შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას შორის ტერორიზმთან, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან და ორგანიზებულ დამნაშავეობასთან ერთობლივი ბრძოლის შესახებ

მიღების თარიღი 26.10.2001
ძალაში შესვლა 27.02.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480160000.02.002.000486
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 15/03/2004
matsne.gov.ge 1,417 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.10.2001 მიღება
27.02.2004 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას შორის ტერორიზმთან, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან და ორგანიზებულ დამნაშავეობასთან ერთობლივი ბრძოლის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml {mso-style-name:kvekana_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას შორის ტერორიზმთან, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან და ორგანიზებულ დამნაშავეობასთან ერთობლივი ბრძოლის შესახებ საქართველოს მთავრობა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობა შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი; ისწრაფვიან რა განავითარონ ორმხრივი ურთიერთობები; დარწმუნებულნი არიან რა დანაშაულობათა წინააღმდეგ ბროძლისა და მათი აღმოფხვრის საქმეში თანამშრომლობის დიდ მნიშვნელობაში, განსაკუთრებით კი, ორგანიზებული დამნაშავეობა, აკრძალული ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობა და ტერორიმზი; ისწრაფვიან რა გააგრძელონ ერთობლივი ძალისხმევა ტერორიზმთან საბრძოლველად; სურთ რა შეათანხმონ თავიანთი მოქმედება საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ; შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების გათვალისწინებით; შეთანხმდნენ შემდეგზე:     მუხლი 1🔗 1. ითვალისწინებენ რა თავიანთ ეროვნულ კანონმდებობას, მხარეები თანამშრომლობენ ტერორიზმთან, ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობასთან და ორგანიზებულ დამნაშავეობასთან ბრძოლაში, გაფრთხილებასა და სასამართლო დევნაში; 2. მხარეები თანამშრომლობენ განსაკუთრებით იმ შემთხვავაში, როდესაც დანაშაული ან მათი მომზადება ხდება ერთ–ერთი მხარის ტერიტორიაზე და მიღებული ინფორმაცია ეხება ერთ–ერთ მხარეს.     მუხლი 2🔗  მხარეები ტერორიზმთან ბრძოლისათვის თავიანთი ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე, აგრეთვე, ხელშეკრულების დებულების თანახმად: 1. გაცვლიან ინფორმაციასა და მონაცემებს მოსალოდნელი ან ჩადენილი ტერორისტული აქტის მონაწილე პირების, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ასეთი სახის დანაშაულში, მეთოდებისა და გამოყენებული ტექნიკური საშუალებების შესახებ; 2. გაცვლიან ინფორმაციას ტერორისტული დაჯგუფებების და მონაწილეების, დაგეგმილი, განხორციელებული და განსახორციელებელი ტერორისტული აქტების შესახებ, რომლებიც განხორციელდა მეორე მხარის ტერიტორიაზე და მიაყენა ზარალი მეორე მხარის სახელმწიფოს, აგრეთვე მოამარაგებენ ინფორმაციით და მონაცემებით, რომლებიც საჭიროა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა და დამნაშავეობის აღკვეთისათვის, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს უშიშროებას.     