შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო ტრანსპორტის დარგში

მიღების თარიღი 05.10.2005
ძალაში შესვლა 25.05.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
სარეგისტრაციო კოდი 480140000.03.030.000650
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 06/06/2007
matsne.gov.ge 4,054 სიტყვა · ~20 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.10.2005 მიღება
25.05.2007 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო ტრანსპორტის დარგში p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო ტრანსპორტის დარგში საქართველოს მთავრობა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა (შემდგომში „ხელშემკვრელი მხარეები“). არიან რა 1944 წლის 7 დეკემბერს ქ. ჩიკაგოში ხელმოსაწერად გახსნილი საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ. აქვთ რა სურვილი ზემოაღნიშნული კონვენციის დებულებათა შესაბამისად დადონ შეთანხმება თავიანთი სახელმწიფო ტერიტორიებს შორის საჰაერო მიმოსვლის განხორციელების მიზნით, შეთანხმდნენ შემდეგზე:     მუხლი 1🔗 . განმარტებები ამ შეთანხმების მიზნებისათვის, თუ კონტექსტი სხვაგვარად არ მოითხოვს: a) ტერმინი „კონვენცია“ ნიშნავს 1944 წლის 7 დეკემბერს ქ. ჩიკაგოში ხელმოსაწერად გახსნილ კონვენციას საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ, კონვენციის 90-ე მუხლის თანახმად მიღებულ მის ნებისმიერ დანართს და კონვენციის 90-ე და 94-ე მუხლების შესაბამისად ამ დანართებისა და კონვენციის ნებისმიერ შესწორებას იმდენად რამდენადაც აღნიშნული დანართები და შესწორებები შესულია ძალაში ან დამტკიცებულია ორივე ხელშემკვრელი მხარის მიერ; b) ტერმინი „საავიაციო ხელისუფლება“ საქართველოსთან მიმართებაში ნიშნავს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, ან სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციას, ან ნებისმიერ პიროვნებას ან ორგანიზაციას, რომელთაც უფლება აქვთ შეასრულონ აღნიშნული ხელისუფლების მიერ დადგენილი ნებისმიერი ფუნქცია, ხოლო თურქეთის რესპუბლიკასთან მიმართებაში ნიშნავს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს ან ნებისმიერ პირს ან ორგანიზაციას, რომელთაც უფლება აქვთ შეასრულონ აღნიშნული მინისტრის მიერ დადგენილი ნებისმიერი ფუნქცია ; c) ტერმინი „დანიშნული ავიასაწარმო“ ნიშნავს ნებისმიერ ავიასაწარმოს, რომელიც დანიშნულია და აღჭურვილია ექსპლუატაციის უფლებამოსილებით ამ შეთანხმების მე-3 მუხლის თანახმად; d) ტერმინს „ტერიტორია“ აქვს კონვენციის მე-2 მუხლში განსაზღვრული მნიშვნელობა; e) ტერმინებს: „საჰაერო მიმოსვლა“, „საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა“, „ავიასაწარმო“ და „გაჩერება არაკომერციული მიზნებით“ აქვს კონვენციის 96-ე მუხლით დადგენილი შესაბამისი მნიშვნელობა; f) ტერმინი „ტევადობა“ ნიშნავს: - საჰაერო ხომალდთან დაკავშირებით, ამ საჰაერო ხომალდის შესაძლებელ კომერციულ დატვირთვას მარშუტზე ან მარშრუტის ნაწილზე; - შეთანხმებულ საჰაერო მიმოსვლასთან მიმართებაში ნიშნავს ამ მიმოსვლისას ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდის ან ხომალდების ტევადობა გამრავლებული ამ საჰაერო ხომალდის ან ხომალდების ექსპლუატაციის სიხშირეზე დროის გარკვეულ პერიოდში მთელ მარშრუტზე ან მის მონაკვეთზე; g) ტერმინი „გადაზიდვა“ ნიშნავს მგზავრების, ბარგის, ტვირთის და ფოსტის გადაყვანა-გადაზიდვას; h) ტერმინი „ტარიფი“ ნიშნავს მგზავრთა გადაყვანის, ბარგისა და ტვირთის გადაზიდვის ღირებულებას და იმ პირობებს, რომელთა შესაბამისადაც ეს ღირებულება მოქმედებს, საკომისო გადასახდელების და ტრანსპორტირების დოკუმენტების გაყიდვის ან სააგენტოსთვის სხვა დამატებითი ანაზღაურების ჩათვლით, მაგრამ არ ითვალისწინებს ფოსტის გადატანის ღირებულებას და პირობებს. i) ტერმინი „ეს შეთანხმება“ მოიცავს ამ შეთანხმებას, მის დანართს და ამ დანართის ან შეთანხმების ნებისმიერ შესწორებას.     მუხლი 2🔗. საჰაერო მიმოსვლის უფლებათა მინიჭება 1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ანიჭებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს ამ შეთანმხებით გათვალისწინებულ უფლებებს, ამ შეთანხმების დანართით განსაზღვრულ მარშრუტებზე რეგულარული საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის დაწყების მიზნით. ეს მიმოსვლა და მარშრუტები შემდგომში შესაბამისად მოხსენებულ იქნებიან როგორც „შეთანხმებული ხაზები“ და „დაწესებული მარშრუტები“. დაწესებულ მარშრუტზე შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციისას, თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოები ისარგებლებენ შემდეგი უფლებებით: a) განახორციელონ გადაფრენა მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე დაჯდომის გარეშე; b) განახორციელონ დაჯდომა მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე არაკომერციული მიზნებით; და c) განახორციელონ დაჯდომა ხელშემკვრელი მხარეების სახელმწიფო ტერიტორიების განსაზღვრულ პუნქტებში, რათა ჩასხან ან გადმოსხან მგზავრები, ჩატვირთონ ან გადმოტვირთონ ტვირთი და ფოსტა ამ შეთანხმების დანართის შესაბამისად ცალ-ცალკე ან კომბინირებულად. 