⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (17.06.2013)
გაუქმებულია:

თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.10.2011
ძალის დაკარგვა 17.06.2013
გამომცემი ორგანო თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
ნომერი №134
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.123.016086
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 111011009, 18/10/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,574 სიტყვა · ~13 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.10.2011 მიღება
17.06.2013 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:"Geo Akad Nebraska"; panose-1:0 0 0 0 0 0 0 0 0 0;} @font-face {font-family:"Geo ABC"; panose-1:0 0 0 0 0 0 0 0 0 0;} @font-face {font-family:GeorgiaNET; panose-1:0 0 0 0 0 0 0 0 0 0;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; punctuation-wrap:simple; text-autospace:none; font-size:18.0pt; font-family:"Geo Akad Nebraska","sans-serif"; text-transform:uppercase;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.75in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-.75in; line-height:150%; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:27.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-27.0pt; line-height:150%; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:45.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-45.0pt; line-height:150%; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:28.35pt 53.8pt 53.95pt .95in;} div.Section1 {page:Section1;} @page Section2 {size:595.3pt 841.9pt; margin:28.35pt 28.35pt 28.35pt 85.05pt;} div.Section2 {page:Section2;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს დადგენილება №134 2011 წლი ს 6 ოქტომბერი ქ. ქუთაისი       თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 44-ე მუხლის მეორე პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1 -ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის 1-ლი, მე-3 და მე-7 ნაწილების საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗. დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულება №1 დანართის შესაბამისად. /დანართი №1 დადგენილებას თან ერთვის/ მუხლი 2🔗. დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის ბეჭდის ნიმუში №2 დანართის შესაბამისად. /დანართი №2 დადგენილებას თან ერთვის/ მუხლი 3🔗. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №231 დადგენილება. მუხლი 4🔗. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით, მისი გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარე                                                                ა.ხვადაგიანი დანართი № 1 თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის –არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულება     მუხლი 1🔗.     ზოგადი დებულებები 1. არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური /შემდგომში – სამსახური/ არის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე შექმნილი თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მერიის უფლებამოსილებას მიკუთვნებული სივრცით-ტერიტორიული მოწყობის, დასახლებების დაგეგმარებისა და მშენებლობის საკითხების კოორდინაციას, ზემოხსენებულ საკითხებზე საკრებულოსა და მერის გადაწყვეტილებების აღსრულებას, ასევე ახორციელებს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე სხვადასხვა საკითხების ზედამხედველობას ადგილობრივი თვითმმართველობისათვის კანონმდებლობითა და სამსახურისათვის დელეგირებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართვე­ლოს კანონის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, „სააღსრუ­ლებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულების, „მშენებლობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 და „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 აგვისტოს №261 დადგენილებების, საქართველოს კანონებისა და მათგან გამომდინარე სხვა ნორმატიული აქტების, აგრეთვე, საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის სამართლებრივი აქტების საფუძველზე, დადგენილი წესის შესაბამისად. 3. სამსახური ანგარიშვალდებულია ქალაქ ქუთაისის მერის წინაშე. 4. სამსახურის კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, ამტკიცებს ქალაქ ქუთაისის საკრებულო. 5. სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს კანონიერების, საჯაროობის, საქართველოს მოქალაქეთა კანონიერი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, მოსახლეობის წინაშე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა ანგარიშვალდებულების, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების, თავის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით. 6. სამსახურს აქვს დებულება, დოკუმენტების სარეგისტრაციო შტამპი, ბლანკი, ბეჭედი №3, სახელწოდების აღნიშვნით. 7. სამსახურის დაფინანსების წყაროა თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი. 8. სამსახურის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს ქალაქ ქუთაისის მერი. 9. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქალაქი ქუთაისი, რუსთაველის გამზირი №3​ა.     მუხლი 2🔗.     სამსახურის სტრუქტურა სამსახურის სტრუქტურა შედგება სამსახურის უფროსის, სანებართვო, საზღვრების დადგენისა და ლეგალიზების განყოფილების, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილების, ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილებისა და დარგის სპეციალისტებისაგან.     მუხლი 3🔗. სამსახურის ძირითადი ფუნქციები 1. სამსახურის ძირითადი ფუნქციაა მის კომპენტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელების ხელშეწყობა. 2. თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საზღვრებში ტერიტორიული ერთეულების შექმნა-გაუქმების, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის თაობაზე წინადადებების მომზადება. 3. არქიტექტურულ-ქალაქმშენებლობითი პროცესების მართვის ხელშეწყობა. 4. სივრცით-ტერიტორიული და მიწათსარგებლობის დაგეგმვის თაობაზე პროექტის მომზადება, კანონით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის დამუშავება, კომპეტენციის ფარგლებში; სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის პროცესის რეგულირება „სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში. 5. სამშენებლო საქმიანობის კოორდინაციისა და რეგულირების ერთიანი პოლიტიკის გატარება, ამ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება, კომპეტენციის ფარგლებში. 6. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის შედგენაში მონაწილეობის მიღება და კოორდინირება, კომპეტენციის ფარგლებში. 7. ქალაქ ქუთაისის ტერიტორიის უფლებრივი ზონირების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხებზე პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში. 8. დასახლებების განვითარებისა და რეაბილიტაციის, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში. 9. ქალაქმშენებლობითი კადასტრის შედგენის პროცესში მონაწილეობის მიღება, დადგენილი წესის შესაბამისად. 10. საკადასტრო აზომვითი ნახაზებისა და თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისებისას, შესაბამისი დასკვნების მომზადება. 11. წინადადებების მომზადება და განხილვა ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე კეთილმოწყობისა და გარე გაფორმების ელემენტების /მონუმენტურ-დეკორატიული, მცირე არქიტექტურული ფორმები, ტრანსპორტზე განთავსებული რეკლამა, გარე რეკლამა/ მხატვრული იერსახისა და განთავსების საკითხებთან დაკავშირებით, კანონით დადგენილი წესით. 12. ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის განვითარებისა და რეაბილიტაციისა თვის კერძო ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა; 13. მონაწილეობის მიღება სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში, კომპეტენციის ფარგლებში. 14. მიღებული კორესპოდენციის განხილვა და შესწავლა. 15. ქალაქ ქუთაისის მერის, საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და მერიის შესაბამისი თანამდებობის პირების დავალებების შესრულება . 16. საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და მერის დავალებით სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.     მუხლი 4🔗. სანებართვო, საზღვრების დადგენისა და ლეგალიზების განყოფილების ფუნქციები 1. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის, არქიტექტურული პროექტის შეთანხმების, მშენებლობის ნებართვის გაცემისა და მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების, ასევე, შეთანხმებულ პროექტში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დოკუმენტაციის განხილვა, შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის პროექტის მომზადება და ქალაქ ქუთაისის მერისათვის წარდგენა; 2. მშენებლობის სანებართვო მოწმობის შევსება და გაცემა. 3. მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემის უწყებრივი სანებართვო რეესტრის ჟურნალის წარმოება. 4. შენობა- ნაგებობის ექსტერიერებისა და ინტერიერების პროექტების განხილვა, ფერთა შეთანხმება, ქალაქში არსებულ ობიექტებზე განსათავსებელი საინფორმაციო დაფების, აბრებისა და ფირნიშების ესკიზების შეთანხმება. 5. უნებართვოდ ან პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების, ან მათი ნაწილების ლეგალიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა თვის საკითხის განხილვა, შესაბამისი წინადადებების მომზადება და ქალაქ ქუთაისის მერისათვის წარდგენა; 6. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენასთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტაციის განხილვა და ადმინისტრაციული აქტის პროექტის მომზადება. 7. ცალკეულ მიწის ნაკვეთებსა და ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებზე მისამართის მინიჭებისათვის საკითხის განხილვა და ქალაქ ქუთაისის საკრებულოს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება. 8. განყოფილების გამართული მუშაობის მიზნით, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება. 9. განყოფილების ყოველთვიური, კვარტალური და წლიური სტატისტიკური მონაცემების დამუშავება. 10. ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოვალეობების განხორციელება. 11. სამსახურის უფროსისა და ქალაქ ქუთაისის მერიის შესაბამისი თანამდებობის პირების დავალებების შესრულება.     მუხლი 5🔗. სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილების ფუნქციები 1. თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში მშენებარე შენობა-ნაგებობების შესაბამისობის ზედამხედველობა საპროექტო-ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტებთან, ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფა მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე, კანონით დადგენილი წესით. 2. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, ობიექტის მშენებლობის შეჩერება ან/და დემონტაჟი, მის მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებაზე გადაწყვეტილების მისაღებად წინადადებების მომზადება. 3. ზედამხედველობა სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე /სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენების სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გატანა, მიწისქვეშა კომუნიკაციების ჩაწყობა-გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტის კეთილმოწყობა–მოწესრიგება და სხვა/. 