„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის,ინფრასტრუქტურის და საინვესტიციო გარემოს განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ -ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (2)
დოკუმენტის ტექსტი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №58
2011 წლის 30 სექტემბერი
დ. ჩოხატაური
„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის,ინფრასტრუქტურის და საინვესტიციო გარემოს განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საკრებულო ადგენს:
„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის,ინფრასტრუქტურის და საინვესტიციო გარემოს განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №5 დადგენილებაში (სსმ, 26.01.2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
მუხლი 1.
დადგენილებით დამტკიცებული დებულებიდან ამოღებული იქნეს მე-6 მუხლი.
მუხლი 2.
ძალადაკარგულად ჩაითვალოს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 ივნისის №46 დადგენილება „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის და საინვესტიციო გარემოს განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №5 დადგენილებაში (სსმ, 26.01.2011) ცვლილების შეტანის თაობაზე“
მუხლი 3.
დადგენილება ძალაშია არსებული წესით გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. ხუნდაძე