2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტი არცერთი ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოებს არ ანიჭებს უფლებას მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე გასამრჯელოს საფასურად ან დაქირავების გზით საჰაერო ხომალდის ბორტზე აიყვანოს მგზავრები, აიტანოს ხელბარგი, ტვირთი და ფოსტა იმავე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე არსებულ სხვა პუნქტებში გადაყვანის მიზნით.     მუხლი 3🔗. ექსპლუატაციის უფლებამოსილების მინიჭება 1. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს ექნება უფლება ამ ორი ქვეყნის ტერიტორიებს შორის დაწესებული მარშრუტების შესაბამისად შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციის მიზნით წერილობით დანიშნოს ერთი ან რამდენიმე ავიასაწარმო და წარუდგინოს მეორე ხელშემკვრელ მხარეს. თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან იქნებიან დანიშნული „თურქეთის ავიახაზები“ და სხვა ავიაკომპანიები, რომლებიც ჩაითვლება შესაბამისად თურქეთის ტრანსპორტის სამინისტროს მიერ. 2. მეორე ხელშემკვრელი მხარე ასეთი შეტყობინების მიღებისთანავე ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად დაუყოვნებლივ მიანიჭებს დანიშნულ ავიასაწარმოს ექსპლუატაციის სათანადო უფლებამოსილებას. 3. ერთი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებამ შეიძლება მოსთხოვოს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციისას იგი ასრულებს იმ კანონებისა და წესების პირობებს, რომლებიც ამ საავიაციო ხელისუფლებების მიერ ჩვეულებრივ და მისაღებ ფარგლებში გამოიყენება საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისას, ექსპლუატაციისას. 4. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია უარი თქვას ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ექპლუატაციის უფლებამოსილების მინიჭებაზე ან ამ შეთანხმების განსაზღვრულ უფლებებით სარგებლობისას ავიასაწარმოს მოსთხოვოს ისეთი პირობების შესრულება, როგორსაც ჩათვლის საჭიროდ ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ეს ხელშემკვრელი მხარე არ არის დარწმუნებული, რომ ავიასაწარმოს უპირატესი მფლობელობით და მასზე რეალური კონტროლის უფლებებით სარგებლობენ ამ ავიასაწარმოს დამნიშვნელი ხელშემკვრელი მხარე ან მისი სახელმწიფოს მოქალაქეები. 5. როდესაც ავიასაწარმო ამგვარად არის დანიშნული ან უფლებამოსილებით აღჭურვილი, მას შეუძლია ნებისმიერ დროს დაიწყოს შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაცია იმ პირობით, რომ ამ შეთანხმების მე-9 და მე-11 მუხლის დებულებების შესაბამისად დადგენილი ტევადობა და ტარიფი ძალაშია ამ გადაყვანა-გადაზიდვასთან დაკავშირებით. 6. თუ შეიარაღებული კონფლიქტების, პოლიტიკური არეულობის ან პროცესების ან განსაკუთრებული და უჩვეულო გარემობების გამო, ერთ–ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს არ ძალუძს ჩვეულებრივი მარშრუტით განახორციელოს ხაზის ექსპლუატაცია, მეორე ხელშემკვრელი მხარე მაქსიმალურად ეცდება ხელი შეუწყოს ხაზის განუწყვეტლივ ექსპლუატაციას და ამ მიზნით მოახდენს მარშრუტების შესაბამის დროებით რეორგანიზაციას.     მუხლი 4🔗.  ექსპლუატაციის ნებართვის გაუქმება ან შეჩერება 1. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს უფლება აქვს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს გაუუქმოს ექსპლუატაციის ნებართვა ან შეუჩეროს ამ შეთანხმების მე-2 მუხლის შესაბამისად მინიჭებული უფლებებით სარგებლობა ან ამ სარგებლობისას წაუყენოს ისეთი პირობები, როგორსაც ჩათვლის საჭიროდ: a) ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ეს ხელშემკვრელი მხარე არ არის დარწმუნებული, რომ ამ ავიასაწარმოს უპირატესი მფლობელობა და მასზე რეალური კონტროლი ამ ავიასაწარმოს დამნიშვნელი ხელშემკვრელი მხარის ან მისი მოქალაქეების ხელშია; ან b) იმ შემთხვევაში, თუ ეს ავაისაწარმო არ ასრულებს იმ ხელშემკვრელი მხარის კანონებსა და წესებს, რომელმაც მიანიჭა მას ეს უფლება; ან c) იმ შემთხვევაში, თუ ეს ავიასაწარმო ექსპლუატაციისას სხვაგვარი სახით არღვევს ამ შეთანმხებით გათვალისწინებულ პირობებს. 2. თუ დაუყოვნებლივ არ არის საჭირო ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის გაუქმება, უფლებებით სარგებლობის შეჩერება ან პირობების წაყენება, რათა თავიდან იქნეს აცილებული კანონებისა და წესების შემდგომი დარღვევა; ამ უფლებებით სარგებლობა მოხდება მხოლოდ ხელშემკვრელ მხარეთა შორის კონსულტაციების ჩატარების შემდეგ.     მუხლი 5🔗. საბაჟო გადასახდელები 1. ხელშემკვრელი მხარეების დანიშნული ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების მიერ საერთაშორისო საჰაერო ხაზებზე ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდი გათავისუფლებული იქნება ყოველგვარი საბაჟო გადასახადის, სახელმწიფო აქციზის გადასახადებისა და სხვა ამგვარი სახელმწიფო მოსაკრებლებისაგან, ისევე, როგორც თავისუფლდება: a) ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე შეტანილი შემდეგი საქონელი: (i) შეკეთების, მიმდინარე რემონტისა და ტექნიკური მომსახურებისათვის საჭირო მოწყობილობები და შემადგენელი ნაწილები; (ii) მგზავრთა მომსახურებისათვის საჭირო მოწყობილობები და შემადგენელი ნაწილები; (iii) ჩატვირთვისათვის საჭირო მოწყობილობები და შემადგენელი ნაწილები; (iv) უშიშროების მოწყობილობები, მათში დასამონტაჟებელი შემადგენელი ნაწილების