4. კანონმდებლობით დადგენილი წესით, კონტროლის განხორციელება საზედამხედველო ობიექტში არქიტექტურულ-სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე, შემოწმების პროცესში დოკუმენტაციის მოთხოვნა სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისათვის, კომპეტენციის ფარგლებში. 5. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, სამშენებლო საქმიანობაში დარღვევის არსებობის შემთხვევაში, მშენებლობაში მონაწილეთა მიმართ მითითების გაცემა მშენებლობის პროექტის, სამშენებლო ნორმების, წესებისა და სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევათა გამოსწორების შესახებ. 6. საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ზომების მიღება. 7. მშენებლობადამთავრებული ობიექტის ვარგისად აღიარებისათვის /ექსპლუატაციაში მიღება/ დოკუმენტაციის მომზადება და განხილვა, შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის პროექტის მომზადება – „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად. 8. ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის, უძრავი ძეგლების მდგომარეობის შემოწმებაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში; 9. სამსახურის უფროსისა და ქალაქ ქუთაისის მერიის შესაბამისი თანამდებობის პირების დავალებების შესრულება.     მუხლი 6🔗. ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილების ფუნქციები 1. გარე რეკლამის განთავსების, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების, გარე ვაჭრობის, ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათი არსებული წესით შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლი. 2. ქალაქის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმოო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესებისა და გარე იერსახის დაცვაზე კონტროლი /შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გარე განათების, მიწისქვეშა გადასასვლელების, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, მარკიზების, კომუნიკაციების, ჯიხურებისა და ჭების, საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკური მდგომარეობა/. 3. ზედამხედველობა ქალაქის ტერიტორიაზე განლაგებული წარმოება-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ განხორციელებულ შემდეგ საქმიანობაზე: დანგრეული, დაუმთავრებელი ან დამთავრებული სამუშაო ტერიტორიის აღუდგენლად მიტოვება, ქალაქის მწვანე ნარგავების დაზიანება ან თვითნებური გაჩეხვა, სამშენებლო ან შესაკეთებელი სამუშაოების ჩატარების დროს ტერიტორიის დაზიანება. 4. აუცილებელი საგზაო სამუშაოების დაგეგმვის მიზნით, ყოველწლიურად ქალაქში დაზიანებული გზის საფარის აღდგენის ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკის შედგენაში მონაწილეობა და შესრულების თაობაზე ინფორმაციის მომზადება, კომპეტენციის ფარგლებში. 5. უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების, სარეკლამო, სავაჭრო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა, მათი აღკვეთისა და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელება. 6. ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე განლაგებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარული ნორმების დაცვაზე ზედამხედველობა, კომპეტენციის ფარგლებში. 7. არასაგადასახადო შემოსავლების ადგილობრივ ბიუჯეტში მობილიზების კოორდინირება, კომპეტენციის ფარგლებში. 8. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მოიჯარეების მიერ მიწათსარგებლობის წესების დარღვევისა და იჯარის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარება, კომპეტენციის ფარგლებში. 9. სამართალდარღვევის ოქმის ფორმის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილის, 53​3, 55-ე, 55​2, 60​1, 119​1, 150-ე, 150​1, 151-ე, 152, 152​2, 153​4, 159-ე და 159​1 მუხლების საფუძველზე. 10. იჯარით გაცემული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების იჯარის ქირის ამოღების ორგანიზება.     მუხლი 7🔗. სამსახურის უფლება-მოვალეობები 1. სამსახურს უფლება აქვს: ა ) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავ­შირებული ინფორმაცია; ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით, მოიწვიოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებების, საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მიიღოს საჭირო ინფორმაცია; ბ ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, განახორციელოს კონტროლი მის საზედამხედველო ობიექტში არქიტექტურულ-სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე, შემოწმების პროცესში მოითხოვოს დოკუმენტაცია სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან, განურჩევლად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი ქვემდებარეობისა, კომპეტენციის ფარგლებში; გ ) მონაწილეობა მიიღოს ქალაქის განვითარებისა და რეაბილიტაციის პროექტების შემუშავებაში; დ ) მოამზადოს წინადადებები სამსახურის წლიური ხარჯების თაობაზე და აუცილებ­ლობის შემთხვევაში, დამატებითი ხარჯების გაწევის შესახებ, კომპეტენციის ფარგლებში; ე ) მოამზადოს წინადადებები და მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებზე, კომპეტენციის ფარგლებში; ვ ) საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს სასამართლოში წარსადგენი სარჩელის მომზადებაში, კომპეტენციის ფარგლებში; ზ ) მონაწილეობა მიიღოს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, კომპენ­ტენციის ფარგლებში; თ ) ითანამშრომლოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მედიასაშუალებებთან, იზრუნოს საზოგადოების სისტემატურ ინფორმირებაზე სამსახურის საქმიანობასთან და სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით; ი ) დადგენილი წესით განახორციელოს ყველა აუცილებელი ქმედება, რაც დაკავშირებ­ულია დებულებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულებასთან. 