მუხლი 3🔗 მხარეები აკრძალული ნარკოტიკული ნივთიერებების მოყვანის, წარმოების, ექსტრაკაციის, ასევე ფსიქოტროპული ნივთიერებების და პირველადი ნაწილების ექსპორტის, იმპრტის და ტრანზიტის აკრძალვის მიზნით, მხარეები თავიანთი ერვონული კანონმდებლობის საფუძველზე: 1. აცნობებენ ერთმანეთს იმ პიროვნებების შესახებ, რომლებიც მონაწილეობენ ნარკოტიკებით ვაჭრობასა და წარმოებაში, ფსიქოტროპული ნივთიერებეის გავრცელებაში, აგრეთვე, საიდუმლო საფარის, სატრანსპორტო საშუალებების და ამ პირთა მუშაობის მეთოდების შესახებ, ნარკოტიკების და ფსიქოტროპული ნივთიერებების წარმოშობისა და ადგილის შესახებ, ასევე ნებისმიერ დეტალებს დაკავშირებულს ისეთი დანაშაულის აღკვეთასთან, ასევე ისეთი დანაშაულის საქმესთან დაკავშირებულ ნებისმიერ დეტალებს იმ ხარისხით, რაც საჭიროა დანაშაულის გაფრთხილებისა ან აღკვეთისათვის, რომელიც საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს; 2. ერთმანეთს აწოდებენ თავიანთ ინფორმაციას არაკანონიერი ნარკოტიკებით ვაჭრობის საერთაშორისო ჩვეულებრივი მეთოდების და საქმესთან დაკავშირებულ სხვა ფაქტების შესახებ; 3. გაცვლიან კრიმინალისტიკური და კრიმინოლოგიური გამოკვლევების შედეგებს ნარკოტიკებით არაკანონიერი ვაჭრობისა და ბოროტად გამოყენების შესახებ; 4. ერთმანეთს გადასცემენ ბოროტად გამოყენებისათვის, ბუნებრივი ან ხელოვნური წესით წარმოებული ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების ნიმუშებს; 5. ერთმანეთში გაცვლიან თავიანთ გამოცდილებას ებადართულ ნარკოტიკულ, ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე და პირველად ნაწილაკებზე კონტროლის შესახებ, რათა ისინი არ იქნენ ბოროტად გამოყენებულნი; 6. თავიანთი ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე იღებენ შეთანხმებულ პოლიციურ ზომებს, აკრძალული ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების არაკანონიერი წარმოების აღსაკვეთად.     მუხლი 4🔗 თანამშრომლობენ, რა დანაშაულის გამოძიებაში და აღკვეთაში, განსაკუთრებით კი, ორგანიზებული დამნაშავეობის დროს, მხარეები: 1. აცნობებენ ერთმანეთს ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილე პირების, დამნაშავეთა კავშირების კრიმინალური ორგანიზაციებისა და დაჯგუფების სტრუქტურის, ცალკეული დამნაშავეებისა და დაჯგუფებების ურთიერთობების, საქმის ფაქტების (განსაკუთრებით დანაშაულის ჩადენის დროის, ადგილმდებარეობის და მეთოდების), თავდასხმული დაწესებულებების, სისხლისლ სამართლის დარღვეული კანონის შესახებ, აგრეთვე, ნებისმიერ სხვა საქმესთან დაკავშირებულ დეტალებს, იმ ოდენობით, რომელიც საჭიროა ასეთი სახის დანაშაულის აღსაკვეთად და თავიდან ასაცილებლად; 2. მოთხოვნის საფუძველზე მიიღებენ პოლიციურ ზომებს, უფლებამოსილს მომთხოვნი სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობით; 3. შეთანმხების დებულებების, აგერთვე, მხარეთა ეროვნული კანონმდებლბის თანახმად, გამოძიების პროცესში ერთმანეთთან ითანამშრომლებენ შეთანხმებული პოლიციური ზომებით და პერსონალით, აგრეთვე, ინფრასტრუქტურული და ორგანიზაციული მხარდაჭერით; 4. გაცვლიან გამოცდილებასა და ინფორმაციას, საერთაშორისო დამნაშავეობის სფეროში ახალი მეთოდებისა და ფორმების შესახებ; 5. გაცვლიან თავიანთი კრიმინალისტიკური და კრიმინოლოგიური, საქმესთან დაკავშირებულ სხვა კრიმინალური გამოკვლევების შედეგებს, მიაწვდიან ერთმანეთს ინფორმაციას გამოძიებაში თავიანთი გამოცდილების, მუშაობის მეთოდებსა და მოწყობილობების შესახებ, მათ გასაუმჯობესებლად. 