სს „ქიმბოჭკო“-ს გაკოტრების საქმეზე კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2-73-09
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111006020, 06/10/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

 

2011 წლი ს 6 ოქტომბერი

                       

ქ.რუსთავი

 

 რუსთავის საქალაქო სასამართლოს

 

მოსამართლე ლ. ლიპარტელიანმა

 

ერთპიროვნულად განიხილა სს „ქიმბოჭკოს“ გაკოტრების საქმეზე კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

2011 წლის 10 ოქტომბერს,  15:00 საათზე, რუსთავის საქალაქო სასამართლოში (გაკოტრების სასამართლოში) მისამართზე: ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. №6, მოწვეულ იქნ ე ს სს „ქიმბოჭკოს” კრედიტორთა რიგგარეშე კრება შემდეგი დღის წესრიგით:

1. სამეურვეო მასაში არსებული ქონების კრედიტორთა – შორის ნატურის წესით განაწილების საკითხის განხილვა;

2. სს „ქიმბოჭკოს” გაკოტრების საქმეზე ახალი კრედიტორის შპს „აუდიტ გურამის” მოთხოვნის შემოწმება;

3. კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება დაეგზავნოთ მოვალეს, გაკოტრების მმართველს და კრედიტორებს;

4. განჩინების შესავალი და სარეზოლუციო ნაწილები გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში;

5. კრედიტორთა კრების მომზადება და ორგანიზაციულად უზრუნველყოფა, მათ შორის განჩინების გამოქვეყნების უზრუნველყოფა, დაევალოს გაკოტრების მმართველს ვახტანგ კეკელიძეს;

6. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს სს „ქიმბოჭკოს” გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის იმ მხარის მიერ, რომლის მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირის მიერ, რომელსაც უშუალოდ ეხება განჩინება მისი გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოშ ი(ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. №6) კერძო საჩივრის შეტანის გზით.

  მოსამართლე                  ლ. ლიპარტელიანი