2. სამსახური ვალდებულია: ა ) უზრუნველყოს ზედამხედველობა და კონტროლი მიმდინარე ყველა სახის არქიტექტურულ-სამშენებლო, სარეკონსტრუქციო, სარემონტო სამუშაოებზე, დადგენილი წესით; ბ ) „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად მოახდინოს რეაგირება ქალაქის მასშტაბით სამშენებლო საქმიანობის დარღვევაზე; გ ) განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი, კომპეტენციის ფარგლებში, ქალაქ ქუთაისის მერისა და საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებაზე ქალაქ­ის კეთილმოწყობასა და სხვა სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებით, გარე იერსახის, გარე რეკლამის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის საკითხებზე; დ ) პასუხი აგოს მისთვის გადაცემული ქონების შენახვასა და მოვლა-პატრონობაზე; ე ) კეთილსინდისიერად შეასრულოს მოქმედი კანონ­მდებ­ლობისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მოთხოვნები, უზრუნველყოს ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება; ვ ) ანგარიში წარუდგინოს ქალაქ ქუთაისის მერს თავისი საქმიანობის შესახებ; ზ ) წარუდგინოს მერიის სტრუქტურული ერთეულის – აპარატის ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილებას ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ხარჯვასთან დაკავშირებული დოკუმენტები; თ ) მოამზადოს ინფორმაციები თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ოფიციალურ ვებ–გვერდზე /www.kutaisi.gov.ge/ განთავსების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში; ი ) დაიცვას ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული შინაგანაწესი.     მუხლი 8🔗.     სამსახურის უფროსი 1. სამსახურის საქმიანობას ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელიც არის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი /საჯარო მოხელე/ და რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ ქუთაისის მერი. 2. სამსახურის უფროსი: ა. წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურის მიერ სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; ბ. ამზადებს და აწვდის წინადადებებს ქალაქ ქუთაისის მერს, სამსახურის საშტატო ნუსხის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარისათვის დასამტკიცებლად წარსადგენად; გ. ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის თანამშრომელთა მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას; დ. განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის მუშაობის სრულყოფის თაობაზე; ე. ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის, გასცემს დავალებებს სამსახურის თანამშრომლებზე;  ვ. ქმნის სამსახურის თანამშრომლებისათვის მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისა და შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს;  ზ. ამზადებს წინადადებებს სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით; თ. შეიმუშავებს და წარუდგენს ქალაქ ქუთაისის მერს სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს, ამ დებულებით განსაზღვრული სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარისათვის დასამტკიცებლად წარსადგენად; ი. წარუდგენს მერს წერილობით ინფორმაციას მოსამსახურეთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარისათვის წარსადგენად; კ. წარუდგენს მერს წინადადებებს სამსახურის მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულებების, მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; ლ. მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; მ. ასრულებს ქალაქ ქუთაისის მერისა და სხვა უფლებამოსილი თანამდებობის პირების დავალებებს; ნ. ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. ­3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე. 4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით, მის მოვალეობებს ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.     მუხლი 9🔗. სამსახურის თანამშრომლები 1. სამსახურის თანამშრომლები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეები, რომელთა თანამდებობაზე დანიშვნა და გათავისუფლება ხდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვით, ქალაქ ქუთაისის მერის მიერ. 2. სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ: ა. დააყენონ ხელმძღვანელობის წინაშე საკითხი მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ; ბ. ისარგებლონ საინფორმაციო-საკომუნიკაციო და კომპიუტერული ტექნიკით, სხვა­დასხვა ტექნიკური საშუალებებით; გ. მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები; დ. ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალის­წინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით. 3. სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან: ა. შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები; ბ. შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები; გ. იზრუნონ თავისი პროფესიული მომზადების დონის ასამაღლებლად; დ. შეასრულონ და დაიცვან შინაგანაწესის მოთხოვნები. 4. სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის თანამდებობრივი რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულების შესაბამისად მიღებული ქალაქ ქუთაისის საკრებულოს დადგენილებითა და ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხით.     მუხლი 10🔗.   სამსახურის ქონება სამსახურის სარგებლობაში არსებული ქონება წარმოადგენს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკუთრებას.     მუხლი 11🔗.   დასკვნითი დებულებები სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება კანონით დადგენილი წესით. საკრებულოს თავმჯდომარე                                                            ა.ხვადაგიანი დანართი №2 თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის –  არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის ბეჭდის ნიმუში