6. მოთხოვნის საფუძველზე, ერთმანეთს სარგებლობაში გადასცემენ ინფორმაციას და დანაშაულებრივი ქმედებისაგან მიღებულ ან დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ნივთების ნიმუშებს; 7. ორგანიზებული დამნაშავეობსი წინააღმდეგ ბრძოლაში ხელშეწყობის მიზნით გაცვლიან სპეციალისტებს ერთობლივი ან ურთიერთკვალიფიკაციის ასამაღლებლად, საქმიანი გამოცდილების უფრო მაღალი დონის მიღების მიზნით და უახლესი კრიმინალისტიკური ტექნიკის, მოწყობილობისა და მეთოდების შესასწავლად, რომლებიც გამოიყენება დამნაშავეობასთან ბრძოლაში; 8. აუცილებლობის შემთხვევაში, ერთმანეთს შეხვდებიან კონსულტაციისათვის, ერთობლივი მოქმედების მოსამზადებლად და მხარდასაჭერად.     მუხლი 5🔗 ამას გარდა თანამშრომლობა მოიცავს: 1. ინფორმაციის გაცვლას საკანონმდებლო დებულებების შესახებ, შეთანხმებაში დახასიათებული დანაშაულებრივი ქმედებების მიმართ; 2. ინფორმაციის გაცვლას დანაშაულებრივი ქმედებისაგან წარმოშობილი შემოსავლის შესახებ; 3. გამოცდილებისა და საკანონმდებლო მდგომარეობის გაცვლას უცხოელთა და არაკანონიერი მიგრაციის შესახებ; 4. ინფორმაციის გაცვლას, რომელიც საჭიროა მეორე მხარისათვის, ადამიანებით კონტრაბანდისა და ცოცხალი სამუშაო ძალით არაკანონიერი ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლისათვის.     მუხლი 6🔗 1. შეთანხმებით გათვალისწინებული დებულებების შესასრულებლად საქართველოს მხრიდან კომპეტენტური ორგანოა: შინაგან საქმეთა სამინიტრო. ლატვიის რესპუბლიკის მხრიდან: ლატვიის შინაგან საქმეთა სამინისტრო. თავიანთი უფლებამოსილებისა და ტერიტორიაზე თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობენ ერთმანეთთან უშუალოდ და ფაქტიურად ექნებათ საშუალება ოქმში შეიტანონ თანამშრომლობის გარკვეული სფეროები და კომუნიკაციის საშუალებები; 2. სხვა შეთანმხების არარსებობის შემთხვევაში – კომუნიკაციისა და ინფორმაციის გაცვლის დროს – გამოიყენება ინგლისური ენა.     მუხლი 7🔗 თითოეული მხარის ეროვნული კანონმდებლობის გათვალისწინებით, თანამშრომლობის განმავლობაში მიღებული პერსონალური მონაცემების დაცვისათვის, მოქმედებს შემდეგი პირობები: 1. მიმღებ მხარეს შეუძლია გამოიყენოს ეს მონაცემები მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნებისავის და იმ პირობების გათვალისწინებით, რომლებიც დადგენილია მოწოდებული მხარის მიერ; 2. მიმწოდებელი მხარის მოთხოვნით მიმღები მხარე აწვდის ინფორმაციას მიღებული მონაცემების გამოყენებისა და მათი მეშვეობით მიღებული შედეგების შესახებ; 3. პერსონალური მონაცემები შეიძლება გაგზავნილ იქნას მხოლოდ პოლიციისა და სხვა კომპეტენტური ორგანოს მიერ, რომლებიც ებრძვიან ტერორიზმს, დაკავშირებულს ნარკოტიკებით და ორგანიზებულ დანაშაულთან. მონაცემები შეიძლება გადაეცეს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს მხოლოდ მიმწოდებელი ორგანოს წინასწარი ნებართვით; 4. მიმწოდებელი მხარე რწმუნდება მონაცემთა სიზუსტეში, რომელიც ექვემდებარება მიწოდებას, ასეთი მიწოდების საჭიროებაში და შეესაბამება თუ არა საკუთარ მიზნებს. გარდა ამისა დაცული იქნება შეზღუდვა მონაცემთა მოწოდებაზე, რომელიც დაწესებულია მეორე მხარის სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობით. აგრეთვე თუ დამტკიცებულია, რომ გაგზავნილი იყო არასწორი ან შეზღუდვას დაქვემდებარებული მონაცემები, მაშინ მიმღები მხარე დაუყოვნებლივ იქნება ინფორმირებული ამის შესახებ. მიმღებ მხარეს შეაქვს საჭირო კორექტივები ან დაუყოვნებლივ ანადგურებს შეზღუდვას დაქვემდებარებულ მონაცემებს; 5. მხარის უფლებამოსილი პირის მოთხოვნსი საფუძველზე გადასცემენ მის დოსიეს და ინფორმაციას ამ მონაცემთა