ჩათვლით; (v) ინსტრუქტაჟის მასალა და სასწავლო–საწვრთნელი საშუალებები; (vi) კომპიუტერული მოწყობილობები და შემადგენელი ნაწილებ; (vii) ავიასაწარმოსა და ექსპლუატანტების დოკუმენტაცია; და b) ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე შეტანილი ან ერთი ხელშემკვრელი დანიშნული ავიასაწარმოსათვის მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე მიწოდებული შემდეგი საქონელი: (i) საჰაერო ხომალდზე არსებული მარაგი (მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, სურსათი, სასმელი და თამბაქო), იმ პირობით, რომ ზემოხსენებული მარაგი დარჩება ამ საჰაერო ხომალდის ბორტზე ვიდრე არ იქნება გატანილი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო–ტერიტორიიდან; (ii) საწვავი, საცხებ–საპოხი მასალები და მოხმარებადი ტექნიკური მარაგი; (iii) სათადარიგო ნაწილები, ძრავების ჩათვლით; იმ პირობით, რომ თითოეულ შემთხვევაში ისინი განკუთვნილია საჰაერო ხომალდის ბორტზე ან საერთაშორისო აეროპორტის ფარგლებში მოსახმარად შესაბამისი დანიშნული ავიასაწარმოს მიერ საერთაშორისო საჰაერო ხაზების დაწესების ან მათი ექსპლუატაციის გაგრძელების მიზნით. 2. საბაჟო გადასახადებისაგან, სახელმწიფო აქციზის გადასახადებისა და ამგვარი სახელმწიფო მოსაკრებლებისაგან განთავისუფლება არ ვრცელდება ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოსათვის (ავიასაწარმოებისათვის) გაწეული მომსახურების საფასურის ანაზღაურების ხარჯებზე. 3. მოწყობილობები და მარაგი, რომლებიც ამ მუხლის (1) პუნქტშია განხილული, შეიძლება, მოთხოვნის საფუძველზე შენახულ იქნეს შესაბამისი ხელისუფლების ზედამხედველობის ან კონტროლის ქვეშ. 4. ამ მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათით სარგებლობა შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევებშიც, როდესაც ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმო ან ავიასაწარმოები შეთანხმდებიან სხვა ავიასაწარმოებთან ან ავიასაწარმოებთან, რათა ამ პირველი ხელშემკვრელი მხარის დანიშნულმა ავიასაწარმომ ან ავიასაწარმოებმა მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე სხვა ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოებს სესხით მისცენ ან გადასცენ ამ მუხლის (1) პუნქტში ჩამოთვლილი საქონელი, იმ პირობით, თუ ამ სხვა ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოებს იგივე შეღავათები აქვთ მინიჭებული მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ.     მუხლი 6🔗. წარმომადგენლობა 1. ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმო ან ავიასაწარმოები უფლებამოსილნი არიან ნაცვალგების საფუძველზე შეიანარჩუნონ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე თავიანთი წარმომადგენლები და კომერციული, საექსპლუატაციო და ტექნიკური პერსონალი შეთანხმებული მომსახურეობების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესაბამისად. აღნიშნული პერსონალი უნდა შეირჩეს თითოეული ან ორივე მხარის მოქალაქეთა შორის საჭიროების და აუცილებლობის მიხედვით. 2. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ნებას რთავს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს ჩამოიყვანოს და ჰყავდეს მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე მუშაკები და სხვა პასუხისმგებელი პერსონალი თავიანთი საჰაერო მომსახურების ადმინისტრაციული, ტექნიკური და კომერციული სამუშაოების ჩასატარებლად მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე შესვლასთან, ყოფნასთან და დასაქმების წესებისა და დებულებების შესაბამისად.     მუხლი 7🔗. სერტიფიკატების (მოწმობებისა) და ლიცენზიების აღიარება საფრენად ვარგისობის მოწმობა, კვალიფიკაციის მოწმობები და ლიცენზიები, რომლებიც გაცემული ან აღიარებულია ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ და ჯერ კიდევ ძალაშია, მეორე ხელშემკვრელი მხარე მიიჩნევს ვარგისიანად შეთანხმებაში განსაზღვრულ მომსახურებისა და მარშრუტებზე შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციის მიზნით იმ პირობით, რომ მოთხოვნები, რომელთა მიხედვით აღნიშნული მოწმობები ან ლიცენზიები გაიცა ან აღიარებულ იქნა, შეესაბამება ან აღემატება იმ მინიმალურ სტანდარტებს, რომელიც დადგინდა ან შესაძლოა დადგინდეს კონვენციის მიხედვით. თუმცა თითოეული ხელშემკვრელი მხარე იტოვებს უფლებას არ აღიაროს თავის საკუთარ სახელმწიფო ტერიტორიაზე გადაფრენის მიზნით მეორე ხელშემკვრელი მხარის ან სხვა ქვეყნის მიერ თავის საკუთარ მოქალაქეებზე გაცემული და აღიარებული კვალიფიკაციის მოწმობები და ლიცენზიები.     მუხლი 8🔗. ფინანსური დებულებანი 1. თითოეულ დანიშნულ ავიასაწარმოს ნაცვალგების საფუძველზე აქვს უფლება ჩაებას საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების რეალიზაციაში მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე უშუალოდ ან, მისი შეხედულებისამებრ, აგენტების მეშვეობით. ამგვარ ავიასაწარმოებს აქვთ უფლება აწარმოონ ამგვარი გადაყვანა-აგადაზიდვები იმ პირობით, რომ ორივე მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოებს აქვთ თანაბარი უფლებები ნაცვალგების საფუძველზე. 