„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (2)
დოკუმენტის ტექსტი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №61
2011 წლის 30 სექტემბერი
დ. ჩოხატაური
,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად საკრებულო ადგენს:
,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის N10 დადგენილებაში (სსმ, 26.01.2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
მუხლი 1.
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-2 პუნქტი.
მუხლი 2.
ძალადაკარგულად ჩაითვალოს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 ივნისის №49 დადგენილება „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №10 დადგენილებაში (სსმ, 26.01.2011) ცვლილების შეტანის თაობაზე.“.
მუხლი 3.
დადგენილება ძალაშია არსებული წესით გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. ხუნდაძე