) პასუხს აგებს კომისიისათვის დაკისრებული ამოცანებისა და მოვალეობების შესრულებისათვის;
ბ) სპეციალური უფლებამოსილების გარეშე მოქმედებს კომისიის სახელით და წარმოადგენს მის ინტერესებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში;
გ) ამტკიცებს მოწვეულ ექსპერტთა შემადგენლობას.
4. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობებს ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.
მუხლი 4🔗
1. კომისია საქმიანობას ახორციელებს სხდომების მეშვეობით.
2. კომისია იკრიბება საჭიროებისამებრ.
3. მორიგი სხდომის მოწვევის თარიღსა და დღის წესრიგს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
4. კომისიის სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება სხდომის მონაწილე წევრთა ხმების უმრავლესობით.
5. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
6. დასაშვებია კომისიის მიერ საკითხების გასვლით სხდომაზე განხილვა.
7. მარაგების დამტკიცების თაობაზე რეკომენდაციის შემუშავების მიზნით კომისიას წარედგინება:
ა) საბადოს განლაგების პირობები;
ბ) შესწავლის შედეგები;
გ) სასარგებლო წიაღისეულის გამოკვლეული მარაგების ხარისხისა და რაოდენობის დამადასტურებელი მონაცემები;
დ) საბადოს ტექნიკურ-ეკონომიკური მახასიათებლები, მისი კონდიციები;
ე) ცნობები სამრეწველო ათვისებისათვის წიაღისეულის ეკონომიკური მნიშვნელობის შესახებ;
ვ) საბადოს დამუშავების ტექნოლოგიური სქემა;
ზ) საბადოსთან დაკავშირებული სხვა დამატებითი ინფორმაცია ან/და მასალა, რომელიც შეიძლება მოითხოვოს კომისიამ.
8. კომისიის რეკომენდაცია ფორმდება კომისიის სხდომის ოქმით. კომისია სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცების თაობაზე რეკომენდაციას შეიმუშავებს ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოდგენიდან 60 კალენდარულ დღეში. კომისია დადებით რეკომენდაციას (კომისიის სხდომის ოქმს) კომისიის სხდომის გამართვიდან 14 დღეში სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცების მიზნით წარუდგენს სააგენტოს, ხოლო უარყოფით რეკომენდაციას (კომისიის სხდომის ოქმის ასლს) ამავე ვადაში სააგენტოსა და სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცებით დაინტერესებულ პირს.
9. სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს და შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს სააგენტოს უფროსი, კომისიის მიერ სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცების თაობაზე რეკომენდაციის წარდგენიდან 14 კალენდარულ დღეში.