2. თითოეული მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოებს ნაცვალგების საფუძველზე აქვთ უფლება მოთხოვნისამებრ კონვერტირება გაუკეთონ და გადარიცხონ თავის ქვეყანაში, გადაცვლის ოფიციალური კურსით მოგების ნამატი, რომელიც მიღებულია მგზავრების, ტვირთისა და ფოსტის გადაყვანა-გადაზიდვების საშუალებით და, ასევე, აწარმოოს რეალიზაცია ადგილობრივ ვალუტაში მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე. ანგარიშსწორების შეთანხმების შესაბამის დებულებათა არარსებობის შემთხვევაში ზემოაღნიშნული გადარიცხვა უნდა განხორციელდეს კონვერტირებად ვალუტაში და ეროვნული კანონებისა და უცხოური ვალუტის გადაცვლის წესების შესაბამისად. 3. ხელშემკვრელ მხარეთა დანიშნული ავიასაწარმოები იღებენ ნებართვას ამდაგვარ გადარიცხვებზე განაცხადიდან ყველაზე მეტი 30 დღის განმავლობაში. ამგვარი გადარიცხვების პროცედურა უნდა შეესაბამებოდეს იმ ქვეყნის უცხოური ვალუტის გადაცვლის წესების შესაბამისად. 4. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ათავისუფლებს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებს ნაცვალგების საფუძველზე, ყველა სახის ბეგარისა და გადასახადებისაგან საჰაერო მიმოსვლების განხორციელებით მიღებულ მოგებასა და შემოსავალზე.     მუხლი 9🔗. შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციის პრინციპები 1. თითოეული მხარე ნებას რთავს ორივე ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოებს სამართლიანად განახორციელონ კონკურენცია ამ შეთანხმებით გათვალისწინებული საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის. 2. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ნებას რთავს ორივე მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებს, დამოუკიდებლად განსაზღვრონ ამ ხელშეკრულების დანართით გათვალისწინებულ შეთანხმებულ მარშრუტებზე მიწოდებელი მომსახურების ტევადობა და სიხშირე, რომელსაც ისინი სთავაზობენ მომხმარებელს–გადაზიდვების ბაზარზე არსებული და რეალურად სავარაუდო მოთხოვნების გათვალისწინებით. არცერთი ხელშემკვრელი მხარე ცალმხრივად არ განსაზღვრავს მეორე მხარის მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველებისათვის მიმოსვლის ტევადობას, სიხშირეს ან რეგულარობას, ან საჰაერო ხომალდის ტიპს (ტიპებს) , რომლებიც ექსპლუატირებულია მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოების მიერ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს შეზღუდვა ტექნიკური, საექსპლუატაციო, საბაჟო, გარემოს დაცვის ან სხვა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. საჰაერო ხაზის ოპერირება, ნებისმიერ შემთხვევაში ხორციელდება კონვენციის მე-15 მუხლით განსაზღვრული ერთგვაროვანი პირობების შესაბამისად. 3. თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმო წარუდგენს თავის ფრენის განრიგს, რომელიც შეიცავს აღჭურვილობის ტიპს, დასამტკიცებლად მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას თითოეული განრიგის პერიოდისთვის (ზაფხული და ზამთარი) განრიგის ძალაში შესვლის თარიღამდე არაუგვიანეს ოცდაათი (30) დღისა. განსაკუთრებულ შემთხვევებში დადგენილი დრო შეიძლება შემცირდეს აღნიშნული ხელისუფლებების შეთანხმების საფუძველზე. 4. თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს მხრიდან მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლების მიმართ ფრენის განრიგების წარდგენამდე, ორივე ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოები გამართავენ კონსულტაციას განრიგებთან დაკავშირებით დამტკიცების მხარდაჭერის მიზნით. 5. საავიაციო ხელისუფლებები, ამგვარი ფრენის გეგმებისას, ამტკიცებენ მათ ან სთავაზობენ ცვლილებებს. ნებისმიერ შემთხვევაში, დანიშნული ავიასაწარმოები ვერ დაიწყებენ მიმოსვლის განხორციელებას მანამ, სანამ შესაბამისი საავიაციო ხელისუფლებები არ დაამტკიცებენ განრიგებს. ეს დებულება ასევე გამოყენებული იქნება სამომავლო ცვლილებებისთვის.     მუხლი 10🔗. საავიაციო უშიშროება 1. საერთაშორისო სამართლის უფლებებისა და ვალდებულებათა შესაბამისად ხელშემკვრელი მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ მათი ვალდებულებები უკანონო ხელყოფისგან დაიცვან სამოქალაქო ავიაციის უშიშროება, წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. საერთაშორისო სამართლის მიხედვით მათი უფლებებისა და მოვალეობების შეზღუდვის გარეშე, ხელშემკვრელი მხარეები მოქმედებენ 1963 წლის 14 სექტემბრის ტოკიოს კონვენცია „საჰაერო ხომალდში ჩადენილ დანაშაულობათა და ზოგიერთ სხვა მოქმედებათა შესახებ“, 1970 წლის 16 დეკემბრის ჰააგის საერთაშორისო კონვენცია „საჰაერო ხომალდის გატაცების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“, 1971 წლის 23 სექტემბრის მონრეალის „სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ უკანონო აქტებთან ბრძოლის“ საერთაშორისო კონვენცია და 1988 წლის 24 თებერვლის „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მომსახურე აეროპორტებში ძალადობის უკანონო აქტებთან „ბრძოლის თაობაზე“ ოქმი. 2. ხელშემკვრელი მხარეები, მოთხოვნის შემთხვევაში, გაუწევენ ერთმანეთს ყოველგვარ აუცილებელი დახმარებას სამოქალაქო საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდების და ამ საჰაერო ხომალდის, მისი მგზავრებისა და ეკიპაჟის, აეროპორტებისა და აერონავიგაციული საშუალებების უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა და აგრეთვე სამოქალაქო ავიაციის უშიშროების წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი სხვა სახის მუქარის აღკვეთის მიზნით. 