შესაძლო გამოყენების შესახებ. ასეთი ინფორმაციის გაცემა არ არის სავალდებულო, თუ მასთან დაკავშირებული სახელმწიფოს საკანონმდებლო დებულებები არ ავალდებულებს მათ ამის შესახებ. პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაციის მოწოდებისას უპირატესობა ენიჭება მიმწოდებელი მხარის კანონმდებლობას; 6. მონაცემთა მიწოდების დროს მიმწოდებელი მხარე ადგენს ამ მონაცემთა განადგურების განსაზღვრულ ვადებს, თავისი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად. მიუხედავად ამისა, მიღებული პერსონალური მონაცემები უნდა განადგურდეს მისი საჭიროების ამოწურვისას. ყოველი მხარე დაუყოვნებლივ აცნობებს მეორე მხარეს მიებული ინფორმაციის განადგურების და განადგურების მიზეზის შესახებ. მიღებული მონაცემები ნადგურდება ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტისთანავე; 7. ორივე მხარე აწარმოებს პერსონალური მონაცემების გაგზავნის, მიღებისა და განადგურების რეგისტრაციას. 8. მხარეები დაიცავენ მიღებულ პერსონალურ მონაცემებს არასანქცირებული გამოყენების, შეცვლის ან პუბლიკაციისაგან.     მუხლი 8🔗 1. მხარეები იცავენ ამ მონაცემთა საიდუმლობას, ნებისმიერი მხარის მიერ კლასიფიცირებულს როგორც კონფიდენციალური, მხარეთა ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად იმ ხარისხით, რომელიც საჭიროა მათ დასაცავად მიმწოდებელი მხარის კანონმდებლობის საფუძველზე; 2. შეთანხმების საფუძველზე გადაცემული დოკუმენტები, მონაცემები და ტექნიკური მოწყობილობა, შეიძლება გადაეცეს მესამე მხარეს, მიმწოდებელი მხარის კომპეტენტურ ორგანოსთან შეთანხმებით.     მუხლი 9🔗 1. მხარეები შეთანხმებით გათვალისწინებული თანამშრომლობის, ურთიერთხელშეწყობისა და ინსპექტირების მიზნით, შექმნიან ერთობლივ კომისიას და დიპლომატიური არხებით აცნობებენ ერთმანეთს ამ კომისიაში შემავალი პირების შესახებ; 2. ერთობლივი კომისია აუცილებლობის შემთხვევაში ჩაატარებს სხდომას წელიწადში ერთხელ, აუცილებლობის შემთხვევაში ნებისმიერ მხარეს შეუძლია დამატებით სხდომის ჩატარება. კომისია ჩაატარებს თავის სხდომას რიგრიგობით ლატვიის რესპუბლიკაში და საქართველოში.     მუხლი 10🔗 იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნის შესრულება თანამშრომლობაზე ან დახმარებაზე, ზიანს აყენებს მხარის ნაციონალურ სუვერენიტეტს, ქმნის მისი უსაფრთხოების ან ძირითადი ინტერესების დარღვევის საფრთხეს, მაშინ ნებისმიერ მხარეს შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ უარი თქვას ან განაპირობოს ამგვარი მოთხოვნის შესრულება.     მუხლი 11🔗 შეთანხმებების დებულებები, ზემოქმედებას არ მოახდენს მხარეების მიერ დადებულ სხვა ორმხრივ და მრავალმხრივ შეთანხმებებზე, რომლის მონაწილენიც არიან საქართველო და ლატვიის რესპუბლიკა     მუხლი 12🔗 შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ ბოლო წერილობითი შეტყობინების თარიღიდან და მოქმედებს სანამ ერთ–ერთი მხარე ექვსი თვით ადრე წერილობით არ შეატყობინებს მეორე მხარეს თავისი განზრახვის შესახებ, შეწყვიტოს მისი მომქედება. შეთანხმების მოქმედების ვადა განუსაზღვრელია. შესრულებულია –––––––––– 2001 წლის –––––––––––––ორ პირად, თითოეული ქართულ, ლატვიურ და ინგლისურ ენებზე, ამასთან ყველა ტექსტს თანაბარი იურიდიული ძალა გააჩნია. შეთანმხების დებულებების განმარტების დროს წამოჭრილი უთანხმოების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს მთავრობის სახელით ლატვიის რესპუბლიკის მთავრობის სახელით