3. ხელშემკვრელი მხარეები ურთიერთობისას იმოქმედებენ საავიაციო უშიშროების შესახებ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის დებულებათა და საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის კონვენციის დანართების თანახმად იმდენად, რამდენადაც ეს უშიშროების დებულებები გამოიყენება ხელშემკვრელი მხარეების მიერ. ხელშემკვრელი მხარეები წაუყენებენ მოთხოვნებს მათ სახელმწიფოებში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტებს ან საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტებს, რომელთა ძირითადი საქმიანობის ადგილი ან მუდმივი ადგილსამყოფელი არის მათ სახელმწიფო ტერიტორიაზე განლაგებული აეროპორტების ექსპლუატანტებს, იმოქმედონ საავიაციო უშიშროების ამ დებულებათა შესაბამისად. 4. თითოეული ხელშემკვრელი მხარე თანახმაა, მასზედ, რომ მეორე ხელშემკვრელმა მხარემ შეიძლება მოსთხოვოს საჰაერო ხომალდის ასეთ ექსპლუატანტებს დაიცვან ამ მუხლის მე-3 პუნქტში მოცემული საავიაციო უშიშროების დებულებები, რომლებიც სავალდებულოა ერთი ხელშემკვრელი მხარისათვის მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე შესვლის, გამოსვლის ან ამ სახელმწიფო ტერიტორიაზე ყოფნისათვის. თითოეული ხელშემკვრელი მხარე უზრუნველყოფს სათანადო ზომების გატარებას, რათა დაიცვას საჰაერო ხომალდი და შეამოწმოს მგზავრები, ეკიპაჟი, ხელბარგი, ბარგი, ტვირთი და საჰაერო ხომალდზე არსებული მარაგი ჩასხდომა-ჩატვირთვამდე და ჩასხდომა-ჩატვირთვის დროს თითოეულ ხელშემკვრელი მხარე დადებითად განიხილავს აგრეთვე მეორე ხელშემკვრელი მხარის ნებისმიერ თხოვნას განახორციელოს სპეციალური უშიშროების სათანადო ღონისძიებები კონკრეტულ მუქარასთან დაკავშირებით. 5. საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდება, მისი ხელში ჩაგდების მუქარის დროს ან სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა არსებობისას, რომელიც მიმართულია ასეთი საჰაერო ხომალდის, მისი მგზავრებისა და ეკიპაჟის, აეროპორტებისა და აერონავიგაციული საშუალებების წინააღმდეგ, ხელშემკვრელი მხარეები დაეხმარებიან ერთმანეთს კომუნიკაციის გაადგილებით და სხვა სათანადო ღონისძიებათა განხორციელებით, რომლებიც მიმართულია ამ ინციდენტის ან მისი ჩადენის მუქარის სწრაფი და უსაფრთხო აღკვეთისაკენ. 6. თუ ერთ ხელშემკვრელ მხარეს შეექმნება სირთულეები წინამდებარე მუხლის უშიშროების დებულებებთან დაკავშირებით, თითოეული ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელმძღვანელობას შეუძლია მოსთხოვოს მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას კონსულტაციების დაუყოვნებლივ ჩატარება.     მუხლი 11🔗. ტარიფების დაწესება 1. ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოების მიერ გამოსაყენებელი ტარიფები ამ ხელშეკრულების მიერ დადგენილი მომსახურებებისათვის წესდება გონივრულად, ყველა შესაბამისი ფაქტორის გათვალისწინებით, რომელშიც შედის მომხმარებელთა ინტერესები, ექსპლუატაციის ღირებულებები, მომსახურების ხასიათები, საკომისიო ტარიფები, რეალური მოგება, სხვა ავიასაწარმოების ტარიფები და ბაზარზე სხვა კომერციული მოსაზრებები. 2. ხელშემკვრელი მხარეები თანხმდებიან განხილვის საგნად აქციონ სადავო ტარიფები, რომლებიც შეიძლება იყოს დისკრიმინაციული, გაუმართლებლად მაღალი ან შემზღუდველი დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების გამო ან ხელოვნურად დაბალი პირდაპირი ან არაპირდაპირი სუბსიდიების ან მხარდაჭერის გამო, ან „მძარცველური“. 3. ტარიფები, შეძლებისდაგვარად, თანხმდება ორივე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოების მიერ, მათი შესაბამისი მთავრობების მოთხოვნისა და სხვა ავიასაწარმოებთან კონსულტაციის შესაბამისად. ამგვარი შეთანხმება, შეძლებისდაგავარად, მიღწეულ იქნება შესაბამისი საერთაშორისო სატარიფო კოორდინაციის მექანიზმის გამოყენებით. ნებისმიერი მრავალმხრივი ან ორმხრივი შეთანხმების არ არსებობის შემთხვევაში, თითოეულ დანიშნულ ავიასაწარმოს შეუძლია დაადგინოს ტარიფი ინდივიდუალურად. 4.თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მისი ტერიტორიიდან ან ტერიტორიისკენ გადაზიდვებისთვის მოითხოვოს ორივე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს(ების) მიერ შემოთავაზებული ტარიფების შეტყობინება და მონაცემები და გამონაკლის შემთხვევაში, მისი ტერიტორიის გავლით გადაზიდვისათვის, როდესაც მის სახელმწიფო ტერიტორიაზე შეჩერება ნაბადართულია. 5. ამგვარი შეტყობინება ან მონაცემთა გადაცემა შეიძლება მოთხოვნილ იქნეს წარდგენის თარიღამდე არაუმეტეს 30 დღისა. ინდივიდუალურ შემთხვევებში, აღნიშნული მაქსიმუმი პერიოდი შეიძლება შემცირდეს. 6. ვერცერთი ხელშემკვრელი მხარე ვერ იმოქმედებს ცალმხრივად, რათა თავიდან აიცილოს წარდგენილი ტარიფის ძალაში შესვლა ან მოხმარების ტერიტორიებს შორის გადაზიდვისათვის ერთი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მოქმედი ტარიფის გაგრძელება. 7. ვერცერთი ხელშემკვრელი მხარე ვერ იმოქმედებს ცალმხრივად, რათა თავიდან აიცილოს წარდგენილი ტარიფის ძალაში შესვლა ან მეორე მხარისა და მესამე სახელმწიფოს ტერიტორიებს შორის ტრანსპორტირებისთვის ერთი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მოქმედი ტარიფის გაგრძელება. 8. მხარეების ტერიტორიებს შორის გადაზიდვებისთვის, თითოეული ხელშემკვრელი მხარე ნებას რთავს მეორე მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს (ებს), შეუსაბამოს ნებისმიერი მხარის ან მესამე სახელმწიფოს ავიასაწარმოს მიერ გამოსაყენებლად უფლებამოსილი ნებისმიერი ტარიფი. 9. მესამე სახელმწიფოსა და ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიებს შორის გადაზიდვებისთვის, ხელშემკვრელი მხარე ნებას რთავს მეორე ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოს (ებს) შეუსაბამოს ნებისმიერი მხარის ან მესამე სახელმწიფოს ავიასაწარმოს მიერ გამოსაყენებლად უფლებამოსილი ნებისმიერი ტარიფი. 10. როდესაც ხელშემკვრელი მხარე დარწმუნებულია, რომ ტარიფი მიეკუთვნება ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღწერილ კატეგორიას, ის გამოთქვამს უკმაყოფილებას მეორე მხარის მიმართ რაც შეიძლება მალე და არაუგვიანეს ტარიფის შეტყობინების ან მის მონაცემებში გადატანიდან 15 დღის განმავლობაში და შეუძლია ისარგებლოს მე-11 პუნქტში აღნიშნული საკონსულტაციო პროცედურებით. თუმცა, თუ ორივე მხარე წერილობით არ შეთანხმდება ამ პროცედურების შესაბამისი ტარიფების მიღებასთან დაკავშირებით, ტარიფები მიღებულად ჩაითვლება. 11.თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მოთხოვოს მეორე ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოს ამ შეთანხმებით დადგენილი მომსახურეობისათვის ნებისმიერ ტარიფთან დაკავშირებთი კონსულტაციების ჩატარება იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ტარიფზე იქნება მიღებული შეტყობინება უკმაყოფილების შესახებ. ეს კონსულტაციები ჩატარდება ამგვარი მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 30 დღისა. მხარეები თანამშრმოლობას გაუწევენ ერთმანეთს საჭირო ინფორმაციის უზრუნველყოფაში საკითხების გონივრულად გადაწყვეტის მიზნით. თუ მხარეები მიაღწევენ შეთანხმებას იმ ტარიფთან დაკავშირებით, რომლის გამოც შეტყობინება უკმაყოფილების შესახებ იქნა მიღებული, თითოეული მხარე ყველანაირად შეეცდება განახორციელოს ეს შეთანხმება, მაგრამ თუ შეთანხმება ვერ შედგა, მოცემული ტარიფი შევა ძალაში ან გაგრძელდება. 12. ამ პუნქტის პირობების შესაბამისად დაწესებული ტარიფი დარჩება ძალაში, თუ შესაბამისი ავიასაწარმოს (ების) მიერ არ მოხდა მათი გაუქმება, ან სანამ ტარიფის ვადა არ ამოიწურება ან ახალი ტარიფები არ დაწესდება. თარიღი შეიძლება გაგრძელდეს, გარდა იმ შემთხვევისა; როცა ორივე ხელშემკვრელი მხარე თანხმდება ტარიფის გაუგრძელებლობის შესახებ; როდესაც ტარიფი მიიღება ვადის დასრულების გარეშე და როდესაც ახალი ტარიფების წარდგენა და მიღება არ ხდება, ტარიფი დარჩება ძალაში მანამ, სანამ არ გაუქმდება შესაბამისი ავიასაწარმოს (ების) მიერ ან ორივე ხელშემკვრელი მხარე არ შეთანხმდება ტარიფის გაუგრძელებლობაზე.     მუხლი 12🔗. ფრენის უსაფრთხოება 1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს კონსულტაცია მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დამტკიცებულ ფრენის უსაფრთხოების სტანდარტებზე საჰაერო ხომალდის ეკიპაჟთან, საჰაერო ხომალდთან ან მის ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სფეროში. ასეთი კონსულტაციები ტარდება ამგვარი თხოვნით მიღებიდან 30 დღის განმავლობაში. 2.თუ ამგვარი კონსულტაციების შედეგად, ერთი მხარე გამოავლენს, რომ მეორე მხარე ეფექტურად არ ინარჩუნებს და არ წარმართავს უსაფრთხოების სტანდარტებს იმ ნებისმიერ სფეროში, რომელიც უთანაბრდება ამ დროისათვის ჩიკაგოს კონვენციის მიერ დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს, პირველი მხარე მეორე მხარეს ატყობინებს ამ ვითარების შესახებ და იმ ზომებზე, რაც ამ მინიმუმი სტანდარტების შესასრულებლად არის საჭირო და მეორე მხარემ უნდა მიიღოს შესაბამისი შესწორების ღონისძიება. თუ მეორე მხარე ვერ მიიღებს შესაბამის ღონისძიებებს 15 დღის ან შესაძლო შეთანხმებული პერიოდის განმავლობაში, ეს მდგომარეობა იქნება ამ შეთანხმების მე-4 მუხლის (ექსპლუატაციის უფლებამოსილების გაუქმება ან შეჩერება) გამოყენების საფუძველი. 3. მიუხედავად იმ ვალდებულებებისა, რაც დადგენილია ჩიკაგოს კონვენციის 33-ე მუხლში, თანხმდებიან იმაზე რომ ნებისმიერი საჰაერო ხომალდი, რომელიც ექსპლუატირებულია ერთი მხარის ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების მიერ და რომელიც ახორციელებს მიმოსვლას მეორე მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე  ან ტერიტორიიდან, შეიძლება, მეორე მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე ყოფნის დროს, შემოწმდეს მეორე ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ ბორტზე ან საჰაერო ხომალდის ირგვლივ, რათა გაირკვეს საჰაერო ხომალდისა და მისი ეკიპაჟის დოკუმენტთა ვარგისიანობა და საჰაერო ხომალდისა და მისი შემადგენლობის (ამ მუხლში „შემოწმება ფრენის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“) რეალური მდგომარეობა, იმ პირობით, რომ ეს არ გამოიწვევს საჰაერო ხომალდის არამიზანშეწონილ შეფერხებას. 4. თუ ნებისმიერი ამგვარი შემოწმება ფრენის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ან მთელი რიგი ამგვარი შემოწმებებისა გამოიწვევს: a) სერიოზულ ეჭვს, რომ საჰაერო ხომალდი და მისი ექსპლუატაცია არ შეესაბამება ჩიკაგოს კონვენციის მიერ იმ დროს დაგენილ მინიმალურ სტანდარტებს; ან b) სერიოზულ ეჭვს, როცა არსებობს ჩიკაგოს კონვენციის მიერ იმ დროისათვის დადგენილი უსაფრთხოების სტანდარტების ეფექტური წარმართვისა და შენარჩუნების ნაკლოვანება. მხარეს, რომელიც ახორციელებს შემოწმებას, ჩიკაგოს კონვენციის 33-ე მუხლის მიზნებისთვის, შეუძლია დაასკვნას, რომ მოთხოვნები, რომლის საფუძველზეც მოწმობები და ლიცენზიები არის გაცემული ან ვარგისიანობა მინიჭებული საჰაერო ხომალდებზე და საჰაერო ხომალდების ეკიპაჟზე და ასევე მოთხოვნები, რომლის საფუძველზეც საჰაერო ხომალდი არის ექსპლუატირებული არ უთანაბრდება ან არ შეესაბამება ჩიკაგოს კონვენციის მიერ დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს. 5.იმ შემთხვევაში, როცა ფრენის უსაფრთხოების უზრუნველმყოფელი შემოწმების განსახორციელებელი უფლება ერთი მხარის ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების მიერ ექსპლუატირებულ საჰაერო ხომალდზე იქნება უარყოფილი, ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით ამ ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების წარმომადგენლების მიერ, მეორე მხარეს შეუძლია დაასკვნას, რომ გამოწვეული იქნება ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული სერიოზული ეჭვები. 6.თითოეული მხარე სარგებლობს უფლებით შეაჩეროს ან შეცვალოს მეორე მხარის ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების საექსპლუატაციო უფლებამოსილება იმ შემთხვევაში, თუ პირველი მხარე დაასკვნის, რომ ფრენის უსაფრთხოების უზრუნველმყოფელი შემოწმების ან ამგვარი შემოწმების უარყოფის ან კონსულტაციის და სხვაგვარი საქმიანობის უფლების უარყოფის შედეგად, ავიასაწარმოს ექსპლუატაციის უსაფრთხოებისთვის აუცილებელია გადაუდებელი მოქმედება. 7. ერთი მხარის ნებისმიერი მოქმედება ამ მუხლის (2) და (6) პუნქტების მიხედვით ვერ გაგრძელდება, როგორც კი ამ მოქმედების განხორციელების საფუძველი შეწყვეტს არსებობას.     მუხლი 13🔗. ინფორმაცია და სტატისტიკური მონაცემები ერთი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლება მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას მოთხოვნის შემთხვევაში მიაწვდის მას ისეთ პერიოდულ და სტატისტიკურ მონაცემებს, რომლებიც შეიძლება გონივრულ ფარგლებში იქნეს მოთხოვნილი პირველი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ შეთანხმებულ ხაზებზე უზრუნველყოფილი ტევადობის დასადგენად. ეს სტატისტიკური მონაცემები მოიცავს მთლიან ინფორმაციას, რომელიც საჭიროა ამ ავიასაწარმოების მიერ შეთანხმებულ ხაზებზე განხორციელებული გადაყვანა-გადაზიდვის დასადგენად და ინფორმაციას ამ გადაყვანა-გადაზიდვის საწყისი და ბოლო პუნქტების შესახებ.     მუხლი 14🔗. კონსულტაცია და ცვლილებები 1. ამ შეთანხმების დებულებების განხორციელების და მასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით ხელშემკვრელი მხარეების საავიაციო ხელისუფალნი თანამშრომლობის საფუძველზე ჩაატარებენ კონსულტაციებს ერთმანეთთან დროდადრო. 2. თუ რომელიმე ხელშემკვრელი მხარე ჩათვლის საჭიროდ შეცვალოს ამ შეთანხმების და მისი დანართის ნებისმიერი დებულება, მას შეუძლია მოითხოვოს კონსულტაციის ჩატარება მეორე ხელშემკვრელ მხარესთან; ეს კონსულტაციები შეიძლება ჩატარდეს საავიაციო ხელისუფლებებს შორის მოლაპარაკებების გზით ან მიმოწერით. კონსულტაციები დაიწყება მათი ჩატარების მოთხოვნის მიღებიდან სამოცი (60) დღის განმავლობაში. ამგვარად შეთანხმებული ნებისმიერი ცვლილება შევა ძალაში, როდესაც დიპლომატიური ნოტების გაცვლით დადასტურდება ამ ცვლილებათა მიღება. 3. დანართში მარშრუტების განრიგებში ცვლილებების განხორციელება მოხდება ხელშემკვრელი მხარეების საავიაციო ხელისუფლებებს შორის პირდაპირი შეთანხმებით.     მუხლი 15🔗. მრავალმხრივ კონვენციებთან შესაბამისობა ეს შეთანხმება და მისი დანართი შესწორდება იმგვარად, რომ შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი იმ ნებისმიერ მრავალმხრივ კონვენციასთან, რომელიც შეიძლება სავალდებულო გახდეს ორივე ხელშემკვრელი მხარისთვის.     მუხლი 16🔗. სადავო საკითხების მოგვარება 1.თუ ხელშემკვრელ მხარეებს შორის წამოიჭრა ნებისმიერი დავა, რომელიც შეეხება ამ შეთანხმების და მისი დანართის განმარტებასა და გამოყენებას, ისინი უპირველეს ყოვლისა შეეცდებიან გადაჭრან ეს დავა მოლაპარაკების გზით. 2. თუ ხელშემკვრელი მხარეები ვერ გადაჭრიან დავას მოლაპარაკების გზით, ისინი შეიძლება შეთანხმდნენ მიმართონ რომელიმე პიროვენებას ან ორგანიზაციას, ან დავა რომელიმე ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნის შემთხვევაში შეიძლება გადაეცეს არბიტრაჟს, რომელიც სამი არბიტრისგან შედგება. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ნიშნავს თითო არბიტრს, ხოლო მესამეს – ამგვარად დანიშნული ორი არბიტრი . თითოეული ხელშემკვრელი მხარე დანიშნავს არბიტრს სამოცი (60) დღის განმავლობაში იმ დღიდან, როდესაც დიპლომატიური არხებისმეშვეობით მიიღებს მეორე ხელშემკვრელი მხრიდან მოთხოვნას დავის საარბიტრაჟო სასამართლოში გადაცემის შესახებ, მესამე არბიტრი ინიშნება შემდგომი სამოცი (60) დღის განმავლობაში იმ დღიდან, როდესაც დიპლომატიური არხების მეშვეობით მიიღებს მეორე ხელშემკვრელი მხარიდან მოთხოვნას დავის საარბიტრაჟო სასამართლოში გადაცემის შესახებ, მესამე არბიტრი ინიშნება შემდგომი სამოცი (60) დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ხელშემკვრელი მხარე აღნიშნულ პერიოდში ვერ დანიშნავს არბიტრს, ან მესამე არბიტრი არ იქნება დანიშნული დადგენი ვადაში, ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მიმართოს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტს თხოვნთი დანიშნოს არბიტრი ან არბიტრები საჭიროების და მიხედვით. ნებისმიერ შემთხვევაში მესამე არბიტრი იქნება მესამე ქვეყნის მოქალაქე და შეასრულებს საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას. 3. ხელშემკვრელი მხარეები თავიანთ თავზე იღებენ ვალდებულებას შეასრულონ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. 4. თუ რომელიმე ხელშემკვრელი მხარე ან რომელიმე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმო არ შეასრულებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მიღებულ გადაწყვეტილებას, მაშინ მეორე ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს, შეუჩეროს ან შეუზღუდოს ნებისმიერი უფლება ან პრივილეგია, რომელიც ამ შეთანხმების საფუძველზე მან მიანიჭა პირველ ხელშემკვრელ მხარეს. 5.თითოეული ხელშემკვრელი მხარე გადაიხდის მის მიერ დანიშნული არბიტრის ხარჯებს, საარბიტრაჟო სასამართლოს დანარჩენი ხარჯები თანაბრად განაწილდება ხელშემკვრელ მხარეებს შორის.     მუხლი 17🔗. სათაურები ამ შეთანხმების თითოეული მუხლი დასათაურებულია მოხერხებულობისათვის და ამ სათაურებს აქვთ ცნობარის ხასიათი. ისინი არ განსაზღვრავენ, არ ზღუდავენ და არ აღწერენ ამ შეთანხმებას.     მუხლი 18🔗. რეგისტრაცია ეს შეთანხმება და მისი დანართი რეგისტრირებული იქნება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში.     მუხლი 19🔗. დასკვნითი დებულებები 1. ეს შეთანხმება ძალაში შედის მხარეების მიერ დიპლომატიური ნოტების გაცვლის დღიდან, რომლითაც ისინი ადასტურებენ თითოეული მხარის მიერ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი ყველა შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის დასრულებას. 2. ერთ ხელშემკვრელ მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია გაუგზავნოს შეტყობინება მეორე ხელშემკვრელ მხარეს ამ შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ. ეს შეტყობინება იმავდროულად გაეგზავნება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას. ამ შემთხვევაში შეთანხმება მოქმედებას წყვეტს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ ამ შეტყობინების მიღებიდან თორმეტი (12) თვის შემდეგ, თუ ამ ვადის გასვლამდე ურთიერთშეთანხმების საფუძველზე არ განხორციელდა შეტყობინების უკან გამოთხოვა. იმ შემთხვევაში, თუ მეორე ხელშემკვრელმა მხარემ არ დაადასტურა შეტყობინების მიღება, მაშინ იგი მიღებულად ჩაითვლება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში შეტყობინების მიღებიდან თოთხმეტი (14) დღის შემდეგ. 3. ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვლება 1992 წლის 30 ივლისს ხელმოწერილი შეთანმხება „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო ტრანსპორტის სფეროში“. შესრულებულია ქ. ––––, 2005 წლის 5 ოქტომბერს ორ პირად ინგლისურ ენაზე. საქართველოს მთავრობის სახელით თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით დანართი მარშუტები 1. (a) თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის მიერ დანიშნულ ავიასაწარმო (ები) უფლებამოსილია შეასრულოს საჰაერო მიმოსვლა ორივე მიმართულებით: საწყისი პუნქტი თურქეთი შუალედური პუნქტი ორი პუნქტი (შემდგომში დადგინდება) დანიშნულების პუნქტი თბილისი, ბათუმი და ორი პუნქტი საქართველოში (შემდგომში დადგინდება) ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მდებარე პუნქტები დადგინდება შემდგომში b) საქართველოს მთავრობის მიერ დანიშნულ ავიასაწარმო(ები) უფლებამოსილია შეასრულოს საჰაერო მიმოსვლა ორივე მიმართულებით: საწყისი პუნქტი საქართველო შუალედური პუნქტი ორი პუნქტი (შემდგომში დადგინდება) დანიშნულების პუნქტი ანკარა, სტამბული, ტრაბზონი და ერთი პუნქტი თურქეთში (შემდგომში დგინდება) ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მდებარე პუნქტები დადგინდება შემდგომში  * შენიშვნა დანიშნულების პუნქტები ნებისმიერ ზემოაღნიშნულ მარშრუტზე შეიძლება შეცვლილ იქნეს ნებისმიერ დროს ბაზარზე არსებული მოთხოვნისა და ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნის საფუძველზე. 2. ზემოაღნიშნული მარშრუტების ნებისმიერი პუნქტები, დანიშნული ავიასაწარმოს (ების) შეხედულებისამებრ, შეიძლება ამოღებულ იქნეს რომელიმე ან ყველა რეისის შესრულებისას იმ პირობით, რომ აღნიშნული სახის მიმოსვლა იწყება ავიასაწარმოს დამნიშვნელი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე. 3. ორივე ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მოითხოვოს მეორე ხელშემკვრელი მხარის ფარგლებს გარეთ ან ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიებს შორის დამატებითი პუნქტების ჩართვა საკუთარი მიმოსვლის შესრულებისას. აღნიშნული სახის მოთხოვნა დამტკიცებული უნდა იყოს მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლების მიერ.